რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ძალიან მეშინია…

calendar მაისი 25, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

საშინელმა, დამთრგუნველმა დიაგნოზმა, „მკერდის კიბომ“, ირმა მაჩიტაძის ცხოვრება დაამსხვრია და ათასობით ნაწილაკად გაფანტა… მაგრამ ტკივილისა და მომაკვდინებელი შიშის მიუხედავად, ახალგაზრდა, სულიერად ძლიერი ქალი ცდილობს არ დანებდეს, ნაწილ-ნაწილ მოაგროვოს ბედის ნამსხვრევები და მათგან შეკრას ახალი, თუნდაც საავადმყოფოებით, საოპერაციოებითა და სასტიკი ტკივილებით სავსე, მაგრამ მაინც… ცხოვრება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
        
– ძალიან მეშინია, ძალიან… – ოდნავ გასაგონი ხმით წარმოსთვამს ირმა, – ეს შიში არ მაძინებს ღამღამობით, არ მაძლევს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას… საშინელი აზრები და შიში შიგნიდან მხრავს, მთლიანად მიპყრობს და მზად ვარ, დავნებდე წყეულ დაავადებას…
იცით რა მაკავებს? უსაზღვრო რწმენა! უფლის რწმენა და მისი წყალობა… მწამს, ის შეისმენს ჩემს ლოცვებს, მან იცის, რომ მისგან ნაჩუქარი სიცოცხლე, არ უნდა ჩაქრეს უაზროდ… იცის, რომ ვოცნებობ, ჩემი ცხოვრება ღვთისმსახურებას მივუძღვნა. მსურს მივაღწიო, ვფიქრობ, ჩემს მთავარ მიზანს, სრულყოფილი ოჯახისა და სიყვარულის შეგრძნება ვაჩუქო პატარა არსებას, რომელიც მოკლებულია ამ ყველაფერს!
 ძალიან დიდი ხანია მინდა, ბავშვთა თავშესაფრიდან  ვიშვილო ბავშვი. სწორედ ამისთვის ვლოცულობდი და ვევედრებოდი უფალს მანამ, სანამ შევიტყობდი, რომ სასიკვდილო სენით ვარ დაავადებული… ახლა ჩემს ლოცვას, დაემატა ვედრება, ნება მიბოძოს, კიდევ ცოტა ხნით მაინც, განვაგრძო სიცოცხლე…
ირმას ხმა ჩაუწყდა და ერთი სიტყვაც ვეღარ წარმოსთქვა… 
– ირმა, გთხოვთ, დამშვიდდით,  გადავიტანოთ ყურადღება და მიამბეთ, თუ შეიძლება,  ავად გახდომამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება? 
ირმა: ავად გახდომამდე… ეს ხომ, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ იყო… მე კი მეჩვენება , რომ სხვა ცხოვრებაში…
რა გითხრათ… ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ბედნიერ, მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, ვისწავლე, ვმუშაობდი… საბავშვო ბაღში, პედაგოგად, 18 წელი ვიმუშავე… არაჩვეულებრივი წლები იყო… ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს, თითოეულ პატარას, რომელიც გაიზარდა ჩემს ხელში, უდიდესი სიამოვნებითა და სიყვარულით ვიხსენებ…
ოჯახი საკმაოდ გვიან შევქმენი, 37 წლის ვიყავი, როცა ჩემი სიყვარული – დავითი გავიცანი, დავქორწინდით, და უკვე 11 წელია, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. პატარა, მშვიდი ოჯახი გვაქვს… ჩვენი ერთადერთი ტკივილი, ყოველთვის მხოლოდ ის იყო, რომ უფალმა არ გვაჩუქა შვილი. როგორ ვოცნებობდი, მყოლოდა! საბავშვო ბაღში, ათასობით პატარა ავღზარდე, თავად კი…
როცა ყოველგვარი იმედი იმისა, რომ მშობლები გავხდებოდით, საბოლოოდ გადაგვეწურა, მე და დათომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვი თავშესაფრიდან უნდა აგვეყვანა! დავიწყეთ საბუთების შეგროვება… მაგრამ წინა წელს, დეკმბერში, გავიგე, რომ ავად ვარ…
– და შემდეგ დადგა მომენტი როცა…
ირმა: მე გეტყვით, რა იყო ყველაზე საშინელი. ჩემი ავადმყოფობის შესახებ, ელექტრონული წერილით შევიტყვე! ექიმისგან კი არა, რომელიც, შესაძლოა, ადამიანურად შემიმსუბუქებდა ამ საშინელი ამბის გაგებას, გულში იმედს ჩამისახავდა, მეტყოდა – ნუ გეშინიათ, ირმა, ეს განაჩენი არ არის, ბრძოლა შესაძლებელია…
არა, გავხსენი საავადმყოფოდან გამოგზავნილი ელექტრონული წერილი, და ამოვიკითხე ჩემი განაჩენი – „კარცინომა“! სამყარო წამში დამექცა თავზე! რამდენი აუხდენელი ოცნება, საქმე, რამდენი იმედი და გეგმა დაანგრია ამ ერთმა სიტყვამ!
მაგრამ, სულ რამოდენიმე წუთში, ჩემში თითქოს რაღაცა გადატრიალდა, და უკვე ვიცოდი, რომ არ მოვკვდები! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიცოცხლო, ავიხდინო ოცნება და გავხდე დედა…
– ირმა, როგორ ფიქრობთ, კიბო განაჩენია, თუ ბრძოლისთვის მოწოდება?
ირმა: არ არის განაჩენი, არც ერთი წამით! მინდა ვუთხრა ყველას, ვინც წაიკითხავს ჩემს ამბავს, არ დანებდეთ! სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნეთ და ბოლომდე იბრძოლეთ! დღესდღეობით, კიბო განაჩენი არ არის, მისი დაძლევა შესაძლებელია, თუ სულიერად ძლიერი ხართ, ღმერთის გწამთ და საკუთარი ძალების!
            ორი რთული ოპერაცია, უკან მაქვს  მოტოვებული, ამჟამად სხივური თერაპიის კურსს გავდივარ… ვერ წარმოიდგენთ,  ეს რამდენად რთული და მტკივნეულია. როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად… მაგრამ მე ვიცი, უფალი დამეხმარება, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვო!
-როგორ ფიქრობთ, თქვენი ავადმყოფობა, ბოროტი ძალების ხრიკია თუ უფლის სასჯელი? თუ კი ასეა, მაშინ რისთვის?
ირმა: ამაზე ბევრი ვიფიქრე… თავიდან უფლის მიმართ, გულში,  წყენაც მქონდა და დრტვინვაც – ასე რისთვის დამსაჯა? რატომ მაინცდამაინც მე? ამ კითხვებზე პასუხები, დღემდე არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ სენით, უფალს ჩემი გამოცდა უნდა.
შესაძლოა სურდა, ეჩვენებინა ჩემთვის, რომ ისე არ ვცხოვრობ, როგორც მას ნებავს, არ მივყვები მის ყველა მცნებას… რათა რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება…
– მაგალითად როგორ?
ირმა: მთელი ჩემი ცხოვრება, „ღრუბლებში დავფრინავდი“, თავმოყვარე და ამაყი ვიყავი. არც ის არ მომწონდა, არც ეს… უფალმა ინება, ჩემი ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა, ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შემეცვალა, უფრო კეთილი და ყურადღებიანი გავმხდარიყავი… ალბათ ასე…
– თქვენ გვიამბეთ, თუ რა განიცადეთ მას შემდეგ, რაც თქვენი დიაგნოზის შესახებ შეიტყვეთ. ვის უამბეთ პირველ რიგში?
ირმა: ჩემს სულიერ მოძღვარს, დავურეკე და ვთხოვე, ვენუგეშებინე. მისმა სიტყვებმა, რომ უფალი არ მიმატოვებს და სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლო – უზომოდ გამამხნევა, ძალა შემმატა და გადავწყვიტე, არ დავნებდები! მე უნდა ვიცოცხლო!
მეუღლეს, მხოლოდ ამის შემდეგ ვუთხარი ჩემი დიაგნოზის შესახებ… ძალიან განიცადა, სასოწარკვეთილებას მიეცა… გამოვიდა ისე, რომ ის კი არა, პირიქით, მე ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, რომ კიბო განაჩენი არაა – დასასრული კი არა, უბრალოდ უფლისგან ბოძებული გამოცდაა, რომ გადავლახავთ ყველაფერს და ისევ ბედნიერები ვიქნებით…
– გწამთ, რომ გამოჯანმრთელდებით?
ირმა: მაშინ ბრძოლა რა საჭიროა? თუ არ გწამს, ხელები გულზე უნდა დაიკრიფო, დაავადებას დანებდე, და უბრალოდ ითვალო დარჩენილი დღეები… ალბათ ბევრი ასეც იქცევა, მაგრამ არა მე!  მე ზუსტად ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი!
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა პირისპირ არის დარჩენილი თავის დაავდებასთან – არ დანებდეთ! კიბო არ ნიშნავს დასასრულს, ის გაძლევთ შესაძლებლობას, გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას, გამოიტანოთ დასკვნები, დაძლიოთ დაავადება, განაგრძოთ სიცოცხლე და დაემორჩილოთ უფლის კანონებს!
– და საიდან გაქვთ ამდენი ძალა? რა გაძლიერებთ?
ირმა: ჩემი მთავარი ძალა და საყრდენი, უფლის რწმენა და ოჯახის წევრების თანადგომაა! მას შემდეგ, რაც შევიტყვე ჩემი დიაგნოზის შესახებ, საქართველოს მრავალი წმინდა ადგილი მოვილოცე, მათ შორის, წმინდა მამა გაბრიელის საფლავიც.  ასევე ვიყავი მამა ნაუმთან, ყინწვისის მონასტერში. ამბობენ, რომ მისი ლოცვა, სასწაულს ახდენს. ჩემი სულიერი მოძღვარი, ჩემთანაც, სახლში მოდიოდა და ჯანმრთელობისთვის ლოცვებს მიკითხავდა… არასდროს  დამიკარგავს რწმენა… 
– ამას ფინანსურად როგორ უმკლავდებით?
ირმა: მე და ჩემს მეუღლეს დანაზოგი გვქონდა, ჩვენ ხომ ორივე ვმუშაობთ. უფრო სწორად, ვმუშაობდით… მე ვეღარ შევძელი, ავადმყოფობის გამო… მუდმივად საავადმყოფოებში ვარ… ასევე ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი ახლობლები და მეგობრები, ჩემმა თანამშრომელებმაც კი შეაგროვეს გარკვეული თანხა ჩემთვის.
– ხელისუფლება თუ დაგეხმარათ?
ირმა: დიახ, ძალიან დამეხმარა. ორი ჩატარებული ოპერაციის თანხა, დაფარა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის  სახელმწიფო პროგრამამ, ასევე მერიაც დამეხმარა…
– გვითხარით, ამჟამად, მკურნალობის რა ეტაპზე ხართ? 
ირმა: ორი ოპერაცია გამიკეთეს, ექიმების თქმით, წარმატებული. ამჟამად სხივური თერაპიის კურსი მიტარდება. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი, ავადმყოფობის დაძლევაში დამეხმარება. ჩემს ყველა ლოცვაში, უფალს მხოლოდ ამ თხოვნით მივმართავ…
         მაგრამ ამჟამად, მჭირდება თქვენი, თქვენი მკითხველებისა და მეგობრების დახმარება! სამწუხაროდ ყველანაირი ფინანსური რესურსი, რაც კი გაგვაჩნდა, უკვე ამოვწურეთ… სხივური თერაპიის საფასურს, ნაწილობრივ ჯანდაცვის სამინისტრო  ფარავს, მაგრამ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, დარჩენილი თანხა,  დაახლოებით 1000 ლარი რომ შევაგროვოთ…
 – რას უსურვებდით ადამიანებს, ვინც წაიკითხავს თქვენს ისტორიას? 
ირმა: ჯანმრთელობას, სიყვარულსა და უფლის რწმენას! მოთმინებას და ყურადღებას ოჯახის წევრების მიმართ. და კიდევ, მინდა მივმართო თხოვნით, თავიანთ ლოცვებში, ჩვენც, კიბოთი დაავადებულები მოგვიხსენიონ…
     
საბრალო ქალის უყურადღებოდ მიტოვება, ჩვენი მხრიდან, დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! როდესაც გაჭირვებულებს ვეხმარებით, სამყარო იცვლება უკეთესობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. ცხოვრება, იმდენად საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება! 
დავეხმაროთ ონკოლოგიურად დაავადებულ ირმა მაჩიტაძეს, მივცეთ გადარჩენის შესაძლებლობა და დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი. მას სჭირდება მედიკამენტები და მკურნალობა.
და კიდევ, დაურეკეთ მას, რათა პირადად მისგან მოისმინოთ, რამდენად მძიმეა და უიმედო მისი მდგომარეობა. მისი ტელეფონის ნომერია: 599 74 92 69.
          აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირმა მაჩიტაძე)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო ქალსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 26
სამედიცინო მომსახურება
960.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
240.00₾

სულ ხარჯები:

1200.00₾

დარჩა:

0.18₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
Andrei Skryabin
31.10.2020 17:44:57
₾120.00
მიქელაძე გიორგი
15.07.2020 20:00:00
₾5.00
ტეტოშვილი გიორგი
15.07.2020 20:00:00
₾4.00
აღდგომელაშვილი კახაბერ
15.07.2020 20:00:00
₾5.00
ჯიქურაშვილი ემზარი
14.07.2020 20:00:00
₾1.00
ხათუნა ქერაშვილი
13.07.2020 20:00:00
₾4.00
ომარ ჭყონია
13.07.2020 20:00:00
₾5.00
მარიამ ფარჩუკაშვილი
13.07.2020 20:00:00
₾1.00
გუგუტიშვილი მაკა
13.07.2020 20:00:00
₾1.00
გობაძე ლაშა
12.07.2020 20:00:00
₾5.00
ობგაიძე ნინო
12.07.2020 20:00:00
₾3.00
ლომსიანიძე სანდრო
12.07.2020 20:00:00
₾1.00
პეტრიაშვილი ნანა
12.07.2020 20:00:00
₾3.00
ტყეშელაშვილი ნოე
12.07.2020 20:00:00
₾1.00
ბუზალაძე ხათუნა
12.07.2020 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
12.07.2020 20:00:00
₾1.50
სამხარაშვილი დავით
12.07.2020 20:00:00
₾5.00
ფუტკარაძე ელიზა
12.07.2020 20:00:00
₾5.00
მდივანი მირიან
12.07.2020 20:00:00
₾5.00
ჯიშკარიანი ვასილი
12.07.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,200.18

113 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,200.18

113 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება