რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საწუხარი მრავალგვარია! მაგრამ არის ისეთიც, რომელსაც საზღვარი არა აქვს! და არის ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს.
საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.
„სულ დამტვრეულია, რომ ჩამოვვარდე, ამყენებელიც არავინ მყავს. ერთ წელზე მეტია არ დავწოლილვარ. სულ ვზივარ დღეც და ღამეც“
„მრცხვენია… როგორ ვთხოვო ვინმეს, რომ ეს ზეწარი თავის სარეცხის მანქანაში გამირეცხოს?!“
– რამდენი ხანია ამ მდგომარეობაში ხართ?
მანანა: 30 წლის ასაკში დამისვეს ოსტეოქონდროზის დიაგნოზი. შარშანწინ ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე. უკვე ერთ წელზე მეტი კი ვერც ადგომას ვახერხებ დამოუკიდებლად და ვერც ჭამას. (მეგობრებო, არ გირჩევთ საქართველოში ხერხემალზე ოპერაციის გაკეთებას). ძალა საერთოდ გამომეცალა კიდურებში. დღედაღამ ასე ვზივარ… ვერ ვწვები ამ ტახტზე. ასე ჯდომისგან საშინელი კრუნჩხვები მაქვს ფეხებში, მაგრამ რა ვქნა?! დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ. წყლის ჭიქასაც კი ვერ ვძრავ, რომ წყალი დავლიო.
– რა შემოსავალი გაქვთ?
მანანა: მხოლოდ პენსია – 315 ლარი, რომელიც წამლებზეც არ მყოფნის. მხოლოდ ყველაზე აუცილებელ წამლებს ვყიდულობ. გამაყუჩებლის ფულიც არ მრჩება, არადა საშინელი ტკივილები მაქვს. მაგრამ, რას ვიზამ, უნდა ავიტანო, სხვა გზა არა მაქვს.
მანანა ბებოს ყოველი წუთი ტკივილით არის სავსე. მას კი გამაყუჩებლის ყიდვის საშუალებაც არა აქვს!
– პროდუქტების ფული თუ გრჩებათ? ან საჭმელს ვინ გიმზადებთ?
მანანა: არა, საჭმლისთვის სულ არ მრჩება ფული. არ ვიცი, რა მეშველებოდა, მეზობელი რომ არა, ღმერთმა გაახაროს. მას მოაქვს ხოლმე საჭმელი, როცა საშუალება აქვს და ჭამაშიც მეხმარება, თორემ აქამდე შიმშილით მოვკვდებოდი.
„დამოუკიდებლად ვერ ვდგები და ტუალეტშიც ვერ გავდივარ. ვზივარ და ველოდები, საჭმელს როდის შემომაწვდის, რომ ვთხოვო, ამ სკამზე გადამსვას. ესაა ჩემი ტუალეტი. ძალიან მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს“
„ისე მტკივა ეს ნაწოლები, ადგილს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რა მეშველება. ღმერთო, როდემდე უნდა ვიტანჯო ასე?!“
ერთ დროს სიცოცხლით და ენერგიით სავსე, დაუღალავი ქართველი ქალბატონი, დღეს მარტოა შიმშილის, ტკივილისა და სიცივის წინაშე
– ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
მანანა: შვილო, იმდენი რამ მჭირდება, რომ ძალიან მერიდება ამდენი რამის თხოვნა. არც წამლები მაქვს, არც საჭმელი. სახლში, თქვენც ხედავთ, არაფერი მაქვს. ერთი საწოლი მინდა, რომ იქნებ დაწოლა შევძლო და ასე აღარ ვიჯდე. არც სარეცხის მანქანა მაქვს, არც გაზი, არც მაცივარი, არც გათბობა. ზამთარიც მალე მოვა და იმედია, ძალიან ცივი არ იქნება და გავუძლებ როგორმე. იქნებ თბილი საბანი მაინც მქონდეს ზამთრისთვის.
აი, სულ ეს არის ჩემი სიმდიდრე
– ჩვენს ფონდს ბევრი მეგობარი ჰყავს. რას ეტყოდით მათ?
მანანა: რა უნდა ვთქვა, შვილო?! თხოვნა და თხოვნა! ძალიან მერიდება! თანაც ყველაფერი უკვე ნათქვამია… გადაეცი მათ მხოლოდ ჩემი ასაკობრივი სიბრძნე: სიკეთე არასოდეს იკარგება უკვალოდ.
რამდენს ტკივილსა და სევდას იტევს ეს თვალები!
მოდი ნუ დავტოვებთ ამ სითბოთი და სიყვარულით სავსე მოხუცს მარტო. ჩვენ, ყველას, ერთად დგომით შეგვიძლია მისი დახმარება, ისე როგორც საკუთარ ბებიას დავეხმარებოდით.
მარტოსული და უმწეო სიბერე… ეს ხომ ალბათ ყველაზე ძნელი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას? ამისგან ხომ არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი?! დავუმტკიცოთ მანანა ბებოს და ერთმანეთს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკეთე მეფობს.
თუ გსურთ, მოინახულოთ მანანა ბებო და პირადად გაუწიოთ დახმარება, მისი მისამართია: ქალაქი თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა, სახლი 1ბ, ბინა 313ბ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მანანა ხიჯაკაძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
975.51₾დარჩა:
1508.64₾