ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ფონდი გამოზამთრებაში დაეხმარა მრავალშვილიან ოჯახებს

საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობებიდან
გამომდინარე, ზამთარი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

კომუნალურ მომსახურებებსა და თბილ ტანსაცმელზე ასტრონომიული
დანახარჯები ამძიმებს ღარიბი ოჯახების ისედაც მძიმე მდგომარეობას. ფონდმა „სოციალური
პარტნიორობა“ უქონელი ოჯახების მძიმე ხვედრის შემსუბუქების მიზნით გამოყო ფინანსური
დახმარება და გადაურიცხა მათ ფულადი საშუალებები, რითაც ისინი გამოუვალი მდგომარეობიდან იხსნა.

მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებშიც 7 და მეტი ბავშვია,
ხშირად ვერ იღებენ ელემენტარულ და სასიცოცხლოდ აუცილებელ კვებისა და ტანსაცმლის რესურსს.
ფონდის მიზანია ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ გაზარდოს ჯანმრთელი და სრულფასოვანი
თაობა, რომელიც ფასეული იქნება საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისათვის.

ფონდი თხოვნით მიმართავს ყველას, გაუწიონ ნებისმიერი
დახმარება უკიდურეს სიღარიბესა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ამ ადამიანებს.