თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!
საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ამ ადამიანის თვალებში ნათლად იკითხება ღრმა მწუხარება და მარტოობისგან გამოწვეული სევდა. მის ირგვლივ არავინაა ისეთი, ვინც ფანჯარას შემოაღებს და ოთახს გაანიავებს, ჭიქა წყალს მიაწვდის, დააპურებს ან თუნდაც ერთ-ორ კეთილ სიტყვას მაინც ეტყვის მორალური მხარდაჭერის მიზნით!
ნახევრად დანგრეული სახლი, ჩამოქცეული ჭერი, ფანჯრები მინის გარეშე, სიცივე და…სრული მარტოობა. გუშინდელი დღე დღევანდელს ჰგავს, დრო თითქოს გაჩერდა და ადგილიდან არ იძვრის. სახლიდან, საიდანაც ერთ დროს ხშირად ჟრიამულის და სიმღერის ხმა ისმოდა, ახლა მხოლოდ ტირილსა და კვნესას თუ გაიგებთ, რომელიც მარტოხელა მგლის ყმუილს ემსგავსება…
ანა ვიბლიანი ყმაწვილქალობიდან მოყოლებული ზუგდიდის ქაღალდის კომბინატში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლდათ ახალგაზრდა და ფაქიზი გოგონასთვის მთლად შესაფერისი საქმიანობა, იგი არასდროს გაურბოდა მძიმე სამუშაოს და დაკისრებულ მოვალეობას ხშირად მამაკაცებზე უკეთ ასრულებდა.
ერთხელ, სამუშაოს შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად მან ხელი დაკარგა, მაგრამ სამსახური მაინც არ მიატოვა და შეძლებისდაგვარად განაგრძობდა საქმიანობას. თბილი, სათნო და მხიარული ხასიათის გამო იგი ყველას უყვარდა, თუმცა ანამ პირადი ცხოვრება ვერა და ვერ ააწყო და… სიბერესაც სრულ მარტოობაში შეხვდა.
საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის. ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი უბედურება!
ოთახი, სადაც ეს ხანდაზმული ქალი წევს, არ თბება. მწირი პენსია მას ძლივს ჰყოფნის ელემენტარულ პროდუქტებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ათასში ერთხელ შეშას მოუტანს, ერთი ხელით მისი დანთება ნამდვილ ტანჯვას წარმოადგენს.
მეგობრებო, თუ დღეს არ დავეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს…
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს ანა ვიბლიანის დახმარების აქციას! თუ გაქვთ სურვილი და საშუალება გაიღოთ თანხა მისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შეძენის მიზნით, იგი შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ვიბლიანი) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ინფორმაციას დახარჯული თითოეული თეთრის შესახებ ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დახმარების ხელს უანგაროდ უწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს!