ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს პატარას რა ვაჭამო?

calendar აპრილი 26, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

– სწორედ ამ კითხავას უსვამს საკუთარ თავს ყოველდღურად მაკა, ოთხი არაჩვეულებრივი ბიჭის დედა, რომელსაც მალე გოგონაც ეყოლება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  გაუძლებს თუ არა ეს მშვენიერი ოჯახი კაცობრიოსთვის
ამ უმძიმეს პერიოდს, თუ უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან მხოლოდ ჩვენს გულისხმიერებასა
და უფლის წყალობაზეა დამოკიდებული. მეგობრებო, ქართველ ერს სისხლში აქვს ერთმანეთის
მხარდაჭერა და მათ ბედის ანაბარა მიტოვების უფლებას ჩვენი სინდისი უბრალოდ მოგვცემს.

  „შეძლებულად არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ რას
ვიფიქრებდი, რომ ჩემი ბიჭები იშიმშილებდნენ. ყოველთვის მინდოდა, ბევრი
შვილის ყოლა, ვფიქრობდი, გაიზრდებიან, მხარში ამოუდეგბიან ერთმანეთს, ახლა კი არც სამსახურია,
არც ფული არც საჭმელი და არც კი ვიცით, რით, ან როდის დამთავრდება ეს ყველაფერი. უკეთესის
იმედი მაქვს, მაგრამ იქამდე ხომ უნდა ვიცოცხლოთ?დღეს კი ჩემი შვილები შიმშილობენ. ლამისაა ქუჩაში გავიდე სამათხოვროდ, მაგრამ
ეგეც არ შეიძლება, კარანტინია!“

  ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ძველ, დანგრეულ
შენობას ბევრმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმაა შეაფარა თავი. მათ შორის მაკამაც, ოთხ
საყვარელ ბიჭუნასთან ერთად: დავითი – 11 წლისაა, გიორგი – 7, ზურა
– 4 წლის და ნიკოლოზი კი 1 წლის და 8 თვისაა. ძალიან მალე, მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატება,
პატარა გოგონა, რომელსაც ყველა ასე ძალიან ელის. მაგრამ იმისთვის, რომ ის გაჩნდეს,
დედამაც რაღაცით ხომ უნდა იკვებოს? ის კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ბიჭებს რა აჭამოს…
თვითონ კი აღარც ახსოვს რა ჭამა და როდის. ჯობს არ ნახოთ, რა პირობებში უწევთ ცხოვრება,
დაბზარული კედლები, ჩავარდნილი იატაკი, ყველა ღრიჭოდან უბერავს… „ქარიან ამინდში
ღუმელსაც კი ვერ ვანთებთ,“ –  ამბობს მაკა.
როგორც ქუჩაში ისე ცხოვრობენ და უხარიათ, რომ ჭერი მაინც აქვთ თავზე.

  – მაკა, გვითხარით, რა არის თქვენი ოჯახის
მთავარი პრობლემა?

  მაკა: პანიკაში ვარ. ოთხი შვილი მყავს და
მეხუთეს ველოდები. შეძლებულად არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ ახლა, კარანტინის გამო მეუღლე
უმუშევარ დარჩა და დარუპვის პირას ავღმოჩნდით. ბავშვები შიმშილობენ. გადამოწმების მიზნით,
შეგვიჩერეს სოციალური დახმარება. რა არის შესამოწმებელი? ლამისაა თავზე დაგვემხოს ჭერი.

  – თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი
მეუღლე?

  მაკა: ზურა შემთხვევით გავიცანი. ვფიქრობ,
უფალმა გამომიგზავნა. პირველ მეუღლეს რომ დავშორდი, მშობლებთან სოფელში ვცხოვრობდი
ჩემს შვილთან ერთად. მეორედ გათხოვება კი აზრადაც არ გამივლია. ჯერ მოსაკითხად ვურეკავდით
ერთმანეთს, ცოტათი მეშინოდა კიდეც შეხვედრის. ერთ მშვენიერ დღეს კი, მივხვდით, რომ
ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. მჯერა, ის ჩემი ბედია. ზურა საოცარი ადამიანია. დავითს
ისე ზრდის, როგორც საკუთარ შვილს. ახლა უკვე სამი საერთო ბიჭი გვყავს, მალე კი გოგოც
გვეყოლება. ჩემი პირველი ქორწინება, სამწუხაროდ უიღბლო იყო… ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
ვარ… არ მსურს ამაზე ლაპარაკი…ჩემთვის ამის გახსენება მართლა ძალიან მტკივნეულია,
ღმერთს მადლობა, რომ ზურა გამომიგზავნა, არაჩვეულებრივი, მზრუნველი მამა და მეუღლე.

  – ვინმე გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

  მაკა: ჩვენს ნათესავებსაც ძალიან უჭირთ, სოფელში
ცხოვრობენ, არ აქვთ არც სამსახური, არც ფული, არც საჭმელი. მგონი თავად უფრო სჭირდებათ
დახმარება.

  – როდესმე გიფიქრათ, რომ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში
აღმოჩნდეთ? როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

  მაკა: ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა.
ჩემი აზრით, მშვენიერია, როცა ბევრი დედმამიშვილია ოჯახში. ისე ვზრდი, რომ ჩემი შვილები
ყოველთვის მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს. ზურასთან ერთად, ჩემი ოცნება განვახორციელე,
ნაწილობრივ მაინც. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენი ბიჭები იშიმშილებდნენ. მე და ზურა,
ორივე ღარიბი ოჯახებიდან ვართ. გვიყვარს და ყოველთვის მხარში ვუდგევართ ერთმანეთს.

  – ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივ
მმართველობას, მაგალითად?

  მაკა: დიახ, ერთხელ დამეხმარნენ სურსათით.
შემდეგ კი, ორჯერ უარი მითხრეს. შარშან ჩემი ბიჭები ბრონქიტითა და ფილტვების ანთებით
საავადმყოფოში აღმოჩნდნენ, დაახლოებით 400 ლარის წამლები დაგვჭირდა და დაგვაფინანსეს.
უზომოდ მადლობელი ვარ, ჩვენთვის ეს უზარმაზარი თანხაა.

  – მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

   მაკა:
ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. სამწუხაროდ ხშირად არ გამომდის ტაძარში სიარული,
მაგრამ სახლში მაქვს ხატები, სანთლებს ვანთებ და ვლოცულობ.  ჩემი უფროსი ბიჭი, დავითი კი უკვე დიდია, თვითონ
ითხოვს და დადის აქვე, ახლოს ტაძარში. მწამს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა ჩვენს ცხოვრებაში.
როცა ვფიქრობ, რომ გამოსავალი აღარ დარჩა, ყოველთვის დახმარება მოდის. აი, ახლა თქვენ
მოხვედით, უფალი დაგლოცავთ.

– უცხო
ადამიანების სიკეთის გჯერათ?

მაკა:
ყველა ჩვენი მეზობელი სოციალურად დაუცველია, ყველას ერთნაირად გვიჭირს. მაგრამ ყოველთვის
ვახერხებთ ერთმანეთს დავეხმაროთ, პურით, ყველაფრით, რითაც შეგვიძლია. მადლობელი ვარ
ჩემი მეზობლების, მითანაგრძნობენ და სულ ცდილობენ, რაიმე პროდუქტი მომაწოდონ. მიუხედავად
იმისა, რომ თავადაც ძალიან უჭირთ.

– გვიამბეთ
თქვენს შვილებზე, დადიან ბაღში, ან სკოლაში?

მაკა:
დავითი მეხუთე კლასშია და ძალიან უყვარს ცეკვა. როდესაც სოციალურ დახმარებას ვიღებდი,
როგორღაც ვახერხებდი, თანხა გამომეყო და მეტარებინა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ბიჭებს
ძალიან უნდათ ცურვაზე სიარული მაგრამ ჩვენთვის, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ზურა
ბაღში დამყავს, ძალიან უყვარს ხატვა და მანქანებით თამაში.

– ბავშვებს
რას აჭმევთ ხოლმე?

მაკა:
როგორც წესი, წვნიანებს და ფაფებს ვუმზადებ. ადრე, როგორც კი დახმარება ჩამერიცხებოდა,
ვცდილობდი ცოტა ხორცი მეყიდა. მაგრამ ამის შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს. არასდროს
გვრჩება ფული ტკბილეულის საყიდლად, ამიტომ ორცხობილას სახლში ვუცხობ. უბრალო, სახლში
გამომცხვარი ორცხობილა, დღესასწაულია ჩემი შვილებისთვის.

  – მაკა, ამ შენობაშ როგორ აღმოჩნდით?

  მაკა: ამ მიტოვებულ შენობაში ადრე სამხედრო
ჰოსპიტალი იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ახლა სოციალურად დაუცველმა, უსახლკარო
ოჯახებმა დაიკავეს აქ ოთახები. მამაჩემი აქ ჩვენზე ადრე შესახლდა და ჩვენთვისაც დაიკავა
ერთი ოთახი. ადრე პატარა ბინას ვქირაობდით, მაგრამ იყო და აქ გადმოვედით. წყალი ჩვენი
სახსრებით შემოვიყვანეთ, გაზი ჯერჯერობით ვერ შემოგვყავს. საჭმელს პატარა ბალონზე ვამზადებდი,
ახლა კი ისიც გაფუჭდა. აქ მხოლოდ 30 კვადრატული მეტრია, არც ავეჯი გვაქვს, ყველაფერი
რასაც ხედავთ, კეთილი ხალხის ნაჩუქარია.

  – ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. დავით
როგორ ხარ? კარგად სწავლობ?

  დავითი(11 წლის): მე კარგად ვარ, თქვენ? მოვიწყინე
სახლში, სკოლაში მინდა წასვლა. ინტერნეტი მაინც რომ მქონდეს… განსაკუთრებით ისტორია
მიყვარს და უმაგრესი მასწავლებელი გვყავს!

  – დედიკოს ეხმარები?

  დავითი(11 წლის): რა თქმა უნდა, ძალიან ვცდილობ
. დედიკოს მუცელში ხომ ჩემი დაიკო ჰყავს. ოთახს ვალაგებ, პატარა ნიკოლოზს ვუვლი.

  – რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

  დავითი(11 წლის): უკვე დიდი ვარ… არ მაქვს
სათამაშოები, ძალიან ცოტა და ისიც პატარებმა გააფუჭეს… ჩემს ძმებს ვეთამაშები ხოლმე.
ჩვენი ტელევიზორი ძველია და ცუდად აჩვენებს, ჩვენ კი მულტფილმების ყურება გვიყვარს.

  – ვინ გახდები, რომ გაიზრდები?

  დავითი(11 წლის): იცით რა კარგი მასწავლებელი
გვყავს ისტორიაში? რომ გავიზრდები მეც ისტორიის მასწავლებელი გავხდები.

  გიორგი(7 წლის): მე რომ გავიზრდები, მშენებელი
გავხდები და აუცილებლად დიდ და ლამაზ სახლს ავაშენებ.

  – გიო, ზღაპრებს ძილის წინ ვინ გიყვება?
ვინაა შენი საყვარელი ზღაპრის გმირი?

  გიორგი(7 წლის): ძალიან მიყვარს ზრაპრები,
ყველა! დედიკო ისე სასაცილოდ ყვება, კომბლეზე, დიდი კომბალი რომ აქვს, ის ძლიერი და
ჭკვიანია. დიდი დევი დაამარცხა კომბალით კი არა ეშმაკობით.

  – რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

  გიორგი(7 წლის): ძალიან მიყვარს მანქანები,
ასაწყობები… მაგრამ ზურას მივეცი ყველაფერი, პატარები არიან, მე კი უკვე დიდი ვარ…
მხოლოდ ეს წითელი მანქანა დავიტოვე, მამამ მაჩუქა დაბადების დღეზე და ბალიშის ქვეშ
მიდევს.

   –
დავით, ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

  დავითი(11 წლის): ველოსიპედი მინდა, და კიდევ
კარანტინი რომ მალე დასრულდეს. სკოლაში მინდა ჩემს თანაკლასელებთან, ძალიან მენატრებიან…

  გიორგი(7 წლის): მეც ძალიან მინდა ველოსიპედი.

   ზურა(4
წლის): დეიდა, მანქანას მომიტანთ? დიდი და ლამაზი მანქანა მინდა! ქუჩაში ჰყავდა ერთ
ბიჭს.

  – აუცილებლად მოგიტანთ, პატარავ! პატარა ნიკოლოზს
რა უნდა?

  ნიკოლოზი(1,8 წლის): შოკო – და პაწაწინა თითები
ფართოდ გაშალა.

  მაკა: მაგის ენაზე, შოკოლადს ნიშნავს, ბევრიო
– თითებით გაჩვენათ.

  დავითი(11 წლის): ნიკოლოზს პისტოლეტები უფრო
მოსწონს, ზურას კი მანქანები, ისე კი, ყველას მულტფილმების ყურება გვიყვარს.

  – მთელი საქართველოს ბავშვებს რას უსურვებდი?

  დავითი(11 წლის): ვუსურვებ, რომ არასდროს
არაფერი გაუჭირდეთ, ნორმალურად სწავლის საშუალება რომ ჰქონდეთ. და, რა თქმა უნდა, მშობლები
ჯანმრთელი რომ ჰყავდეთ და არსდროს იტირონ!.. დედიკო ხშირად ტირის…

  – მაკა, რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

  მაკა: სოციალური დახმარება 4 თვეა არ ამიღია,
ეტყობა ამოწმებენ, თუ გადავრჩებით… 580 ლარი მერიცხებოდა. ფასები იმატებს, ბავშვებს
კი საჭმელი, წამლები, სასკოლო ინვენტარი სჭირდებათ. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზ ეღარაფერს
ვამბობ. ჩვენთან ცივა, ბავშვებიც სულ ცივდებიან, აღარ ვიცი უკვე რა ჩავაცვა. შეშით
ვთბებით, მაგრამ ქარიან ამინდში ღუმელსაც კი ვერ ვანთებთ. ზურა ყოველთვის მუშაობდა,
მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარაფერს აკეთებს. 

  – რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
თქვენი აზრით ოჯახში ყველაზე მეტად, რა გჭირდებათ?

  მაკა: არაფერი გვაქვს, თავადაც ხედავთ. ახლა
ყველაზე მეტად მაცივარი გვჭირდება. იმედია, თვის ბოლოს სოციალური დახმარება ჩაგვერიცხება.
ბავშვებს რძის ნაწარმი მინდა ვუყიდო. როდემდე უნდა ჭამონ მაკარონი. მაგრამ რძის პროდუქტს
ხომ შენახვა უნდა.

ვოცნებობ,
რომ ჩემს შვილებს ელემენტარული მაინც ჰქონდეთ. საჭმლის ფული არ გვაქვს, პროდუქტი ძალიან
გვჭირდება. ასევე პამპერსს საერთოდ ვეღარ ვყიდულობ. საერთოდ არაფერი გაგვაჩნია, არც
ავეჯი, არც ტექნიკა, ტელევიზორიც არ აჩვენებს, ოთხი ბიჭი სახლში რანაირად გავაჩერო?
სწავლაც ძალიან უნდათ, მაგრამ არც ნორმალური ტელეფონი, არც ინტერნეტი არ გვაქვს. მეზობლისგან
იგებეს დავითი დავალებებს.

  – რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მოგემართათ?

  მაკა: ბევრი ჩვენი მეზობელი ბავშვებთან ერთად
დადიოდა თქვენს ფონდში და ძალიან გაქებენ. ვხედავ, რამდენს ეხმარებით. ახლა, როდესაც
გაუსაძლის მდგომარეობაში ავრმოჩნდი, გადავწყვიტე, რომ მომეწერა.

  – სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თითქმის მთელი
საქართველო შეიტყობს თქვენს შესახებ. ფონდის მეგობრების გაცნობა გსურთ?

  მაკა: რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის დახმარებისთვის
ძალიან მადლობელი ვიქნებით.

———- 

   მეგობრებო,
როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი,
საოჯახო ტექნიკა, საბავშვო ტანსცმელი და ფეხსაცმელი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ
მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა
ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს
ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მაკას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ
გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის
6/ა, ბინა 11 ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა. ტელეფონის ნომერი: 597047177

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას  საბაშვილების  ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის
დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ
მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში
და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა
თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ
ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ
კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა
შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:
საბაშვილების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი
ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის
დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

წაიკითხეთმეგობრებოთქვენცძალიანგაიხარებთ… 

ჩვენკი… თქვენიწყალობით


 „ჩვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენი წყალობით შეიცვალა! ახლა, ჩვენი შვილები ბედნიერები არიან, ჩვენი სახლი თბილი და მყუდრო გახდა, ჩვენ კი უამრავი მეგობარი შევიძინეთ! დიდება შენ, ღმერთო!

 ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, ნამდვილი სასწაული იყო და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარა გოგონასათვის, – ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ, – მარიამი დაგვერქვა! ის ყოველთვის შეგვახსენებს, რაოდენ დიდი ბედნიერება ხვდა წილად ჩვენს ოჯახს თქვენი წყალობით, ფონდის მეგობრებო! 

 მთელი გულით გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს! მე თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ვლოცულობ!“ 

რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ეს სიცოცხლით სავსე ბიჭუნები, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, შიმშილსა და სიცივეში იძინებდნენ და გამოუვალსიღარიბეს ებრძოდნენ… მათი გულშემზარავი ისტორია ჩვენ მათმა დედამ – მაკამ მოგვითხრო 4 თვის წინ, პოსტში „ჩემს პატარას რა ვაჭამო?“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/575-sabashvili/

მსოფლიო პანდემიამ ოჯახის მამა – ზურა უმუშევარი დატოვა. გამოუვალი მდგომარეობით შეშინებული და დიდი ხნის ნანატრ გოგონაზე ორსული – მაკა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა: როგორ გამოეკვება თავისი 4 ვაჟი? ოჯახი მცირედით – საკვები პროდუქტებითა და საფენებით დახმარებას ითხოვდა. მაგრამ ფონდის მეგობრებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს! თქვენ დაამტკიცეთ, რაოდენ გულუხვია ქართველი ერის სული და ამ პატარა ბიჭუნებს უკეთესი ცხოვრების იმედი ჩაუსახეთ გულში. 

(მაკა): – თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები გახდით! მადლობა თქვენ და უფალს – იმისათვის, რომ თქვენთან გამომგზავნა! თქვენი სტუმრობის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა! და ბავშვები? უბრალოდ შეხედეთ, როგორი ბედნიერები არიან! არადა, ჯერ კიდევ ზამთარში, ვიყინებოდით და არ ვიცოდით, რაზე გვეარსება მომდევნო დღეს! ვცხოვრობდით იმ იმედით, რომ მეზობლები დაგვეხმარებოდნენ და თუნდაც ერთ ნაჭერ პურს გაგვიზიარებდნენ… და მხოლოდ თქვენი წყალობით შეიცვალა ყველაფერი. ჩემი შვილები, როგორც იქნა, დანაყრდნენ! ნიკას, ახლა, საფენები და ჰიგიენის სხვა საშუალებები აქვს. ამ რაოდენობით, ეს ყველაფერი მხოლოდ მაღაზიაში თუ გვაქვს ნანახი! ეს წარმოუდგენელია! არც კი ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო მადლიერება! 

მაცივრის, გამათბობლისა და ავეჯისთვის – განსაკუთრებული მადლობა და მდაბალი სალამი მთელი ჩვენი დიდი ოჯახისაგან! პირადად ჩემგან კი მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მატონიზირებელი წამლებისთვის – ჩემთვის ისინი მეტად საჭირო იყო! მე ხომ ორსულად ვარ, დღე-დღეზე ველოდები ჩვენს დიდი ხნის ნანატრ გოგონას… იცით, რა სახელი შევურჩიეთ? ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ – მარიამი!  

– არაჩვეულებრივი სახელია, მაკა! შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? 

– ჩემს ტელეფონზე წარმოუდგენელი რაოდენობის ზარი შემოვიდა თანადგომის სიტყვებით ფონდის მეგობრებისგან. სამწუხაროდ, ვინც რეკავდა, ყველას სახელი არ მახსოვს… დაბნეული ვიყავი ამდენი კეთილი ადამიანის არსებობით! მადლობა თითოეულს! თქვენმა მხარდაჭერამ მე ძალა მომცა! 

და იცით, ყველაფერი მხოლოდ ზარებით არ შემოფარგლულა! მალე, – პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, – სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აღგვიდგინეს და კვლავ დაიწყეს ჩვენთვის შემწეობის გადახდა. საკვები პროდუქტი კი იმდენი მოგვიტანეს, რომ ამის წყალობით, საკმაოდ დიდი თანხა დავზოგეთ და როგორც იქნა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩავსვით სახლში – ბავშვებს სციოდათ და სულ ცივდებოდნენ; ხოლო როდესაც მეხუთე შვილს ელოდები, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია! გულითად მადლობას ვუხდი ფონდს დახმარებისთვის! ჩვენი ცხოვრება, ჩვენი შვილები და ჩვენი სახლი ხომ სწორედ ფონდის მეგობრების წყალობით გარდაიქმნა! ნახეთ, რამდენი სინათლეა! რამდენი ბედნიერება! კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა! 

– ძალიან გვიხარია, რომ ახალი მეგობრები გამოგიჩნდათ, რომლებიც მზად არიან, მძიმე წუთებში გვერდში დაგიდგნენ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ხალხის სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ? 

– ჩვენთან, სტუმრად, კეთილი მაია მოვიდა. სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული და ნიკუშასთვის – საფენებით გავსებული 2 შეკვრა მოგვიტანა. ჩვენ შესახებ ფონდის ფეისბუქ-გვერდის პოსტში წაიკითხა. ის ისეთი კეთილია! უფალმა დალოცოს! დღემდე, მისი სტუმრობა დიდი სითბოთი მახსენდება! 

ვაი! ყველაზე მთავარის მოყოლა დამავიწყდა! ჩვენი ოჯახი ტელევიზორში აჩვენეს! და არაერთხელ! ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ჩვენ შესახებ სიუჟეტი გააკეთეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ – 1000 ლარი და სანოვაგის უზარმაზარი შეკვრა მოგვიტანეს. ახლახან კი, კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ჩვენმა ოჯახმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „ჯადოსნურიყუთი“, სატელევიზიო არხზე „ობიექტივი“. ამ გადაცემაში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მონაწილეობენ. ჩვენ ინტელექტუალურ შეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა და ჩემი უფროსი შვილის, დავითის წყალობით, გავიმარჯვეთ!  ჩვენს ოჯახს 2500 ლარი გამოუყვეს და ამ ფულით კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას ვაპირებთ ბავშვის დაბადებამდე. 

ხედავთ, რამდენი რამ მოხდა? უფალმა ჩემი ლოცვები ისმინა და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა… და ვისი წყალობით? თქვენი! დარწმუნებული ვარ, უფალი ყველას დაგლოცავთ! იმიტომ, რომ მე თქვენთვის ვლოცულობ… 

– ადგილობრივმახელისუფლებამთუმოახდინარაიმესახისრეაგირებაჩვენსპოსტზეთქვენიმდგომარეობითთუდაინტერესდნენდათუდაგეხმარნენრამით?

– ხელისუფლებამ? არა, მსგავსი არაფერი მახსენდება… ადგილობრივ მმართველობას სულ ორჯერ მივმართე და მხოლოდ ერთხელ გამოგვიყვეს საკვები პროდუქტები: ფქვილი, მაკარონი, ბრინჯი… 

– ფონდის საჩუქრებზე რა რეაქცია გქონდათ? თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. 

– ოჰ, ნეტა შემეძლოს სიტყვებით გადმოცემა!.. სიხარულისაგან, კინაღამ ვიტირე, როდესაც ფონდის თანამშრომლებმა ტექნიკა მოგვიტანეს, – რისი ყიდვაც ჩვენ არ შეგვეძლო და ავეჯი, – რაზეც ვოცნებობდით. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ისე ვუხდიდი მადლობას, ბავშვები კი მაცივრის ყუთის გარშემო დარბოდნენ და ცდილობდნენ, გამოეცნოთ, რა იდო შიგნით! გული გამიჩერდა ამ სურათის შემხედვარეს. ჩვენ გვეგონა, რომ პროდუქტებითა და საფენებით დაგვეხმარებოდით, მაგრამ თქვენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეთ! 

– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? 

– წყლის გამათბობელი – ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი საჩუქარი აღმოჩნდა. ახლა, ცხელი წყლით ბანაობა შეგვიძლია, ყოველ ჯერზე, წყლის სათლით გათბობისა და ბავშვების დასაბანად, – მისი აბაზანაში ზიდვის ნაცვლად! ორსულობის დროს ეს განსაკუთრებით რთულია. მე ხომ ისედაც მიჭირს სიარული, სათლებით კი საერთოდ აუტანელია! 

– კიდევ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ, რაშიც ჩვენი მკითხველები თქვენს დახმარებას შეძლებდნენ?.. 

– არა, არა, რას ამბობთ?! სინდისი არ მომცემს უფლებას, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. ისედაც ბევრი გააკეთეთ ჩემი ოჯახისთვის! 

გიორგი (7 წლის): – დედა, – და ტელევიზორი? ძალიან მინდა მულტფილმების ყურება! – საუბარი შეგვაწყვეტინა გიორგიმ – მაკას ბიჭუნამ.

– მოგვიყევი, ყველაზე მეტად რა მოგეწონა ფონდის საჩუქრებიდან? 

გიორგი (7 წლის): – რაღაც ნივთი მოგვიტანეთ, რაც ხილისგან გემრიელ იოგურტს აკეთებს. კიდევ, ახლა დედა გემრიელ ტოსტებს გვიკეთებს დილაობით – მანამდე, არ გამისინჯავს. არ ვიცოდი, რომ ასეთი გემრიელია… მაგრამ ყველაზე მეტად, მაცივარი მომეწონა, დეიდა! ის იისეთი დიიიდია! დავითიც კი შეეტევა შიგნით! 

დავითი (11 წლის): – გიო, რომ იცოდე, მაცივარში საჭმელს ათავსებენ და არა ხალხს! (იცინის). დიდი მადლობა თქვენ! დედა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ დიდ მაცივარზე! 

– კიდევ რას ისურვებდით, ბავშვებო? 

გიორგი (7 წლის): – აუ, დეე-ეე! შეიძლება ტკბილეული და ტელევიზორი ვთხოვო? გეხვეწები, რა… ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა! მე ის მესიზმრება კიდეც!  იმაზეც კი მზად ვარ, ტკბილეული ტელევიზორზე გადავცვალო.. თუმცა ტკბილეულის თხოვნაც შეიძლება; მე ის ისე ძალიან მიყვარს… კარამელს ლოყის უკან ჩაიდებ და მთელი დღე ბედნიერი დადიხარ! 

ვფიქრობ, ფონდის მეგობრები შენს თხოვნას აუცილებლად შეისმენენ, პატარავ! 

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ.

ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულებასაბაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/575-sabashvili/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 19
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
155.00₾
2020 ივნ 24
ავეჯი
260.00₾
2020 ივლ 02
გაზის გამათბობელი
330.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
380.00₾
2020 ივლ 14
მედიკამენტები
289.89₾
2020 ივლ 28
მაცივარი
725.00₾

სულ ხარჯები:

2139.89₾

დარჩა:

0.61₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾14.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2020 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2020 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾2,140.50

137 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,140.50

137 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება