ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

პატრიარქთან შეხვედრა

2013
წლის 7 მარტს სოციალური პარტნიორობის შინ მოვლის გუნდს ერგო პატივი შეხვედროდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავაერპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

თანამშრომლებმა
მოუთხრეს მის უწმინდესობას პროექტისა და თავიანთი საქმიანობის, კერძოდ, მარტოხელა
მოხუცების, საწოლს მიჯაჭვული და გაჭირვებული ადამიანებისათვის დახმარების შესახებ.

შეხვედრისას
ფონდის დირექტორმა მის უწმინდესობას გააცნო ფონდის მუშაობის სხვა მიმართულებების – მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის დახმარების, ეკლესიების რესტავრაციის,
ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების შესახებ.

პატრიარქმა
აკურთხა შინ მოვლის გუნდის ყოველი თანამშრომელი და აღნიშნა მათი მუშაობის სირთულე
და მნიშვნელობა.