ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მთელი ცხოვრება ოთხზე დადის!!! იამზეს თავისი მეუღლე იმდენად უყვარდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მუხლებზე დაეცა და ვეღარ ადგა!

calendar სექტემბერი 1, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„უკვე ათი წელია, იამზე გადაადგილდება ხოხვით.“ წვიმაშიც კი, ტალახსა და გუბეებში! საპირფარეშო ხომ, ეზოშია! სახლში პირის დაბანის საშუალებაც კი არ აქვს! წყალი არ არის შეყვანილი! ეს საშინელებაა! კეთილო ადამიანო, წაიკითხე, მიიტანე გულთან ახლოს ეს ტრაგედია და აუცილებლად გააზიარე პოსტი! თუ შეგიძლია, გაუწიე დახმარება ამ საბრალო ქალს, შენს მეგობრებს კი დაეხმარე მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძაღლური ცხოვრებაა და მეც ძაღლივით ვცხოვრობ. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ…“ – იამზე ბებია ძლივს ლაპარაკობს. თითოეული სიტყვის წარმოთქმა უჭირს, პაუზებით საუბრობს, მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ლაპარაკს აგრძელებს. ხანდახან, წარმოდგენაც კი რთული, რაოდენ გაუსაძლისი სატანჯველი ხვდება ცხოვრებაში ადამიანს. იშვიათად ვუფიქრდებით, რამხელა გამძლეობა გააჩნია ადამიანის სულს, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენთ ისეთ გასაოცარ ამბებს, როგორიც იამზეს ცხოვრების ისტორია გახლავთ. ოთხზე დადის და მისი სამყარო აღსავსეა შიშით, ტკივილითა და გაუსაძლისი ტანჯვით.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მთელი ცხოვრება ოთხზე დადის!!! იამზეს თავისი მეუღლე იმდენად უყვარდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მუხლებზე დაეცა და ვეღარ ადგა!

 „უკვე ათი წელია, იამზე გადაადგილდება ხოხვით.“ 

წვიმაშიც კი, ტალახსა და გუბეებში! საპირფარეშო ხომ, ეზოშია! სახლში პირის დაბანის საშუალებაც კი არ აქვს! წყალი არ არის შეყვანილი! ეს საშინელებაა! კეთილო ადამიანო, წაიკითხე, მიიტანე გულთან ახლოს ეს ტრაგედია და აუცილებლად გააზიარე პოსტი! თუ შეგიძლია, გაუწიე დახმარება ამ საბრალო ქალს, შენს მეგობრებს კი დაეხმარე მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„არც კი ვიცი, ათი წელი როგორ ვუძლებ ასეთ ცხოვრებას“

 „ძაღლური ცხოვრებაა და მეც ძაღლივით ვცხოვრობ. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ…“ – იამზე ბებია ძლივს ლაპარაკობს. თითოეული სიტყვის წარმოთქმა უჭირს, პაუზებით საუბრობს, მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ლაპარაკს აგრძელებს. ხანდახან, წარმოდგენაც კი რთული, რაოდენ გაუსაძლისი სატანჯველი ხვდება ცხოვრებაში ადამიანს. იშვიათად ვუფიქრდებით, რამხელა გამძლეობა გააჩნია ადამიანის სულს, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენთ ისეთ გასაოცარ ამბებს, როგორიც იამზეს ცხოვრების ისტორია გახლავთ. ოთხზე დადის და მისი სამყარო აღსავსეა შიშით, ტკივილითა და გაუსაძლისი ტანჯვით.

– გული მტკივა, რომ გიყურებთ, იამზე… ასეთ ცხოვრებას როგორ უძლებთ?

იამზე: აბა, რა ვქნა შვილო? უკვე ათი წელია ასე დავხოხავ. ახლა, ვეღარც ვიხსენებ, ეს როგორ დამემართა. მეხსიერებაც ცუდი მაქვს. იმასაც კი ვერ ვიხსენებ, ჩემი მეუღლე როდის გარდაიცვალა. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ახლახან მოხდა, მერე კი მახსენდება, რომ თითქოს დიდი ხანია მას შემდეგ გასული. ეჰ, შვილო, რთულია სიბერე!

 – ფეხები უცებ წაგერთვათ, თუ ნელ-ნელა დამძიმდა თქვენი მდგომარეობა?

 იამზე: იცი, ადრე როგორი ვიყავი? უსაქმოდ ერთი წამითაც არ ვჩერდებოდი. მთელი ცხოვრება ჩაის პლანტაციაზე ვშრომობდი. მერე ფეხები ამტკივდა, დამიბუჟდა. მერე ფეხზე დგომაც გამიჭირდა, სულ დაწოლა მინდოდა. მაგრამ, განა ქალს წოლა უხდება? ამიტომაც, ბოლომდე ვიდექი ფეხზე. მერე კი, ვეღარ შევძელი უცებ. მეუბნებოდნენ: „დაჯექი ან წამოწექი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს“. მაგრამ, აბა, ვინმემ სცადოს ოთხ კედელ შუა წოლა. მკვდარი ხომ არ ვარ?!

 „ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ძალისხმევა მჭირდება, რომ მუხლებიდან წამოვდგე და საწოლზე დავჯდე“

– გადაადგილებას როგორ ახერხებთ? ეს ხომ მტკივნეულია. არ გიცდიათ ეტლის გამოყენება?

იამზე: მაქვს ეტლი, მაგრამ არაფერი გამომდის. ეტლში რომ ჩავჯდები, მაშინვე თავბრუ მეხვევა და სული მეხუთება. მგონია, რომ გადმოვვარდები და რამეს ვიტკენ. ღმერთო, როგორ მეშინია! წელიწადში რამდენიმეჯერ ვიყენებ, თუ ძალიან მჭირდება ექიმთან წასვლა ან პენსიის გახანგრძლივება, წინასწარ ვსვამ ხოლმე დამამშვიდებელს და ვჯდები, ისიც სულ ვინმე უნდა მყავდეს გვერდით და ხელი არ გამიშვას. ისე, ვერაფრით ჩავჯდები ამ ეტლში! თუგინდ, გამოშტერებული ბებერი დამარქვით, არ შემიძლია და მორჩა! ვიცი, ოთხზე როდესაც დავდივარ, არსად არ დავეცემი.

„ეტლში ვერ ჩავჯდები, მეშინია, თავბრუ მეხვევა, თვალთ მიბნელდება და სული მეხუთება“

– ესე იგი, საკუთარი სახლის ეზოდან ვერსად გადიხართ?

იამზე: არა! აი, კიბეზე დამსვამენ ხოლმე, ვზივარ და ვცდილობ ბედნიერი დღეების გახსენებას. რაც წლები გადის, მხოლოდ ცუდი მახსენდება. სურათებიც არ შემომრჩა, რომ შევხედო, როგორი ვიყავი ადრე. ჩვენი სახლი ძალიან ძველია, ჩემი დედამთილის მშობლების დროს აშენებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის, სურათებიც დასველდა და გაფუჭდა.

– მომვლელი თუ გყავთ? 

იამზე: ჩემთან ერთად ცხოვრობენ ჩემი შვილი და რძალი. ისინი რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. კიდევ, ქალი მოდის ყოველდღე და გვეხმარება. მერიამ გამოგვიყო დამხმარე, უფასოდ. აბა, მე მომვლელს როგორ გადავუხდიდი? წნევის წამლების ყიდვის საშუალება არ მაქვს ხანდახან, არამც თუ საჭმლის. მინდოდა უფასო სასადილოს სიაში მოხვედრა, მაგრამ არ არის ადგილები.

 „ასე ვიბან პირს, სახლში ონკანი არ გვაქვს. წვიმიან ამინდში კი, ეზოში პირის დასაბანად რომ გავალ, ღორივით ტალახიანი შევდივარ სახლში“

– ერთი შვილი გყავთ?

იამზე: ორი მყავდა, მაგრამ ერთი ჩვილობაში გარდაიცვალა. ერთი მყავს – ნოდარი. ღმერთმა დალოცოს თავის ოჯახთან ერთად. გვიან გავთხოვდი, 32 წლის. ძველად ეს სამარცხვინო იყო. ჩურჩულებდნენ ჩემს ზურგს უკან: „შინაბერაო.“ რომ მცოდნოდა, როგორი სიბერე მელოდებოდა, საერთოდ არ გავთხოვდებოდი.

 „ახლა ვინ დაიჯერებს, რომ ოდესღაც ლამაზი გოგო ვიყავი? ახალგაზრდობის ერთი სურათიც კი არ შემომრჩა“

– რით შეგვიძლია შეგიმსუბუქოთ ცხოვრება, იამზე?

იამზე: მხოლოდ სააბაზანოს კეთილმოწყობა იქნება ჩემი თხოვნა. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა წამებაა ჩემთვის საპირფარეშოში გასვლა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიჭირს ეზოში ხელების დაბანა. ამ დროს სიცოცხლე აღარ მინდა. როდესაც წვიმს, სულ ტალახიანი შემოვდივარ სახლში. მხოლოდ ამით გთხოვთ დახმარებას. წამლების გარეშე და ცარიელ პურზე კი გავძლებთ, როგორმე.

„გთხოვთ, დამეხმარეთ, აღარ შემიძლია ასე ცხოვრება!“

– მოხერხებული საწოლი ან სავარძელი არ გჭირდებათ?

იამზე: არც კი ვიცი. ალბათ, მჭირდება, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. ახლა, სახლში სველი წერტილის გაკეთება არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. ავადმყოფი, მოხუცი ქალი ვარ, მე ვეღარ ვფიქრობ.

 არსებობს არაამქვეყნიური, ენით აღუწერელი ტანჯვა. თითოეული ისტორია, რომელსაც გიამბობთ, გახლავთ რეალური ადამიანის ისტორია და არა გამოგონილი ზღაპარი. ან როგორ უნდა მოიგონო ასეთი რამ, ფანტაზიის უნარი არავის ეყოფა. ღმერთო, როგორ იტანჯებიან ეს საბრალო ადამიანები, როგორ ელიან ჩვენს დახმარებას. ბრმა და ყრუ უნდა იყო, უყურადღებოდ რომ დატოვო ისინი. რამდენი უბედური ადამიანი ებრძვის განსაცდელს, ზიდავენ თავიანთ მძიმე ჯვარს და ცდილობენ ამ ტანჯვასთან გამკლავებას. მათ არ სჭირდებათ სასწაულები, ჩვენგან ელიან დახმარებას, თანადგომას და გაგებას. მათ თვალებში იმედის სხივს დაინახავთ და მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, მათი გულები ფეთქავს.

მათ ტანჯვას გულგრილად გვერდს ნუ ავუვლით, ვაკეთოთ სიკეთე და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს! ერთხელ გამოწვდილ ხელს, ერთ გულისხმიერ ჟესტსა და ნუგეშის სიტყვას, სამყაროს შეცვლა შეუძლია.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: იამზე ბაბილოძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 05
კონსულტაცია
40.00₾
2023 სექ 05
გამოკვლევა
299.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1575.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
13.06.2024
სარეცხი მანქანა
720.00₾
16.07.2024
საღებავი
357.00₾
29.07.2024
სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა
3500.00₾
29.07.2024
გაზის გამათბობელი
656.10₾
12.08.204
კარადა და საწოლი
1200.00₾

სულ ხარჯები:

8427.10₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:07:23
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:06:50
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:06:37
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2024 09:13:19
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2024 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 18:23:32
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 09:28:08
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.01.2024 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾8,427.05

709 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,427.05

709 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება