რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს,
მათ შორის პატარა ბავშვებსაც.
გვინდა გაგაცნოთ პატარა სალომე დუმბაძე. ის მხოლოდ
2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი
იტანჯება.
მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ. გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს
და ანას ახარებდა. ისინი ოცნებობდნენ, რომ პატარა დაიკოს პრინცესასავით მორთავდნენ
და ერთად ბევრს ითამაშებდნენ. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ასრულდა. სალომე უამრავი თანდაყოლილი
პათოლოგიით დაიბადა. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, არ შეუძლია
ყლაპვა და ამის გამო გოგონას ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვებავენ.
შვილის ავადმყოფობა ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო.
სალომეს მკურნალობისთვის მშობლებმა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურეს და ახლა კეთილი
ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მიზერული სოციალური შემწეობა საჭირო წამლების
შესაძენადაც არ ჰყოფნით.
სალომეს თანატოლები უკვე ლაპარაკობენ, ამბობენ ლექსებს
და თავიანთი „მიღწევებით“ მშობლებს ახარებენ. სალომე კი დაბადებიდან წევს, მას სულ
მაღალი სიცხეები აქვს და ხშირი გულყრებით იტანჯება. პატარას კბილებიც კი არ ამოსვლია,
გოგონა ხელებსაც ვერ ამოძრავებს და ვერ ჯდება.
დუმბაძეების ოჯახში სალომეს გარდა ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები ბაბუა თამაზს აქვს. დიაბეტის გამო 2014 წელს მისთვის ორივე ფეხის ამპუტაცია
გახდა საჭირო.
დუმბაძეების ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება.
მათ არანაირი საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. დედა იზო და მამა აკაკი ვერ მუშაობენ.
ისინი შვილის და ბაბუის პრობლემებით ცხოვრობენ. სალომე ხშირად საავადმყოფოში წევს და
როდესაც მასთან დედაა, სახლში უფროს შვილებს და ბაბუას ბატონი აკაკი უვლის. აი ასეთ უმძიმეს ვითარებაში უწევთ მათ ცხოვრება.
საკუთარი ძალებით ამ პრობლემებს ისინი თავს ვერ დააღწევენ.
გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს და შეძლებისდაგვარად
გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი. დუმბაძეების ოჯახს ესაჭიროება, მედიკამენტები, საკვები
პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. თქვენი ნებისმიერი სახის უმნიშვნელო დახმარებაც
კი მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ
მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003
ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალომე დუმბაძე)
ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან
https://fsp.ge/ge/donate/168/
დავეხმაროთ ამ პატარა ანგელოზს და სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ
თქვენ და თქვენს შვილებს <3
სულ ხარჯები:
7171.31₾დარჩა:
0₾