ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად

ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ნინის არასოდეს აღუნიშნავს დაბადების დღე. ყოველთვის ოცნებობდა, რომ სასწაული მოხდებოდა ოდესმე და ღმერთი გამოუგზავნიდა კეთილ ფერიას, რომელიც აუსრულებდა ნატვრას. არაერთხელ, როდესაც გასართობ ცენტრებში ეპატიჟებოდნენ მეგობრები, ნინი ერთობოდა, მაგრამ გულში დარდი ჰქონდა – იცოდა, რომ დედამისი ასეთ დღესასწაულს ვერასოდეს მოუწყობდა, ის ხომ შეჭირვებული ოჯახის შვილია.

„GrownUp Private Event Club“-ში მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში, ლამაზ კაბაში გამოწყობილი… ღმერთო, რა ბედნიერია! მისი ბედნიერება მთელ საქართველოს ეყოფოდა!”

ამბობენ, თუ მთელი გულით გწადია რაღაც და შენ გარშემო გულკეთილი ადამიანები არიან, სასწაულები ხდება. და აი, დადგა ეს დღეც! ნინი  „GrownUp Private Event Club“-ის იუბილარი გახდა. მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მან დაუვიწყარი დღე გაატარა, რომელიც ნამდვილ ჯადოსნურ თავგადასავლად იქცა.

 ლამაზად გამოწყობილი, ყურადღებითა და სიყვარულით გარემოცული ნინი ბედნიერებით ბრწყინავდა. მისი ბედნიერება იმხელა იყო, მთელ საქართველოს გაანათებდა! გვიხარია, ასეთ ბედნიერს და გაბრწყინებულს რომ ვხედავთ.

გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებითაც რეალობად იქცა ეს დღე. მადლობა „GrownUp Private Event Club“-ს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. თქვენი დიდსულოვნება და მზრუნველობა ქმნის მომენტებს, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.

 ასევე დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი დახმარებითაც ჩვენი პატარა ბენეფიციარების ოცნება ახდა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ კეთილი ადამიანების თანადგომით შეუძლებელი არაფერია.

 რა თქმა უნდა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ნინის. დაე, მისი ცხოვრება მუდამ სიხარულით, ღიმილითა და სასწაულებით იყოს აღსავსე. დაე, სინათლითა და ბედნიერებით აღსავსე იყოს მისი ყოველი დღე.

ვიმედოვნებთ, რომ ნინის ისტორია ყველას შთააგონებს, სჯეროდეთ სასწაულების და ოცნების არ შეეშინდეთ. ყველას ისეთივე ბედნიერებას გისურვებთ, როგორი ბედნიერიც იყო ნინი მისთვის განსაკუთრებულ დღეს!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!