რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სპიტაკში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინვალიდებული 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა 50 წლის მარტოხელა დედაა და ნამდვილ ვაჟკაცს უზრდის სომხეთს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საბრალო ქალის ეტლს უკვე დიდი ხანია ბატარეა გაუფუჭდა და ამიტომ სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!!!

calendar ნოემბერი 8, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედა-შვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედა-შვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სპიტაკში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინვალიდებული 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა 50 წლის მარტოხელა დედაა და ნამდვილ ვაჟკაცს უზრდის სომხეთს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საბრალო ქალის ეტლს უკვე დიდი ხანია ბატარეა გაუფუჭდა და ამიტომ სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!!!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს სულისშემძვრელი კადრები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელისპიტაკის მიწისძვრის დროს შემორჩა მსოფლიოს. მიწისძვრამ, სულ მცირე, 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით ბავშვის გულმა ნანგრევების ქვეშ უკანასკნელად ამოისუნთქა და სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა. ხოლო სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვების უმეტესობა დაინვალიდდა და დასახიჩრდა. გავიდა წლებიდადგა სხვა საუკუნე და თითქოსმტვერიდაედო ამ საზარელ ისტორიას ისევე, როგორც ბიბლიოთეკის ბოლო თაროზე შემოდებულ წიგნს. დღეების წინ ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში ზარი შემოვიდა. გაისმა ერთი ქალბატონის აკანკალებული და ნამტირალევი ხმა. „მე ნელანი ვარ, სომხეთიდან. მე და ჩემს ერთადერთ შვილს თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება, რადგან სხვას არავის ვახსოვართ“. და მართლაც, ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები სომხეთში გავემგზავრეთ. როდესაც ნელანის სახლში შევედით, ის მაშინვე მიხვდა, რომ საქართველოდან ვიყავით. საბრალო ქალს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები მოადგა თვალებზე.

შეხედეთ, ქალის აცრემლებულ თვალებს და მაშინვე მიხვდებით, თუ რამდენად უცხო იყო მისთვის თანაგრძნობის ხელის გაწვდენა. ნელანის ისტორია მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც რომელიმე რეჟისორმა ფილმი გადაიღოს მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. მანამდე კი ჩერნოვეცკის ფონდი იქნება პირველი, რომელიც ქალის სულისშემძვრელ ისტორიას მოგიყვებათ. ნელანის ტრაგიკული ცხოვრება სწორედ რომ 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის დღეს იწყება. მაშინ ის 14 წლისა იყო და იმ ავბედით დღეს სკოლის მერხთან იჯდა

წამებში დაინგრა და მიწასთან გასწორდა ყველაფერი. მათ შორის, ის სკოლაც, სადაც 14 წლის ნელანი მერხთან იჯდა. ბავშვების ცხედრებს ვერ იტევდა ქალაქიცა ჩამობნელდარასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ნელანს თურმე მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა, რომ სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების სახურავზე მგელი იჯდა. როცა 14 წლის გოგონამ გაიღვიძა, არაამქვეყნიურმა ძალამ აგრძნობინა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო, როგორც სხვა დროს. ეს იყო თითქოს ხილვა, რომ ძალიან მალე სომხეთს დიდი უბედურება ელოდა. 14 წლის ნელანმა იმავე დღეს გააფრთხილა მასწავლებლები და მშობლები, რომ ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღებში არ გაეშვათ. რა თქმა უნდა, გოგონას არავინ მოუსმინა. ხოლო იმ ავბედით დღეს, 7 დეკემბრის დილას, ნელანმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ უბედურების ჟამი მოახლოვდა. გმირი გოგონა არ შეშინდა, სასწრაფოდ ჩაიცვა და სკოლაში გაიქცა, რათა სხვა ბავშვების სიცოცხლე ეხსნა. ეს ხომ ნამდვილი გმირობაა! პატარა გოგონამ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ბავშვები გადაერჩინა. და მართლაც, სკოლაში მისულმა მასწავლებლებს სთხოვა, რომ ბავშვები გამოეშვათ, რადგან დიდი უბედურება მოხდებოდა იმ დღეს. ნელანს არავინ მოუსმინა და ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ თავად ნელანი, რომელსაც გამოღწევა უნდოდა სკოლიდან, ძალით დააბრუნა დირექტორმა კლასში. „შენ საუკეთესო მოსწავლე ხარ და არ შეიძლება ასეთი მიზეზების მოძებნა და ბავშვების შეშინება იმის გამო, რომ გაკვეთილები გაცდეს“. საბრალო ნელანი მერხთან დასვეს, მაგრამ ამ დროს მან ზუსტად იცოდა, რომ სიკვდილი სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა სომხეთის ცასდა მართლაც, რამდენიმე წუთის შემდეგ ისეთი ხმა გაისმა, თითქოს დედამიწა გაიხსნა და ყველაფერი უნდა შთანთქას. წამებში მიწასთან გასწორდა უზარმაზარი შენობები, სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები. და დიახსწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველოის სკოლაც მიწასთან გასწორდა, რომლის მერხთან ნელანი იჯდა. ნელანის თანაკლასელების უმეტესობა, 14 წლის ანგელოზი გოგობიჭები ნანგრევებში მოყვნენ და მათი უმეტესობა დაიღუპა. ნანგრევებში მოყვა ნელანიც, მაგრამ ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. თუმცა თვალებბრიალა, ეშხიანი და კეთილი გოგონა სამუდამოდ დაინვალიდდა. დიახ, წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, 14 წლის ასაკში სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

ნელანი ბავშვობაში. ეს ფოტო 47 წლის წინ არის გადაღებული. მაშინ გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა. მუხთალი ცხოვრება კი თურმე რა საშინელებას უმზადებდა ამ ანგელოზ გოგონას.

გადიოდა წლები. იზრდებოდა ინვალიდი გოგონა. ახლა ნელანი 50 წლის არის. იმ ავბედით დღეს სკოლაში რომ არ წასულიყო, შესაძლოა არ დაინვალიდებულიყო, მაგრამ ნელანი წამითაც კი არ ნანობს ამას. „დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ წავიდოდი სკოლაში, თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლე მაინც რომ მეხსნა“, – სწორედ ეს სიტყვები უთხრა ქალმა ფონდის კორესპონდენტს. ღმერთო, როგორი დიდი გული აქვს!

ნელანის მთავარი ოცნება შვილი იყო. უფალმა შეისმინა ინვალიდი გოგონას თხოვნა და მას ბიჭი მოუვლინა ანგელოზად და მფარველად

აი, ასეთი პატრიოტია 10 წლის ნარეკი. სომხეთის დროშა თავის საწოლთან კედელზე გააკრა და დღე არ გავა, რომ ბიჭუნამ პატრიოტული სიმღერა არ იმღეროს დროშის წინ. ბიჭი დედასავით მებრძოლი სულისა და დიდი გულის პატრონია. ჯერ არც კი იცის სომხეთმა, როგორი გმირი ეზრდება ნარეკის სახით. ბიჭუნა, სულ რაღაც, 10 წლის არის, მაგრამ მისი გული მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით ძგერს.

აი, ასე ზრუნავს ნარეკი საყვარელ დედიკოზე. ყოველდღე, საკუთარი ხელით ვარცხნის თმას და ამხნევებს. თუმცა თავად ბიჭუნას ძალიან აქვს გული ნატკენი. იცით, რატომ? იმიტომ რომ დედიკოს ეტლს ბატარეა დიდი ხანია გაფუჭებული აქვს და ბიჭუნას სახლთან ახლოს, სკვერშიც კი ვერ გაჰყავს დედა ეტლით სუფთა ჰაერზე. არ მოგესმათ! საბრალო ქალი, რომლის ბავშვობა თავისი სამშობლოს ნანგრევებში დასრულდა, დღეს იმ სამშობლოს ხელისუფლებისგან დავიწყებულია

ნელანი (50 წლის)ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს და ორგანიზაციებს, მაგრამ სამწუხაროდსაბრალო ქალმა წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო, ხმა გაებზარა, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირა და ცრემლები წამოსცვივდა. რაც შეეხება სომხეთში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არც თუ ცოტაა, მათაც მივმართე, მაგრამმხოლოდ ერთი ფონდი აღმოჩნდა, რომელმაც ადრე დახმარების ხელი გამომიწოდა. რომელიმე სხვა ქვეყანამ რომ შემომთავაზოს, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად და ოქროს კოშკში გაცხოვრებო, მე არასდროს მივატოვებ სომხეთს. ჩემი სამშობლოს გარეშე არა მხოლოდ ცხოვრება, სიცოცხლეც კი ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ასეა ჩემი პატარა ბიჭუნაც. დილაობით ჰაერზე მინდა გასვლა, მაგრამ იმის გამო, რომ ეტლს ბატარეა აქვს გაფუჭებული, გარეთ ვერ გავდივარ. მხოლოდ ამ ორ პატარა ოთახში შემიძლია ეტლით გადაადგილება. ამ სახლშიც ქირით ვარ და თვის განმავლობაში წვალებით ვაგროვებ ფულს. რამდენჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ნარეკი მაღაზიაში გავგზავნე და მხოლოდ პურის საყიდელი ფული გავატანე. გგონიათ, არ გვშიოდა და პროდუქტები არ გვინდოდა? მაგრამ თვის ბოლო ახლოვდებოდა და ქირის გადასახდელ ფულს არ მოვაკელი. ბინის ქირას ვეღარ ვიხდი, იმიტომ რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. მანამდე დისტანციურად, სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ პირობები შეცვალეს და მომთხოვეს, ან გამოხვალ სამსახურში, ან წასვლა მოგიწევსო. ამ ეტლით კი მაღაზიამდეც ვერ გავდივარ და სამსახურში როგორ მევლო?! დავრჩი ასე უმუშევარი, ამ წყეულ ეტლს მიჯაჭვული, მარტოხელა დედა. ჩემი საბრალო ბიჭი კი იზრდება. ჩემპიონი გახდა კარატეში, მაგრამ უფულობის გამო ხელს ვერ ვუწყობ, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. ბინის მეპატრონემ დღესაც ბევრჯერ დამირეკა. რით გადავიხადო ქირა? თუმცა მას არაფერში ვადანაშაულებ. როდესაც შესაბამისი უწყების წარმომადგენელს (თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან), თხოვნით მივმართე ბინის თაობაზე, ასე მითხრეს, ბავშვიც ინვალიდი უნდა იყოს, რომ თქვენი მოთხოვნა დახმარების თაობაზე დავაკმაყოფილოთო. გესმით, რა მითხრეს? ნუთუ ეს ადამიანური მიდგომაა? ამ ყველაფრის მიუხედავად, გგონიათ, მათზე გაბრაზებული ვარ? მაგრამ გულის ყველა სიმი ჩამწყდა ამ სიტყვების მოსმენაზე. შესაძლოა, დღეს უკანასკნელ ღამეს ვათენებ ამ სახლშიშესაძლოა, ხვალ ქუჩაში მოგვიწიოს დაძინება მე და ჩემს 10 წლის შვილს ამ ყინვაში“. 

რა ქნას 10 წლის ბიჭუნამ, როგორ გამოიღოს კარადიდან ჭიქა, როცა სკამითაც კი ვერ სწვდება. ამიტომ თავისი საყვარელი დედიკოს მუხლებზე დგება. დედები ხომ ყველანაირსიმძიმესუძლებენ თავიანთი შვილების გამო! ნელანის ერთადერთი ანგელოზი ხომ ნარეკია, უფლისგან დედამიწაზე მოვლენილი

ნარეკმა იცის, რომ დედიკოს ეტლიდან წამოდგომაც კი არ შეუძლია, ამიტომ ბიჭუნა საწოლის კიდეზე ადის, რომ ჭერს მისწვდეს და შეხედეთ, ასე ასუფთავებს თავისი პატარა ხელებით

დედიკო, ჩაიხედე სარკეში. შენ ყველაზე ლამაზი ხარ

შეხედეთ, ნუთუ ამას საწოლი ჰქვია?

ეს მაცივარი კი, ალბათ, მე-19 საუკუნეშია გამოშვებული. როდესაც ნელანი წვალებით წვნიანს აკეთებს, დღის ბოლოს მჟავდება, რადგან მაცივარი გაფუჭებულია.

გულდაწყვეტილმა ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს აჩვენა, რომ მაცივარი ცარიელია.

შეხედეთ, ნამდვილი ჩემპიონი ეზრდება სომხეთს. ნარეკი კარატეში მრავალგზის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია. იმის მიუხედავად, რომ ბიჭუნა გაჭირვებაში იზრდება, მაინც ცდილობს, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და იბრძვისიბრძვისმაგრამ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტატამზე იბრძვის შეჯიბრის დროს, არამედ ცხოვრების რთულ გზაზე იბრძვის ეს პატარა ანგელოზი. როცა გაიზრდება და სომხეთს მსოფლიო მასშტაბით ასახელებს, ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგგაახსენდებამამამისს, რომ მას შვილი ჰყავს, სახელად ნარეკი. ინვალიდი ქალისგან გაჩენილი ბავშვი არ ინდომა მამამ. სამაგიეროდ, უფალი უწევს მამობას ამ უმაგრეს ბიჭს. ნარეკის ნიჭი ამით არ სრულდება. ბავშვი ისე მღერის, რომ მისი ხმის გაგონებაზე მთელ სხეულში ჟრუანტელი გივლის. თუმცა ეს ყველაფერი როდია. ნარეკი შესანიშნავად ხატავს. ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს თავისი ნახატები დაათვალიერებინა. ღმერთო, ის ნამდვილი ხელოვანია!

შეხედეთ ამ დროშებს, კარგად დააკვირდით და მაშინვე დარწმუნდებით, გარდა პატრიოტიზმისა, რამდენად გონიერია ეს ბავშვი. როგორი ღრმა და ბევრის მთქმელია ეს ნახატი. დაე, ერთ დღეს ნარეკისთვისაც ასე გამოენათებინოს თავისი სამშობლოს მზეს! დაე, აღარასდროს დაშვებულიყოს სომხეთის დროშა ისე, როგორც ეს სპიტაკის მიწისძვრის დროს მოხდა! დაე, მშვიდობა ყოფილიყოს სომხეთში და მთელ მსოფლიოში!

ეს კი ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელიალეო მესი. ვინ იცის, იქნებ ამ ფოტომ მესიმდეც მიაღწიოს

ჰოი, ცხოვრების უსამართლობავ! ამ უმაგრეს ბიჭუნას მხოლოდ ერთი წყვილი ახალი ტანსაცმელი აქვს, რომელიც მისმა ბებომ წვალებით შეგროვებული პენსიის ფულით უყიდა

ეს პერანგი და კოსტუმიბავშვის ერთადერთი ახალი ტანსაცმელია.

ნელანი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ შვილს განათლება მისცეს. ამჟამად, ინგლისურ ენაში ამეცადინებს.

საბრალო ქალი, ინვალიდის ეტლში მჯდომი, ასე წვალებით რეცხავს ჭურჭელს.

ნელანმა ძალიან სთხოვა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტებს, რომ მისი მოდუღებული ყავა გაესინჯათ. „საქართველოდან სომხეთში ჩამოხვედით, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ და ანუგეშოთ. ღმერთო, არც კი მჯერა. ნუთუ, სიზმარში ვარ?“

ნარეკის გული უფლის სიყვარულით არის სავსე. ბიჭი ღმერთს ყოველდღე ევედრება. გგონიათ, თავისთვის სთხოვს რამეს? არამხოლოდ საყვარელი დედის გამო ევედრება უფალს, რომ იქნებ, ღვთისნიერმა ადამიანებმა დახმარების ხელი გაუწოდონ მის საბრალო დედას, რომ ბატარეა დამონტაჟდეს ეტლში და ქალმა სუფთა ჰაერზე შეძლოს გასვლა. მით უფრო, რომ ეს ნაქირავები რამდენიმე კვადრატული სახლი ნესტიანია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ნელანის, ასევე ბიჭუნას ჯანმრთელობას.

ნელანი და პატარა ნარეკი

დედაშვილს არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა.

ეს ანგელოზი ბიჭუნა ასე ჩაეხუტა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს დამშვიდობებისას. შეხედეთ, ბიჭუნას სევდიან და ჩამქრალ თვალებში ახლა უკვე იმედია ჩასახული და ვარსკვლავებივით ბრწყინავს.

კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედაშვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედაშვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, პირადად მოინახულოთ და დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, ერევანი, არარატის ქუჩა, მე-2 შესახვევი, სახლი 38/4.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ჩარჩიანების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus 

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾30.34
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾48.86
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾15.24
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 19:43:41
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2024 18:52:31
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2024 18:51:18
₾137.25
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2024 10:37:39
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2024 18:08:58
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2024 12:48:06
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2024 09:44:00
₾250.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2024 11:06:27
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2024 10:07:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.11.2024 05:09:31
₾52.63
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 14:22:48
₾57.14
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2024 12:38:00
₾50.00

შემოწირულია:

₾943.46

21 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾943.46

21 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება