რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
5-ჯერ გავუკეთეთ ნარკოზი, ტომოგრაფიის გადაღებისას, და არასდროს ვიცოდით გამოვიდოდა ნარკოზიდან, თუ დავკარგავდით მას…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ლუკა გაბედავას ეს ლამაზი და საყვარელი ღიმილი თქვენი დამსახურებაა კეთილო ადამიანებო!
ალბათ გახსოვთ პატარა ლუკა, რომელიც ბავშვობიდან თავის ტვინის დაავადებას ებრძვის. ტვინში კისტა აქვს და უკვე 5-ჯერ ჩაიტარა გამოკვლევა. კისტების რაოდენობა, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე იზრდება. ოპერაციას ჯერ ვერ უკეთებენ, ადრეაო, ამბობენ ექიმები… და არიან ასე, მოლოდინის რეჟიმში. გვჯერა, რომ როცა ოპერაციის დრო მოვა, ლუკას ისევ დავეხმარებით, მას აქვს ჩვენი იმედი. ახლა კი, სანამ პატარა ოპერაციას ელოდება, დაათვალიერეთ ფოტოები, ნახეთ, როგორი საყვარელია!
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ცვლით ადამიანის ცხოვრებას, მათ მომავლის იმედს აძლევთ!
როდესაც ლუკას შესახებ საქველმოქმედო აქცია გავმართეთ, ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ, რომ ამდენი ადამიანი დაუჭერდა მხარს. მათ ხომ არავინ დახმარებია, თითქოს არც ვარსებობდითო, ვერავინ გვამჩნევდაო – თქვა ჯუნამ, ლუკას დედიკომ…ახლა კი
ასობით ადამიანმა გადარიცხა ფული ლუკას დასახმარებლად და მისთვის უამრავი საჭირო ნივთი შევიძინეთ. მათ შორის: საწოლი, კომპიუტერი, ტანსაცმელი, პამპერსი, წამალი …
– ჯუნა, რას ეტყოდით ქველმოქმედ ადამიანებს?
– მადლობის მეტი რა მეთქმის, მთელი ცხოვრება არ მეყოფა, რომ სამადლობელი სიტყვები გითხრათ!
– როგორ ფიქრობთ, ლუკას გაუხარდა ეს საჩუქრები?
– კომპიუტერი იყო მისი აუსრულებელი ოცნება! ჩვენ ვერასდროს ვუყიდდით… ხედავთ, როგორი ბედნიერია!
– მას შემდეგ, რაც ლუკას შესახებ დავწერეთ, შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება?
– ჩვენ უცებ ზღაპარში აღმოვჩნდით! ლუკას იმდენი გულშემატკივარი გამოუჩნდა. გვირეკავდნენ, ზოგი თბილი სიტყვით გვამხნევებდა, ზოგს პროდუქტი მოჰქონდა… ერთმა ორგანიზაციამ კი სარეცხი მანქანა და მაცივარი მოგვიტანა საჩუქრად. ეს წარმოუდგენელია! ახლა არაფრის გვეშინია.
ფონდის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ გაწეული დახმარებისთვის. თქვენ ასწავლით საზოგადოებას დაინახონ სიკეთე, ჩუქნით ადამიანებს იმედს და მხარს უჭერთ როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! დიდი მადლობა მეგობრებო!
სამწუხაროდ ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულდა, არ დატოვოთ ისინი მარტო, კვლავ დაუდექით გვერდში და დაეხმარეთ!
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
დანიშნულება: ლუკა გაბედავა
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/506-gabedava/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი)
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ სხვისი დარდის გაზიარებით ჩვენ უფალს ვუახლოვდებით!
სულ ხარჯები:
4099.07₾დარჩა:
0.92₾