რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270წყეულმა კიბომ ყოველ წამს შეიძლება მოკლას 14 წლის მირაიდა! ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა! თორემ ეს საშინელი ისტორია სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება! ჩვენი მიზანი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა. გოგონას ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.
ლელა, მირაიდას დედა (52 წლის): მირაიდა სულ წევს, სულ სძინავს, არ აქვს ენერგია, სიარული უჭირს, ხუთ ნაბიჯს რომ გადადგამს, ვარდება. ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი აქვს ჩატარებული. ექიმების პროგნოზები სასიკეთოა. მაგრამ გვითხრეს, რომ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. შესაძლოა, თურქეთში ერთი წლით დარჩენაც მოგვიწიოს. საიდან უნდა მოვიტანო წამლებისა და ბინის ქირისთვის საჭირო თანხა? გული მისკდება!
მირაიდას დედა შშმ პირია. კორონავირუსი რომ გადაიტანა, თრომბოზი განუვითარდა და იდაყვამდე მოჰკვეთეს მარცხენა ხელი. ახლა მისი გოგონა ებრძვის მძიმე დაავადებას, მაგრამ თავად ამხნევებს დედას და ეუბნება, რომ ერთად ყველაფერს დაძლევენ.
წარმოგიდგენიათ, რაოდენ რთულია ამხელა გასაჭირთან მარტო გამკლავება შეჭირვებული, ხელმოკვეთილი ქალისთვის?!
– ლელა, რით შეგვიძლია თქვენი და მირაიდას დახმარება?
ლელა, დედა (52 წლის): არ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემს გოგონას ძვირადღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტები შევუძინო. ახლა მკურნალობის შეწყვეტა ჩემი შვილის სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს. რა გავაკეთო? ჩემი მეუღლე 14 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მირაიდა მარტომ გავზარდე ობლად. ამ მომენტამდე მე და ჩემს გოგონას არავისთვის არაფერი გვითხოვია. ძალიან მერიდება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარება ძალიან გვჭირდება. არავინ გვყავს, დახმარება რომ ვთხოვოთ!
– ყველაზე მეტად რა გაშინებთ?
ლელა, დედა (52 წლის): ყველაზე მეტად იმის შიში მაქვს, რომ ქუჩაში აღმოვჩნდები უცხო ქვეყანაში ავადმყოფ ბავშვთან ერთად. თურქეთში ბინის დაქირავების საშუალება არ გვაქვს. ჩემი ინვალიდობის პენსიით კი ვერ გავიტანთ თავს. კეთილმა ქართველმა ქალმა დროებით შეგვიფარა. ისიც ავადმყოფ შვილთან ერთად სამკურნალოდ ჩამოვიდა. ისინი ორ კვირაში მიდიან და მერე არც ვიცი, რა გვეშველება! ალბათ, საავადმყოფოს კიბეზე მოგვიწევს ღამისთევა!
– დაავადების შესახებ როგორ გაიგეთ?
ლელა, დედა (52 წლის): ორი თვის წინ გაცივდა ჩემი შვილი, საშინელი ხველა აწუხებდა. ექიმებმა გვითხრეს, რომ ვირუსი იყო. მაგრამ ჩემი გოგონას მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და იძულებული გავხდით, თბილისის საავადმყოფოში გადაგვეყვანა. იქ კი გამოკვლევების შედეგად კუჭის კიბო დაუდგინდა. ღმერთო, არ მესმის, ეს როგორ მოხდა! აქამდე ხომ არასდროს გამხდარა ავად?!
ჩვენს ულამაზეს გოგოს შეხედეთ, ეს ფოტო ავადმყოფობამდე არის გადაღებული! მირაიდას ძალიან, ძალიან გაუმართლა. მას ხომ ჩვენ ვყავართ — გულისხმიერი ადამიანები. ერთად ჩვენ მისი გადარჩენა შეგვიძლია!
მირაიდას შეუძლია სიმსივნის დამარცხება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი გავერთიანდებით და ასეთ შანსს ვაჩუქებთ მას. ერთად დავეხმაროთ მირაიდას!
შესაძლოა, როდესაც გაიზრდება, მირაიდამ ოჯახური ბედნიერება აჩუქოს ვინმეს, ახალი სიცოცხლის გაჩენის სიხარული, ისეთივე ლამაზი ბავშვების, როგორიც დღეს თვითონ არის. მაგრამ მომაკვდინებელი კიბო ამ სამომავლო გეგმების განადგურებას ლამობს. სიცოცხლე გაიმარჯვებს თუ დაავადება? ეს დამოკიდებული არის არა მხოლოდ გოგონას გამძლეობაზე, არამედ კეთილ ადამიანებზეც, ვინც მას დახმარების ხელს გაუწვდის ასეთ მძიმე ჟამს!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნაყოფიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
4734.21₾დარჩა:
5479.04₾