ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ სახლში, ბედნიერად მხოლოდ ხვლიკები ცხოვრობენ…

calendar აპრილი 13, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

შეხედეთ, შეხედეთ, ჭერიდან ხვლიკი გვიყურებს! იცით როგორ მეშინია? ერთხელ ჩემს ლოგინზეც ამოხტა! – ჭერისკენ იშვერს პატარა თითს მართა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შეხედეთ, შეხედეთ, ჭერიდან ხვლიკი გვიყურებს! იცით როგორ მეშინია? ერთხელ ჩემს ლოგინზეც ამოხტა! – ჭერისკენ იშვერს პატარა თითს მართა.

ოჯახში ექვსნი არიან,
დედა – თიკო, მამა – ირაკლი და მათი ოთხი ულამაზესი გოგონა:
15 წლის მარიამი, 13 წლის ანი, 11 წლის ელენე და პატარა, 2 წლისმართა.

ეს
ოჯახი მოკლებულია ყოველგვარ ადამიანურ პირობებს! შიმშილობენ, არ აქვთ საწოლები, სახლში,
კი  ქვეწარმავლებიშედიან.

მიუხედავად
ამ ყველაფრისა, თიკომ მოიკრიბა ნებისყოფა და ყველა ჩვენს შეკითხვას უპასუხა.

– რა
არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

თიკო:
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. არ გვაქს პროდუქტი და უმცროსი გოგოსთვის
ჰიგიენური საშუალებები. არანაირი საოჯახო ტექნიკა არ გვაქვს. ნორმალური ნიჟარაც კი,
სამზარეულოს სხვა ინვენტარზე რომ არაფერი ვთქვათ.

– ყოველთვის
ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

თიკო:
იცით, ტკბილი და
უდარდელი ბავშვობა არ მქონია, ბავშვთა სახლშიც კი მიცხოვრია. მაგრამ ყოველთვის
ვოცნებობდი დიდ და ბედნიერ ოჯახზე. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა.შემდეგ ირაკლი გავიცანი.ჩემს
მეზობლად ცხოვრობდა და შევუღლდით. ძალიან მშრომელია, მაგრამ ცოტა
ხნის წინ სამსახური დაკარგა და დაღუპვის პირას ავღმოჩნდით.

– ვინმე
გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

თიკო:
ორივე ობლები ვართ, სამწუხაროდ. ირაკლიმ ადრე დაკარგა მშობლები, მეც დიდი ხანია აღარ
მყავს. ძალიან ღარიბი ოჯახებიდან ვართ.  სიმართლე
გითხრათ, არ მგონია მშობლები ცოცხლები რომც გვყოლოდა, ჩვენი დახმარება შეეძლოთ. ყოველთვის
მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვქონდა. არასდროს, არავინ დაგვხმარებია. დედაჩემმა ბავშვთა
თავშესაფარშიც კი ჩამაბარა, იმ იმედით, რომ იქ ლუკმა პური მაინც მექნებოდა. მაგრამ,
განა ეგაა მთავარი

– როგორ
წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

თიკო:
ვოცნებობდი, რომ  ჩემი პატარა, მყუდრო სახლი მექნებოდა. ისე ცხადად
წარმომედგინა, როგორ მოვაწყობდი, ლამაზი სამზარეულო  მექნებოდა და ნამცხვრებს გამოვუცხობდი ჩემს მეუღლესა
და პატარებს, ვიცოდი, ბევრნი ვიქნებოდით. ექვსი შვილი მინდოდა! განათლება არ მიმიღია
და ვოცნებოდი რომ შვილებისთვის არაფერი მომეკლო. ოცნებები ოცნებებად დარჩა,
მხოლოდ ის ახდა, რომ ბევრი შვილი მყავს.

– ამ
შენობაში როგორ აღმოჩნდით?

თიკო:
ეს საპატრიარქოს
თავშესაფარია, აქ 30 ოჯახი ვცხოვრობთ. ყველას მძიმე მდგომარეობა აქვს.
ორი ოთახი გვაქვს, ერთი ისეთი ვიწროა, ვერ მოტრიალდები. ჭერიდან
წყალი ჩამოდის, ხვლიკები დარბიან, ბავშვებს აღარც ეშინიათ უკვე. ონკანი და საპირფარეშო
ეზოშია. არ მკითხოთ, როგორ ვბანაობთ…

– ვინმეს
მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივ მმართველობას, მაგალითად?

თიკო:
მმართველობა როგორც შეუძლია, ისე გვეხმარება. სოციალურ და მრავალშვილიანობის დახმარებას
ვიღებთ. რამდენიმეჯერ განცხადება დავწერეთ სახურავის შეკეთებაზე და დაგვეხმარნენ. შეშა
მოგვიტანეს. ეს შენობა, საპატრიარქოსსაკუთრებაა,
მაგრამ სამწუხაროდ ჯერ გაზიც არაა შემოყვანილი.

– მორწმუნე
ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

თიკო:
მორწმუნე ოჯახი ვართ, ტაძარში დავდივართ. მინდა სჯეროდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ
აუცილებლად შეიცვლება.

– უცხო
ადამიანების სიკეთის გჯერათ?

თიკო:
იცით, სწორედ მაშინ გვიკაკუნებენ კარზე, როცა ყველა საშუალება ამოწურულია და დახმარების
ჩარიცხვამდე ერთი კვირა რჩება. ვინც ერთხელ მაინც ნახავს საკუთარი თვალით, რა პირობებში
გვიწევს ცხოვრება, აღარასდროს გვივიწყებს.

– თქვენს
შვილებზე გვიამბეთ, შემდეგ კი გავესაუბრები.

თიკო:
მარიამი, ანი და ელენე აქვე დადიან სკოლაში. ფრიადოსნები არ არიან, მაგრამ ძალიან ცდილობენ.
დამეთანხმეთ, რომ როცა გშია, რთულია სწავლაზე ფიქრი.

– რაზე
ოცნებობენ?

თიკო:
მარიამს ძალიან უნდა გიტარაზე დაკვრა ისწავლოს. სწავლის საფასურის გადახდის კი არა,
გიტარის ყიდვის საშუალებაც არ გვაქვს.ანის ტანვარჯიშსა და ცურვაზე უნდა სიარული თავის
თანატოლებთან ერთად, მაგრამ ამაზე საუბარიც ზედმეტია, ელენეს ხატვის წრეზე მიყვანაც
კი ვერ მოვახეხეთ. პატარა მართა კი საოცრებაა, ისეთი თბილი და
სასაცილოა, ნებისმერს გაამხიარულებს!

– თქვენი
გაცნობა გვინდა გოგონებო, გვიამბეთ საკუთარ თავზე.

მარიამი(15
წლის): მეცხრე კლასში ვსწავლობ, მაგრამ სკოლა არც ისე მიყვარს. ძალიან მინდა გიტარაზე
დაკვრა ვისწავლო. მაგრამ გიტარა არ მაქვს. ყველა ჩემს თანატოლს კომპიუტერი აქვს, ჩვენ
კი ამაზე ოცნებაც არ შეგვიძლია.

ანი(13
წლის): მე ცეკვაზე მინდა სიარული, ტანვარჯიშზე ან ცურვაზე. ჩემი კლასელები დადიან,
მე კი არ ვიცი ცეკვა. ჩვენი ტელევიზორი კარგად არ აჩვენებს, მე კი ძალიან მინდა ტელევიზორი
დიდი ეკრანით…

ელენე(11
წლის): მე ხატვა მინდა, საღებავები რომ მქონდეს, კედლებს ლამაზი ყვავილებით მოვხატავდი.
დავხატავდი ჩიტებს… მზეს… და ზღვას! ზღვაზე წასვლა ჩვენი ოცნებაა. ერთხელ ვიყავით,
სამი დღით. რას არ დავთმობდი, რომ კიდევ ერთხელ წავსულიყავი ჩემს დებთან ერთად.

– მართა, რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

მართა(2,5
წლის): დათუნია მიყვარს. ადრე ფუმფულა იყო.

– ძილის
წინ ზღაპრებს ვინ გიკითხავს ხოლმე?

მართა(2,5
წლის): დედიკო, ან მარიამი. ანი მიმღერის, ლამაზი ხმა აქვს. ყველაზე მეტად ჭიანჭველაზე
და რწყილზე მიყვარს ზღაპარი. დედიკო ისე სასაცილოდ ყვება, რწყილი თავის მეგობარს, ჭიანჭველას
როგორ გადაარჩენს.

– რა
პროფესიას აირჩევ, მარიამ?

მარიამი(15
წლის): ძალიან მინდა გავხდე იურისტი. ძალიან მომწონს ეს პროფესია. მაგრამ ამისთვის
ბევრი სწავლა და კარგი განათლებაა საჭირო.

ანი(13
წლის): მე კი   ტანმოვარჯიშეთა გუნდის მწვრთნელი მინდა გავხდე!

ელენე(11
წლის):  მე მინდა ვისწავლო ხატვა.

– რა
არის აუცილებელი თქვენი ბედნიერებისთვის?

მარიამი(15
წლის): კარგი იქნებოდა, გიტარაზე დაკვრა რომ მესწავლა. და კიდევ, უბედნიერესი ვიქნებოდი,
დედიკოსთვის სარეცხი მანქანის ყიდვა რომ შემეძლოს.

ანი(13
წლის): მე ტანვარჯიშზე მინდა სიარული!

ელენე(11
წლის):  მე კი ზღვაზე მინდა!

მართა(2,5
წლის): დიიიდი თოჯინა მინდა!

– გავაგრძელოთ
ჩვენი საუბარი, თიკო. რა შემოსავალი გაქვთ და რაზე გყოფნით?

თიკო:  დახმარებას ვიღებთ, 320 ლარს სოციალურს და მრავალშვილიანობის
200 ლარს.

– რა
არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

თიკო:
ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა. ასევე ტელევიზორი ძალიან ძველია და ბავშვებს არ აქვთ
კომპიუტერი. ახლა კი, როცა ყველას მოგვიწოდებენ, რომ სახლში დავრჩეთ, ამ ნივთების გარეშე
ბავშვების სახლში გაჩერება თითქმის შეუძლებელია. და კიდევ, არაჩვეულებრივი იქნებოდა,
ბავშევების ზღვაზე წაყვანა რომ შემეძლოს, როგორც ეს 10 წლის წინ იყო.

– რატომ
გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

თიკო:
ყველამ იცის, რომ თქვენ ხალხს ნამდვილად ეხმარებით. ჩვენს მეზობლებს დაეხმარეთ, სულ
ცოტა ხნის წინ, ფეიქრიშვილების ოჯახს, ასევე მარტოხელა ქალბატონს, მარგო ბერიძეს. გოგოებს
თანატოლების ძალიან ერიდებათ, მაგრამ სიღარიბე, ხომ სამარცხვინო არა არის.

– თითქმის
მთელი საქართველო შეიტყობს თქვენი ოჯახის შესახებ. გსურთ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?

თიკო:
ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოჯახში ვინც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად შეუყვარდება ჩემი
გოგონები! ისეთი კარგები არიან!

—-

მეგობრებო,
როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი,
საოჯახო ტექნიკა, საწოლები!

გამოვიჩინოთ
გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ნორმალურად განვითარდნენ
და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ თიკოს, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი
მისამართია: თბილისი. პოლიტკოვსკაიას №53  ტელეფონის
ნომერი: 557 47 11 33

მეგობრებო,
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თიკო გვასალიასა და მისი შვილების დასახმარებლად.
როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას
არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“
ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

აუცილებლად
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ!
ეს მნიშვნელოვანია!

უფალი
გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა
ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა
ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი
საქმით დავუმტკიცოთ!

მეგობრებო,
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ 
თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება
და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი
ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თიკო გვასალია)  ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის
მეშვეობით.

თანხის
ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ
ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა
და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 01
სარეცხი მანქანა
555.00₾
2020 მაი 28
მაცივარი
520.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾

სულ ხარჯები:

1275.00₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2021 15:46:46
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2020 09:33:08
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2020 19:26:36
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,274.83

84 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,274.83

84 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება