ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი საბრალო ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით!!!

calendar აპრილი 16, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჩემი საბრალო ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით!!!

სერგო (8 წლის, არტიომის ძმა): „ჩემი ძამიკო სულ ოთხზე დადის! ცოტა ხანს ასე ხოხვა შენც სცადე! მე ვცადე… და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, სისხლი მდიოდა! არტიომი კი ყოველდღე ასეთ დღეშია!“

ასე ხოხვა ძალიან ძნელია  და მტკივნეული… მაგრამ სერგოს საყვარელი ძმის გამხნევება სურს და ამიტომ დახოხავს მასთან ერთად!

 „საუკეთესო ძმა არის ამქვეყნად სერგო“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ამ ოჯახის ისტორია გახლავთ ბრძოლის, სიყვარულის და თავგანწირვის ისტორია. გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ ოჯახს, სადაც სიყვარული სუფევს, შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძლევა. ისინი ითხოვენ დახმარებას და ახლა, როდესაც მათი ბრძოლის შესახებ შეიტყობთ, თქვენც საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რის გაკეთება შეგვიძლია, რით დავეხმაროთ? რას გავაკეთებდით საკუთარი შვილების გამო, მკურნალობის საშუალება რომ გვქონდეს და ვხედავდეთ, როგორ იტანჯებიან ისინი?

„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!

ისტორია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, გვიამბობს ოჯახზე, სადაც ყოველი დღე ბრძოლის ველია და ის სიყვარულით, იმედით და ერთგულებით არის აღსავსე. მაგრამ ეს ამ ისტორიის არსი არ გახლავთ. მისი მთავარი გმირი ბიჭუნა არის, სახელად არტიომი, რომელიც ადრეული ასაკიდან მძიმე დაავადებას — ცერებრულ დამბლას ებრძვის.

პავლე (მამა): არტიომი არის ჩვენი პირველ შვილი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ ველოდით ყველანი. თითქოს არაფერი ჩანდა საშიში, მაგრამ მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი პრობლემებით დაიბადა. თითქოს მდუღარე წყალი გადაგვასხეს. ძალიან ვდარდობდით, ძალიან… იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა! მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ ბავშვი მიგვეტოვებინა და „ბედნიერად“ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. რა სისულელეა! საკუთარ სისხლსა და ხორცზე ვინ იტყვის უარს? ალბათ, მხოლოდ უგულო პირუტყვი!

 „მხოლოდ გულქვა ადამიანს შეუძლია უარის თქმა საკუთარ შვილზე, როგორიც არ უნა გაჩნდეს“

— არაერთი მამა ასეთ განსაცდელს ვერ უმკლავდება, ოჯახიდან მიდის და სნეულ ბავშვს უბედურ, უმწეო დედას უტოვებს. ზოგი ცოლ-შვილს სახლიდან აგდებს ან არჩევანის წინაშე აყენებს: ან უნარშეზღუდული ბავშვი, ან ოჯახი…

პავლე: ღმერთმა დამიფაროს! არტიომის გაჩენის შემდეგ ჩვენ ერთნი გავხდით. სად უნდა წავიდე ან ისინი სად უნდა გავუშვა? ეს ზღაპრებია. საზოგადოებამ უნდა გარიყოს ასეთი ადამიანები და გამარჯობასაც არავინ არ უნდა ეუბნებოდეს! მაგრამ ეს ჩემი განსახილველი არ არის! ამისთვის არ შემიწუხებიხართ.

 „საბრალო ბიჭუნას დაჭიმული აქვს ყველა კუნთი და ეს არ აძლევს საშუალებას, ნორმალურად იცხოვროს“

— კი, მართალს ამბობთ! თქვენი შვილისა და მისი მდგომარეობის შესახებ გვიამბეთ. 

პავლე: არტიომი რომ დაიბადა, ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული, ახრჩობდა. სასწრაფომ გადაიყვანა თბილისში და ძლივს გადაარჩინეს. მაშინ გვითხრეს, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნებოდა. ჰაერის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლე კი ყველა წმინდანს ვევედრებოდით, რომ ჩვენი შვილი ცოცხალი გადარჩენილიყო. და სასწაულიც მოხდა! მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ბავშვმა გადაადგილება შეძლოს: დაგვყავდა ექიმებთან, რეაბილიტაციაზე, ლოგოპედთან… შედეგიც სახეზეა. არტიომს ხოხვა, ცალკეული სიტყვების წარმოთქმა, ემოციების გამოხატვა შეუძლია. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ მცენარესავით იქნებოდა და არაფერი ეშველებოდა. ამჟამად დაჭიმული აქვს ყველა კუნთი. ხანდახან იმდენად, რომ მეშინია. მეჩვენება, თითქოს ძვლებს დაუმტვრევს.

 „ჩემს ძამიკოს სულ ვეთამაშები ხოლმე. პლანშეტი რომ გვქონდეს, მულტფილმების ერთად ყურებას შევძლებდით“

— არტიომისთვის რის გაკეთება შეგვიძლია?

პავლე: არტიომს აქვს ისეთი დაავადება, რომ განვითარდეს, სპეციალისტების დახმარება აუცილებლად სჭირდება! უნდა ჩაუტარდეს მასაჟის კურსი, კუნთების დაჭიმულობა რომ მოიხსნას და ტონუსი შენარჩუნდეს ძვლების სწორი ზრდისთვის და სახსრების მოქნილობისთვის. ჩვენ კი ფული საერთოდ აღარ გვაქვს. ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. ყველაფერი გავყიდეთ, რაც ფასეული გაგვაჩნდა, ვალები დავიდეთ, ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ… აღარაფერი გვაბადია. ახლა უფალმა თქვენთან მოგვიყვანა. თქვენ ხართ ჩვენი უკანასკნელი იმედი. არტიომის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ შუა გზაზე მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება.

 „დაეხმარეთ ჩემს ძამიკოს, ძალიან გთხოვთ!“

სერგო: ვიცი, რომ დაგვეხმარებით! თქვენ ხომ მშველელები ხართ! ერთხელ ვიდეოში ვნახე, ერთ ბიჭს, რომელიც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი ძმა, სკამი და ეტლი აჩუქეთ. ჩემს ძმასაც სჭირდება! კიდევ, ველოსიპედი და პლანშეტი რომ აჩუქეთ ერთ ბიჭს.

— ველოსიპედი და პლანშეტიც შენს ძამიკოს სჭირდება?

სერგო: როგორ გითხრათ… პლანშეტით მულტფილმების, ფეხბურთის და სხვადასხვა რამეების ერთად ყურებას შევძლებთ…

საბრალო ბიჭუნა პურის ნაჭერსაც კი ვერ იჭერს ხელში

 „მინდა, ჩვეულებრივ ბავშვებს რომ ვგავდე. ძალიან მინდა!!!“

ძამიკო მუდამ მის გვერდით არის. მუდამ მზად არის, დაეხმაროს!

— პავლე, შევაჯამოთ. არტიომს რა სჭირდება?

პავლე: სჭირდება მასაჟის კურსი, ჩვენთვის კი ეს წარმოუდგენელი თანხაა. ერთი პროცედურის საფასურია 30 ლარი, ჩემს შვილს კი ოცი მაინც დასჭირდება. ეს პროცედურები ახალციხეში ტარდება. მე კი არ მაქვს საშუალება, წინ და უკან ვატარო ბავშვი ყოველდღე. ამიტომ მკურნალობის პერიოდში ბინა უნდა ვიქირაოთ და ასეთ ხარჯსაც ვერ გავწვდებით. ჩვენი შემოსავალია  დედაჩემის და ჩემი შვილის საპენსიო თანხა, სოციალური შემწეობა და ჩემი სეზონური ნამუშევარი. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, მაგრამ თანხის შეგროვებას ვერაფრით ვახერხებ. კიდევ, სპეციალური ეტლი, სკამი და მაგიდა სჭირდება არტიომს.

სერგო: არ დაგავიწყდეს, ჩემზეც უთხარი, მამა!

— არ იდარდო, უკვე ჩაწერილია შენი სურვილები და აუცილებლად აგისრულდება!

ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. არტიომს ესაჭიროება მასაჟის კურსი, სპეციალური ეტლი, სკამი და მაგიდა. ეს ყველაფერი გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს და უკეთესი, სიხარულითა და შესაძლებლობებით აღსავსე მომავლის იმედს აჩუქებს. მეგობრებო, დახმარებისთვის მოგმართავთ თქვენ, რათა თქვენი შემოწირულობა კიდევ ერთი წვეთი გახდეს სიკეთის ოკეანეში.

სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობას გიხდით. ძალა ერთობაშია!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი აბასთუმანი, ასათიანის ქ. ბინა № 31.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად, ამ ბავშვის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: არტიომ ვოსკანიანი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 აპრ 30
რეაბილიტაციის კურსი
600.00₾
30.05.2024
რეაბილიტაციის კურსი
600.00₾
19.06.2024
ბინის ქირა
1000.00₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
940.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
30.10.2024
რეაბილიტაცია
600.00₾
30.10.2024
ქირა
1000.00₾
04.12.2024
რეაბილიტაციის კურსი
690.00₾

სულ ხარჯები:

5510.00₾

დარჩა:

0.64₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.12.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2024 22:16:17
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2024 01:15:45
₾300.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2024 14:39:17
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2024 17:08:14
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2024 10:20:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2024 00:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2024 10:30:25
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2024 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2024 18:48:32
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2024 20:00:00
₾600.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2024 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾5,510.64

303 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,510.64

303 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება