ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ!

calendar ივნისი 7, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გურამი ოცნებობდა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, ახლა კი პარალიზებულია!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩერნოვეცკის ფონდს სურს გაგაცნოთ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭის, გურამ ფოტიდის ტრაგიკული ისტორია. მან ერთი წლის წინ დაამთავრა სკოლა და მომავლის გეგმებს აწყობდა. სურდა სპორტულ სკოლაში ჩაებარებინა, ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო და საქართველო ესახელებინა. მისი კერპი ანდრეს ინიესტაა, ის ახალგაზრდა ბიჭი იყო პატარა სოფლიდან, რომელიც მსოფლიო ლეგენდად იქცა და თავის თანამემამულეებზე განუწყვეტლივ ზრუნავს. ასეთივე ცხოვრებაზე ოცნებობდა გურამიც, თუმცა ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია…
შარშან, აგვისტოს ცხელ დღეს, გურამმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა, და ეს დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გურამი ბავშვობიდან კარგად ცურავდა და მაღალი კლდეებიდანაც ხტებოდა, თუმცა ერთმა პატარა შეცდომამ მისი ბედი გადაწყვიტა. ფეხი გაუცურდა და არასწორად ჩავარდა წყალში, ხის კუნძს წელით დაეცა და ტკივილისგან გონება დაკარგა. როდესაც ამოიყვანეს, ის ვერ სუნთქავდა, მთლიანად გალურჯდა და ვერ მოძრაობდა. 
დიაგნოზი საშინელი აღმოჩნდა – ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაზიანება. ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭის გეგმები სამუდამოდ ჩაიშალა. მას დარჩა ერთადერთი ოცნება – ცოცხალი გადარჩეს. 
იმისათვის, რომ გურამმა კვლავ შეძლოს ფეხზე დგომა, სასწრაფოდ სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი! ყოველი გაცდენილი დღე მას გამოჯანმრთელების შანსს უკარგავდა. 
ჩვენ გავესაუბრეთ გურამსა და დედამისს, რუსიკო ფუტკარაძეს.
-გურამ, გჯერა, რომ ოდესმე შეძლებ ფეხზე დადგომას?
გურამ: ყველაზე მეტად მსურს ისევ დავდგე. ისევ ისე ვიცხოვრო, როგორც ვცხოვრობდი. ჩავაბარო სპორტულ სკოლაში. ფეხბურთელობაზე უკვე აღარც ვფიქრობ,  მაგრამ იმედი ჯერ კიდევ მაქვს. თუმცა ამ ყველაფერს მარტო რომ ვერ შევძლებ, ვიცი. ვითრგუნები ჩემი მშობლების მდგომარეობით, ვხვდები რომ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და უფრო მეტიც… მზად არიან იმათხოვრონ, ოღონდ შეაგროვონ თანხა ჩემი მკურნალობისთვის. 
-ტკივილს თუ გრძნობ?
გურამ: არა, ტკივილით ახლა არ მტკივა. მთელი სხეული პარალიზებული მაქვს და ერთი წელია საერთოდ არ გავნძრეულვარ. 
-ქალბატონო რუსიკო, როგორ შეცვალა ამ ტრაგედიამ თქვენი ოჯახის ცხოვრება?
რუსიკო ფუტკარაძე: ჩვენ აქამდეც რთული, შეჭირვებული ცხოვრება გვქონდა. ჩვენს სოფელში სამსახური საერთოდ არ არის, მიწის ნაკვეთი არ გაგვაჩნია, რამე რომ დავთესოთ. სახლი ჩვენ არ გვაქვს და კარი. ნათესავს შევეცოდეთ და შეგვიკედლა. სახლი ძველია, შელახულია, კედლები დაზიანებულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ავეჯი ფაქტობრივად არ არის. 
-ალბათ ძალიან რთულია საწოლს მიჯაჭვული ადამიანის მოვლა?
რუსიკო ფუტკარაძე: ნამდვილად ურთულესია. მით უმეტეს, როდესაც არ გვაქვს სარეცხი მანქანა, საფენების ფული და ხელით, ცივ წყალში ვრეცხავთ ჩვენი ხელით გაკეთებულ ნაჭრის საფენებს. 
-რა არის თქვენი შემოსავალი?
რუსიკო ფუტკარაძე: ბავშვის პენსია და სოციალური დახმარება 210 ლარის ოდენობის. ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდით, ხოლო დანარჩენი – წამლებზე და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მეუღლე თურქეთში წავიდა მუშად სამუშაოდ, რადგან მორიგი ოპერაციისთვის ფული გვჭირდება. თუმცა ჯერ-ჯერობით სამსახურს ვერ შოულობს.
-დახმარებისთვის თუ მიგიმართავთ შესაბამისი ორგანოებისთვის?
რუსიკო ფუტკარაძე: ჩვენი მერი, მუნიციპალიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო გვერდში გვიდგას. სრულად დაგვიფინანსეს პირველი ოპერაცია და პოსტ-სარეაბილიტაციო კურსი. აგვისტოში გურამს ტომოგრაფია უნდა გაუკეთდეს და ახალი ოპერაცია დაინიშნება, თუმცა ამჯერად ჯანდაცვა სრულად ვერ დაგვაფინანსებს და დანარჩენი თანხა ჩვენ უნდა მოვიძიოთ, მაგრამ საიდან?! 
მეგობრებო, ახალგაზრდა ადამიანი არის გასაჭირში. მოდით ვაჩუქოთ მას გამოჯანმრთელების შანსი. გამოჯანმრთელების ერთადერთი იმედი – თქვენი მხარდაჭერაა!
ამ ეტაპზე გურამსა და მის  ოჯახს სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, მედიკამენტები, საკვები, მაცივარი, სარეცხი მანქანა, თეთრეული. მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი თქვენთან ერთად უამრავ ადამიანს დაეხმარა და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გურამის გამოჯანმრთელებას!
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი. კოორდინატებია: სენაკი, სოფ.: ახალსოფელი, ტელ.: 551480600.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ გურამი, თუმცა გსურს დაეხმაროთ, შეგიძლიათ თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე გადმორიცხოთ: 
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ ფოტიდი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: 
https://chernovetskyifund.ge
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არავინაა დაზღვეული უბედური შემთხვევისგან და არავინ იცის რა გველის მომავალში! ამ ახალგაზრდა ბიჭს მთელი ცხოვრება წინ აქვს და მისი მომავალი თქვენს ხელშია!

მეგობრებო, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ეს ბიჭი ისევ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.

წარმოგიდგენიათ? ბიზნესმენმა, დავით ხუროძემ, გურამის ელექტრო ეტლი აჩუქა. ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ გურამის ამბავს…
სკოლის დამთავრების შემდეგ გურამი ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა! უნდოდა განთქმული ფეხბურთელი გამხდარიყო და ესახელებინა მისი სამშობლო. სამწუხაროდ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა… 2018 წლის აგვისტოს ცხელი დღე მისთვის საბედისწეო აღმოჩნდა. გურამიმ არაჩვეულებრივად ცურავდა, მაღალი კლდიდანაც ბევრჯერ გადამხტარა მდინარეში, მაგრამ ამჯერად, უბედურმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. ზურგით მორზე დაეცა და გაუსაძლისი ტკივილისგან გაითიშა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანება.
ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ამ მშვენიერი ყმაწვილის ამბავი რომ გიამბეთ, ბევრ თქვენთაგანს მასთან დამეგობრების სურვილი გაუჩნდებოდა. აი, შედეგიც! შეხედეთ, ეს ბიჭი ხელახლა დაიბადა! მას დაუბრუნდა მომავლის იმედი, რადგანაც უცხო ქვეყნებიდანაც კი, ახალი მეგობრები დახმარებას შეპირდნენ.
ოჯახში ხელცარიელი არც ჩვენ მივსულვართ. გურამისა და მისი დედის ოცნება ავასრულეთ. ბიჭს კომპიუტერი მივუტანეთ, დედას კი სარეცხი მანქანა. ასევე შეგროვილი თანხით ვუყიდეთ ჰიგიენური საშუალბები და მედიკამენტები.
გურამიმ და მისმა დედამ, რუსიკომ, დიდი მადლობა შემოგითვალეს.
რუსიკო: აუცილებლად გამოაქვეყნეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით. დიდი მადლობა გადაეცით ყველას, ჩემი და ჩემი შვილის სახელით! თქვენ გვაჩუქეთ ახალი ცხოვრება! სიცოცხლე გაგვიხანგძლივეთ! მოგვეცით ადამიანური ცხოვრების საშუალება!
– ბედნიერი ხართ? ყველა ოცნება აგიხდათ?
რუსიკო: გურამი ძალიან ბედნიერია, შესაბამისად მეც ბედნიერი ვარ. მას ყველა საჭირო მედიკამენტი აქვს. კარგ ხასითზეა, მშვიდად სძინავს, ტკივილები აღარ აწუხებს… კომპიუტერზე რომ არაფერი ვთქვათ! თვითონ გეტყვით გურამი.
გურამი: ძალიან შემრცხვა, როცა ჩემი ამბავი გამოაქვეყნეთ, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებს მედიკამენტები მოჰქონდათ ჩვენთვის. უცნობი გოგო, გვანცა ძებნიაური, დაგვიკავშირდა ამერიკიდან, მითხრა, რომ ქართველი ემიგრანტებიც დამიჭერდნენ მხარს. ჰიგიენური საშუალებებიც კი გამომიგზავნეს, ამერიკიდან საქართველოში!
– ახალი მეგობრებიც შეგიძენია. გინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო?
გურამი: ძალიან დიდი მადლობა გვანცას, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით ხუროძეს, ბიზნესმენია. არც კი ვიცნობ. იცით, ელექტრო ეტლი მაჩუქა! მისი დამსახურებით, სკოლაში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ძალიან გაუხარდათ, ეტლიანად ამიტაცეს ხელში და კლასში ამიყვანეს. სწავლა გავაგრძელე და ღმერთის წყალობით გამოცდებსაც ჩავაბარებ, ატესტატს ავიღებ.
– რას ეტყოდით თქვენს თანამემამულეებს?
გურამი: ძალიან მიყვარხართ ყველანი! თქვენი გაცნობა ძალიან მინდა. ახლა უკვე მაქვს კომპიუტერი და ფეისბუქი, https://www.facebook.com/gu.ro.1650 გამიხარდება, თუ მომწერთ.
– რუსიკო, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები თუ გეხმარებიან?
რუსიკო: ჩვენი სოფლის წარმომადგენელი გვეხმარება, რითაც შეუძლია. დიდი მადლობა ქალბატონ ირინა ბოჯგუას! ნეტავ მეტი იყოს ასეთი ადამიანი ჩვენს მთავრობაში.
გურამის ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ!

მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გურამ ფოტიდი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/462-fotidi/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).

ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 04
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
490.00₾
2019 დეკ 04
მედიკამენტები
141.44₾
2020 თებ 04
კომპიუტერი
840.00₾
2020 მარ 09
სარეცხი მანქანა
555.00₾
2020 მარ 09
პამპერსები
226.00₾
2020 მაი 25
მედიკამენტები
349.95₾

სულ ხარჯები:

2602.39₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.04.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2020 20:00:00
₾4.71
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾4.51
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2019 04:01:51
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.11.2019 17:01:58
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2019 20:54:30
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.08.2019 07:43:27
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2019 20:04:10
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2019 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,602.04

222 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,602.04

222 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება