რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ფონდის “სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარების ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან მძიმე მოსასმენია. ის, რაც ქალბატონ ლეილა სიხარულიძეს გადახდა თა
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საქველმოქმედო ფონდის “სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარების
ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან მძიმე მოსასმენია. ის, რაც ქალბატონ ლეილა სიხარულიძეს
გადახდა თავს, მტერსაც არ უსურვებთ!
ბედნიერებას ცხოვრებაში მას მხოლოდ საყვარელი პროფესია
ანიჭებდა. ქალბატონი ლეილა თბილისის პირველ სამშობიაროში მუშაობდა ჩვილ ბავშვთა რეანიმაციულ
განყოფილებაში და ბევრი პატარა გადაარჩინა. სახლში მისულს, კი მას სიძნელეები და პრობლემები
ელოდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მისი საყვარელი მეუღლე, რის შემდეგაც
ლეილას მარტო უხდებოდა ოჯახის გაძღოლა და ორი შვილის რჩენა.
ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელოდა. მიყოლებით
მან ორივე შვილი დაკარგა. უბედურმა შემთხვევამ მოულოდნელად მისი სრულიად ჯანმრთელი
ქალიშვილი იმსხვერპლა, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი გულის შეტევით გარდაიცვალა. პატარა შვილიშვილმა
გადაატანინა ლეილას ეს საშინელი უბედურება. ბებია მხოლოდ მისთვის ცოცხლობდა, მისთვის
არსებობდა… მეტროსთან მზესუმზირას ყიდდა და ნაშოვნი თანხით პატარა შვილიშვილს არჩენდა…
მაგრამ ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ელოდა,
რომელმაც საბოლოოდ გაანადგულა საცოდავი მოხუცი. მისმა ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა,
არასრულწლოვანმა შვილიშვილმა თვითმკვევლობით დაასრულა სიცოცხლე. ასე დაკარგა ლეილამ
ყველაფერი რაც კი გააჩნდა ცხოვრებაში.
ახლობლების დაკარგვით მიყენებული სულიერი ტანჯვისა და
მუდმივი ნერვიულობის გამო ბებია ლეილას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გაუარესდა
მხედველობა, დაეწყო პრობლემები გულზე და გაუსაძლისმა ტკივილებმა იგი საწოლს მიაჯაჭვა.
ახლა ლეილა პრაქტიკულად ვეღარ დადის.
პენსია საჭმლისა და წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის.
100 ლარად 8 კვ.მ ოთახს ქირაობს, რომელიც სარდაფს უფრო გავს ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს.
აქ არც წყალია და არც საპირფარეშო. იატაკი ბეტონისაა, კედლები ნესტიანია… დარჩენილი
50 ლარით კი ეს საწყალი ბებია ცდილობს თვიდან თვემდე თავი გაიტანოს.
„ზოგჯერ დღის განმავლობაში არაფერს ვჭამ, ზოგჯერ წინა
დღის გამოზოგილი პურით ვიკვებები. ასე რამოდენიმე ლარის ეკონომიას ვაკეთებ, რომ გამაყუჩებლები
ვიყიდო და ჩემ ტკივილს ცოტა მოვერიო… ჩემი შვილები ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, იზრუნებდნენ
ჩემზე, ახლა კი სულ მარტო ვარ, სრულიად უცხო ადამიანების იმედად დარჩენილი…“
ჩვენი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველა გულისხმიერ
ადამიანს თხოვნით მოგმართავთ დაეხმაროთ ამ უბედურ მარტოხელა, უსუსურ ქალბატონს! ვაჩვენოთ
მას, რომ იგი კიდევ საჭიროა და რომ ასეთი მძიმე ცხოვრების მიუხედავად შეუძლია ჩვენი
იმედი ჰქონდეს!
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მას, თანხა წამლების და
პროდუქტების შესაძენედ შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003
ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლეილა სიხარულიძე)
ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან
https://fsp.ge/ge/donate/137/
ჩვენ უკვე ბევრ ადამიანს გავუწოდეთ დახმარების ხელი,
მოდით ამ ბებიასაც დავუდგეთ გვერდში. მარტოობისგან და უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული
არავინაა… ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
1349.41₾დარჩა:
0₾