ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

calendar აგვისტო 21, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

საბრალო, ულამაზესი სულის მქონე მარიამს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე… 20 წლისაა და იმდენად გამრუდებული აქვს ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ტერფები წყლულებით აქვს დაფარული, სისხლი სდის, სუნთქვა უჭირს, ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად მებრძოლი გოგოა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლა ძალიან რთულია… ორი ათწლეულის განმავლობაში, ხერხემლის გამრუდება და ეტლი, მისი ცხოვრების მნიშვნელი მაინც ვერ გახდა. თავად არის ურყევი ნებისყოფის სიმბოლო, რომელიც ძალას ჰმატებს გარშემომყოფებს, რომ ურთულესი გარემოებების მიუხედავად, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა განაგრძონ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ოცი წლის წინ, ნინოს გაუჩნდა გოგონა, მარიამი. ღმერთო, როგორ ოცნებობდა, როგორ ელოდა მას! 

„15 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე, მეუღლემ რომ მომიტაცა. თავადაც ბავშვი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გოგო მეყოლებოდა. ძალიან მიხაროდა. მეგონა, რომ როგორც თოჯინას, ჩავაცმევდი, ნაწნავებს გავუკეთებდი, ხოლმე. დედა რომ გავხდი, თოჯინებით თამაშიც კი არ მქონდა ჯერ მობეზრებული. ოჯახური ცხოვრება პატარა გოგოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და მეგონა, რომ შვილის გაჩენა გულს გამიხარებდა, – ამბობს დედა, ნინო და ცრემლებს ღვრის. – ჩემს საბრალო გოგონას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ექიმებმაც და ჩემმა მეუღლემაც ეს დამიმალეს. ან, რა უნდა ეთქვათ 16 წლის გოგოსთვის, რომელიც უნარშეზღუდული ბავშვის დედა გახდა.

 20 წლის განმავლობაში, მარიამს ისე გაუმრუდდა ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ერთი არასწორი მოძრაობაც კი, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს მისთვის. გოგონა შეიძლება უბრალოდ “დაიმტვრეს”.

 ასაკის მატებასთან ერთად, მარიამის მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ის და მისი დედიკო, ნინო, უკვე შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ ვერასოდეს შეძლებს სიარულს, რომ სხვა გოგონებივით ვერასდროს იცხოვრებს. მაგრამ, იმის გამო, რომ უბრალო ტკივილგამაყუჩებლების შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ, მარიამი იტანჯება. ტერფებზე წყლულები აქვს და სისხლი სდის. ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს და სინესტის გამო, მას სუნთქვა უჭირს. ნორმალური ოთახის ქირის გადახდის საშუალება კი არ აქვთ. მისთვის რთულია ყოველი მოძრაობა. ეტლიდან საწოლზე რომ გადავიდეს, დედას ელოდება, რომელიც ბინებს ალაგებს და საშინლად იღლება.

ეს ჭრილობები არაფრით ხორცდება. ჩირქდება და ამის გამო, მარიამი საშინლად იტანჯება. ან, რანაირად უნდა უმკურნალონ როდესაც, წამლებისა და მალამოების ყიდვის საშუალება საერთოდ არ გააჩნიათ?!

 ნინო: ოცი წლის წინ, შოკში ჩავვარდი, ჩემი ახალშობილი გოგონას ზურგზე ჭრილობა რომ დავინახე. ის დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიით – სპინა ბიფიდა ჰქონდა. დაბადებიდან მესამე დღეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა, რის გამოც, სამუდამოდ დაკარგა გადაადგილების უნარი.

 მეუღლემ და დედამთილმა დამიმალეს ეს ყველაფერი. ნერვიულობისგან ჩემს დაცვას ეცადნენ, მისი ხელში აყვანის უფლებას არ მაძლევდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჯერ პატარა ვიყავი და შეიძლება ხელიდან გამივარდეს. მაგრამ, სულ რამდენიმე დღის მერე, შემთხვევით მის ზურგზე ჭრილობა ვნახე. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა დამემართა! იმ მომენტიდან, საავადმყოფოებში ვიცხოვრეთ ოთხი წელი. მაგრამ, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ფეხზე დავაყენებდი ჩემს შვილს. ბავშვით ხელში დავრბოდი ექიმებთან, დამყავდა მასაჟებსა და სხვადასხვა პროცედურებზე. ალბათ, იცოდნენ, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, მე კი ყველაფერი ამომეწურა ​​- ფული, ძალა, ნერვები. ყველანაირი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

„ერთნი ვართ მე და მარიამი. მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ის კი ჩემს გარეშე ვერ იცოცხლებს.”

– როდის გაიგეთ, რომ მარიამი განწირული იყო?

ნინო: მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა ამაო იყო. და მაშინ, სამყარო თავზე დამენგრა. ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, თუ ჩემი შვილი ვერასდროს გაივლის და სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯება? ჩემს საბრალო გოგონას, ჩემს მარიამს, არასდროს დაუდგამს მიწაზე ფეხი და ვერასდროს გაივლის. ახლა, ის 20 წლისაა და მთელი ცხოვრება ეტლში აქვს გატარებული. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს. სოფელში რომ ვცხოვრობდით, მძიმედ ვშრომობდი ვენახებში. აქაც, თბილისში, ნებისმიერ სამსახურს ვეჭიდები, თორემ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებით.

20 წელია მარიამი ეტლზეა მიჯაჭვული და ვერასდროს გაივლის.

– თქვენ თქვით, რომ თავადაც ბავშვი იყავით, მარიამი რომ დაიბადა…

ნინო: 15 წლის ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი, მეუღლემ რომ მომიტაცა, არც ვიცნობდით ერთმანეთს. 13 წლით უფროსია ჩემზე. მაშინ სხვა დრო იყო: სახლში დაბრუნება სამარცხვინოდ ითვლებოდა და ხაზს გადაუსვამდა გოგონას მომავალს. ალბათ, ჩემი მშობლებიც არ მიმიღებდნენ. თავადაც ბავშვი ვიყავი, დედა რომ გავხდი.

„თავადაც 16 წლის ბავშვი ვიყავი, დედა რომ გავხდი.“

– როგორ მოხვდით აქ, თბილისში? რატომ ცხოვრობთ ამ ერთი ციცქნა, ნესტიან ავტოფარეხში?

ნინო: ორი წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ დაშორება გადავწყვიტეთ. მისთვის დიდი დარტყმა იყო მარიამის ასეთი მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მამაკაცებს ქალებზე მეტად უჭირთ ასეთ ტკივილთან გამკლავება – დალევა დაიწყო… ყოველ საღამოს ჩხუბი გვქონდა. მარიამი კი ძალიან მგრძნობიარეა – სულ ცოტა უნდა რომ ატირდეს, გული აწუხებს, უჰაერობა. რთული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ახლა, ჩემი გოგონა თავს უფრო მშვიდად გრძნობს.

„სამნი ვცხოვრობთ ამ პატარა ავტოფარეხში. არ მაქვს საშუალება, უკეთესი ბინის ქირა რომ გადავიხადო“.

– ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ? ეს ხომ, ყოფილი ავტოფარეხია, ოთახიც არ არის?!

ნინო: თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. სივიწროვეა, საშინელი ნესტი, მაგრამ, უკეთესი ბინს ქირის გადახდის საშუალება არ გაგვაჩნია. უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჭერი მაინც გვაქვს თავზე.

მარიამსაც, დიდი ხანია, ეტლი დაუპატარავდა და გაცვდა. ჩაჯდომაც კი უჭირს. ხელის დასადებები სულ დაგლეჯილია და ამიტომ, ჩემს გოგოს მკლავები აქვს გადაყვლეფილი. უმოძრაო ცხოვრების გამო კი, ქუსლებზე საშინელი წყლულები გაუჩნდა და სითხე სდის. ვცდილობ, როგორმე დავეხმარო, მაგრამ მხოლოდ ვაზელინის და იაფფასიანი მალამოების შეძენის საშუალება მაქვს. ისედაც წვალობს, ეს ყველაფერი კი სატანჯველს უმატებს.

საკმარისი საწოლებიც არ გვაქვს. ბებოს გატეხილ სავარძელზე სძინავს, მე კი მარიამის გვერდით უნდა ვიყო, მას ღამით ხშირად აწუხებს გული ან პამპერსი აქვს გამოსაცვლელი.

უმოძრაო ცხოვრების გამო, მარიამს საშინელი წყლულები გაუჩნდა ტერფებზე.

– როგორ პოულობთ ძალას საკუთარ თავში?

ნინო: მიუხედავად თავისი ფიზიკური მდგომარეობისა, მარიამი ჩვეულებრივი გოგოა, ძალიან კეთილი, შეგნებული, მისი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება. უბრალოდ ვერ დადის. მაგრამ, მას სიცოცხლე სწყურია, ჰაერზე სეირნობა უნდა, გართობა, როგორც ყველა მის თანატოლს. მაგრამ, მოკლებულია ამ ყველაფერს. ვცდილობ, გავართო როგორც შემიძლია. სამსახურის მერე მოვრბივარ, ეტლს „ვტაცებ ხელს“ და გარეთ გავრბივარ ჩემს შვილთან ერთად, სუფთა ჰაერი მაინც რომ ჩაისუნთქოს. დასანანია, რომ ტაქსის ფული არ მაქვს, პარკში რომ წავიყვანო, რამე ახალი და ლამაზი ვანახო. მარიამისთვის მთელი სამყარო მე ვარ. მე ვარ მისი ფეხები, მისი თვალები. ფიქრიც კი არ მინდა რა მოხდება, რამე რომ დაემართოს. მარიამს ჩემს ცრემლებს არასდროს ვაჩვენებ და ვამაყობ იმით, რომ მისი დედა ვარ!

„ჩვეულებრივი გოგო ვარ, მეგობრებიც მყავს. ყველაფერს ვგრძნობ და განვიცდი. ალმაცერად რომ მიყურებენ, ტირილი მინდება. ჩემი ბრალი ხომ არ არის, სხვებივისგან განსხვავებული რომ დავიბადე?!”

– რა არის მარიამის მოვლაში ყველაზე რთული?

ნინო: 60 კილოგრამზე მეტს იწონის, მისი დაბანა და ტანსაცმლის გამოცვლა ძალიან მიჭირს. იცით, სულ მეგონა, რომ თურქეთში შეძლებდნენ ჩემი გოგონას დახმარებას, თავს ვიდანაშაულებდი, რომ არ მქონდა ფული. მაგრამ, ექვსი წლის წინ, შემთხვევით მოვხვდით კონსულტაციაზე თურქეთიდან ჩამოსულ ექიმებთან. სწორედ მათ დამარწმუნეს, რომ მდგომარეობა უიმედოა… ეს განაჩენია, მაგრამ, დანაშაულის გრძნობამ მაინც ამტოვა.

“მინდა, ლამაზად გამოვიყურებოდე, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.”

– მარიამი თქვენი ერთადერთი შვილია?

ნინო: არა, სწორედ მაშინ, როდესაც მარიამი ოთხი წლის იყო და ექიმებმა განაჩენი გამოუტანეს, მე კი თავის მოკვლაზე ვფიქრობდი, აღმოჩნდა, რომ მეორე შვილს ველოდებოდი. სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა. იცით, ნიკამ ჩემი და მარიამის ცხოვრება მართლაც შეცვალა. და-ძმას ერთმანეთი უზომოდ უყვართ. ახლა, ის მამასთან ცხოვრობს, მაგრამ თვეში ერთხელ ჩამოდის ერთი კვირით. საწოლები არ გვაქვს, ჩემთან და მარიამთან ერთად სძინავს. მარიამი კი, მთელი ღამე თმაზე ეფერება. გიჟდება თავის ძმაზე და სახლში რამე გემრიელი თუ გვაქვს, ყოველთვის უნახავს. ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ ბავშვია, 15 წლისაა, მაგრამ უკვე ამბობს, რომ სკოლას როგორც კი დაამთავრებს, ჩვენთან ერთად იცხოვრებს, მუშაობას დაიწყებს და მომეხმარება.

“ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ გარეგნულად არ ვგავარ სხვებს.”

– ვინმე გეხმარებათ? რა არის თქვენი საარსებო წყარო?

ნინო: ჩვენი შემოსავალია ჩემი შვილისა და ბებოს პენსია. ბებო ჩვენთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად, მარიამი მარტო რომ არ დარჩეს ხოლმე, როდესაც ვმუშაობ. მოხუცია, ძალიან ავად არის, გადაადგილება უჭირს, სულ სახლშია. თავისი პენსია წამლებზე ძლივს ჰყოფნის, ჩემი შვილის პენსიით კი, ამ ავტოფარეხის ქირას ვიხდი. რჩება კომუნალური გადასახადები, პამპერსი, საჭმელი. ეს ყველაფერი კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს გამოვიმუშავებ ბინების დალაგებით. მეგობრები რითაც შეუძლიათ მეხმარებიან. ორი დღის წინ, მეგობარმა პროდუქტი და ტკბილეული მომაწოდა მარიამისთვის. მამაჩემი ექვსი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით, დედაჩემი კი, დღემდე იხდის მისი მკურნალობის ვალებს.

მარიამმა ამ ეტლში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ფეხებიც და მკლავებიც სულ დაკაწრული აქვს.

– გვითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს?

ნინო: საკვები და ჩემი შვილისთვის პამპერსი მუდამ გვჭირდება.  საკმარისი საწოლებიც არ გვაქვს. მხოლოდ ორი, ისიც ძველი, რომელზეც მე და მარიამს გვძინავს. სარეცხი მანქანა უდიდესი ბედნიერება იქნებოდა. არ მეზარება, მაგრამ, შვილისა და ბებოს მოვლის და მუშაობის გარდა, ამდენი სარეცხის ხელით დარეცხვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მარიამს უზომოდ გაახარებდა ტელევიზორი! სერიალების ყურება უყვარს, ეს მისი ერთადერთი გასართობია. ჩემი ჭკვიანი გოგო, თვითონ ისწავლა ინტერნეტით თურქული ენა, თარგმანის გარეშე რომ უყუროს თავის საყვარელ სერიალებს!

„ძალიან მინდა ტელევიზორი გვქონდეს. ასე მაინც დავინახავდი, რა ხდება სამყაროში”

– კიდევ რის კეთება მოგწონს, მარიამ? როგორ ერთობი? ბევრი მეგობარი გყავს?

მარიამი: ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველანი სოფელში ცხოვრობენ. თბილისში რომ ჩამოდიან, ყოველთვის ვნახულობ. ერთმანეთს ვწერთ და ტელეფონზეც ვესაუბრებით. ძალიან მიყვარს ისინი და მათაც ვუყვარვარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როდესაც გრძნობ, რომ უყვარხარ და მოსწონხარ ისეთი, როგორიც ხარ.

– გიგრძვნია, რომ ვინმეს არ მოსწონხარ?

მარიამი: არა, უბრალოდ ხანდახან თავდაუნებურად გრძნობ, რომ სხვანაირად გიყურებენ. უცნაური გრძნობაა, როდესაც ვერ იგებ ვინმეა არ მოსწონხარ, თუ ეცოდები. ადამიანებს, ვინც სხვებისგან განსხვავდება, ალმაცერად ნუ შეხედავთ. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, გვაქვს სურვილები და ოცნებები, გვიყვარს და გვსურს, რომ სხვებსაც ვუყვარდეთ!

“ასე დავჯდები ხოლმე კარებთან და შორიდან ვუყურებ ცხოვრებას.“

– რაზე ოცნებობ?

მარიამი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, დავიწყო მუშაობა. ბევრ კომპანიას მივმართე, ავუხსენი მდგომარეობა, ვთხოვე. მაგრამ, ან ცარიელი დაპირებებს ვისმენ, ან საერთოდაც უპასუხოდ მტოვებენ.

– მუშაობას სად ისურვებდი?

მარიამი: დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ფრჩხილის სპეციალისტად. მესმის, რომ მთელი დღე თავდახრილი ჯდომა ძალიან რთულია. მაგრამ, მომწონს! ჩემი ოცნებაა, ვიმუშაო, მქონდეს საკუთარი ფული, დედას მცირედით მაინც დავეხმარო. ძალიან ბევრს შრომობს, საერთოდ არ უფრთხილდება საკუთარ თავს. ვიცი, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს თქვენს ფონდს და მინდა, მეც დავუმეგობრდე მათ. როდესაც ირგვლივ ბევრი ადამიანი გყავს, ცხოვრებაც აღარ ჩანს ამდენად რთული.

“გთხოვთ, დამეხმარეთ, მეც რომ ვიგრძნო თავი ადამიანად!”

–ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი საოცარი, კეთილი, ღვთისნიერი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი, ვინც სიხარულით დაგეხმარებათ!

ნინო: ღმერთის ყოველთვის მწამდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ არ მიგვატოვებდა! იცით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თვითონაც არ იცი, რა დახმარებას ელი, მაგრამ უფალს უბრალოდ სთხოვ, რომ დაგეხმაროს! უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინა, თქვენ კი, გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას და გვესტუმრეთ. ახლა, მთელი გულით ვგრძნობ, რომ ეს არის რაღაც ძალიან კარგის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში!

მეგობრებო, ხანდახან, ბედი ისეთ განსაცდელებს გვიგზავნის, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. მაგრამ ნინომ და მისმა უსაყვარელესმა მარიამმა ეს შეძლეს. ავადმყოფობისა და უსახსრობის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ერთმანეთის სიყვარული და მომავლის იმედი. ეს ხომ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში? ჩვენ კი, მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ და უბრალოდ ვალდებულნი ვართ მათ მხარში ამოვუდგეთ ამ ურთულეს ბრძოლაში!

ბედნიერებისთვის სჭირდებათ ძალიან ცოტა: ახალი ეტლი, წყლულების სამკურნალო საშუალებები, საწოლი, სარეცხი მანქანა, საკვები და პამპერსი. მარიამი კი, მეცხრე ცას ეწევა სიხარულით, ტელევიზორს თუ ვაჩუქებთ. ეს ხომ, ერთადერთი გასართობია მისთვის.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 3 (პლატო, ავტოფარეხი მე-7 კორპუსის გვერდით).

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანობაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

სხეულისთვის ეტლი მაჩუქეთ, ხოლო სულისთვის ფრთები!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ახლა, მარიამი დამოუკიდებლად შეძლებს გადაადგილებას ელექტრო ეტლით, რომელიც ფონდისგან საჩუქრად მიიღო. ის ფეხების მაგივრობას გაუწევს მას.  ყოველი დილის გათენებისას, გაახსენდებით თქვენ, თქვენი გულის სითბო და საოცარი სიკეთე, ის  ივლის…  არა,  ის  იფრენს,  რადგან ბედნიერებისა და სიხარულის გარდა, თქვენ მას აჩუქეთ ფრთებიც.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაშიც კი, შევძლებდი ბედნიერებისა და სიხარულის განცდას!“

 მარიამი სულ რაღაც 20 წლისაა –  პატარა გოგონა სათუთი სულით და დიდი ემოციებით. მას არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე. არასდროს ურბენია სანაპიროზე. არ წაქცეულა ბავშვობაში და გადახეთქილი მუხლები არ უჩვენებია ბებოსთვის, რომ  მოფერებოდნენ და დაეტუქსათ სიცელქის გამო. ის დაბადებიდან ეტლს არის მიჯაჭვული, მისი ოჯახი კი გაჭირვებით, სიღატაკითა და შიმშილით იტანჯება! ოჰ, ღმერთო, რა საშინელებაა, როდესაც დედას იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ნორმალური ეტლი შეუძინოს თავის პატარა სიხარულს! ტიროდა დედა და ტიროდა მარიამი… მორყეული, პატარა ეტლიც ტიროდა, რადგან  ის, მარიამთან ერთად ვერ გაიზარდა, პირიქით საშინლად დაძველდა,  დაპატარავდა და ასე, დამნაშავესავით შესცქეროდა გოგონას ფეხებზე გაჩენილ წყლულებს, გადმოდენილ ჩირქს…  დაშრა, დაიწრიტა ცრემლები, სინათლით სავსე დღეები, სიხარულის მოლოდინი… მხოლოდ გაჭირვება არ თავდებოდა, არც ჩირქი შრებოდა და არც სულის ტკივილი ანებებდა თავს პატარა ანგელოზს…

 მერე რა მოხდა? „მერე თქვენ გამოჩნდით, საოცარო ადამიანებო, კეთილი ჯადოქრებივით, ოქროსხელება ქირურგებივით, რომ შეგეცვალათ ჩემი გოგონას ნატანჯი სახე.“ – გვეუბნება დედა ნინო და ცრემლებს ვერ იკავებს – „შეხედეთ მას! როგორ გაუნათდა ჩამქრალი თვალები! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია!“

–  ჟურნალისტი: მეც ამატირეთ… მე ხომ, ინტერვიუს ჩასაწერად მოვედი?!

 ნინო (მარიამის დედა): ჩვენი ამბავი ცრემლების გარეშე ვერ დაიწერება…

 – და მაინც, მოდით, გვიამბეთ, რა მოხდა იმის მერე, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?  მას მთელი საქართველო კითხულობდა, ყველა ტიროდა,  ათასობით კომენტარს წერდნენ, გიკავშირდებოდნენ… შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

 ნინო: ყველამ ნახა ჩემი გოგონას დაჩირქებული ფეხები. მარიამი მისთვის მოუხერხებელ, პატარა, მწყობრიდან გამოსულ ეტლში იჯდა. მისი სხეულის დეფორმაციიდან გამომდინარე, ძირითადი ზეწოლა უმოძრაო ფეხებზე იყო და ჩემი აზრით, ეს იყო ამ წყლულების გაჩენის  მთავარი მიზეზი. მკურნალობას ვერ ვახერხებდით. ყველაფერი ხომ, თანხებთანაა დაკავშირებული? მე, სრულიად მარტო დარჩენილმა, უბედურმა დედამ, განა რამდენი უნდა შევძლო?.. მაშინ, როდესაც ამ ნესტიან ავტოფარეხშიც კი, ქირის გადახდა მიწევს?

 ალბათ, პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი დღეც არ იყო გასული, ერთი უთბილესი, ემიგრანტი ქალბატონი რომ შეგვეხმიანა. ღმერთო ჩემო, იტალიაშიც კი შევაწუხეთ ადამიანები… ნათიამ (ასე ჰქვია ჩვენს უკეთილშობილეს ემიგრანტ ქალბატონს.) მალამოები შეგვიძინა. მთელი ერთი სამკურნალო კურსის ოდენობა საკურიერო მომსახურებით გამოგვიგზავნა სახლში.

 ქალბატონმა ნანომ ასევე 3 „პორცია“ უებარზე უებარი მალამო გამოგვიგზავნა ქუთაისიდან. კიდევ, ქალბატონმა ციცომ, რომელიც ასევე ქუთაისში ცხოვრობს ამერიკიდან გამოიწერა ჩემი მარიამისთვის სამკურნალო სპრეი და მალამო. ისეთი ჯადოსნური აღმოჩნდა ეს მალამოები, რომ მის დამზადებასა და შეძენაში ნამდვილად ურევია უფლის მადლი და ხელი!  მერე ქალბატონი ლიაც გამოჩნდა საგურამოდან – ოქროს გულის ადამიანი. მან დაგვირეკა და თავად გვესტუმრა. გესმით? 63 წლის სათნო ადამიანი ასე შეწუხდა და 10 ყუთი მალამო საკუთარი ხელით  ჩამოგვიტანა!

 მარიამი: ლია ბებომ სუნამოც მაჩუქა. სურნელს ვერ გრძნობთ? ძალიან მომწონს! დღეს მივიპკურე, თქვენ რომ გელოდებოდით. 

 – როგორც ვხედავ, მარიამს უშველა ამდენმა უებარმა მალამომ, ფეხები მოურჩა…

„ჩემი სოფია მეცილება – ჩემიაო ეს ელექტრო ეტლიო, მაგრამ მგონი, ორივეს გვეყოფა ადგილი…“

 ნინო: მარიამს უშველა მალამოებმა. მარიამს უშველა ახალმა ელექტრო ეტლმა და იმ უამრავმა სიკეთემ, რომელიც თითოეულმა ადამიანმა გულით გაიღო! 

 მარიამი: განა სიკეთე, მალამო არ არის?! დავინახე, რომ მე და დედას არ მოგვცემთ დაღუპვის საშუალებას და არასდროს მიგვატოვებთ, ძალიან თუ გაგვიჭირდა. 

 – რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ, კვლავ მთელი საქართველო დადგება ფეხზე!

 მარიამი: ყველაზე დიდი საოცრება ჩემთვის მაინც ეს ეტლია. ნახეთ მისი პულტით მართვა როგორ შემიძლია!   თავიდან ცოტა გამიჭირდა, (იცინის.) კინაღამ სკამებს დავეჯახე… 

 –  „კინაღამ“ არ ითვლება… ამ ციცქნა ოთახში, მეც დავეჯახებოდი რამეს…

 ნინო: როდესაც ეტლში ჩაჯდა და მოირგო, უნდა გენახათ რა შვება იგრძნო… თითქოს, სხვანაირი გახდა, უფრო ლამაზი და ლაღი… გული მიკვდება, ერთ რამეს რომ ვუფიქრდები… (გაჩუმდა, თითქოს თქმა გადაიფიქრა.)

 – რაზე?

 ნინო: ადამიანები წუხან იმაზე, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ვერ ახერხებენ, ჩემი გოგონა კი, თავისი ძველი ეტლით ოთხ კედელს შუა იყო გამოკეტილი. როგორ მინდა, ყველამ დააფასოს ჯანმრთელობა და ის, რაც აქვთ! 

 – ახლა ხომ, დასეირნობ დამოუკიდებლად, მარიკუნა?

 მარიამი: პარკში ჩავდივარ, ეზოშიც… ახლა, ფისო სოფიას დახმარებაც კი საკმარისია. (იცინის.) 

ამ ფოტზე ფისო სოფიაც იღიმის, ოღონდ ულვაშებში… თუ მარიამი ბედნიერია, სოფიაც ბედნიერია!

 ნინო: ეს კნუტი მეგობრებმა აჩუქეს დაბადების დღეზე და შვილივით უყვარს!

 მარიამი: ეს ჩემი შვილია. სხვა შვილი, ალბათ, არც მეყოლება…  ჰო, კიდევ ორი „დაქალი“  მყავს: ტელევიზორი და პლანშეტი, რომელიც თქვენმა ფონდმა შემიძინა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ. მე და ჩემი დიდი ბებო მივუსხდებით ხოლმე ცისფერ ეკრანს და ვუყურებთ სხვადასხვა ფილმებს. აბა, როგორ მოვკლათ დრო?

 ბებოსაც უჭირს სიარული. (ცოტა დასევდიანდა, გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო.) თურქული სერიალები მიყვარს. ერენ ორენის ფან-კლუბის გვერდიც კი გავხსენი. იცით, რამდენი გამომწერი მყავს? ვერ წამოიდგენთ, როგორი გრძნობაა, როდესაც თავად ერენი ნახულობს ხოლმე ჩემს პოსტებს.

„რა ვქნა, ძალიან მიყვარს თურქული სერიალები და ჩემი კუმირი. ნეტავ, ოდესმე მასთან შემახვედრა ან სულაც, თურქეთში მამოგზაურა…“

 – კი, ვიცი, თურქული ენაც კი შეისწავლე…

 მარიამი: ახლა, როდესაც პლანშეტიც მაქვს,  რაღაცეების უკეთ  სწავლა მომინდა. კი, ვიცი თურქული. მაგრამ მინდა, ჩემი ცოდნა გავაუმჯობესო – უფრო მაღალ დონეზე გადავიდე. ამისთვის მჭირდება მასწავლებელი, თუნდაც „ონლაინ“ რომ მასწავლოს. იქნებ, მერე დისტანციურად დასაქმებაც შევძლო და დედიკოს დავეხმარო. მეც მინდა საკუთარი თავის რეალიზება შევძლო. ასე მოვკვდები…

 – გელ-ლაქის კეთება აღარ გინდა? მახსოვს ამაზეც ოცნებობდი… 

 მარიამი: როგორ არ მინდა! უკვე ვისწავლე! თქვენ ეს ამბები არ იცით?

 – არა, აბა მომიყევი.

 მარიამი:  28 აგვისტოს, მარიამობას, ჩვენმა მეზობელმა, ძალიან კეთილმა ადამიანმა გვაჩუქა ლამაზი დღე. ზოოპარკში და ვაკის პარკში წაგვიყვანა სასეირნოდ. ნაყინზეც დაგვპატიჟა. როდესაც წასასვლელად მოვემზადეთ და სახლთან გამოძახებულ ტაქსში ჩავსხედით, გოგონა მოვიდა ჩვენთან, ხელში ლამაზი ყუთით. და იცით,  რა იდო იმ ყუთში? გელ-ლაქის აპარატი და ლაქების მთელი კოლექცია!  ხტუნვა რომ შემეძლოს, ტაქსის მანქანიდან გადმოვხტებოდი, ალბათ. თქვენ არ იცით, რა დღეში ვიყავი. მთელი კვირა ვოცნებობდი ამ გასეირნებაზე და ამ დროს, როდესაც უკვე ტაქსში ვიჯექი, შინ დაბრუნება და ჩემი საჩუქრებით ტკბობა მომინდა… ერთი სული მქონდა, როდის ამოვალაგებდი ყუთიდან და ფრჩხილებს გავულამაზებდი დედას. 

 ნინო: სწორედ მაშინ გვიპოვნა თაკომ, როდესაც ტაქსში ვსხდებოდით. კითხვა-კითხვით მოგვაგნო ფარეხებთან. რა კარგი გოგოა, რომ იცოდეთ… მე კი შინაც ვერ შემოვიპატიჟე, უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ტაქსიც გველოდებოდა…

 მარიამი: თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. თაკოც, თეონაც და კიდევ ერთი ემიგრანტი გოგონა, დღემდე მეხმარებიან, გელ-ლაქის ოსტატი რომ გამოვიდე. თეონა ჩვენი სახლის მეზობლად მუშაობს, მან აპარატი მაჩუქა ნუნების დამუშავებისთვის. ემიგრანტმა გოგონამ კი, ქლიბები და უამრავი დამატებითი ხელსაწყო გამომიგზავნა ფოსტით. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდნენ ისინი. მინდა, თითოეულ მათგანს გავუგზავნო ბევრი კოცნა და სიყვარული.

„ჩემი მეგობრები მალე შემოვლენ სოციალურ ქსელში და მაჩვენებენ, როგორ გავაკეთო ორიგინალური ნახატები ფრჩხილებზე გელ-ლაქით. საინტერესო ჩართვა გვექნება!“

 – ესე იგი, ახლა, ყველანაირი მოწყობილობები გაქვს?

 მარიამი: დიახ. შეხედეთ დედას თითებს! ჩემი ნამუშევარია! ისე გამითამამდა, ხშირად მაცვლევინებს ფერებს. მეუბნება, რომ ასე უკეთ ვისწავლი… მე კი, ვფიქრობ, რომ ნაირ-ნაირი ფერების გელ-ლაქის წასმა თავადაც მოეწონა… (იცინის.)

„ჩემი უფასო კლიენტი ფორმაშია და მოუთმენლად ელოდება საბოლოო შედეგს!“

 ნინო: თქვენმა ფონდმა მარტო მარიამს კი არა, მეც შემძინა „დაქალები“. (იცინის.) აი, ეს სარეცხი მანქანა,  უთო, ბლენდერი, ყავის აპარატი… ყველაფერი თქვენი ნაჩუქარია. ეს მოწყობილობები ყოველდღიურად მიმსუბუქებენ შრომას. არანაირი ტექნიკა არ გვქონდა… და საერთოდაც არაფერი გაგვაჩნდა. აქ ავეჯიც კი მეპატრონისაა. საწოლები ძალიან ცუდია, დივანიც მოუხერხებელი – ბებოს საერთოდ არ აქვს ძილი. მაგრამ, რას ვიზამთ, ამ ავტოფარეხში ახალი აღარაფერი დაეტევა და რაც არის, იმას უნდა დავჯერდეთ! თუმცა, ერთი გასაშლელი  რკინის საწოლი ლეიბით, „ლეჟანკას“ რომ ეძახიან, კი გაახარებდა ჩვენს ბებოს და სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებდა. 

„წარმოგიდგენიათ, ჯერ დალაგებებზე დავდიოდი, მერე სახლში ვბრუნდებოდი უზომოდ დაღლილი და ყველაფერს ხელით ვრეცხავდი… ვაიმე-ე-ე, გახსენებაც კი მზარავს…“

 მარიამი: თქვენი ფონდი პროდუქტებითაც დაგვეხმარა. პირველად შევძელი სუპერმარკეტში ყველა იმ გემრიელობის არჩევა, რომელიც აქამდე მენატრებოდა. 

„ახლა ბლენდერიც გვაქვს და შეგვიძლია სწრაფად მოვამზადოთ ბევრი რამ!“

უთო ძალიან მოსწონს, მაგრამ საუთაო მაგიდა არ აქვს და სამზარეულოს მაგიდაზე უწევს დაუთოება.

„მინდა, ჩემი ხელით მოგიმზადოთ ცივი ყავა. აღმოჩნდა, რომ კარგად გამომდის, მე კი მეგონა, რთული იქნებოდა…“

 ნინო: პროდუქტებთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ ვახსენო ერთი ქალბატონი. ეს არის ქალბატონი მელანო, რომელმაც სოფლის ნობათი, რძის პროდუქტები უხვად გამოგვიგზავნა. მადლობა მას. ვიცი, მელანოს თავადაც უჭირს. ეს ყველაფერი მოიკლო, ოჯახს მოაკლო და ჩემს შვილს დაეხმარა… რკინა უნდა იყო ადამიანი, რომ თვალზე ცრემლი არ მოგადგეს ასეთი ისტორიების მოსმენისას. განა, ყველას, ვინც ფონდში თანხა ჩარიცხა დალხენილი ცხოვრება აქვს? ვიცი, შეჭირვებულებიც რიცხავენ, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს ეხება საქმე. ო-ო-ოჰ, როგორ მიყვარხართ! 

 მარიამი: მადლობა ყველას ღუნღულა ბალიშებისთვის, ჭრელა-ჭრულა თეთრეულისთვის, საბნებისთვის, პლედებისთვის…

 ნინო (აგრძელებს): ზარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, გამამხნევებელი კომენტარებისთვის და იმ ლოცვისთვის, რომელიც გულაჩუყებულმა ადამიანმა სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩაიჩურჩულა: „უფალო დაიფარე და შეეწიე ამ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ბებიას, დედას და შვილსო!“

 – როგორც ვნახე, ემიგრანტები ძალიან აქტიურობდნენ.

 ნინო: განსაკუთრებულად! დღეში 10-მდე მესიჯს ვიღებდი. გამოგვიგზავნეს უამრავი პამპერსი. წარმოგიდგენიათ, პამპერსების შეძენა ჩემთვის რამდენად რთულია, როდესაც საკვების ფულიც კი არ მაქვს? ორმა ემიგრანტმა ქალბატონმა –  ნათიამ და შორენამ 4-5 თვის სამყოფი პამპერსი გამოგვიგზავნეს. დიახ! ასეთი ემიგრანტები ჰყავს საქართველოს! ეს ადამიანები გაჭირვებამ და რთულმა ცხოვრებამ მოწყვიტა ოჯახებს. წავიდნენ, გადაიხვეწნენ, წვალობენ და… კიდევ სრულიად უცხო ადამიანებზე ზრუნავენ. ასეთი სიკეთე ხომ, შეუფასებელია?! კიდევ ერთი ქალბატონი დაგვეხმარა პამპერსით. ქალბატონმა ნინომ თავისი პატარა ვაჟი გამოგვიგზავნა საჩუქრებით. ასე ზრდიან ნამდვილი დედები თავიანთ შვილებს – ბავშვობიდან ასწავლიან სიკეთის კეთებას.  ახლა,  6 თვის სამყოფი მაინც გვაქვს ეს პამპერსები. ღმერთო, ადრე ერთ ცალსაც ძლივს ვყიდულობდი…

ეს ყველაფერი შენთვისაა, დედას ფერიავ!

 – სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო რაიმე დახმარება, ან თუ გამოგეხმაურათ ვინმე, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან?

 ნინო: ჩვენ მათთვის უჩინარნი ვართ და ვიქნებით მუდამ. ხომ იცით, სოციალურ შემწეობასაც ვერ ვიღებთ, რადგან არ გვაქვს თბილისის რეგისტრაცია. სად უნდა ჩავეწეროთ? არსად არაფერი გაგვაჩნია… რაიმე შეღავათი რომ მქონდეს, თუნდაც ქირის დაფინანსების ან დროებითი საცხოვრებელი კუთხის სახით, აღარ ვიქნებოდი ასეთი შეჭირვებული.

 საკვებით მაინც მეყოლებოდა უზრუნველყოფილი ავადმყოფი ბებო და ჩემი უმწეო გოგონა.  ახლა, რაკი ქირის გადახდის პრობლემას შევეხეთ, ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე უნდა გიამბოთ. ისინი „ფეისბუქის“ მეშვეობით დამიკავშირდნენ. ქირის გადახდაში დამპირდნენ დახმარებას… გული დამეწვა, როდესაც გავიგე, რომ ქუჩის მუსიკოსები ყოფილან. ღმერთო, ბავშვებო, რა პატარები ხართ და როგორი დიდი და ლამაზი გულები გქონიათ. უფალმა დაგლოცოთ და მალე გაგეკვალოთ გზა ქუჩის სცენიდან დიდი სცენისკენ. წარმომიდგენია, მერე რამდენი ადამიანის დახმარებას შეძლებთ.

 მარიამი: სახლის არქონა ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემაა, ნორმალური სახლის ქირაობა კი – შეუძლებელი. ამიტომ ვქირაობთ ამ ავტოფარეხს.  დედა იმდენს შრომობს, ხანდახან მგონია, რომ წაიქცევა. იცით, დღეში ორი სახლის დალაგება რომ მოასწროს, დილის შვიდ საათზე გადის სახლიდან, საღამოს კი, შეიძლება თერთმეტზე დაბრუნდეს. ძალიან მეცოდება. ამიტომ მინდა სამსახური, თუნდაც დისტანციური, მისი დახმარება რომ შევძლო. ჩემგან ნამდვილად კარგი სპეციალისტი დადგება, როგორც თურქული ენის, ასევე გელ-ლაქის.

„ნუ დაგვივიწყებთ!“

 ნინო: მეტირება, ეს სიტყვები რომ მესმის. ჩემი გოგონა…  როგორ შეძლებს… არ ვიცი… არ ვიცი… 

 ჩვენც გვეტირება, ნინო! ჩვენც გვსურს თქვენთან ერთად მადლობა გადავუხადოთ ფონდის ყველა მეგობარს, ვინც მხარში დაგიდგათ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მკითხველს, რომელიც ბოლომდე გამოგვყვა და აი, ახლა ამ სტრიქონებსაც კითხულობს,  ვინც გაიზიარა პატარა მარიამის ტანჯვაც და სიხარულიც.

 ეს პროექტი კი ამით არ სრულდება. პროდუქტი მალე თავდება, პამპერსებიც და მით უფრო, ქირის პრობლემა სრულიად ამოუწურავია. მარიამსაც სპეციალური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენც არ ვიცით, როგორ შეიძლება ადამიანი მარტოდმარტო გაუმკლავდეს ამ ყველაფერს? ამიტომ, ისევ მივმართავ ყველას, რომ გააგრძელონ თქვენთან ურთიერთობა, გესტუმრონ, დაგეხმარონ დამოუკიდებლად, თუ ჩვენი ფონდის მეშვებით. ჩვენ კი მუდამ თქვენ გვერდით გვიგულეთ. 

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანობაშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 
 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 05
ელექტროეტლი
1960.00₾
2023 სექ 05
პროდუქტები
298.95₾
2023 სექ 09
სარეცხი მანქანა
610.00₾
2023 სექ 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1155.00₾
2023 სექ 20
მედიკამენტები
121.08₾
2023 სექ 20
თეთრეული
280.00₾
2023 სექ 25
პროდუქტები
300.09₾
2023 ოქტ 06
წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
590.00₾
2023 ოქტ 06
მედიკამენტები
300.76₾
2023 ოქტ 06
გასაშლელი საწოლი ,საუთავებელი მაგიდა
300.00₾
2023 ოქტ 06
პროდუქტები
299.98₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1485.00₾

სულ ხარჯები:

7700.86₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾59.25
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.10.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾7,700.22

604 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,700.22

604 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება