რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

28 წლის ბავშვი!

calendar მაისი 27, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დაიძინე, სიხარულო, დაიძინე… შენ გვერდით ვარ, არ გაგიშვებ! შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ… ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ…“ – აგერ უკვე 28 წელია დედა შვილს ამ სიმღერას უმღერის, რომ შეტევებისა და კრუნჩხვების შემდეგ დაამშვიდოს. 28 წელია მისი ხელი მაგრად უჭირავს, რომ მთვარისამ იგრძნოს – ის არ მიუტოვებიათ, ის მარტო არ არის! ერთადერთი, რაც მას ამ სამყაროსთან აკავშირებს, დედის ხმა და დედის ხელებია…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დაიძინე, სიხარულო, დაიძინე… შენ გვერდით ვარ, არ გაგიშვებ! შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ… ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ…“ – აგერ უკვე 28 წელია დედა შვილს ამ სიმღერას უმღერის, რომ შეტევებისა და კრუნჩხვების შემდეგ დაამშვიდოს. 28 წელია მისი ხელი მაგრად უჭირავს, რომ მთვარისამ იგრძნოს – ის არ მიუტოვებიათ, ის მარტო არ არის! ერთადერთი, რაც მას ამ სამყაროსთან აკავშირებს, დედის ხმა და დედის ხელებია…

ადრე, როცა მთვარისა პატარა იყო, დედას სულ ხელში აყვანილი და გულზე მიხუტებული დაჰყავდა. მერე გოგონა წამოიზარდა; დედა მას მუხლებზე ისვამდა და მანამდე არწევდა, სანამ შეტევები არ უწყდებოდა… ახლა დედას აღარ შეუძლია – მთვარისა უკვე დიდი გოგოა! დედა გვერდით უწევს, ეხუტება და ყურში ჩამღერის, მთვარისა კი ხმას აყოლებს: „უ-უ-უ-უ-უ… უ-უ-უ…“, რადგან სხვაგვარად დედას ვერანაირად ვერ უხსნის, რომ თავს კარგად გრძნობს…

რა მოუვიდა ამ საბრალო გოგონას? რატომ აღმოჩნდა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში? როგორ ცდილობს დედა-შვილი მწირ პენსიაზე გადარჩენას? ამ ყველაფერს ჩვენი სულისშემძვრელი ინტერვიუდან შეიტყობთ დედასთან – ხათუნა თოდუასთან.

ხათუნა: როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, იქიდან ქმართან და შვილებთან ერთად გამოვიქეცი. საქართველოში ჩამოვედით, ბორჯომში დაგვასახლეს და ეს ბინა მოგვცეს; მერე კი ყველაზე დიდი საშინელება მოხდა… ჩემი უმცროსი გოგონა, რომელიც მაშინ სულ რაღაც ოთხი თვის იყო, გაცივდა. საავადმყოფოში დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა. ექიმებმა ფილტვების ანთებაზე დაუწყეს მკურნალობა, მაგრამ ბავშვი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა… შედეგად, ექიმებმა საერთოდ ხელები გაშალეს – ვერაფრით დავეხმარებითო. მენინგიტის დიაგნოზი გაცილებით გვიან დაისვა, როდესაც დაავადებამ მის სხეულში ფეხი მოიკიდა და ბავშვი ინვალიდად აქცია. ჩვენი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა! ტანჯვა-წამება დაიწყო. ერთი ექიმიდან მეორესთან გავრბოდით… შვიდი გრძელი წელიწადი გავატარეთ ასე, საავადმყოფოებში! მაგრამ ყველა ექიმი ერთსა და იმავეს გვიმეორებდა – ასეთი ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენ! მითხრეს, – წაიყვანე შენი შვილი, უიმედოა, მაქსიმუმ რვა წელი იცოცხლოსო; მაგრამ ყველა პროგნოზის მიუხედავად, მთვარისა უკვე 28 წლისაა! და მიუხედავად ყველაფრისა, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ!

თუ შეიძლება, მთვარისას მდგომარეობის შესახებ მოგვიყევით…

ხათუნა: ჩემს შვილს ლაპარაკი, სიარული და მოძრაობა არ შეუძლია. ვერც თავს იჭერს, ამიტომ დამხმარე ეტლზე შარფით ვაბამ, რომ არ ჩამოუვარდეს. სხეულის მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს. მთვარისას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ჩემ გარეშე სრულიად უმწეოა! რადგან ვერ საუბრობს, ჟესტების ენაზე საუბარი ვასწავლე, რომ მიჩვენოს, თუ რამე სჭირდება.

მაგრამ ყველაზე საშინელი მისი შეტევებია. კრუნჩხვები დღეში რამდენჯერმე ემართება. მთელი სხეული ებოჭება, საშინელი ტკივილები აქვს, ტირის… მაგ დროს მის გვერდით უნდა ვიყო, რომ სპაზმების დროს თავი არ დაარტყას და მძიმედ არ დაშავდეს. ღამე კიდევ უფრო უარესია. ზოგჯერ საერთოდ არ გვძინავს – შეტევები ერთი მეორის მიყოლებით აქვს და ასე გრძელდება დილამდე. მერე თითქოს წყნარდება, იძინებს… მაგრამ გაღვიძებისთანავე, ისევ შეტევა ემართება… და ასე ყოველდღე!

კრუნჩხვებს რა იწვევს?

ხათუნა: კრუნჩხვები უნებურად და მოულოდნელად ეწყება. ამინდის ნებისმიერი ცვლილებაც კი მაშინვე გავლენას ახდენს მასზე. ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება შეტევები კიდევ უფრო გაახშიროს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. შეიძლება კრუნჩხვები მისმა კარგმა განწყობამაც კი გამოიწვიოს, თუ იმ დღეს რამემ ძალიან გაახარა.

ხათუნა, შვილზე მარტო ზრუნავთ? არავინ გეხმარებათ?

ხათუნა: არა, მე და მთვარისა სრულიად მარტო ვართ. უფროსი შვილიც მყავს – თამარი, რომელიც გათხოვებამდე საცხოვრებლად თბილიში გადმოვიდა და ძალიან მეხმარებოდა. მაშინ საბანკეტო დარბაზში ვმუშაობდი და შემეძლო მთვარისა დასთან დამეტოვებინა. ახლა კი თამარს საკუთარი ოჯახი და სამი შვილი ჰყავს, მატერიალურად ძალიან უჭირთ. დახმარება როგორ ვთხოვო? ახლა ვეღარ ვმუშაობ, სულ მთვარისას გვერდით უნდა ვიყო. ის ჩემ გარეშე სრულიად უმწეოა! ჩემი ქმარი კი… უკვე ოცი წელია ჩვენთან აღარ არის. გულმა ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. ჩვენმა ოჯახმა იმდენი მწუხარება ნახა…

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე? ოჯახის შექმნისას თუ გიფიქრიათ, რომ ოდესმე ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ხათუნა: ერთმანეთი აფხაზეთში გავიცანით. მე მაღაზიაში ვმუშაობდი, ის კი ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, ორი წელი ვხვდებოდით, მერე კი დავქორწინდით. მშვენიერი, ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ორი ჯანმრთელი შვილი გვყავდა. სხვა რაღაზე უნდა მეოცნება? ჩვენი სამომავლო გეგმები ომმაც კი ვერ დაჩრდილა… მაგრამ მოგვიანებით, როცა ჩემი გოგონა ავად გახდა… ეჰ! რამხელა სადარდებელია! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამდენი ტანჯვის გამოვლა მოგვიწევდა!

რაზე ცხოვრობთ? სახელმწიფო გეხმარებათ?

ხათუნა: სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ყოველთვე სახელმწიფო 45 ლარს გვიხდის, როგორც დევნილებს და 250 ლარს – შშმ პირთა პენსიას. ასევე, როგორც აფხაზეთის ინვალიდს, წელიწადში ერთხელ 150 ლარიც გვეკუთვნის წამლებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლებაც წელიწადში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს. სულ ეს არის! სახელმწიფოსგან სხვა დახმარება არ გვაქვს. ეს ფული საერთოდ არაფერზე გვყოფნის! საჭმელი ვიყიდოთ თუ წამლები – აქედან როგორ ავირჩიო?

რას აჭმევთ მთვარისას?

ხათუნა: მისთვის ჩვეულებრივი საკვები არ შეიძლება, რადგან ყლაპვა არ შეუძლია. ყველაფერს ვუქუცმაცებ ან თხევად საჭმელს ვუკეთებ და საკუთარი ხელით ვაჭმევ. რა თქმა უნდა, სურსათიც ნატურალური უნდა იყოს, მაგრამ ფული ყველაფერზე არ მყოფნის… არადა, ჩემს გოგონას განსაკუთრებული კვება სჭირდება.

რას ამბობენ ექიმები – გამოჯანმრთელების შანსი არსებობს?

ხათუნა: ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ… არა, არანაირი შანსი არ არსებობს! ექიმებმა თავდაპირველად თქვეს, რომ ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ სიკვდილის დამარცხება მაინც შევძელით! თუმცა, სრულ გამოჯანმრთელებაზე საუბარი არ არის. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – პირობები უნდა შევქმნათ, რომ ჩემს გოგონას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.

რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ხათუნა: მე ამ ცხოვრებაში არაფერი მჭირდება, ოღონდ ჩემი გოგონა იყოს ცოცხალი! ყველა კეთილ ადამიანს მხოლოდ ერთს ვთხოვ – საკვებით, წამლებით და საფენებით დაგვეხმარეთ. ჩემს გოგონას სამედიცინო მეთვალყურეობა და ძვირადღირებული წამლები სჭირდება… ჩვენ ამ ყველაფრის ფული არ გვაქვს… თუ ვინმე დამეხმარება, თითოეული თქვენგანის მადლობელი ვიქნები!

ხათუნა, რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ხათუნა: უფლის და მისი უსაზღვრო სიყვარულის მწამს! უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, მე მას ყოველდღე ვგრძნობ, ჩემი ცხოვრების ყოველ წამს. მე და ჩემი გოგონა ეკლესიაში ხშირად დავდივართ. მთვარისა თავს არსად არ გრძნობს ისე კარგად, როგორც ტაძარში. როცა საეკლესიო გალობას უსმენს, სულ იღიმის და უხარია. ღმერთმა ასეთი ანგელოზი მაჩუქა – ჩემი მთვარისა. მის ღიმილში და თვალებში თავად უფალს ვხედავ! მჯერა, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს!

***

მეგობრებო, მთვარისას ყურება და მისი ამბის ცრემლების გარეშე მოსმენა უბრალოდ შეუძლებელია! ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ საბრალო გოგონა დახმარებისა და ყურადღების გარეშე დავტოვოთ! მას სჭირდება: წამლები, საფენები და საკვები. მოდი ერთად დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მივცეთ მას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა!

შეგიძლიათ თავად ეწვიოთ მთვარისას, გაიგოთ ოჯახის საჭიროების შესახებ, გაამხნეოთ და მხარი დაუჭიროთ, უთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: ბორჯომი, რუსთაველის ქ. №107.

მეგობრებო, მთვარისა ქარჩავას დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი სათხოვარი გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მთვარისა ქარჩავა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან ან ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივნ 22
პამპერსები
500.00₾
2021 ივლ 15
პროდუქტები
186.45₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
220.00₾
2021 აგვ 10
პროდუქტები
194.84₾

სულ ხარჯები:

1101.29₾

დარჩა:

0.49₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნინო ხაბეიშვილი
07.08.2021 20:00:00
₾2.00
ზუხბაია ალექსი
18.07.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
10.07.2021 20:00:00
₾50.00
ბუაძე საბა
10.07.2021 20:00:00
₾25.00
მარინა ნებიერიძე
23.06.2021 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
22.06.2021 20:00:00
₾5.00
რეხვიაშვილი თინათინ
21.06.2021 20:00:00
₾20.00
გიორგი ამირაჯები
21.06.2021 20:00:00
₾5.00
იობაშვილი ლევან
16.06.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი ამირაჯები
14.06.2021 20:00:00
₾5.00
ნესტანი ჯუმუშაძე
14.06.2021 20:00:00
₾10.00
გოჩა ამირანაშვილი
14.06.2021 20:00:00
₾10.00
ტერმინალი
13.06.2021 20:00:00
₾5.00
ნესტანი ჯუმუშაძე
13.06.2021 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
13.06.2021 13:04:03
₾1.00
ტაბატაძე ლაშა
12.06.2021 20:00:00
₾20.00
ფანჯაკიძე ნიკოლოზი
11.06.2021 20:00:00
₾10.00
საბა სანთაბულო
11.06.2021 20:00:00
₾5.00
გაგოშიძე ლუკა
10.06.2021 20:00:00
₾10.00
გივი ცაბუტაშვილი
10.06.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,101.78

79 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,101.78

79 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება