რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
„მაკდონალდსი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. თუმცა, შეჭირვებული ოჯახის შვილებისთვის ეს ოცნებაა, რადგან ხშირ შემთხვევაში, მათ მშობლებს, მაკარონის და მედიკამენტების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. სამაგიეროდ, „მაკდონალდსს’’ არ ავიწყდება ასეთი ბავშვები. ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ჩერნოვეცკის ფონდის პატარა ბენეფიციარები „მაკდონალდსის“ სტუმრობით განებივრებულები ხშირად არიან. იციან, რომ მათ იქ ნამდვილი დღესასწაული ელით. მორიგი ასეთი დღესასწაული „მაკდონალდსმა“ ჩვენს პატარებს, ბავშვთა დაცვის დღეს მოუწყო. ფონდის მეგობრებო, დიდი სიხარულით გიზიარებთ ბავშვების ემოციების ამსახველ კადრებს, აქ ზედმეტია სიტყვები.
ალბათ, თქვენც შეამჩნიეთ პატარა ბიჭუნას ზღვა ემოცია, მას სათამაშო ლომი უჭირავს ხელში. დიახ, სწორედ ასეა, ეს ბავშვები ცხოვრებაში ყველაზე ელემენტარულსაც კი მოკლებულები არიან
ცეკვა, სიმღერა, გართობა – „მაკდონალდსის“ თანამშრომლები, ზრუნავენ ჩვენი პატარა ბენეფიციარების გართობაზე
მხიარულება დაიწყო – ბავშვები აღფრთოვანებულები არიან!
ყველას ძალიან გვიყვარს ბურგერი, არა?
ჩერნოვეცკის ფონდიდან „მაკდონალდსის“ ყველაზე პატარა სტუმარი. ის „მაკდონალდსში“ პირველად არის. ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, თვალებით ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია
გარდა ამისა, „მაკდონალდსმა“ სათამაშოებიც აჩუქა ჩვენს ბავშვებს. მათ რეაქციას შეხედეთ და მიხვდებით, რომ ამ პატარებისთვის უცხოა ასეთი პოზიტიური სიურპრიზები. ეს მომენტები ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ.
„ახლა კი ვხვდები, ჩემს თანატოლებს მაკდონალდსი რატომ უყვართ.“
„მაკდონალდსის“ თანამშრომლებმა კიდევ უფრო გაალამაზეს ჩვენი პატარა ბენეფიციარების ლამაზი სახეები
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000