რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გინახავთ მშიერი ბავშვების თვალები? რომლებიც თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270გინახავთ მშიერი ბავშვების თვალები? რომლებიც თოვლის
ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?
ალბათ არც გინახავთ… ალბათ არც დაიჯერებთ.
მარსიდან გამოგზავნილი ფოტოებით აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ,
გვაინტერესებს – არის თუ არა წითელ პლანეტაზე წყალი, და ამ დროს, ძნელი დასაჯერებელია,
რომ ევროპულ საქართველოში, ვინმე პურის ნატეხზე ოცნებობს!
სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, პირობითად შეიძლება სახლი
ვუწოდოთ. ძნელი სათქმელია, ის ნახევრად დაუმთავრებელია თუ ნახევრად დანგრეული. სახურავი
წლების წინ ქარმა მოგლიჯა და ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მის შეკეთებას. ორი ოთახია,
რომლებიც საცხოვრებლად გამოდგება, რომლებიც წვიმისა და ქარისგან არიან დაცული.
მარიამს, ზაალს, ბარბარესა და ელენეს ჯერ კიდევ სჯერათ
სიკეთის, სჯერათ ღმერთის, სჯერათ, რომ ის მათ კეთილ ადამიანებს გამოუგზავნის, რომლებიც
დაეხმარებიან! ასე უბრალოდ, ზედმეტი სიტყვების და შეკითხვების გარეშე.
–რაზე ოცნებობთ?
–
გვინდა რომ დედიკო და მამიკო თავის პურს ჩვენ არ გვინაწილებდნენ.
–
თოვლის ბაბუას რა უნდა სთხოვოთ?
–
რომ ბევრი პროდუქტები მოგვიტანოს. რომ ყველას გვეყოს.
ღმერთს კი ვთხოვთ, რომ ეს პრობლემა არასდროს არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახს.
–
ვინმე გეხმარებათ?
–
ახლა ჩვენს ირგვლივ ყველას უჭირს, ყველას თავისი პრობლემები
აქვს. ჩვენ პატარები ვართ, მაგრამ გვესმის ეს. მეზობლები და კეთილი ადამიანები
რომ არა, ალბათ ძალიან ცუდად ვიქნებოდით.
კითხვაზე, ბედნიერები არიან თუ არა, ბავშვებმა პასუხი
ვერ გაგვცეს…
ამბობენ, რომ მაძღარი, მშიერი ადამიანის პრობლემებს
ვერ გაიგებს, რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, სამწუხაროდ ხშირად ასეც
ხდება.
ნუთუ ამას ელის ჩვენგან უფალი? ნუთუ მას უნდა რომ არ
გვესმოდეს უცხო ადამიანების გასაჭირი?
ზედმეტი სიტყვებით, კრიტიკით თავს ნუ გაირჯით! ქვის
სროლა ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, რა შეგიძლია შენ. ჩაიხედეთ თქვენს გულებში და
ისე მიიღეთ გადაწყვეტილება! გინდათ რომ დაეხმაროთ თუ უბრალოდ განიკითხოთ, ეს ტქვენი გადასაწყვეტია.
გვინდა, რომ ბავშვებს სჯეროდეთ, რომ თოვლის ბაბუა ყველა
ბავშვთან მივა და რომ სასწაულები მხოლოდ „რჩეული“ ბავშვებისთვის არ ხდება.
შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძერიას
ოჯახი)ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
სულ ხარჯები:
931.00₾დარჩა:
0.30₾