ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

თეთრეული შერატონისგან საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის

სასტუმრო „შერატონის“ საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლობამ
საქართველოში – „შერატონ მეტეხი პალასმა“ უსასყიდლოდ
გადასცა საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ თეთრეული ფონდის მზრუნველობის
ქვეშ მყოფი ხანდაზმულებისთვის გადასაცემად.

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის
ერთ-ერთი მიმართულებაა მძიმედ დაავადებული ხანდაზმულების უფასო პატრონაჟული დახმარება.
ყოველ დღე, დღესასწაულებისა და უქმე დღეების გარეშე, ფონდის მედდები და სოციალური მუშაკები
მიდიან 300 საწოლს მიჯაჭვულ მოხუცთან, რათა მათ აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება,
მიუტანონ საჭმელი და წამლები, ესაუბრონ და დაეხმარონ.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანის ცხოვრება
უკეთესობისკენ და ჩავუსახოთ მათ იმედი! სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი – ეს არის საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტრენდი მთელს მსოფლიოში. და ჩვენ გულწრფელად
მადლიერები ვართ „შერატონის“ იმისათვის, რომ იგი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს
აქ, საქართველოში. ჩვენი ფონდისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა ორგანიზაციებმა
მხარი დაუჭირონ ჩვენს პროგრამებს. მე მივმართავ ყველა კომპანიას, ყველა გულისხმიერ
ადამიანს,  დაეხმაროს ფონდს ნებისმიერი მისაწვდომი
საშუალებით. ერთად ჩვენ შევუმსუბუქებთ ცხოვრებას გაჭირვებულ ადამიანებს!“ – ამბობს ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.