ეს ჩვენი შვილებია, ეს საქართველოს შვილებია, რომლებიც დახმარებას ითხოვენ! მათ უაღრესად მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება და ჯერ-ჯერობით არანაირ „გამონათებას“ არ აქვს ადგილი. რა დააშავეს ამ ბავშვებმა ისეთი, რომ სიდუხჭირე მათი ცხოვრების თანმხვედრი გახდა?!
გიორგი 14 წლისაა, ანი – 11 წლის, გოგი- 7 წლის, საბა- 4 წლის, ხოლო ანდრიას ამასწინათ 2 თვე შეუსრულდა. მათ ხშირად აკლიათ ნორმალური კვება, ტანსაცმლის უქონლობის გამო აცდენენ გაკვეთილებს, არ აქვთ სათანადო მკურნალობა… ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სათამაშოებს, გართობას, წიგნებს და საღამოებს ელექტროღუმელთან ატარებენ. თუ მშობლები ვერ გადაიხდიან სინათლის ფულს, მაშინ ეს „სიამოვნებაც“ აღარ ექნებათ!
„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის – გვითხრეს ბავშვებმა. კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, ვეხმარებით მოხუც მეზობელს პურის მოტანაში… მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები…თუ ვინმე კამფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ, გიორგი დიდია და ჩვენ გვითმობს, ხოლო ანდრიასთვის არ შეიძლება ჯერ…“.
ზურაბ ტივაძე, ბავშვების მამა, სასოწარკვეთაშია. ადრე მას ჰქონდა ავეჯის სარემონტო საამქრო, ჰყავდა ავტომობილი, გააჩნდა შემოსავალი, მაგრამ ყველაფერის გაყიდვა მოუწია, რომ ბავშვებისთვის საკვები და წამალი ეყიდა. აი, რას გვიყვება ზურაბი: „მე მეუღლემ მიმატოვა. მაშინ მის სახლში ვცხოვრობდი, სამ შვილთან ერთად გადავბარგდი ბებიასთან, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს… შემდეგ გავიცანი ჩემი ოცნების ქალი, შევირთე ის ცოლად, ვიშვილე მისი ვაჟი… ნატალია გახდა ჩემი შვილებისთვის მზრუნველი დედა, მე კი ჩემი მხრიდან ყურადღებას არ ვაკლებ მის ბიჭს… ორიოდე თვის წინ კი საერთო ვაჟი შეგვეძინა! ჩვენ არავინ გვეხმარება. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს….ამიტომ მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“.
მეგობრებო, მოდით გავუმაგროთ მრავალშვილიან მამას რწმენა! მოდით დახმარების ხელი გავუწოდოთ ამ ოჯახს, არ დავტოვოთ ისინი ყურადღების გარეშე.
დაე, სჯეროდეთ პატარებს, რომ თოვლის პაპა არსებობს, რომ იგი ესტუმრება მათ და ნანატრ საჩუქრებს გადასცემს! მოდით ვიყოთ გულახდილები, ჩვენს შვილებსაც ხომ სჯერათ „საახალწლო სასწაულების“ და ღმერთმა არ ქნას, რომ არ სჯეროდეთ. ბავშვობა- ეს არის ყველაზე საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში და თუ ჩვენს ირგვლივ არიან პატარები, რომლებსაც დღეს უჭირთ, ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალებაა დავეხმაროთ და გავახაროთ მათი გულები!
შემოწირულობა პამპერსის, საკვების და საოჯახო ნივთების საყიდლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტივაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი