ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ფეხშიშველი სკოლაში!

calendar ივნისი 20, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ექვსი წლის ოთო დამწუხრებული დასჩერებია თავის გახვრეტილ ფეხსაცმელებს. – „სკოლაში გინდა, პატარავ?“ – ვცდილობ შემპარავად გავარკვიო, ასე ძალიან რამ დააღონა. – „რა თქმა უნდა! ყველა სწავლობს და მეც მინდა! როგორ ფიქრობ, ფეხები დამისველდება?“ – ძონძებში გამოწყობილი ბიჭუნა უცნაური შენობის ზღურბლზე შემოგვეგება, რომელიც ბუნდოვნად წააგავდა სახლს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ექვსი წლის ოთო დამწუხრებული დასჩერებია თავის გახვრეტილ ფეხსაცმელებს. – „სკოლაში გინდა, პატარავ?“ – ვცდილობ შემპარავად გავარკვიო, ასე ძალიან რამ დააღონა. – „რა თქმა უნდა! ყველა სწავლობს და მეც მინდა! როგორ ფიქრობ, ფეხები დამისველდება?“ – ძონძებში გამოწყობილი ბიჭუნა უცნაური შენობის ზღურბლზე შემოგვეგება, რომელიც ბუნდოვნად წააგავდა სახლს.

როგორც აღმოჩნდა, ოთო სწორედ ამ აგურებზე შეყენებულ, ძველი გადასაფარებლებით, ფირფიცრებით და ცელოფნის პარკებით დათბილულ ქოხში ცხოვრობს, ოთხ ძმასთან და დედ-მამასთან ერთად.

„ბავშვები იძულებულები არიან სახლში ისხდნენ, რადგან არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი; ყველაფერი გაცვეთილი და დაფლეთილია“, – სლუკუნებს მათი დედა, ინგა. – „მეტი რაღა ვთქვა, როცა მხოლოდ კარტოფილით ვიკვებებით. მადლობა ღმერთს, თავზე ჭერი მაინც გვაქვს, მაგრამ მალე ალბათ ისიც თავზე ჩამოგვენგრევა. ღმერთო, შენ გვიშველე!“

– ინგა, დახმარების თხოვნა რამ გაიძულათ?

ინგა: ჩემი შვილები მშივრები, შიშვლები და ფეხშიშვლები არიან… იძულებულები ვართ, ამ ნანგრევებში ვიცხოვროთ, რადგან სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. უბრალოდ შეხედეთ: კედლების დათბილვა ფირფიცრებით და გადასაფარებლებით მოგვიწია, მაგრამ აზრი? მგონი ერთი კედელი საერთოდ ჩამოწოლილია და ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რომ სახლი თავზე არ დაგვემხოს. სოციალური დახმარება საშინლად არ გვყოფნის, ყელამდე ვალებში ვართ ჩაფლული. უბრალოდ აღარ ვიცი, ცხოვრება როგორ გავაგრძელოთ… (საბრალო ქალმა ხელები სახეზე აიფარა.)

აქ როგორ აღმოჩნდით?

ინგა: საკუთარი საცხოვრებელი არასოდეს გვქონია. მე დასავლეთ საქართველოდან ვარ, მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ჩემი ქმარი კი ბავშვთა სახლიდანაა. ახლავე გეტყვით, რომ სიმდიდრისკენ არასოდეს ვისწრაფოდით. თავზე ჭერი გვაქვს? ბავშვები დანაყრებულები და ჩაცმულები არიან? ჰოდა, მადლობა ღმერთს! ჩემი ქმარი მშრომელი კაცია, დიდხანს მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ როცა სამსახურიდან გაათავისუფლეს, სახლში ორიოდე კაპიკის შემოტანას მაინც ყოველთვის ახერხებდა. რამდენიმე წლის წინ ტუბერკულოზი გადაიტანა, მაგრამ მერე, ტაქსის მძღოლად მაინც მუშაობდა. ასაკი, შერყეული ჯანმრთელობა… ამას ეს შეზღუდვებიც დაემატა და ახლა აღარც „ტაქსაობა“ შეუძლია. ფაქტობრივად, ვშიმშილობთ…

ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ინგა: თბილისში ტექნიკუმში ჩაბარების მტკიცე განზრახვით ჩამოვედი, მეცხოველეობის მიმართულებით. ხელობის სწავლა და სოფლის მეურნეობაში მუშაობა მინდოდა. ნათესავებთან დავრჩი. ჯემალი უბრალოდ სტუმრად მოვიდა. ეს ალბათ ერთი ნახვით შეყვარება იყო. წერილებს მწერდა და მეზობელს აძლევდა, ის კი მე მაძლევდა. (ღიმილით იხსენებს ინგა.) სამი თვის შემდეგ ხელი მთხოვა და მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. მას შემდეგ სიამტკბილობით ვცხოვრობთ… კარგიც ბევრი გვქონია, როცა ჩემი ქმარი მუშაობდა და არაფერი გვაკლდა და ცუდიც… უბედურება ისაა, რომ საკუთარი საცხოვრებელი ვერა და ვერ შევიძინეთ… ნაქირავებ ბინებში გვიწევდა ცხოვრება. ახლა კი ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ჩვენი კეთილი ნაცნობი – ამ სახლში ცხოვრება მან შემოგვთავაზა, სანაცვლოდ – მის ძროხებს ვწველი. ბინის ქირის ფულს არ გვართმევს, რაც უკვე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ეს შენობა… ისეთ მდგომარეობაშია, რომ, ფაქტობრივად, ინგრევა! არც წყალი გვაქვს, – მეზობლებისგან ვეზიდებით, მაგრამ ჩივილი ცოდვაა, – თავზე ჭერი მაინც გვაქვს!

– საერთოდ არავინ გყავთ, ვისაც დახმარების თხოვნით მიმართავდით?

ინგა: საერთოდ არავინ! როგორც გითხარით, ჩემი ქმარი ბავშვთა სახლიდანაა; და-ძმები კი ჰყავს, მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. ცალ-ცალკე გაიზარდნენ და ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ. მშობლები დიდი ხნის წინ გარდამეცვალნენ, ჩემი და-ძმები კი ისეთ მდგომარეობაში არიან, ნეტავ იმათ დაეხმარებოდეს ვინმე… რა ვქნათ? ახლა ყველას უჭირს, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობს საკუთარ ოჯახს მიხედოს.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ინგა: მაშ, როგორ?! რამდენჯერ ვთხოვე ბინის ქირა მაინც გადაეხადათ. ორი წელი იხდიდნენ, მერე კი ალბათ ჩათვალეს, რომ მათი დახმარების გარეშეც გავართმევდით თავს. ახლა, პანდემიის პერიოდში, ბიჭები საერთოდ ვეღარ სწავლობდნენ. კომპიუტერი კი არა, უბრალო ტელეფონიც კი არ გვაქვს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ; არც ინტერნეტის ფული გვაქვს. შეძრწუნებული ვარ! ბავშვებმა ერთი წელი გააცდინეს, გესმით? სკოლები კი გაიხსნა, მაგრამ ვერც ახლა დადიან, რადგან არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი, ერთმანეთის გამონაცვალი აცვიათ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ტანსაცმელი, რომელიც ხუთ ბიჭს ეცვა? ამ თვეში მინდოდა დახმარებიდან ცოტაოდენი თანხა გამომეყო და მათთვის მეორადებში მაინც მეყიდა რამე, მაგრამ არ გამოდის. რაც სურსათის მაღაზიაში ვალები გვაქვს, მიღებული დახმარების თანხას ბევრად აღემატება. აბა, თქვენ თვითონ დაითვალეთ, რა დაჯდება ბავშვებს ორი წყვილი წინდა მაინც რომ ვუყიდო.

ანუ, ამ მომენტისთვის სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი საარსებო წყაროა, არა?

ინგა: დიახ! და ეს თანხა საკვებზეც კი არ გვყოფნის. თუ ადრე ჩემი ქმარი რამის ყიდვას მაინც ახერხებდა და ბავშვებს, თვეში ერთხელ, ქათმის ბარკლებით ან ნახევარფაბრიკატებით მაინც ვანებივრებდით, ახლა, ფაქტობრივად, მხოლოდ კარტოფილს და წიწიბურას ვჭამთ. გაყინულ, იაფფასიან პელმენებში რა ვიტამინებია? თუმცა, ხორცის სუნი მაინც აქვს…

რა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას?

ინგა: მჯერა, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს! ეკლესიაშიც დავდივართ, აღსარებასაც ვამბობთ და ვეზიარებით კიდეც… უფალი კი დახმარებას კეთილი ადამიანების სახით გვიგზავნის!

სრულიად უცნობ ადამიანებს?

ინგა: დიახ! აბა, თქვენი აზრით, აქ როგორ აღმოვჩნდით? როცა, ქირის გადაუხდელობის გამო, ბინიდან გამოგვყარეს, ღმერთმა ამ შენობის პატრონი გამოგვიგზავნა. მან შეგვიკედლა! უკეთილშობილესი ქალია! ხან რძე მოაქვს, ხან ყველის ნაჭერი… ზოგჯერ მოდის და ჩუმად მეკითხება: „დღეს ბავშვებმა ჭამეს?“ სადილიც შემოაქვს. ღმერთი ყველაფერს ხედავს და მას ეს სიკეთე ასმაგად დაუბრუნდება! ოჯახში შვიდი კაცი ვართ, აქედან ხუთი – ბავშვი. უბრალოდ დაფიქრდით, რა ჯდება მათთვის უბრალო სუპის გაკეთება, რომ ორი დღე ეყოთ. ყველაფერი გაძვირდა: ბოსტნეული, მზესუმზირას ზეთი, მაკარონიც კი… დახმარების მთელი თანხა ვალებზე და კომუნალურ გადასახადებზე მიგვდის. ამ ვალებს კი ბოლო არ უჩანს…

ინგა, რით შეგვიძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება?

ინგა: ღმერთია მოწმე, სრულიად სასოწარკვეთილმა მოგმართეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ბავშვები რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი! მათ, პირველ რიგში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ. გაზაფხულია, წვიმები – გახვრეტილი ფეხსაცმელებით შორს ვერ წახვალ. დაძონძილი ტანსაცმელი აცვიათ, მუდამ მშივრები არიან… იქნებ სურსათით მაინც დაგვეხმაროს ვინმე. ცოტაოდენი ნორმალური საჭმელი მაინც რომ გვქონდეს…

თქვენთვისაც ხომ არ ითხოვდით რამეს?

დავითი (10 წლის): მე ვიცი! მე გეტყვით! დედას სარეცხი მანქანა სჭირდება! შეხედეთ, ხელები სულ დამსკდარი აქვს! ყოველდღე ცივ წყალში რეცხავს…

ყოჩაღ, რომ დედაზე ასე ზრუნავ! შეიძლება შენ და შენს ძმებსაც გაგესაუბროთ? შენ შესახებ მოგვიყვები?

დავითი: საუკეთესო დედა გვყავს და ძალიან გვიყვარს! ძალიან მეცოდება, სულ ტირის. უნდა, რომ სკოლაში დავდიოდეთ და ვსწავლობდეთ.

სკოლაში სიარული შენ თუ გინდა?

დავითი: დიახ, იქ სახალისოა, ბევრი ბავშვია…

შენი საყვარელი საგანი რომელია?

დავითი: ფიზკულტურა! ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს!

შენ, ოთო? სკოლა მოგწონს?

ოთო (6 წლის): არ ვიცი… ძალიან ცოტა ხანი ვიარე, მერე სკოლა დაკეტეს. დედა წერა-კითხვას სახლში მასწავლის.

საბა (15 წლის): ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს და არც ტელეფონი. არც ინტერნეტი გვაქვს. ეს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა.

საბა, უკვე გადაწყვიტე, სად ჩააბარებ სკოლის დამთავრების შემდეგ?

საბა: ძალიან მინდა პროგრამისტი გავხდე. მათ სამუშაო ყოველთვის აქვთ და ხელფასიც კარგი აქვთ. მინდა, რომ ჩემს ოჯახს არასდროს არაფერი აკლდეს…

შენ, ლუკა? ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?

ლუკა (12 წლის): ავტომექანიკოსი! დიდ მანქანებს და ტრაქტორებს შევაკეთებ ხოლმე…

ოთო, შენ რაზე ოცნებობ, პატარავ?

ოთო: სათამაშოები მინდა. რაც გვაქვს, ყველაფერი გატეხილი და ძველია. ძალიან მინდა პისტოლეტი და მანქანა.

ინგა, თქვენი შვილების სურვილებს რამეს ხომ არ დაამატებდით?

ინგა: მართლა არ ვიცი, რა გითხრათ…თხოვნა ძალიან რთულია… მაგრამ მართლა ნებისმიერი დახმარება გვჭირდება: არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა, არც ტელევიზორი – საერთოდ არაფერი! ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ, მაგრამ ასეთი თხოვნით როგორ შეგაწუხოთ? მინდა, რომ ჩემი შვილები ჩაცმულები და დანაყრებულები იყვნენ, სწავლობდნენ – სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობ… და ღმერთმა ნუ ქნას, ეს ქოხი თავზე დაგვემხოს! თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ყურადღება მოგვაქციეთ, მოხვედით, მოგვისმინეთ. ჩემს თხოვნებს ყურადღებას არავინ აქცევს. ვიცი, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი, გულისხმიერი მეგობარი ჰყავს და მჯერა, რომ როცა ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყობენ, ჩემი შვილების დახმარებასაც მოისურვებენ.

***

ნაყოფიების ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში, საშინელ პირობებში ცხოვრობს. ინგა და ჯემალი ხუთ ბიჭს ზრდიან – ჩვენი საყვარელი სამშობლოს მომავალ დამცველებს! დღესდღეობით ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ საჭმელს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. ყველაზე პატარას, ექვსი წლის ოთოს, სათამაშოებზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

ნაყოფიების ოჯახს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მათ ესაჭიროებათ: სურსათი, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ ყველაზე ელემენტარული პირობები და ისეთი ჩვეულებრივი ნივთებიც კი არ აქვთ, როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა. ასევე, ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ.

ნაყოფიების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კრწანისი, სამხედროს დაჩები

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნაყოფიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ნაყოფიების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თურმე ჩვენს დედას ღიმილი შესძლებია! თან ისე უხდება! არადა, ადრე სულ
ტიროდა და ტიროდა…

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს
მეგობრებსაც დაეხმარე!

„მადლობა როგორ გადაგიხადოთ?“ – მრავალშვილიანი დედა,
ინგა, მზადაა კისერზე ჩამოგვეკიდოს. რთულია მასში ის ნაღვლიანი და გულდამძიმებული ქალი ამოიცნო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით.
– „ნეტა იცოდეთ, რამხელა სიხარული აჩუქეთ ჩემს შვილებს! უკვე დავიწყებული მქონდა, როგორ
ჟღერს მათი სიცილის ხმა.“

ცოტა ხნის წინ პოსტში
– „ფეხშიშველი სკოლაში!“ ამ შესანიშნავი ქართული ოჯახის გასაჭირზე მოგიყევით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/745-nakopia/ 

„კომპიუტერი კი არა,
უბრალო ტელეფონიც კი არ გვაქვს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. შეძრწუნებული
ვარ! ბავშვებმა ერთი სასწავლო წელი უკვე გააცდინეს!“ – საბრალო ქალი სრულ სასოწარკვეთაში
იყო.

ახლა, თქვენი წყალობით,
ბიჭებს ორი პლანშეტი აქვთ! „თქვენ არ იცით, ეს რა სერიოზული რამეა. მისი მეშვეობით
ვსწავლობ!“ – აცხადებს 7 წლის ოთო. „თან მულტფილმების ყურებაც შეგვიძლია და თამაშიც!“
– ბიჭს სახე უნათდება.

„ჩვენ ტელევიზორიც
კი არ გვქონდა და ბავშვები ყველაზე უბრალო გასართობსაც კი მოკლებულები იყვნენ“ – სიმწრით
იხსენებს ინგა.

მეგობრებო, თქვენ
ამ ოჯახს ენით აღუწერელი ბედნიერება აჩუქეთ. სწორედ თქვენი სიკეთის წყალობით, 7 წლის
ოთოს, 11 წლის დათოს, 13 წლის ლუკას და 15 წლის გიორგის ახლა არა მხოლოდ სწავლის, არამედ
შესანიშნავად გართობის შესაძლებლობა აქვთ; მათი დედა კი ახალ მაცივარს შეხარის, რომელიც
ძველი, კარმოგლეჯილი ჯართის ადგილას იწონებს თავს.

„არც კი მახსოვს,
ბოლოს საჩუქრები როდის მივიღეთ. დიდი მადლობა თქვენ!“

  ინგა:თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,
რამხელა სიხარული გვაჩუქეთ! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად!
თქვენს ფონდში უკიდურესმა გაჭირვებამ მომიყვანა, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ რთულ დროს
ჩემს დახმარების ძახილს ვინმე გამოეხმაურებოდა. ოჰ, როგორ ვცდებოდი!.. ახლა, თქვენი
კეთილი მკითხველების წყალობით, ჩემს შვილებს სწავლის შესაძლებლობა მიეცათ და გაკვეთილებს
აღარ აცდენენ, ეს კი ყოველდღიურ საზრდოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლამის ჭკუიდან
გადავსულიყავი იმაზე ფიქრით, რომ თითქმის ერთი წელი ჩემი შვილები გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ,
რადგან არც კომპიუტერი გვქონდა და არც ერთი უბრალო ტელეფონი. ახლა კი პლანშეტი აქვთ,
თან ერთი კი არა, ორი! ჰყოფნით კიდეც, რადგან ორივე სხვადასხვა ცვლაში სწავლობს. ვერ
აღგიწერთ, რა ხდებოდა, როცა თქვენმა თანამშრომლებმა საჩუქრები მოგვიტანეს: ბიჭები სიხარულისგან
დახტოდნენ და ყვიროდნენ. მათთვის იმდენი ხანია არავის არაფერი უჩუქებია, რომ უკვე დაავიწყდათ,
რა არის სიხარული. მეკითხებოდნენ: „დე, ეს ყველაფერი ჩვენია? ხომ არ შეეშალათ?“

„უბრალოდ შეადარეთ:
თქვენ თითქოს მათი სახეებიდან სევდა წაშალეთ“

    ასევე ითხოვდით

  ინგა:მაცივარს, დიახ! ვერც კი წარმოიდგენთ,
– სამზარეულოში შედიხარ და თვალს უხარია, ისეთი მშვენიერება დგას! ჩვენს ძველ მაცივარს
კარი ჰქონდა ჩამოვარდნილი და აღარაფრად ვარგოდა. ჩვენთვის სურსათი ოქროს ფასად ფასობს,
რადგან მათი შოვნა ძალიან გვიჭირს. რაღაცას მოვამზადებდით და მეორე დღეს უკვე გადასაყრელი
იყო. ხომ საშინელებაა, არა?! მართლაც რომ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთეთ! ემოციების
გამოხატვა ჩემი შვილებივით რომ შემეძლოს, ახლა კისერზე ჩამოგეკიდებოდით და აღარ გაგიშვებდით!

  მოგვიყევით, რას გრძნობდით?
რა შეიცვალა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ინგა:სიმართლეგითხრათ, თავიდან დახმარების თხოვნა ძალიანმეუხერხულებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეთი რაღაცები ხდება. ახლა ყველას უჭირს;მაგრამ საკუთარი შვილების
ტანჯვის ყურება უკვე აღარ შემეძლო. როცა დავინახე, რამდენ ადამიანს სურდა ჩვენი დახმარება,
თვალებს ვერ ვუჯერებდი! სხვა თუ არაფერი, ალბათ ვიღაცამ ეს ფული საკუთარ ოჯახს მოაკლოდა ჩემს შვილებს უწილადა!გულითად მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირსგვერდი არ აუარა;ყველას, ვინც ჩვენი ამბავი
წაიკითხა და გულთან ახლოს მიიტანა!უფალმა დაგლოცოთ და თითოეული გადმორიცხული ლარი მილიონად დაგბრუნებოდეთ!

„შეიძლება ჩაგეხუტოთ და ჩაგკოცნოთ?ეს ყველაფერი მართლა ჩვენია?
ხომ არ
შეგეშალათ?
თან ორი ცალი!”

  რას ნიშნავს ეს დახმარება
და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

  ინგა:მე და ჩემი ქმარი
მიჩვეულები ვართ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ, რადგან ის ბავშვთა
სახლში გაიზარდა, მე კი მრავალშვილიან ოჯახში… მაგრამ როცა გამოუვალი მდგომარეობა
შეიქმნა, – დასასრული გვეგონა. თავში აზრადაც კი არ მოგვივიდოდა, რომ ვინმესთვის რამე
გვეთხოვა. ყოველი დღის გათენებას შიშით ველოდი. კიდევ კარგი, ჩემმა გოგონამ მითხრა,
რომ „ფეისბუქზე“ ნახა, რამდენ გაჭირვებულს ეხმარებით… პოსტის გამოქვეყნების შემდეგ
გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ჩემი პრობლემების პირისპირ მარტო, რომ ამქვეყნად
ბევრი კეთილი ადამიანია, ვისთვისაც ჩვენი უბედურება სულ ერთი არაა და ისინი მზად არიან,
დახმარების ხელი გამოგვიწოდონ! გულში იმედი ჩამესახა და მივხვდი, რომ მარტო აღარ ვართ!
არადა, ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალას და ხვალინდელი დღის
იმედს სწორედ ეს გაძლევს!

ინგა, ჩვენს პოსტს
ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

  ინგა:უი, რას ამბობთ?!
(უიმედოდ იქნევს ხელს.) სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით, დაინგრა და ბინის დაქირავება
მოგვიწია, ეს კი ჩვენთვის ნამდვილი კატასტროფაა. ბავშვები ისედაც ნახევრად მშივრები
იყვნენ, ახლა კი ამ ბინის ქირის გადახდა გვიწევს… ხელისუფლებას დახმარების თხოვნით
არაერთხელ მივმართე, მაგრამ კაციშვილი არ გამოგვხმაურებია…

შეგიძლიათ მარჯვენა
ფოტოზე ის სევდიანი ბიჭუნები ამოიცნოთ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით? ისინი
თითქოს გამოცვალეს!

  ოთო, შენს ახალ სათამაშოს
მაჩვენებ?

  ოთო (7 წლის):რას ამბობ, დეიდა,
რა სათამაშო ესაა?!ეს სერიოზული რამეა, მისი მეშვეობით ვსწავლობ!

  რა ყოჩაღიბიჭი ხარ! მხოლოდსწავლობ თუ?..

  ოთო:სხვადასხვა თამაშებსაც
ვთამაშობ და მულტფილმებსაც ვუყურებ!

  ლუკა (13 წლის):როცა ეს პლანშეტები
გვაჩუქეთ, ტელევიზორი არ გვქონდა. ბავშვებს ისე გაუხარდათ!

  ინგა:დიახ, ბავშვებს არანაირი
გასართობი არ ჰქონდათ და ეს პლანშეტები მათთვის ნამდვილი ხსნაა!

GTA”აკრიფე და ერთად ვითამაშოთ. შენ შენს პლანშეტზე, მე – ჩემსაზე!“

  ხომ არ ჩხუბობთ, ბიჭებო?
ხუთნი ხართ, პლანშეტი კი ორია!

  დათო (11 წლის):არა-ა-ა! გაკვეთილები
სხვადასხვა დროს გვაქვს – ორს დილას, ორს კი საღამოს და გვყოფნის!

  ლუკა:პატარები – ოთო და
დათო თავიდან პლანშეტს ხელიდან არ აგდებდნენ, ღამით კი ბალიშის ქვეშ დებდნენ! რას იზამ,
დათმობა გიწევს. მე, საბა და გიორგი ხომ დიდები ვართ?! მთავარია, რომ ახლა დედა იღიმის…

  დათო:დიახ, დიახ! როცა
იცინის, ისეთი ლამაზია! არადა, სანამ თქვენ მოხვიდოდით, სულ სევდიანი დადიოდა.

„ახალ პლანშეტთან
განშორება აღარ მინდა და ყველგან თან ვატარებ!“

  ძალიან გვიხარია,
რომ ღიმილი ისევ ისწავლეთ, ინგა! მაგრამ ალბათ ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი საკითხია…

  ინგა:რა თქმა უნდა! ჯერ
კიდევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ სინდისი არ მომცემს უფლებას შეგაწუხოთ. სურსათის საკითხში
ძველებურად გვიჭირს, ქმარი ისევ „ტაქსაობს“, მაგრამ რასაც შოულობს, საწვავზე და მანქანის
ქირაზე ძლივს ჰყოფნის. ზოგჯერ სახლისთვის პურსაც კი ვერ ყიდულობს. ბინის ქირა მძიმე
ტვირთად დაგვაწვა. პლუს, კომუნალური გადასახადები… ზამთარიც კარზე მოგვადგა… სურსათი
და შეშა – ეს არის ჩვენი პრობლემა ამ დროისთვის. ღმერთო, ნეტავ იცოდეთ, როგორი მადლიერი
ვარ თქვენი – საჩუქრებისთვის, თანაგრძნობისთვის, იმ უსაზღვრო ბედნიერებისთვის, რომელიც
ჩემს ბიჭებს აჩუქეთ! ღმერთმა ეს სიხარული ასმაგად დაგიბრუნოთ თქვენც და თქვენს ოჯახებსაც!
უფალმა დაგლოცოთ!

ჩუმად, ჩუმად, გაკვეთილი
იწყება!“ – ბიჭებმა მთელი სასწავლო წელი გამოტოვეს. ახლა დაკარგული დრო უნდა აინაზღაურონ.

***

  მეგობრებო, თქვენი სიკეთის და მზრუნველობის წყალობით,
კიდევ ერთი ოჯახი გაბედნიერდა. ბედნიერებისგან ბიჭებს თვალები უციმციმებთ, დედამ, ინგამ
კი ღიმილი ისევ ისწავლა. თქვენ ბავშვებს არა მხოლოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცით, რადგან
მათ გასართობიც კი არაფერი ჰქონდათ.

  მაგრამ
ოჯახს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება. მრავალშვილიანი ოჯახი ნაქირავებ
ბინაში ცხოვრობს და თავი ძლივს გააქვს. მათ სჭირდებათ შეშა და საკვები პროდუქტები,
რადგან სოციალური დახმარება და ოჯახის მამის მოკრძალებული შემოსავალი ყველაზე აუცილებელზეც
კი არ ჰყოფნით!

მათ
პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ
წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი
ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ,
ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ
ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე,
როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის
კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო
ღვთისმსახურება!

თქვენი
სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო,
კიდევერთხელ, დიდიმადლობაყველას!

ჩვენი
ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნაყოფიების
ოჯახი
).

თანხის გადმორიცხვა
შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/745-nakopia/ 

თანხის ჩარიცხვა
ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ
გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი
სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე:
www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის
სიცოცხლე გადაარჩინოს!დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და
მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2021 სექ 09
მაცივარი
749.99₾
2021 სექ 16
პლანშეტი
700.00₾
2021 დეკ 16
ფეხსაცმელი
90.00₾
2022 თებ 24
პროდუქტები
149.96₾
2022 მარ 23
პროდუქტები
99.98₾

სულ ხარჯები:

2149.93₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.03.2022 17:01:27
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2022 10:29:16
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2021 17:07:59
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2021 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,149.50

108 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,149.50

108 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება