ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მას შემდეგ, რაც გიორგიმ დედამისი კუბოში ნახა, ვეღარ ლაპარაკობს და ხშირად ვარდება კრუნჩხვებში ჩვენი სიყვარულით გავუთბოთ გული!

calendar მაისი 25, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გიორგის ახსოვს დედიკო, ახსოვს მხოლოდ ერთი რამ – როგორ იწვა ის კუბოში და გარშემო ყველა ხმამაღლა ტიროდა. ამის მერე, ის ვეღარ ლაპარაკობს და უკვე 13 წელია, მხოლოდ ბებიას და თავის დას მარიამს ესმით მისი. მარიამს არ ახსოვს დედა და ალბათ, ასე ჯობია კიდეც. მისი დედიკო ხომ, მშობიარობიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა. გონს არ მოსულა და ვერც მოასწრო, გულში ჩაეკრა შვილი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მას შემდეგ, რაც გიორგიმ დედამისი კუბოში ნახა, ვეღარ ლაპარაკობს და ხშირად ვარდება კრუნჩხვებში
ჩვენი სიყვარულით გავუთბოთ გული!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ
ღვთისნიერ საქმეში!

გიორგის ახსოვს დედიკო, ახსოვს მხოლოდ ერთი რამ – როგორ იწვა ის კუბოში და გარშემო ყველა ხმამაღლა ტიროდა. ამის მერე, ის ვეღარ ლაპარაკობს და უკვე 13 წელია, მხოლოდ ბებიას და თავის დას მარიამს ესმით მისი. მარიამს არ ახსოვს დედა და ალბათ, ასე ჯობია კიდეც. მისი დედიკო ხომ, მშობიარობიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა. გონს არ მოსულა და ვერც მოასწრო, გულში ჩაეკრა შვილი.

ახლა, 75 წლის ლალი ბებია ამ ბავშვების ერთადერთი მეურვე არის. ბებო არის მათთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი.

„დედები არ უნდა ასაფლავებდნენ საკუთარ შვილებს, ეს უსამართლობაა…“

ლალი: სიცოცხლეს დავთმობდი იმისთვის, რომ ამ ბავშვებს დედა ცოცხალი ჰყავდეთ. ბავშვებს დედის სითბო სჭირდებათ… მამაც უნდა ჰყავდეთ გვერდით. მაგრამ, რას ვიზამთ, გიორგის დედიკოს გახსენებაც ეშინია. ისინი წიწილებივით დამსდევენ კუდში, მეხუტებიან.

– შეგიძლიათ მიამბოთ, რა მოხდა?

ლალი: ვაიმე, 13 წელია გასული, მე კი ამ ყველაფრის გახსენება ცრემლების გარეშე არ შემიძლია! ჩემი ერთადერთი შვილი ირმა 2009 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა. მარიამი ჰყავდა მუცლად, გრიპი რომ დაემართა. საკეისრო კვეთა გაუკეთეს, 9 დეკემბერს მარიამი გაჩნდა, ხუთ დღეში კი, ირმა წავიდა იმ ქვეყნად. 2 წლის გიორგიმ დედა კუბოში რომ ნახა, გული წაუვიდა და ამის მერე, ვეღარ ლაპარაკობდა. ლოგოპედისა და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ეს ტრავმა რომ გადაელახა. ახლა ლაპარაკობს, მაგრამ გაჭირვებით. კრუნჩხვებში ვარდება. დღემდე ისეთი შეტევები ემართება, ხანდახან მგონია, რომ ვერ გადარჩება. შეუძლია ერთი და იგივე წინადადება იმეოროს მთელი დღე, ერთი და იგივე შეკითხვა დასვას. ზოგჯერ ვერ ვუძლებ და ტირილი მივარდება. ის კი ნერვიულობას იწყებს… მეკითხება ხოლმე: „ბებო, შენ თუ მოკვდები, მეც მოვკვდები? მე თუ არ მოვკვდები, ვინ უნდა მომიაროს?“

„გიორგი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს… უკვე 15 წელია, კოვზით ვაჭმევ“

– როგორ ეშინია თქვენი დაკარგვის…

ლალი: ძალიან! ახლახან ცუდად გავხდი, წამოვწექი და ღრმად ჩამეძინა. არ ვიცი ეს როგორ მოახერხა, მაგრამ გიორგიმ მაშველები გამოიძახა, ტელეფონში კიოდა და ტიროდა: „ბებო მოკვდა, მალე მოდით, მეც ვკვდები.“ წარმოგიდგენიათ, ჩემზე მოჯაჭვული რამდენად არის? მიუხედავად ჩემი ასაკისა და ამდენი დაავადების, არ მაქვს ცუდად გახდომის უფლება, მას ეს არ უნდა დავანახო. ბავშვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, ბაკურიანში დამყავს ჩემი ობლები, როდესაც დასასვენებლად ვაუჩერს გვაძლევენ.

გიორგი ფიქრობს, რომ ბებო თუ აღარ ეყოლება, ისიც მასთან ერთად მოკვდება

– ბავშვების მამა სად არის? ტელეფონით მაინც თუ ესაუბრება შვილებს?

ლალი: ჩამორთმეული აქვს მამობის უფლება. ირმას გარდაცვალების მერე, სახლიდან მალევე წავიდა. მაგრამ, მე არ ვკიცხავ. ახალგაზრდა მამაკაცს აქვს საკუთარი ცხოვრების აწყობის უფლება… მართალი გითხრათ, ერთადერთი შვილის დაკარგვის მერე, მეც აღარ მინდოდა სიცოცხლე. 10 თვე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ცოცხლად მინდოდა გახრწნა. მშობლები საკუთარ შვილებს არ უნდა ასაფლავებდნენ! არ უნდა ასაფლავებდნენ, გესმით?! წლები დასჭირდა შვილებთან ურთიერთობის აღსადგენად. მე მინდა, ბავშვები საკუთარ მამას იცნობდნენ. ვინმემ ხომ უნდა უპატრონოს, როდესაც მე აღარ ვიქნები.

გიორგი ყოველდღე მთხოვს, ვაჩვენო დედამისი. ათვალიერებს მის სურათებს, ლოყას ადებს

– გიორგის მდგომარეობის შესახებ გვიამბეთ.

ლალი: ხან მშვიდად არის, ხან ხელებს ირტყამს თავში. ამბობს, რომ შიგნით ვიღაც ჰყავს. ხან ჩუმად არის და მხოლოდ ზმუის, ხან ძალიან ბევრს ლაპარაკობს. შეუძლია ერთი და იგივე წინადადება იმეოროს მთელი დღის განმავლობაში. ძალიან უყვარს თავის და, რომელსაც მისი დამშვიდება შეუძლია, ეთამაშება და ელაპარაკება, ხოლმე. ჩემი საბრალო ობლები… არაფერი გამაჩნია, რა უნდა მივცე?.. საშინელ გაჭირვებაში ვცხოვრობთ.

„მოდი, გიორგი, ერთად ვითამაშოთ“

– თქვენი საარსებო წყარო რა არის? საკვებზე მაინც თუ გყოფნით?

ლალი: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 650 ლარს და პენსიას. ვცდილობ, პროდუქტი მოვიმარაგო ხოლმე: ფქვილი, მაკარონი, ზეთი, შაქარი… ყოველთვის არ გვყოფნის. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვები შიმშილობენ. ყოველთვის მაქვს იმის საშუალება, რომ პური მაინც გამოვუცხო. მაგრამ, ხორცისა და რძის ნაწარმის არსებობა დიდი ხანია დავივიწყეთ. ტანსაცმელს ვერ ვყიდულობ მათთვის, სხვისი გამონაცვალი აცვიათ. სასკოლო ნივთების შეძენაც არ შემიძლია. და თუ წამლები დაგვჭირდა, ეს უკვე კატასტროფაა! ძალიან გვიჭირს!

„სოციალური შემწეობის თანხა მხოლოდ საკვებზე გვყოფნის, იმაზე კი, რომ გიორგი კარგმა ქიმებმა გასინჯონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ვერც ვიოცნებებთ“

– კარგი მოგონებები თუ დაგრჩათ?

ლალი: დალხენილი ცხოვრება არასოდეს გვქონია, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენი ირმასთვის. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვიყავი, პატარა სოფლის, სამრეკლოს სკოლის დირექტორად ვიმუშავე 18 წელი. ჩემი მეუღლეც შრომობდა. მერე, ირმა თბილისში წავიდა სასწავლებლად, მეც გავყევი. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ერთი დღეც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ. და აი, უკვე 13 წელია, მის გარეშე ვცხოვრობ! რა სასტიკი ყოფილა ბედისწერა! ახლა, შვილიშვილებისთვის ვცოცხლობ. საკუთარი ცხოვრება არასდროს მქონია.

„გიორგის არ უნდა სიკვდილი… გიორგის სიკვდილი არ უნდა“

– ლალი, თუ შეგვიძლია, თქვენი ტანჯვა რომ შევამსუბუქოთ?

ლალი: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, გიორგის მდგომარეობის გაუმჯობესება. სხვა ვერაფერზე ვიფიქრებ და ვერც ვიოცნებებ. მე ხომ, დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია. მინდა, ცოცხალი სანამ ვარ, გავაკეთო იმდენი მაინც, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ჭამა და საპირფარეშოთი სარგებლობა. და ჰყავს, მაგრამ როგორ ავკიდო მოზარდს ამხელა ტვირთი? ხომ ხედავთ, როგორი მორცხვია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს მთელი საღამოს განმავლობაში. ჩემს ცრემლებს ვერავინ დააშრობს. გემუდარებით, დამეხმარეთ, გიორგის გამოკვლევა რომ ჩავუტარო, მისი ზუსტი დიაგნოზი რომ გავიგო. უნდა ვიცოდე, თავში რა აქვს, ასე ხშირად რატომ აწუხებს ტკივილი?

„არ ვიცი, რა ბედი ელით ამ ბავშვებს, მე რომ იმ ქვეყნად წავალ“

– ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ლალი, ნუ ტირით, ჩვენი მკითხველები თქვენს გვერდით არიან! თქვენი ცხოვრება შეიცვლება! კარგია, რომ მოგვმართეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ბავშვებმაც უფრო ბედნიერად რომ იგრძნონ თავი.

* * *

მეგობრებო, გიორგი და მარიამი მოკლებულები არიან მთავარს – დედობრივ სითბოსა და ალერსს. მათთვის მთელი სამყარო არის ბებია, რომელსაც არ აქვს საშუალება ბავშვებს ყველაფერი მისცეს, რაც სჭირდებათ. მოგიწოდებთ, გთხოვთ, ყოველდღიურ ქაოსს ცოტა ხნით მოწყდეთ და გააკეთოთ რამე იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქოთ ამ ოჯახს ცხოვრება. გიორგის ძალიან სჭირდება გამოკვლევები და სწორი მკურნალობა, რომელმაც შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს ბიჭის მდგომარეობა.

თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, დიდი დიღომი, 4 მ/რ არჩილ მეფის ქ. 13 ბინა 5 (საერთო საცხოვრებელი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი ცქვიტინიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე:
https://www.instagram.com/chernovetskyi.fund  

და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
775.00₾
2023 სექ 05
კონსულტაცია,გამოკლევა
155.00₾
2023 სექ 09
რეაბილიტაციის კურსი
3490.00₾
2023 სექ 09
გამოკვლევა
151.00₾

სულ ხარჯები:

4571.00₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾16.88
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾0.30

შემოწირულია:

₾4,571.23

341 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,571.23

341 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება