იცით, რას გეტყვით, ჩემო კარგებო… ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ, მოხუცებმა კი, შიმშილსა და არაადამიანურ პირობებში არ უნდა გაატარონ უკანასკნელი დღეები. ეს ნორმალური არ არის, ასე არ უნდა იყოს!
ღმერთო, მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და ღირსეული სიბერე არ დავიმსახურე?
არავის შესტკიოდა ჩემზე გული თქვენამდე. ეტყობა, ღმერთს შევებრალე, ჩემი ლოცვები შეისმინა და თქვენი თავი გამომიგზავნა, საუკეთესო ადამიანებო!
მადლობა! ახლა, როგორი ტექნიკა მაქვს?! ამ ყველაფერს ვერასდროს შევიძენდი, ხანდახან ხომ, პურის ფულიც კი არ მქონდა!
***
მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.