ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მუხლმოდრეკილი ცხოვრება

calendar მაისი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელია უყურო, როგორ ხოხავს შენი შვილი მუხლებზე, ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ ადგავს“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეკას უმცროსი შვილი, ცერებრალური დამბლისა და თირკმელების დაავადების გამო
იტანჯება. ეკას კი 10 წელია, მოსვენება აქვს დაკარგული. სამივე შვილი ავად ჰყავს…

10
წლის ლუკა, 7 წლის ლიკა და 3 წლის რეზი, ვადაზე ადრე, შვიდთვიანები დაიბადნენ. თითოეულ
მათგანს საკუთარი სევდიანი ისტორია აქვს.

ეკა:
ორსულობა და შვილის გაჩენა ყველაზე  საოცარი
დროა ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. შენს გოგონას, ან ბიჭის ცხრა თვე მუცლით რომ ატარებ,
მთელი სხეულით შეიგრძნობ მას, თითოეული ასეთი წამი ძალიან ძვირფასია… მთელი ცხოვრება
მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი. მაგრამ ბოლომდე, ვერცერთი ორსულობა ვერ მივიყვანე… ალბათ
უფლის ნება იყო, რომ ჩემი სამივე შვილი, ნაადრევად, შვიდი თვის ვადაზე მოევლინა ამ
ქვეყანას. სწორედ ესაა ჩვენი ყველა  პრობლემის
მიზეზი…

ლუკა
და ლიკა განვითარებაში ცოტათი ჩამორჩენილები არიან. უფრო ლუკა, უკვე მესამე კლასშია
და ჯერ ორ სიტყვასაც ვერ აბამს ერთმანეთს.

   ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი კი, უმცროსი ბიჭია,
რეზი. მასცერებრალური დამბლა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა – ნეფროტული სინდრომიაქვს. დამბლის გამო, არც ხოხვა არც სიარული არ შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში
გაჩერებულია, ან მუხლებზე ხოხავს, გარეთ როდესაც გაგვყავს, ცდილობს ფეხზე დადგომას,
მაგრამ მაშინვე მუხლებზე ეცემა.

რეზის პრობლემები შესამჩნევი გახდა 4 თვის ასაკში, როცა ვერ შეძლო დაჯდომა,
გადაბრუნება. კეთილი ადამიანების დახმარებით, 
რეზის გამოკვლევა უფასოდ ჩავუტარეთ და ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ინვალიდობაც
მიანიჭეს. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა და სარეაბილიტაციო თერაპიის  რამდენიმე კურსი დაგვიფინანსა. მაგრამ რეზის ვარჯიში
მუდმივად სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დროდადრო აფინანსებს
თერაპიას, ეს საკმარისი არაა…

 
– ეკა, ოპერაცია უშველის რეზის?

   ეკა: სამწუხაროდ, არა. წინა წელს, თბილისში ჩამოსულმა,
უკრაინელმა ექიმმა გვითხრა, რომ ოპერაცია გააუარესებს რეზის მდგომარეობას. მისი ტანჯვის
შემსუბუქება, მხოლოდ სარეაბილიტაციო თერაპიას შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება
არ გვაქვს.

   მე მხოლოდ ამის გამო არ შემიწუხებიხართ. ყველაზე
დიდი საშინელება, რეზის თირკმელიბის დაავადებაა. ერთი წლის წინ, 2019 წლის მაისში,
საშინლად დასიებული თვალებით გაიღვიძა. მაშინვე ექიმთან მივიყვანეთ და საავადმყოფოდან
აღარ გამოგვიშვეს. ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თითოეული წამს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა.

  ანალიზებმა შარდში ცილის მაღალი დონე აჩვენა.
ბავშვს გაუძნელდა შარდვა და ჩაუდგეს კათეტერი. საავადმყოფოში სამჯერ ვიწექით. 2019
წლის სექტემბერში კი, გვითხრეს, რომ თირკმელების ბიოფსია სჭირდება. ძალიან ძვირადღირებული
პროცედურაა და თბილისის „დედების ფონდმა“ დაგვიფინანსა. რეზის დაუსვეს დიაგნოზი:
“ნეფროტული სინდრომი” და შედარებით იაფფასიანი პრეპარატი, „ტაკროლიმუსი“
დაუნიშნეს. ღმერთის წყალობით, რეზის ორგანიზმმა მიიღო ეს პრეპარატი, წინააღმდეგ შემთხვევაში,
დაგვიჭრდებოდა საზღვარგარეთიდან ბევრად ძვირადღირებული წამლის  გამოწერა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ამის საშუალება
არ გვაქვს.

  – ამჟამად როგორია რეზის მდგომარეობა? რაში
მდგომარეობს მისი, და თქვენი მთავარი პრობლემა?

  ეკა: თვეში სამჯერ, ბავშვს უკეთებენ ანალიზს
სისხლში ტაკრალიმუსის შემცველობის დონის შესამოწმებლად. თითოეული პროცედურის ღირებულება
85 ლარია. პრეპარატის 12-დღიანი მარაგის ფასი კი – 80 ლარი. ამ პრეპარატის შესაძენად,
ანალიზებისთვის და ექიმის კონსულტაციისთვის გვჭირდება ფინანსური დახმარება . ყველაფერი ერთად, თვეში 600-650 ჯდება. ჯერჯერობით
კურნალობის ექვსთვიან კურსზეა საუბარი. მაგრამ შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

   ასევე
რეზისთვის გვჭირდება პამპერსი. დამბლის გამო, მას ქოთნით სარგებლობა არ შეუძლია.გემუდარებით, დაგვეხმარეთ! წამლებისთვის და ანალიზებისთვის ძალიან გვჭირდება
ფული! ჩემი შვილი შეიძლება მოკვდეს ამის გარეშე! გთხოვთ, ჩვენს გაჭირევებას, თვალს
ნუ აარიდებთ. წარმოიდგინეთ, როგორ იტანჯება პატარა, უცოდველი ბავშვი! ის განწირულია,
მუხლმოდრეკილი ცხოვრებისთვის, თირკმელების წყეული დაავადების გამო კი, სულ საავადმყოფოშია…
ნუ მიატოვებთ ჩემს პატარას, დაგვეხმარეთ, რომ ტანჯვა შევუმსუბუქოთ!

  – ეკა, დამშვიდდით, პატარა რეზისთვის ყველაფერს
გავაკეთებთ. გვიამბეთ, როგორ უმკლავდებით ამ დენ სირთულეს?

  ეკა: უმძიმესია საკუთარი შვილების ტანჯვის
ყურება! მე, ჩემი მეუღლე, დემეტრე და ჩემი დედამთილი ლია, ყოველდღე ვტირით, როცა ვუყურებთ,
რამდენად ძნელია ჩვენი ბავშვების ცხოვრება: ლუკას და ლიკას ლაპარაკი უჭირთ, რეზი კი
დამბლისა და თირკმელების დაავადების გამო იტანჯება. საშინელებაა, როცა შენი შვილებიდან
ორი, ვერ გაგებინებს რა უნდა, მესამე კი ფეხზე ვერ დგება…

  –
გწამთ, რომ ყველაფრის დაძლევაში უფალი დაგეხმარებათ?

  ეკა: ჩვენს ოჯახში ყველა მორწმუნეა. ბავშვები ლოცვის გარეშე, დასაძინებლად არ
წვებიან. ტაძარში წასვლას, ხშირად ვერ ვახერხებ მაგრამ გულში ყოველთვის ვლოცულობ, უფალს
ვთხოვ, შეიწყალოს, არ მიატოვოს და დაიფაროს  ჩემი შვილები ყველა განსაცდელისგან.

  – უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

  ეკა: რა თქმა უნდა, მჯერა. მთელი ამ წლების
განმავლობაში, უცხო ადამიანები გვეხმარებოდნენ, ექიმები, „დედების ფონდი“, ყველა, ვინც
ერთი ლარი მაინც გადმორიცხა ჩვენს დასახმარებლად… სიტყვები არ მყოფნის… მათი ვინაობა
რომ ვიცოდე, ალბათ მუხლებში ჩავუვარდებოდი, მადლობის სათქმელად. თითოეული გადმორიცხული ლარისთვის, თითოული ლოცვისთვის, რომელიც
ჩემი შვილებისვის  წარმოსთქვეს უზომოდ მადლობელი
ვარ…

  – სახელმწიფო სტრუქტურები გეხმარებიან?

  ეკა: კი, ნამდვილად არ ვემდური. ჯანდაცვის
სამინისტროს ხშირად მივმართავთ დახმარებისთვის, ხანდახან ანალიზებს გვიფინანსებენ,
ასევე ლოგოპედის მომსახურებას უფროსი ბავშვებისთვის, ლუკასთვის და ლიკასთვის. ოთხ თვეში
ერთხელ, რაიონის სამმართველოსგან 100 ლარს ვიღებთ, დახმარების სახით.რეზის თირკმელების ბიოფსია დედების ფონდისდახმარებით გავუკეთეთ.

  -ნათესავებიდან ვინმე გეხმარებათ?

  ეკა: არავინ არ გვყავს, მამაჩემი სანამ ცოცხალი
იყო, ყველანაირად გვეხმარებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის გარდაიცვალა. დედაჩემს თავადაც
დახმარება სჭირდება. ჩემი დედამთილი ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ავად არის, სახსრები აწუხებს,
სიარულიც უჭირს. მასაც უამრავი წამალი სჭირდება. მხოლოდ უფლისა და კეთილი ხალხის იმედად
ვართ. დედამთილს „დედას“ ვეძახი და მართლა დედასავით მიყვარს, არაჩვეულებრივი ქალია!
ყველა გასაჭირს ერთად ვუმკლავდებით, გამუდმებით ზრუნავს ჩვენზეც და შვილიშვილებზეც.
რეზი გვერდიდან არ შორდება და მასთან ერთად სძინავს…

  – გვიამბეთ, მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ
შეიქმნა თქვენი ოჯახი.

  ეკა: ძალიან მოსიყვარულე მეუღლე მყავს.
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრემ მომიტაცა, მთელი გულით მიყვარს! ჩემს ბიძასთან ვიყავი
სტუმრად, და იქ გავიცანი. ერთი დანახვით მოგვეწონა ერთმანეთი. დავმეგობრდით და ხშირად
ვსაუბრობდით ტელეფონით. ერთხელაც, როდესაც მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი, დემეტრემ
მანქანით გაყვანა შემომთავაზა, გზიდან გადაუხვია და კახეთში ავღმოჩნდი… სულაც არ
ვნანობ, ღმერთის წყალობით კარგი ოჯახი შევქმენით და ჩვენი შვილების ავადმყოფობა რომ
არა, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.

  –
როდესმე თუ წარმოგედგინათ, თავს ასეთი უბედურება რომ დაგატყდებოდათ?

  ეკა: რა თქმა უნდა, არა. ასეთ რამეს ვინ
წარმოიდგენდა. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი შვილები ვადაზე ადრე, პრობლემებით  რომ გაჩნდებოდნენ და ასეთ გაჭირვებაში რომ მოგვიწევდა
ცხოვრება. სულ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი მომავალი. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი შვილი
გვინდოდა, ვოცნებობდით, რომ გაიზრდებოდნენ და წარმატებას მიაღწევდნენ… მიჭირს ახლა
ამაზე საუბარი. რეზი გონებრივად ძალიან განვითარებულია, ყველაფრის თვითონ გაკეთება
 უნდა და ტირის, როდესაც არ გამოსდის…

  – ეკა, რა შემოსავალი გაქვთ?

  ეკა: რეზის ინვალიდობის პენსია – 220 ლარი.
ასევე ოჯახის თითოეულ წევრზე სოცულური დახმარება – 420 ლარი.  სულ 640 ლარი გამოდის. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი.
ჩემს მეუღლეს ფიზიკურად შრომა არ შეუძლია, გულის პრიბლემების გამო, სხვა სამსახურს
კი ვერ შოულობს. მე კი დედამთილს და ბავშვებს ვუვლი.

   – კი მაგრამ, რაზე გყოფნით ეს თანხა?

  ეკა: არ გვყოფნის, და ამიტომაც ვითხოვთ
დახმარებას. თანხა მთლიანად ჩემი დედამთილის წამლებში მიდის, რეზის ანალიზებსა და პამპერსებში
არც გვყოფნის. ვინმე რამეს თუ გვაჩუქებს, თორემ აღარც მახსოვს ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი
ბოლოს როდის ვიყიდეთ… ძირითადად მაკარონს, წიწიბურას და უბრალო წვნიანებს ვჭამთ…
პროდუქტს ადრე აქვე, მაღაზიაში ვალად ვიღებდით, მაგრამ უკვე იმხელა თანხა დაგროვდა,
რომ უარი გვითხრეს… ხორცსა და ხილს აღარც კი ვახსენებ… საახალწლოდაც კი არ გვქონია….

  – როგორია თქვენი საცხოვრებელი პირობები?

  ეკა: ეს ბინა თვითნებურად დავიკავეთ. ადრე
ქირით ვცხოვრობდით, ვირთხებით სავსე სარდაფში. 100 ლარს ვიხდით, მაგრამ ესეც რომ ვერ
გადავიხადეთ, პატრონმა ქუჩაში გამოგვყარა.

  ვარკეთილის ყოფილ სამხედრო დასახლებაზე ნათესავებმა
გვითხრეს, რომლებიც ასევე დასახლდნენ აქ ჩვენამდე. იმ სარდაფთან შედარებით, ბევრად
უკეთესი პირობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბინა ძალიან ძველია, რემონტს საჭიროებს
და კარ-ფანჯარაც შესაცვლელია. სამაგიეროდ მთელი ორი ოთახი გვაქვს და კიდევ სამზარეულო.
სველი წერტილიც გარეთ აღარ გვაქვს, სახლს მოვაშენეთ. ამ დასახლებაში, ბუნებრივი აირი
ჯერ არ არის შემოყვანილი, ამიტომაც ყველაფრისთვის დენის გამოყენება გვიწევს. შეშის
ღუმელი კი რეზისთვის საზიანოა და მისი დადგმა ექიმმა  აგვიკრძალა. კონდიციონერით ვთბებით, რომელიც ნათესავმა
განვადებით გამგვატანინა.

  –
ეკა, ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება.

  ეკა:
ვერც ლუკა და ვერც ანდრია ჯერ ვერ ლაპარაკობენ, შეგიძლიათ ლიკას გაესაუბროთ, სამივეს
ნაცვლად, ის გეტყვით ყველაფერს. (იცინის)

   – ლიკა, როგორ ხარ? რას მოგვიყვები?

  ლიკა(7 წლის): გამარჯობა! მე კარგად ვარ, თქვენ? იცით რა მინდა? თოჯინა, ისეთი,
რომ ლაპარაკობდეს. მე რომ რაღაცას  ვეტყვი,
და ის რომ მიპასუხებს.

  –
შენს ძამიკოებს რა უნდათ?

  ლიკა(7 წლის): ლუკამ ლაპარაკი არ იცის, სულ
ვჩხუბობთ, თავის ველოსიპედს არ მთხოვნის. გეხვეწებით, უყიდეთ, რა. მაშინ თავის ძველს
მე მომცემს… ან ჯობია მე მიყიდეთ ახალი, ვარდისფერი!

  – რეზის რა უნდა?

  ლიკა(7
წლის): რეზის ბურთი უყვარს, და კიდევ საღეჭი რეზინი, სულ სთხოვს დედას. მე და ლუკასაც
საღეჭი რეზინი გვიყვარს.

   –
ლიკა, სკოლაში დადიხარ?

   ლიკა(7 წლის): კი, მე და ლუკა სკოლაში დავდივართ,
მაგრამ მე უკეთესად ვსწავლობ, უკვე კითხვაც ვიცი. ისეთ კარგი მასწავლებელი მყავს…
მეც მინდა რომ გავიზრდები, ბავშვებს ვასწავლო.

   – საუკეთესო მეგობარი გყავს?

  ლიკა(7 წლის): დიახ, ლიზა ჰქვია. ბიჭები
რომ მაბრაზებენ, ის მიცავს.

 
 – ცეკვაზე ან სპორტზე დადიხარ?

   ლიკა(7 წლის): არა, მხოლოდ სკოლაში. მე და
ლუკას ცეკვა ძალიან გვიყვარს, მაგრამ დედა ვერ გვატარებს, ძალიან ძვირია… სახლში
ვცეკვავთ, ხანდახან. სპორტი არ გვიყვარს… ცეკვა უკეთესია, გოგო როცა ცეკვავს, ლამაზად
გამოიყურება, კაბა უფრიალებს…

  – ზღაპრები, ან მულტფილმები გიყვარს?

  ლიკა(7 წლის):  წითელქუდაზე მიყვარს ზღაპარი და მულტფილმიც ნანახი
მაქვს. ძალიან ლამაზი კაბა აცვია და ლამაზი წითელი ქუდი ახურავს.

 
მე და რეზის კიდევ კომბლეზე გვიყვარს ზღაპარი. მამიკო ისე სასაცილოდ ყვება,
განსაკუთრებით, როცა კომბლეს ძროხებივით ზმუის…

   –
ლიკა, შენს ძმებთან მეგობრობ?

   ლიკა(7 წლის):  ლუკა ხანდახან მაბრაზებს. მაგრამ მაინც ვეთამაშები.
რეზი ძალიან საყვარელია, სულ უნდა თამაში, მაგრამ ხშირად ტირის…

   – ეკა, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. წამლებისა
და ფინანსური დახმარების გარდა, კიდევ რა გჭირდებათ?

 
 ეკა: ყველაზე მეტად გვჭირდება საწოლები,
თეთრეული, ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პროდუქტი… ნებისმიერი დახმარებისთვის
ძალიან მადლობელი ვიქნებით.

   ოჯახში ექვსნი ვართ და სულ ორი საწოლი გვაქვს.
ერთზე, რომელიც ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია, ჩემს დედამთილს სძინავს 3 წლის რეზისთან
ერთად. ლუკას და ლიკას კი ჩემთან და ჩემს მეუღლესთან ერთად მეორე, დანგრეულ საწოლზე
სძინავთ, რომელიც აგურებით გვაქვს გამაგრებული.

   საოჯახო ტექნიკიდან სარეცხი მანქანა, მაცივარი,
ტელევიზორი და კონდიციონერი გვაქვს.

  ბავშვებს ძალიან სჭიდებათ კომპიუტერი.  ერთი სკოლის ბუქი გაგვიფუჭდა, და ახლა, ონლაინ სწავლების
გამო, დიდი პრობლემა შეიქმნა. ლუკას და ლიკას გაკვეთილები ერთსა და იმავე დროს აქვთ,
კომპიუტერი კი მხოლოდ ერთია…

ბავშვებისთვის
ტანსაცმელი ძალიან გვჭირდება. საზაფხულო ტანსაცმელი საერთოდ არ აქვთ…

   – ეკა, რაზე ოცნებობთ?

   ეკე: მხოლოდ იმაზე, რომ რეზი გამოჯანმრთელდეს. წამალი
რომ არ გამომელიოს, ერთი დღის გამოტოვებაც კი შეიძლება  მისთვის საბედისწერო გახდეს…

  ჩერნოვეცკის
ფონდზე კი ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, თქვენი ვებგვერდიც ვნახე, წავიკითხე, რამდენ
ადამიანს დაეხმარეთ. უკიდურესმა გაჭირვებამ მაიძულა, თქვენთვის მომემართა. დიდხანს
ვფიქრობდი, სანამ მოგწერდით, მაგრამ მერე გავბედე. მჯერა, რომ დაგვეხმარებით, და ახალ
მეგობრებს, რომ შევიძენთ, რომლებიც ჩემს ჩვილებს ლოცვებში მოიხსენიებენ და მათთვის
ჯანმრთელობას შესთხოვენ უფალს.

———- 

  მეგობრებო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,
ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ
უფალს, რომ ლიკა, ლუკა და რეზი გაიზარდონ ჯანმრთელი და ბედნიერი!

   რუსიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი დიდ
გასაჭირშია, გადარჩენისთვის ძალიან სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა,
ავეჯი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან, და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, დავეხმაროთ
საბრალო დედას, შვილი მედიკამენტებით უზრუნველყოს. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს
და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მაიას, ჰკითხეთ
რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ქ. თბილისი გახოკიძის
ქ. 14ა  ტელეფონის ნომერი: 557 67 30 08

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას  რუსიაშვილების  ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის
დახმარება ერთჯერადი როდია. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს ყველაზე ამაყ
ერს შეეფერება.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია,
რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ
იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი
შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება
სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა
შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:რუსიაშვილების  ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი
ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ერთი
ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დედიკო, ჩვენთან ჯადოქრები მოვიდნენ!

„დედიკო, დედა! მალე გამოდი, ჩვენი ჯადოქრები მოვიდნენ!“ – 8 წლის ლიკამ და მისმა 10 წლის ძმამ, ლუკამსიხარულის ყიჟინით ამცნეს მთელ ქუჩას ჩვენი მოსვლის შესახებ. როგორ შეცვლილან ბავშვები ამ თვეების განმავლობაში! სახიდან ბედნიერი ღიმილი არ შორდებათ, თვალები კი სიხარულით უბრწყინავთ!

სულ რაღაც ექვსი თვის წინ, როდესაც ეკა და დემეტრე რუსიაშვილების ოჯახი პირველად მოვინახულეთ, გარშემო სასოწარკვეთილება და მწუხარება სუფევდა. ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი – სამი წლის რეზი – ცერებრალური დამბლით დაიბადა და თირკმელების სენით – ნეფროზული სინდრომით არის დაავადებული. ლიკას და ლუკას სმენისა და მეტყველების დარღვევები აქვთ. მათი საბრალო მშობლების ყველა ძალისხმევა ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული. დანარჩენზე ფული უბრალოდ აღარ რჩებოდათ…

სასოწარკვეთამდე მისულმა დედამ – ეკამ, კეთილი ადამიანების იმედად, დახმარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. პოსტის „მუხლმოდრეკილი ცხოვრება“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/578-rusiashvil/description/მთავარი გმირი პატარა რეზი იყო, მაგრამ თქვენ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო, ამ მრავალტანჯული ოჯახის არც ერთი წევრი არ დატოვეთ უყურადღებოდ, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე ხელგაშლილი და სულგრძელი ადამიანები ჩვენს მშვენიერ საქართველოში ცხოვრობენ!

ინიციატივა მაშინვე 8 წლის ლიკამ აიღო ხელში.

ლიკა: იცით, რამდენი მეგობარი შევიძინეთ?! ჩვენ ტელევიზორშიც კი გვაჩვენეს! დედა ისეთი ლამაზი იყო… და მეც, რა თქმა უნდა…. დედამ თქვა, რომ ტელევიზიამ ჩვენ შესახებ თქვენი წყალობით გაიგო და ამიტომაც მოვიდნენ. ვიცოდი, ვიცოდი, რომ თქვენ ჯადოქრები იყავით!

მერე, რამდენი საჩუქარი გვაჩუქეს?! ეს კატოა – ჩემი მოლაპარაკე თოჯინა. გახსოვთ, თქვენ დაწერეთ, რომ მოლაპარაკე თოჯინა მინდოდა? დეიდა მარიამმა წაიკითხა და მე ის მომიტანა, ლუკას და რეზის კი  – ბურთები, როგორც ოცნებობდნენ.

კატოს ახლა ჩემთან ერთად სძინავს, ჩემსა და ლუკას ახალ საწოლში. მე და კატო პირველ სართულზე ვართ, ლუკა – მეორეზე. როდესაც ჩვენი საწოლი მოგვიტანეთ, მასთან იმდენი ვიკამათე იმის გამო, თუ ვინ დაიძინებდა ზემოთ! კინაღამ ვიჩხუბეთ, მაგრამ შემდეგ, მე და კატომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემოთ უფრო უკეთესად, მშვიდად ვიქნებოდით, თორემ ვაიდა, უცებ კატო რომ გადმოვარდეს?..

– იმედი მაქვს, კომპიუტერის გამოც არ იჩხუბეთ…

ლიკა:ცოტათი! ახლა უკვე აღარ ვჩხუბობთ. ერთად ვთამაშობთ და რეზისაც ვათამაშებთ, ოღონდ ღილაკებზე დაჭერის უფლებას არ ვაძლევთ, რომ არ გააფუჭოს. ის ხომ ჯერ პატარა?!

– მოდით, დედას ვკითხავ. რეზის საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონა?

ეკა:რეზის ყველაფერი მოეწონა! იმ ბურთზე გიჟდება, მარიამ ბერძენიშვილმა რომ აჩუქა. ისე უხარია, როდესაც აგორებს და მუხლებზე ხოხვით მისდევს… მართალია, თქვენი მოტანილი ტკბილეული და კანფეტები მას არ ერგო, – თირკმელების პრობლემის გამო, რეზისთვის ტკბილი არ შეიძლება, – მაგრამ ლიკამ და ლუკამ ჭამით გული იჯერეს! ვფიქრობ, ამდენი ტკბილეული ერთად მათ ცხოვრებაში არ უნახავთ.

– ეკა, მოგვიყევით, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

– თქვენი სტატია ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. პირველი ზარი ზუსტად ერთი დღის შემდეგ შემოვიდა! ხალხი რეზის მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდა, აინტერესებდათ, რით შეეძლოთ დახმარება. ერთხელ ანგარიშზე თანხაც კი ჩაგვირიცხეს – 100 ლარი.

შემდეგ მარიამ ბერძენიშვილი მოვიდა, ბავშვებს საჩუქრები მოუტანა – მოლაპარაკე თოჯინა ლიკასთვის, ბურთები ლუკასა და რეზისთვის და უამრავი სურსათი. ფულიც დაგვიტოვა.

ლიკას სიხარულს ვერ აღგიწერთ, თოჯინა რომ დაინახა! ჩემი გოგონას ბედნიერი თვალები დღემდე მახსოვს. შემდეგ, საჩუქრები თქვენგანაც მივიღეთ! მარტო ბავშვები კი არა, მეც სიხარულით დავხტოდი, საწოლები რომ დავინახე! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ხომ გახსოვთ, რაზე ეძინათ ჩემს შვილებს? ყოველ საღამოს, ჩემი ქმარი, დემეტრე საწოლს აგურებს უდგამდა, რომ მე და ბავშვები ღამით არ ჩავვარდნილიყავით.

ახლა კი, მე და რეზის ახალი, მყარი საწოლი გვაქვს, ლიკას და ლუკას კი საკუთარი – ორსართულიანი.

– და ტელევიზიასთან დაკავშირებით რა ამბავია, რაზე საუბრობდა ლიკა?

– თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტელეარხ „ობიექტივიდან“ დაგვირეკეს და ჩვენი ოჯახის შესახებ სიუჟეტის გადაღების ნებართვა გვთხოვეს. შემდეგ, ტელეკომპანია “იმედიდანაც“ დაგვირეკეს – ჩვენით გადაცემა „პრაიმ შოუ“ დაინტერესდა. ისინიც მოვიდნენ და ჩვენი ამბავი ჩაწერეს. ყველასი დიდი მადლობელი ვარ! „ობიექტივიც“ და „პრაიმ შოუც“ ჩვენთან ხელცარიელები არ მოსულან. უამრავი სურსათი და ბავშვებისთვის – სათამაშოები მოიტანეს.

ეს ყველაფერი კი – თქვენი წყალობით! თქვენმა სტატიამ ხალხს გულები აუფორიაქა, მათში თანაგრძნობა და ახლობლის დახმარების სურვილი გააღვიძა! როგორც ჩემმა გოგონამ თქვა, „თქვენ ჯადოქრები ხართ!“

შეხედეთ მათ სახეებს! ისინი ბედნიერები არიან! არ ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ჩემი მადლიერება რომ გამოვხატო მათი სიხარულით სავსე თვალებისთვის, იმ იმედისა და ადამიანების, სიკეთის რწმენისთვის, რომელიც ჩემს შვილებში და ყველა ჩვენგანში გაჩნდა… დამსახურებისამებრ, მხოლოდ უფალი თუ შეძლებს თქვენთვის მადლობის გადახდას, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ და თითოეული მათგანი გვახსოვდეს, ვინც თუნდაც მცირედი სიყვარული და თანაგრძნობა გამოიჩინა…

– ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ჰქონდა რაიმე რეაქცია ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

– საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ალბათ ისინი ან მსგავს პოსტებს არ კითხულობენ, ან უბრალოდ, არ აინტერესებთ თანამემამულეთა ბედი. არც კი ვიცი, რა ვთქვა…

– ეკა, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობს ახლა თქვენი ოჯახი? რა პრობლემები დარჩა გადაუჭრელი?

– ყველაზე მთავარი რეზის ჯანმრთელობაა. ორი კვირის წინ მე და ის კვლავ საავადმყოფოში ვიწექით. თირკმელების პრობლემების გამო მას შეშუპება დაეწყო, სისხლში გლუკოზის დონემ მკვეთრად მოიმატა. მადლობა ღმერთს, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი საშუალებას გვაძლევს, უფასოდ ჩავაბაროთ გარკვეული ანალიზები და მივიღოთ კონსულტაციები, მაგრამ მაგალითად, ნეფროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რომელიც რეზის რეგულარულად სჭირდება, ფასიანია და თითო 50-60 ლარი ღირს.

ჩვენთვის ეს აურაცხელი თანხაა. ჩვენს ოჯახში ხომ არავინ მუშაობს, დახმარება და რეზის პენსია კი სადამდე უნდა გავაწვდინოთ? ჩემი მეუღლე, დემეტრე, სერიოზულად არის ავად – მას გულის პრობლემები აქვს. მცირეოდენი დატვირთვა და – სუნთქვა ეკვრის… დედამთილიც ავად არის, სახსრები სტკივა და ორ ჯოხზე დაყრდნობილი დადის. 

როგორც იცით, ლიკა და ლუკა პრობლემური ბავშვები არიან – მათ განვითარების შეფერხება აქვთ. ახლახან, ლუკას სმენის ნერვის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ მომიწია, თბილისის მერიისთვის თხოვნით მიგვემართა, რომ მისთვის 4600 ლარის ღირებულების სასმენი აპარატის შეძენა დაეფინანსებინათ. სიმართლე გითხრათ, იმედიც კი არ მქონდა, რომ ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ არა! სრულად გადაიხადეს და ლუკას მას დღე-დღეზე დაუყენებენ.

აი, ასე ვცხოვრობთ! ხან რა გამოხტება, ხან რა. თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახლი. ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში ჩვენი ნებით შემოვედით, სანიტარული კვანძი მივაშენეთ, ცოტა შიგნითაც მოვაწყეთ, მაგრამ კარ-ფანჯრების შეცვლა ვერ შევძელით… ისინი სულ მთლად დალპა და დახურული კარ-ფანჯრების შემთხვევაშიც კი, სახლში ორპირი ქარი დასეირნობს. იმედი გვქონდა, რომ „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მოგვაქცევდა და ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას, მაგრამ ამაოდ… მხოლოდ ჩვენი ახალი მეგობრები, თქვენი მკითხველები გვრჩებიან ერთადერთ იმედად. იქნებ ვინმემ შეძლოს და თუნდაც, ნახმარი კარ-ფანჯრებით დაგვეხმაროს, თორემ ზამთარი მოდის და იმის გაფიქრებაც კი მზარავს, წინ რა გველის.

რეზის ავადმყოფობის გამო, შეშის ღუმელს ვერ ვაყენებთ. როგორც ექიმმა გვითხრა, თირკმლების დაავადებების დროს, მისთვის ეს ძალიან საზიანოა. გათბობა კონდიციონერით გვიწევს; ასეთი ფანჯრებით კი, ოთახში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია.

აი, ხომ ხედავთ?! ისევ მომიწია თქვენთვის დახმარების თხოვნა… მაპატიეთ, ღვთის გულისათვის… აღარ მინდოდა ჩივილი, მაგრამ რაღაცნაირად, თავისთავად გამოვიდა.

– ეკა, ნუ დარდობთ, ყველაფერი რიგზეა. თქვენ ახლა იმდენი მეგობარი გყავთ, ვინმე აუცილებლად გამოგეხმაურებათ.

– სწორედ ამიტომ მეუხერხულება ასე ძალიან. თქვენ ჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთეთ, მე კი კვლავ ჩემი პრობლემებით გაწუხებთ… მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს და იცის!

ლუკამ და ლიკამ სკოლაში წასვლა წელს მხოლოდ კეთილი და გულისხმიერი ადამიანების წყალობით შეძლეს. ბავშვებს არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც ფეხსაცმელი, არც რვეულები… რომ არა მათი მასწავლებელი-ლოგოპედი დღის ცენტრიდან „პირველი ნაბიჯი“ და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მე მათ სასწავლებლად ვერ გავგზავნიდი… ბავშვებს ახალი ტანსაცმელი მოუტანეს, სრულიად აღჭურვეს სკოლისთვის. დიდი მადლობა მათ!

დიდი მადლობა ყველას! ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც ჩემს შვილებს თქვენ და თქვენმა მკითხველებმა, ჩვენმა ახალმა მეგობრებმა აჩუქეს, თითოეულ თქვენგანს დაუბრუნდება! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება?! ის ასჯერ მეტად ბრუნდება! ღმერთმა დაგლოცოთ!

  ***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, მიუხედავად ჩვენი დახმარებისა და მხარდაჭერისა, რუსიაშვილების პრობლემები და საზრუნავი არ დასრულებულა. რეზის ჯერ კიდევ სჭირდება მკურნალობა, ფული კი საშინლად არ კმარა. მწირი სოციალური შემწეობა და პატარა, ავადმყოფი ბავშვის პენსია დიდი ოჯახის გადასარჩენად საკმარისი არ არის. მშობლები ყოველდღე დილემის წინაშე დგანან – რეზის წამლები იყიდონ თუ საკვები პროდუქტები, ბავშვებისთვის?

მოდით, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ გულის კარნახს, დახმარების ხელი გავუწოდოთ რუსიაშვილების ოჯახს და დავეხმაროთ მათ თავიანთი ოცნებების რეალობად ქცევაში.

და თუკიგიმძიმთსაყოფაცხოვრებოსირთულეებისადაგადაუჭრელისაკითხებისგამო, რამდენიმეწამითგადაიტანეთყურადღებაჩვენ FB პოსტებზე; ანუმჯობესია, დაურეკოთჩვენსნებისმიერბენეფიციარსდაყველათქვენიპრობლემაუმნიშვნელოდმოგეჩვენებათიმათთანშედარებით, ვისაცმისიცხოვრებისყველაზემძიმემომენტშიდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: რუსიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/578-rusiashvil/description

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 24
საწოლი
600.00₾
2020 ივლ 02
ლეპტოპი
750.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
550.00₾
2020 აგვ 05
მედიკამენტები
297.94₾
2020 აგვ 11
საწოლი
400.00₾
2020 ნოე 05
მედიკამენტები
129.94₾

სულ ხარჯები:

2727.88₾

დარჩა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.10.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾2,728.38

164 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,728.38

164 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება