ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შენც იატაკზე გძინავს? იცი, რა სახალისოა?!

calendar მაისი 24, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გულუბრყვილოდ მეკითხება მშვენიერი გოგონა, მაკა და პასუხსაც არ ელოდება, ისე აგრძელებს ტიტინს: „დედა ღამე ძალიან, ძალიან მაგრად მეხუტება და ისე მათბუნებს, როგორც მე – ჩემს თოჯინას. ისე თბილად და კარგად ვარ, მას კი რატომღაც სცივა და სტკივა! წარმოგიდგენიათ, დეიდა? დილით იღვიძებს და ძლივს დგება, ამიტომ ძალიან ხშირად ტირის… და ამბობს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება… და ბევრს მკოცნის! და მაშინვე კარგად ვარ…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შენც იატაკზე გძინავს? იცი, რა სახალისოა?!

გულუბრყვილოდ მეკითხება მშვენიერი გოგონა, მაკა და პასუხსაც არ ელოდება, ისე აგრძელებს ტიტინს: „დედა ღამე ძალიან, ძალიან მაგრად მეხუტება და ისე მათბუნებს, როგორც მე – ჩემს თოჯინას. ისე თბილად და კარგად ვარ, მას კი რატომღაც სცივა და სტკივა! წარმოგიდგენიათ, დეიდა? დილით იღვიძებს და ძლივს დგება, ამიტომ ძალიან ხშირად ტირის… და ამბობს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება… და ბევრს მკოცნის! და მაშინვე კარგად ვარ…“

ოჰ, ეს ბავშვები!.. მათთვის მთელი ცხოვრება თამაშია…

მას შემდეგ, რაც ოჯახს სახლი დაეწვა, საცხოვრებლად საქათმეში გადავიდნენ. არა, არ მოგესმათ – დედ-მამა, 10 თვის გაბრიელი, 3 წლის მაკა და 8 წლის მარიამი ცხოვრობენ შენობაში, სადაც ხანძრამდე ქათმებს ინახავდნენ!

„დედა იმასაც ამბობს“, – აგრძელებს ბავშვი. – „რომ კეთილი დეიდა ხარ და მალე საკუთარი ოთახი მექნება. ეგ როგორ?“

„ფანჯრებიანი და თბილი ოთახი გექნება“, – ვპასუხობ და ვფიქრობ: „ღმერთო, ნეტავ მალე მართლა ასე მოხდეს!“

„მაშინ კედლებზე მზეს და მზის სხივებს დავხატავ… როგორც ზაფხულში! ჩემთან სტუმრად კიდევ მოხვალ?“

„მოვალ…“

„მაშინ ტორტი მომიტანე. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა! არც გაბრიელი დაივიწყო! ნახე, რა ლამაზი ბიჭია! მას საფენები სჭირდება, თორემ ზედ მაფსავს… თუმცა ყველაფერს ვპატიობ!“

მეგობრებო, აქ სიტყვები ზედმეტია! შეხედეთ სურათებს! მწყინს და გული მტკივა! პატარა ბავშვებმა ასეთ პირობებში როგორ უნდა იცხოვრონ? ნუთუ მათ ნორმალური ბავშვობა არ დაუმსახურებიათ? ნუთუ იმ განსაცდელს იმსახურებენ, რომელსაც ბოლო აღარ უჩანს?

– ნათია, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ნათია: ამას არსებობას თუ ვუწოდებთ და არა ცხოვრებას! განსაკუთრებით როცა გვახსენდება, რა კარგად ვცხოვრობდით 2019 წლის ხანძრამდე…

– მოგვიყევით, რა მოხდა?

ნათია: ეს 11 ივნისს მოხდა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად სადღაც მივდიოდით, მამაჩემი კი სახლში დარჩა. იმავე დღეს, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა. როგორც მოგვიანებით შეგვატყობინეს, მოკლე ჩართვა მოხდა და ნაპერწკლები ძლიერ ხანძარში გადაიზარდა, რომელმაც მთელი სახლი მოიცვა. ჩვენი მეზობლები, შონიების ოჯახი რომ არა… გაფიქრებაც კი მზარავს! ფანჯრიდან კვამლი დროულად შენიშნეს და მაშინვე მაშველებს დაუკავშირდნენ, თორემ იმ ღამეს შეიძლება სხვა ტრაგედიაც მომხდარიყო – მამაჩემი ვერ გადარჩებოდა… მაგრამ ტრაგედია მაინც გვეწია. მამამ ნერვიულობა ვერ აიტანა და ლოგინად ჩავარდა; ორ თვეში კი ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. 74 წლის იყო. (ტირის.)

იცით, ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდნენ. მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და ჩემს სარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ; მაგრამ ერთ მოკლე ღამეში ყველაფერი დავკარგეთ, რაც გაგვაჩნდა!

– ახლა როგორ ცხოვრობთ?

ნათია: დამწვარი სახლის გვერდით პატარა მინაშენი გვქონდა, რომელსაც საქათმეს ვეძახდით. უბრალოდ შიშველი კედლები იყო, მეტი არაფერი. სულ რაღაც 15კვ.მ. ხანძრის შემდეგ სწორედ აქ გადმოვედით, მაგრამ აქ ნორმალური საცხოვრებელი პირობები არაა. ეს ორი ოთახი ჩემმა ქმარმა როგორღაც საკუთარი ხელით მოაპირკეთა, მაგრამ მეტის საშუალება აღარ გვქონდა. ყველაფერი, რაც დღეს ამ ეგრეთ წოდებულ სახლში გვაქვს, უცხო ხალხის დახმარებაა. ძველი ტელევიზორი, მაცივარი – ეს ყველაფერი ჩვენი არ არის, ნაჩუქარია. მცირე ზომის დივანი გვაქვს, რომელზეც გოგონები ძლივს ეტევიან; მე, მეუღლეს და ჩვენს პატარა ბიჭს კი იატაკზე გვძინავს. ვცდილობთ, როგორმე გავთბეთ, მაგრამ სახლში საშინლად ყინავს.

ვცდილობთ, იმედი არ დავკარგოთ. ვოცნებობთ ერთ დღეს ყველაფერი დალაგდეს. ყველაზე მეტად შვილებზე ვდარდობ. გაბრიელი ჯერ პატარაა, არაფერი ესმის; მაგრამ მაკა და განსაკუთრებით მარიამი კი… ძალიან განიცდიან! როცა ხანძარი გაჩნდა, მაკა მთლად პაწაწინა იყო, მაგრამ მარი უკვე ყველაფერს ხვდებოდა, იაზრებდა და ჩვენს ცრემლებს და განცდებსაც ხშირად ხედავდა; ხანძრის და შემდგომში განვითარებული ტრაგედიის შემდეგ, ხშირად ცუდი სიზმრები ესიზმრებოდა, ძილში ტიროდა, ზოგჯერ ვერც დღისით ვაწყნარებდით… დღესაც ძალიან განიცდის!

– ნათია, არავინ გეხმარებათ? მეგობრები, მშობლები ან ახლობლები?

ნათია: მეხმარებიან, აბა როგორ?! ისინი რომ არა, არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ ვიცხოვრებდით. ხან სურსათი მოაქვთ, ხან ტანსაცმელი… დედ-მამა არ მყავს. მამაჩემის შესახებ კი იცით, დედა კი… ხანძრამდე დიდი ხნით ადრე ისიც დავკარგე… რაღაც მომენტში თავი ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში წავიყვანეთ. როცა ექიმებმა შეგვატყობინეს, რომ ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, სამყარო თავზე ჩამომენგრა. არ დაიჯერებთ, მაგრამ 32 დღეში დედა ხელიდან გამომეცალა; ჯერ მხოლოდ 52 წლის იყო. (ტირის.) საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრდებოდა? მაგრამ ქმარი და შვილები მყავს, რომლებიც გვერდში მიდგანან და მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. ჩემს მეუღლესაც მშვენიერი და-ძმა და მშობლები ჰყავს. ყველას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობენ დაგვეხმარონ. აკაკი – ჩემი მეუღლე კი ოქრო კაცია!

– მეუღლე როგორ გაიცანით?

ნათია: (იღიმის.) ერთმანეთი სოციალურ ქსელებში გავიცანით; მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ერთხელ ჩემს გვერდზე შემოვიდა… მომეწონა და მეგობრებში დავიმატე. მიმოწერა დავიწყეთ, შემდეგ შევხვდით და ასე დაიბადა ჩვენი სიყვარული. მერე საკუთარი ოჯახი შევქმენით. ჩემი აკაკი ამქვეყნად ყველაზე კეთილი და ალერსიანი ადამიანია! ჩემი ისე ესმის და გვერდში ისე მიდგას… არასოდეს მიბრაზდება ან მაბრაზებს. ასეთ კაცებს იშვიათად თუ შეხვდებით. ძალიან გამიმართლა!

– თქვენი მეუღლე მუშაობს?

ნათია: ჩემი მეუღლე ხელმარჯვე ოსტატია – ყველაფერი გამოსდის, რასაც ხელს ჰკიდებს. სენაკის კეთილმოწყობის სამსახურში უბრალო მუშად მუშაობს, მაგრამ ახლა, ავადმყოფობის გამო, შვებულებაშია. ხერხემალთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები აქვს და ახლა გამოკვლევებს ვიტარებთ, რომ დავადგინოთ, რა სჭირს, ამიტომ სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დადის.

– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს?

ნათია: როგორც სოციალურად დაუცველები, 400 ლარს ვიღებთ. ამას მეუღლის ხელფასიც ემატება – 280 ლარი. სულ ესაა! ალბათ ვინმე იკითხავს: ნეტავ რა აწუწუნებთ, კი ცოტაა, მაგრამ რაღაც შემოსავალი მაინც ხომ აქვთო? იცით, ეს ფული საერთოდ არ კმარა, როცა ოჯახში პატარა ბავშვები არიან და არც სახლია საცხოვრებლად ვარგისი. თავს ვიმტვრევთ, რა გავაკეთოთ. მეც დიდი სიხარულით ვიმუშავებდი და ნებისმიერ საქმეს მოვკიდებდი ხელს, მაგრამ პატარა გაბრიელი ვის დავუტოვო? ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა? მას ახლა დედა სჭირდება.

– დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? სახელმწიფო არ გეხმარებათ?

ნათია: მიმიმართავს და არაერთხელ! ადგილობრივი ადმინისტრაცია ძალიან დაგვეხმარა. მინაშენს, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არც ფანჯრები ჰქონდა და არც სახურავი. თითქოს ქუჩაში ვცხოვრობდით, ყველაფერი ღია იყო; წვიმა პირდაპირ თავზე გვესხმებოდა. მე და მეუღლემ საბუთები მოვაგროვეთ, ადმინისტრაციაში მივიტანეთ და დაახლოებით 3000 ლარი გამოგვიყვეს. ეს ფული ძალიან დაგვეხმარა! კარ-ფანჯრები ჩავსვით, იატაკი დავაგეთ… ბავშვებისთვის რაღაც პირობები მაინც შევქმენით; გადახურვაში კი ბატონი დემურ გაბელია დაგვეხმარა, რომელსაც სამშენებლო კომპანია აქვს. სახლი მან გადაგვიხურა. რომ არა ეს კეთილი ხალხი, არც კი ვიცი, როგორ ვიცხოვრებდით. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი! მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. სულ ვფიქრობ, რა გავაკეთოთ.

– რაზე ოცნებობთ?

ნათია: ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები არ შიმშილობდნენ და ამ სიცივეში არ იზრდებოდნენ. ძალიან მინდა, იმდენი სახსრები მაინც გვქონდეს, რომ ეს ორი ოთახი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც შევაკეთოთ. ჩვენი დიდი სახლის დაბრუნებაზე უკვე აღარც კი ვოცნებობ. ახლა მთავარია, რომ ამ ოროთახიან სახლში ბავშვებისთვის მყუდრო გარემო შევქმნათ. ჩემი ქმარი კი სიამოვნებით მუშაობს! ყველაფერს ჩვენი ხელით შევაკეთებთ, ოღონდ საამისო თანხები გვქონდეს.

– ნათია, ახლა ყველაზე მეტად რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ნათია: ყველაზე მეტად საწოლები გვჭირდება. ამ წუთისთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. იატაკზე ძილი, თანაც პატარა ბავშვთან ერთად, ძალიან რთულია.  პატარა დივანი, რომელზეც გოგონები ძლივს ეტევიან, სადაცაა დაიშლება და მათაც იატაკზე მოუწევთ ძილი. (ოხრავს.) არ ვიცი, როგორ გითხრათ… თხოვნა ძალიან მრცხვენია, მაგრამ ძალიან მინდა სარეცხი მანქანა. საჭიროება რომ არა, არც თქვენს ფონდს შევაწუხებდი და არც იმ კეთილ ხალხს, ვინც გამიგონებს. იცით, ხელით რეცხვას კიდევ ავიტანდი, არაფერია, როგორღაც გადავიტან, მაგრამ იატაკზე წოლა… უკვე აღარ შემიძლია! (ტირის.)

– ნათია, თუ შეიძლება, დამშვიდდით! ნუ ღელავთ! მარტო აღარ ხართ. ჩვენი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ. აი, ნახავთ! ხალხის სიკეთის თუ გწამთ? ხსნას რაში ხედავთ?

ნათია: რა თქმა უნდა, მწამს! და ღმერთისაც მწამს! რადგან სიკეთე, სიყვარული და ყველაფერი საუკეთესო, რაც ადამიანებშია, ღმერთისგან არის! ვიცი, რომ უფალი ჩემს ოჯახს არ დატოვებს და კეთილ, გულისხმიერ ხალხს გამოგვიგზავნის! ხსნა სწორედ სიკეთეშია!

❤️❤️❤️ „ნახვამდის ქართველო დეიდებო და ბიძიებო! დედა ამბობს, რომ კარგები ხართ… ჩვენც კარგები ვართ! სტუმრად გვეწვიეთ!“

– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ნათია: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვეხმარება, ვინც გაჭირვებულებს თანაუგრძნობს! ოქროს ხალხი ხართ! მათ კი, ვინც ჩვენსავით რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში აღმოჩნდა, მინდა ვუთხრა – გული არ გაიტეხოთ და არ დანებდეთ! ღმერთი ჩვენთანაა!

დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ფონდი და კეთილი ხალხი მართლა დაგვეხმარება, რადგან შველას სხვა არსაიდან ველით.

– ბავშვებისთვის ტკბილეულის ყიდვას რამდენად ხშირად ახერხებთ?

ნათია: ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასეთი უბედურება შეგვემთხვა, ბავშვებისთვის კანფეტები საერთოდ აღარ მიყიდია. ჩვენი ძირითადი რაციონი თხევადი საკვებისგან შედგება: მეტი წყალი, ნაკლები პროდუქტი – რომ საჭმელი ბევრი გამოვიდეს! ტკბილეულზე საერთოდ ვინ ფიქრობს, როცა ზოგჯერ საკმარისი პურიც კი არ გვაქვს?

– ცოტა რამ შვილების შესახებაც გვიამბეთ – რა იტაცებთ, რა უყვართ?

ნათია: ძალიან ნიჭიერი შვილები მყავს. მათით ძალიან ვამაყობ! მარიამი სამეჯლისო–სპორტულ ცეკვებზე დადის. ნეტავ დაგანახათ, როგორ ცეკვავს! სუხიშვილების ანსამბლში ცეკვაზე ოცნებობს. ამბობს, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს, გამდიდრდება და ოჯახს დაეხმარება. მაკა კი მხატვარია, არაჩვეულებრივად ხატავს. ნიჭიერი გოგოა!

– მშვენიერი შვილები გყავთ, ნათია! თუ ნებას მომცემთ, გოგონებსაც გავესაუბრები. აბა, ქალბატონებო, საიდან დავიწყოთ? მარიამ, მოდი შენგან დავიწყოთ, რადგან ყველაზე უფროსი ხარ. დედას ეხმარები?

მარიამი: დიახ! ვცდილობ დავეხმარო. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო, რადგან ვხედავ, როგორ უჭირს. სკოლის შემდეგ პატარა ძმას ვუვლი. და-ძმა ძალიან მიყვარს და მათ ყოველთვის დავიცავ!

– მარი, შენი საყვარელი სათამაშო რომელია?

მარიამი: სათამაშოები არ მაქვს! ადრე მქონდა, მაგრამ ხანძრის შემდეგ აღარაფერი დარჩა; მშობლებს კი ჩემთვის რამის ყიდვა ახლა არ შეუძლიათ.

– და რა სათამაშოზე ოცნებობ?

მარიამი: ბარბის თოჯინა და სათამაშო სამზარეულო მინდა. ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ ვითამაშებ და ჩემს თოჯინას საჭმელს როგორ გავუკეთებ… მერე კიდევ ერთი თოჯინაც რომ შემემატოს, ერთი დიდი სახლი, ჩვენსავით დიდი ოჯახი მექნება.

– მაკა, შენ რაზე ოცნებობ?

მაკა: სათამაშოები მეც მინდა. არასდროს მქონია. არ მახსოვს, ოდესმე მეთამაშოს… მაგრამ ყველაზე მეტად ტორტზე ვოცნებობ. ერთხელ გავსინჯე და ისეთი ტკბილია!

მარიამი ჩემკენ გადმოიხარა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა:

მარიამი: იცით, მე ფულს ვაგროვებ. როცა მშობლები ძმისთვის საფენების მოსატანად აფთიაქში მაგზავნიან, ზოგჯერ ვთხოვ, რომ ორიოდე თეთრი დამიტოვონ. ფულს ვაგროვებ. იცით, რატომ? მაკას აპრილში დაბადების დღე აქვს და მინდა ტორტი ვაჩუქო, რომელზეც ასე ოცნებობს. მეც მაჭმევს, დედასაც და მამასაც… ოღონდ არავის უთხრათ, განსაკუთრებით მაკას, კარგი? სიურპრიზი იქნება. (ლაღად იღიმის.)

***

სანამ პატარებს ვუსმენდი, თვალებზე ცრემლი მომადგა. ოჯახი საშინელ პირობებში ცხოვრობს; ბავშვებს სიმყუდროვე და საკვები აკლიათ, ისინი უბრალო კანფეტებზე ოცნებობენ… მაგრამ მათ გულში იმდენი სითბო და სიკეთეა! ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანი გულგრილი დარჩე?

მეგობრებო, მოგიწოდებთ, რომ გულგრილი არ იყოთ! როგორც ხედავთ, კახაძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. არ შეიძლება, რომ არ დავეხმაროთ! მათ სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი სჭირდებათ. მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინოს, რომ ეს შეიძლება ჩვენი შვილები იყვნენ, რომლებიც ცუდად იკვებებიან და რომლებსაც ცივ სახლში იატაკზე სძინავთ.

მოდი ამ საბრალო ოჯახს გვერდში დავუდგეთ! შეგიძლიათ ნათიას პირადად ეწვიოთ და დაეხმაროთ. გვერწმუნეთ, ძალიან გაუხარდება! დაურეკეთ კახაძეების ოჯახს, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ მარტო აღარ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მისამართი: სენაკი, ხოფერიას ქ. №41.

ძვირფასო მეგობრებო, კახაძეების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003 

#GE42LB0115113036665000 

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: კახაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2021 აგვ 31
სამშენებლო მასალა
430.00₾
2021 აგვ 31
კარები
850.00₾

სულ ხარჯები:

1515.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.08.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.08.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2021 23:27:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,515.00

94 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,515.00

94 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება