ადამიანის ცხოვრება შეიძლება ერთ წამში რადიკალურად შეიცვალოს. ერთ უნებლიე შეცდომას ან უბედურ შემთხვევას ძალუძს გამოაცალოს მას ხელიდან ყველაფერი, ნიავს მისცეს მთელი ცხოვრების ნაშრომი და დაუნგრიოს ოცნებები…
4 წლის წინ ვალერიან საღლიანის ცხოვრებაში მოხდა დიდი უბედურება – იგი შემთხვევით გადმოვარდა მეორე სართულის აივნიდან. ვალერიანი გადარჩა, თუმცა ხერხემლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. მას შემდეგ იგი საწოლს არის მიჯაჭვული. ერთ დროს აქტიური და ენერგიული ადამიანი, ახლა სხვისი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებს, მისი სხეული პარალიზებულია.
უბედურ შემთხვევამდე, ვალერიანი ხეზე გრავირების ოსტატად მუშაობდა. ამ საქმეს იგი დიდი რუდუნებით უდგებოდა და მთელ თავის ენერგიას აქსოვდა ნამუშევრებში, რომელთა გარკვეული ნაწილი სამების საკათედრო ტაძარში ინახება.
ტრაგედიის შემდეგ ვალერიანის ოჯახის წევრებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, რათა ავადმყოფისთვის ემკურნალათ. ასე აღმოჩნდნენ ისინი ნაქირავებ საცხოვრებელში! დღეს ვალერიან საღლიანის ოჯახს ძალიან უჭირს. მიზერული სოციალური დახმარება არ არის საკმარისო, რომ საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს სათანადო მოვლა გაეწიოს. ხშირად მათ ელემენტარული წამლის ფული არ აქვთ, რაც ნეგატიურად აისახება ვალერიანის ჯანმრთელობაზე. მას აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები, უძილობა, ნაწოლები, ტროფიკული წყლული… ლამის თვე არ გაივლის ისე, რომ არ დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ვალერიანს, ვანუგეშოთ და ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი.
თუ გაქვთ ვალერიან საღლიანის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვალერიან საღლიანი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/345-sagliani/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც” (დედა ტერეზა).