ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„მაკდონალდსმა“ დაუვიწყარი ზეიმი მოგვიწყო, ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია!

„მაკდონალდსმა“ დაუვიწყარი ზეიმი მოგვიწყო, ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია!

„მაკდონალდსმა“ ნამდვილი საახალწლო ზეიმი მოუწყო ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს. ამდენი ხნის მანძილზე მათ სახეზე პირველად გამოჩნდა აღტაცებული ღიმილი, რადგან, როგორც წესი, მათ ოჯახებს უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება. შეხედეთ ამ გაბრწყინებულ სახეებს, მათთვის ხომ ბურგერი ყველაზე სანუკვარ სიზმარშიც კი წარმოუდგენელი და საოცნებო საჭმელი იყო! უფალმა დააფასოს ამ ბავშვებისთვის ყველა ადამიანის მიერ გაღებული სითბო და მზრუნველობა!

ბავშვები: ჩვენთვის ნადვილი ახალი წელია! ყველას დიდი მადლობა!

„მაკდონალდსის“ გულკეთილი თანამშრომლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ პატარების სახეზე ეს იშვიათი ღიმილი გაახანგრძლივონ. ყველაზე მეტად სახის მოხატვით, ბუშტებითა და სამახსოვრო საჩუქრებით იყვნენ აღტაცებული ბავშვები!

გიორგი (6 წლის): სულ ცხელ-ცხელი ბურგერები და ფრი ვჭამე, პატარა ყუთში ასეთი სიურპრიზიც დამხვდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი დღე მაქვს!

– გიორგი, ყოფილხარ ადრე „მაკდონალდსში“?

გიორგი: არასდროს, მხოლოდ მეტროს ბანერებზე მაქვს ნანახი დიდი ბურგერები. დედას მშივრები სკოლისკენ რომ მივყავართ, მაშინ ვოცნებობ ხოლმე მის ჩაკბეჩაზე!

მარიამი (3 წლის): „ბულგელები კველაზე გემლიელია, ბევლი მინდა!“ 

ბურგერებითა და წვენებით დანაყრებული ჩვენს კორესპონდენტს შესციცინებდა და ეუბნებოდა, ისეთი მძიმე ვარ, ხელში ვეღარავინ ამიყვანსო!

ღონისძიების დასასრულს გიგანტურ ნაძვის ხესთან ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომელმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. 

ჩვენს ჩანთებში მათემ თავისი საყვარელი ფაზლები და პატარა სიურპრიზებიც იპოვა და გახარებულმა შესძახა: „ვაშა! სახლშიც წავიღებ ბედნიერებას!“

დასასრულს ამ წლის სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ ნაძვის ხესთან!

ვინ იცის, გავა წლები, ერთ დღესაც ეს ბავშვები დახედავენ საკუთარ თავებს და გულში იმ  დიდი სიკეთით მიღებულ სიხარულს გაიხსენებენ, რაც ჩვენ, ხალხს, და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს ოდესღაც მიგვიცია მათთვის!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ზეიმი ბავშვებისთვის).