ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გულო, არ გაჩერდე, იმუშავე!

calendar ივნისი 24, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თვენახევრის განმავლობაში 18 ოპერაცია და 18 ნარკოზი გაუკეთდა. ფილტვები ნაწილ-ნაწილ ამოაჭრეს – ჯერ ერთი, მერე მეორე… ახლა ფილტვის მეოთხედიღა დარჩა. მან 18 სიკვდილი გადაიტანა, მაგრამ სიცოცხლეს ყოველ ჯერზე უბრუნდებოდა. ის ახლა ცოცხალია, თუმცა დრო შეზღუდული აქვს. მან ეს იცის… მისმა მშობლებმაც იციან… მაგრამ ეყოთ ძალა, რომ ამ სინამდვილეს შეჰგუებოდნენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

თვენახევრის განმავლობაში 18 ოპერაცია და 18 ნარკოზი გაუკეთდა. ფილტვები ნაწილ-ნაწილ ამოაჭრეს – ჯერ ერთი, მერე მეორე… ახლა ფილტვის მეოთხედიღა დარჩა. მან 18 სიკვდილი გადაიტანა, მაგრამ სიცოცხლეს ყოველ ჯერზე უბრუნდებოდა. ის ახლა ცოცხალია, თუმცა დრო შეზღუდული აქვს. მან ეს იცის… მისმა მშობლებმაც იციან… მაგრამ ეყოთ ძალა, რომ ამ სინამდვილეს შეჰგუებოდნენ.

რკინის ნერვები უნდა გქონდეს, იმ აზრს რომ შეეგუო, რომ შენი 16 წლის შვილი მოკვდება, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, რომ მალე ყველაფერი დამთავრდება… და ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერია მისი გული.

„დიახ, ავად ვარ“, – ამბობს ირაკლი. – „უკვე საწოლიდანაც კი ვეღარ ვდგები, სუსტად ვარ… მაგრამ ბავშვობიდან ერთი ოცნება მაქვს. სულ ფულის დაგროვებაზე და ელექტრო მოპედის ყიდვაზე ვოცნებობდი. აი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ეზოში დგას; ვდგები, მასთან მივრბივარ, ვჯდები და ბრრრ! მივაქროლებ და ქარი სახეში მიბერავს… მაგრამ ახლა არც მოპედი მაქვს და აღარც ჯანმრთელობა. მალე კი აღარც ირაკლი იქნება… როგორ მინდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მაინც ვიცხოვრო ნორმალური ადამიანივით…“

მოითმინეთ, ცოტა ხნით სულს მოვითქვამთ, გონს მოვეგებით და მოყოლას გავაგრძელებთ… მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს 16 წლის ბიჭი სიკვდილის მოლოდინში. მოგიყვებით მის განცდებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი ერთ წუთში დაკარგოს… თქვენ კი გამბედაობა მოიკრიბეთ და მოგვისმინეთ!

გულო, არ გაბედო და ფეთქვა არ შეწყვიტო!

2021 წლის პირველი იანვარი. ხმაური, ჟრიამული, მხიარულება… ხმამაღლა მღეროდნენ და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ. უცებ, ირაკლის განწირულმა ყვირილმა ყველა მხიარული ხმა გადაფარა: „დედა, ცუდად ვარ, დამეხმარე!“ და დაიწყო სისხლიანი ღებინება, პანიკა, ჯერ ერთი საავადმყოფო, მერე მეორე – ვერსად უშველეს. ბათუმში ფილტვი გაუხვრიტეს, რომ სუნთქვა შეძლებოდა და თბილისის საავადმყოფომდე ეცოცხლა…

თამილა: წელი ამ საშინელებით დაიწყო. სრულიად ჯანმრთელი შვილი ლამის ხელებში ჩამაკვდა. ჩემი ყველაზე ჯანმრთელი, კეთილი და ლამაზი ბიჭი… ეს როგორ დაგემართა?

ახლა ყველაფერი უფლის ხელშია

ირაკლი: დე, ნუ ტირი, არ გინდა დრამატიზება, ყველაფერი კარგად იქნება. გავუმკლავდები.

ირაკლი, მოგვიყევი შენ შესახებ. თავს როგორ გრძნობ?

ირაკლი: ვისურვებდი, რომ უკეთ ვყოფილიყავი. ყველაფერი მტკივა, მაგრამ ვუძლებ. არ მინდა მშობლები ვანერვიულო. ავადმყოფობამდე ისე კარგად იყო ყველაფერი, ისე კარგად ვცხოვრობდით, ეჰ…

და რა იყო ავადმყოფობამდე?

ირაკლი: სკოლაში დავდიოდი, მეგობრები მყავდა, დედასთან ერთად კაფეში ვმუშაობდი, ვეხმარებოდი და საოცნებო მოპედისთვის ფულს ვაგროვებდი… მაგრამ უცებ, ერთ დღეს, ყველაფერი დამთავრდა.

ასე ნუ ამბობ, ირაკლი. ჯერ არაფერი დამთავრებულა!

ირაკლი: ჩვენი სახლი ხომ ნახეთ? აქამდე ფეხით რამდენი კილომეტრი გამოიარეთ? საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ცუდად გავხდები და მშობლები ისევ იმაზე დაიწყებენ ნერვიულობას, რომ ჩემი საავადმყოფოში წაყვანა არ შეუძლიათ. ვიცი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია, მაგრამ ვოცნებობ, რომ დარჩენილი დრო ნორმალური გზის გვერდით, ნორმალურ გარემოში ვიცხოვრო, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა უპრობლემოდ მოვიდოდა.

ვაითუ, სასწრაფომ ვერ მოუსწროს?!

ავად გახდომამდე რაზე ოცნებობდი?

ირაკლი: ეჰ, რა მნიშვნელობა აქვს?.. ისე, მართლა გაინტერესებთ? მართლა? იცით, მას შემდეგ, რაც ცუდად გავხდი, მშობლების გარდა ყველა თავს მარიდებს. მეგობრებიც კი აღარ მყავს გვერდით. არადა, ზოგჯერ ისე გინდა, რომ უბრალოდ ვიღაცას დაელაპარაკო, რაღაცაზე იოცნებო…

ირაკლი, შენი მეგობარი მე ვარ, ჩვენი მკითხველები არიან შენი მეგობრები. გაგვიზიარე, რაზე ოცნებობდი?

ირაკლი: ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ელექტრო მოპედი იყო… და იცით, მასზე დღემდე ვოცნებობ. ვიცი, რომ სიარული არ შემიძლია, – ახლა ძალიან სუსტად ვარ. ვიცი, რომ უდიდესი ძალა მჭირდება, რომ უბრალოდ საწოლიდან წამოვდგე, მაგრამ რომ ვიცოდე, რომ ამ კარის უკან მოპედი დგას, ალბათ საწოლიდან წამოვხტებოდი და მასზე დავჯდებოდი… იცით, ამაზე როგორ ვოცნებობ?

საშიში არ არის?

ირაკლი: არა, რას ამბობთ?! გინდათ გასწავლოთ? დამპირდით, რომ თუ გამოვჯანმრთელდი და მოპედი მექნება, აუცილებლად მოხვალთ და მე ტარებას გასწავლით! შევთანხმდით?

რა თქმა უნდა, ირაკლი! ამაზე უარს როგორ გეტყვი? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ! თანაც მოპედის ტარების სწავლა ძალიან მინდა!

ირაკლი: ისე მიხარია! სასიამოვნოა ამის მოსმენა!

მეგობარო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ ახლა დედაშენს გავესაუბრო?

ირაკლი: არა! ახლა ისე შთამაგონეთ…

როცა ავად ხარ, გვერდით არავინ გყავს… მეგობრებსაც კი აღარ სჭირდები

თამილა, რა კარგი შვილი გყავთ! როგორი ძლიერი და ოპტიმისტია…

თამილა: დიახ. ყველაზე რთული სწორედ ამის ყურებაა. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო… ბოლო ოპერაციის წინ პალატაში შესვლაზე უარი განაცხადა. ექიმს არწმუნებდა, რომ მისთვის სიმართლე ეთქვა, სიმართლე კი საშინელი იყო: „შენი განკურნება შეუძლებელია. იცოცხლებ მანამდე, სანამ შენი გული შეძლებს მუშაობას“. ირაკლი კინაღამ ფანჯრიდან გადახტა. კედელს მუშტებს ურტყამდა, ტიროდა, მაგრამ მერე თავი ხელში აიყვანა და თქვა: „კარგი, თუ ასეა, ვიბრძოლებ იქამდე, სადამდეც ძალა მეყოფა და სანამ ცოცხალი ვარ!“

წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდა… თქვენთვის კი… სიტყვები არ მყოფნის…

თამილა: მე და ირაკლის მამინაცვალი, რომელიც მისთვის მშობელი მამასავითაა, მას გვერდიდან არ ვშორდებით. მისი ოპერაციისთვის ყველაფერი გავყიდეთ: ტექნიკა, ავეჯი, ძვირფასეულობა… ახლა ფული საკვებისთვისაც კი არ გვყოფნის. წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა? მხოლოდ კეთილი ხალხი გვეხმარება. ნახეთ, სად ვცხოვრობთ: ნორმალურ გზამდე 7 კილომეტრია. აქ ცხოვრება ჯანმრთელ ადამიანსაც კი გაუჭირდება, არათუ მძიმედ ავადმყოფი შვილით…

ცუდ ამინდში, ირაკლის სახლამდე მისასვლელად, ფეხით 7 კილომეტრი უნდა გაიარო!

და სახელმწიფო?

თამილა: სახელმწიფომ ჩემს შვილს 50 ლარიანი დახმარება დაუნიშნა, პენსია – არა.

თამილა, ამ წუთისთვის ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

თამილა: ერთადერთი, რაც ახლა ძალიან დაგვეხმარებოდა, დასახლებულ პუნქტში დასახლებაა, სადაც, – ჩემი შვილი ცუდად რომ გახდეს, – სასწრაფო დახმარების მანქანა ადვილად მოვიდოდა. ჟანგბადის ბალონი და სურსათიც ძალიან გვჭირდება.

არც რაიმე სახის ტექნიკა გაქვთ…

თამილა: ამაზე როგორ ვისაუბრო? შეიძლება მალე შვილი აღარ მყავდეს…

„შეიძლება მალე შვილი აღარ მყავდეს“

თამილა, რაზე ოცნებობთ?

თამილა: იმაზე, რომ გული არ გაჩერდეს…

(ამ სიტყვების შემდეგ თამილამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა… ირაკლიმ გვთხოვა: „საკმარისია, აღარ გინდათ! დედა ძალიან განიცდის და ამის ყურება აღარ შემიძლია“.)

ირაკლი, შენ რას ისურვებდი?

ირაკლი: ერთი, მაგრამ ეშმაკური სურვილი მაქვს. მინდა ჩემი მოპედის ტარება გასწავლოთ. ხედავთ? ეს იმას ნიშნავს, რომ გამოვჯანმრთელდები, სიარულს შევძლებ და თქვენი დაჭერის ძალაც მექნება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ნორმალურ ადგილზე ვიცხოვრებ. მართლა იმეგობრებთ ჩემთან, სანამ ცოცხალი ვარ?

ირაკლი, ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ შენ უამრავ მეგობარს შეიძენ!

ირაკლი: უბრალოდ ბედნიერი ვიქნები! მართლა!

* * *

მეგობრებო, თქვენ ირაკლის ისე სჭირდებით, როგორც სხვას არავის! მას ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება.

შეგიძლიათ ჩვენი გმირი თავად მოინახულოთ და მისი ნამდვილი მეგობარი გახდეთ, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება! მისი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შრომა.

მას ახლა ყველაზე მეტად საცხოვრებლის შეცვლა სჭირდება. მეგობრებო, იქნებ რომელიმე თქვენგანმა შეძლოს და მას ბინა შესთავაზოს ან ბინის ქირა გადაუხადოს?

ასევე, იმისთვის, რომ მისთვის ცხოვრება ტანჯვად არ იქცეს, ირაკლის სუნთქვა სჭირდება! მისი ფილტვების მეოთხედს გამკლავება უჭირს, ამიტომ ჩვენ მისთვის ჟანგბადის ბალონის, წამლების, მყუდრო საწოლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფულს ვაგროვებთ! და რა თქმა უნდა – ელექტრო მოპედის ფულს! უფალი განგვსჯის, თუკი სიკვდილისთვის განწირული, მაგრამ მამაცი ქართველის ოცნება არ ახდება! მას ხომ მხოლოდ ის უნდა, რომ მოპედის ტარება გვასწავლოს და სიცოცხლით დატკბეს!

დიახ, დიაგნოზი არასანუგეშოა, მაგრამ ამ მშვენიერი ბიჭისთვის ჩვენ შეუძლებელსაც კი შევძლებთ, ხომ ასეა? ვინ დაგვეხმარება ამაში? რა თქმა უნდა, უფალი! ამ ამბის ბოლომდე წასაკითხად ხომ სწორედ მან გამოგგზავნათ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ირაკლი ადეიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მადლობა ყოველი ახალი დღისთვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „დედა, ნუთუ ჩემთვის არის ეს ყველაფერი? გთხოვ, მომეხმარე ლოგინიდან წამოდგომაში! ჩემი მოპედი უნდა ვნახო! – ირაკლის თვალები ბედნიერებით უელავს – გული კი როგორც ძრავი ისე მუშაობს! მოუსმინე, დედა. ნუ გეშინია! ეს სიხარულის მღელვარებაა“.
უფალო შეგვეწიე! 

 „ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ახლა საწოლიდან წამოხტომა და მოპედით თქვენთან ერთად გასეირნება!“
ერთი წლის წინ, ირაკლიმ საკუთარი განაჩენი გაიგო – ერთბაშად ორი საშინელი დიაგნოზი, არანაირი იმედი. ერთი წლის მანძილზე თვრამეტი ოპერაცია გადაიტანა. როგორ უჭირს სუნთქვა! ფილტვები ვერ უძლებს… რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გიამბეთ ირაკლის ისტორია: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/746-adeishvili/. ამ ბიჭს კიდევ რამდენი დღე გაუთენდება, არავინ იცის.
რამდენსაც უფალი ინებებს, რამდენსაც გული… მაგრამ ის იბრძვის! ამ ქართველი ყმაწვილის ოცნებები დღეს რომ ახდა, სწორედ თქვენი და თქვენი თანადგომის დამსახურებაა. „გული – პატარა, სათუთი ყულაბაა. ყულაბა, რომლიდანაც ყოველდღიურად საზრდოობს სიცოცხლე. თქვენ კი მას ავსებთ! – თვალცრემლიანი ამბობს თამილა, ირაკლის დედა. – ავსებთ დადებითი ემოციებითა და ბედნიერებით. დიახ, მან იცის, რომ ვერ გამოჯანმრთელდება… იცის, რომ მისი დღეები დათვლილია, მაგრამ მე მადლობელი ვარ თითოეული მისი ღიმილისთვის, ბედნიერების გამომხატველი სიტყვისთვის და ახალი დღისთვის!“

„მინდა ბედნიერი ვიყო. მინდა ვიყო თქვენთან ერთად. დავტკბე ჩემი ოცნებით. რამდენი კარგი ადამიანი არსებობს! – ამბობს ირაკლი. – მადლობელი ვარ დახმარებისთვის და თანადგომისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის! ტექნიკა გვაჩუქეს, ჟანგბადის ბალონი, თანხა გადმოგვირიცხეს, მთავარი ის არის, რომ მე და ჩემი ოჯახი მარტო აღარ ვართ“.
სახლის ეზოში ახალი ელექტრო მოპედი დგას – ირაკლის ოცნება… იყო ოცნება. ახლა კი, რეალობაა და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! სტიმული იმისა, რომ მოიკრიბოს ძალა, რათა ერთ დღეს საჭესთან დაჯდეს და გაქროლდეს მზის შესახვედრად! „ყოველ დილით, ჩემი შვილი გარეთ გაყვანას მთხოვს. მოპედს უყურებს და ოცნებობს. მისი თვალები ციცინათელებივით ანათებს, ჩემი კი ცრემლით ივსება. ბედნიერებისგან ვტირი, ჩემი შვილი ხომ ისე იშვიათად იღიმის…“
ირაკლიმ პირობა დადო, რომ იბრძოლებს და აუცილებლად გამოკეთდება! იბრძოლებს იმისთვის, რაც ყველაზე ძვირფასია – სიცოცხლისთვის! ხალხის ყურადღება და თანადგომა კი ყველაზე ძლიერი იარაღია მომაკვდინებელ სენთან უთანასწორო ბრძოლაში. იქნებ სასწაული მოხდეს? იქნებ გადარჩეს?.. უშველე, ღმერთო!
– თამილა, ვიცით, რამდენად მძიმეა თქვენთვის ეს განაჩენი და რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა. გვიამბეთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ფონდმა დაწერა თქვენი გასაჭირის შესახებ?
თამილა: ახლა ირაკლი, ყველას შვილია, და არა, მხოლოდ ჩემი… მთელი საქართველოს შვილია! მე მას სიცოცხლე ვაჩუქე… ახლა კი თქვენ, მცირედი დახმარებითაც, ყოველდღიური ყურადღებით და სითბოთი, სიცოცხლეს უხანგრძლივებთ, ამყარებთ რწმენას და მის გულში იმედის ნაპერწკალს ანთებთ! სწორედ ამ გულზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე! გმადლობ, უფალო, ჩემს შვილს რომ არ ტოვებ. გმადლობ, რომ კეთილ ადამიანებს გვიგზავნი!
იცით, რომ ირაკლის თვრამეტი ოპერაცია აქვს გადატანილი. ერთდროულად ვებრძვით ორ დაავადებას – პნევმატორაქსსა და პნევმოსკლეროზს. მას სუნთქვა უჭირს. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რადომდე გაუძლებს გული… ვიბრძვით… ხომ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული დადებითი ემოცია? ეს განწყობა ხალხისგან მოდის, რომელიც მასზე ზრუნავს… ერთგვარი ჯაჭვია… როდესაც თავისი საოცნებო მოპედი დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ვერასდროს გაატარებს, მისი თვალები ციცინათელებივით აინთო, სტიმული მიეცა. სახლიდან გაყვანას ყოველდღე მთხოვს, უყურებს მოპედს, რომელიც ეზოში დგას. ელის მდგომარეობის გაუმჯობესებას…

ეს მოპედი ერთგვარი გამოწვევაა, რათა ირაკლიმ შეინარჩუნოს სიცოცხლის წყურვილი და ნამდვილი მეომარივით შეებრძოლოს დაავადებას
ირაკლი: ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ჩაფხუტი დავიფარო და გავქროლდე! მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეზოში ჩემი საოცნებო მოპედი მელოდება. ამდენი ადამიანი შეწუხდა ჩემს გამო. ვიცი, უფალი არ მიმატოვებს. ჩემთვის ყველა ლოცულობს, მამა ნაუმიც ლოცულობს. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ლოცვა და სიკეთე.
– ირაკლი, ყველას გვიყვარხარ და მხოლოდ ის გვინდა, რომ გამოჯანმრთელდე. მხურვალედ ვლოცულობთ შენთვის! ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა დაგირეკათ, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
თამილა: დღე არ გავა ისე, რომ ვინმემ არ დაგვირეკოს, არ მოგვიკითხოს. სრულიად უცნობი ადამიანები რეკავენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. სამწუხაროდ არ ვიცი გვარები, ხშირად არც მეუბნებიან. თუმცა, სიკეთეს გვარი არა აქვს… (თამილა ცრემლებს ვერ იკავებს)
თქვენი ფონდის თანამშრომლები – დავითი, ნანა – ხშირად გვიკავშირდებიან, გვეკითხებიან, როგორ არის ირაკლი, რა გვჭირდება. მინდა ვახსენო ერთი ემიგრანტი ქალბატონი – მაიკო ბელიჯანაშვილი. მისი უზომოდ მადლობელი ვარ ყურადღებისთვის! სოციალური ქსელის მეშვეობით დაგვიკავშირდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ. მეგობრებიც შეუერთდნენ: ია ჩიტაშვილი, ია ჩოჩიშვილი, მამუკა გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა თქვენ!
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ია ჩოჩიშვილს. არა ერთხელ გაგვიწია დახმარება. ეს ღვთისნიერი ქალბატონი სიკეთეს უსაზღვროდ თესავს. შვილი კიბოთი უკვდებოდა, ის კი სხვის შვილებზე მაინც ზრუნავდა! ამიტომაც უფალი დაეხმარა და შვილი გადაურჩინა! მისმა შვილმა დაამარცხა კიბო!
კიდევ, ძალიან მინდა ერთი უცნობი სათნო ქალბატონის პოვნა. დაახლოებით 60 წლისაა, ნათელი სახით. კლინიკაში მოვიდა, დაიჩოქა და მხურვალედ ლოცულობდა ირაკლისთვის. მამხნევებდა: „გამაგრდი, დედიკო…“ ყველანაირად დაგვიდგა მხარში, მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა. ღმერთმა დალოცოს. მხოლოდ მისი სურათი მაქვს და ძალიან მინდა გავიგო მისი ვინაობა.
გამუდმებით ვლოცულობ… უფალო, ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფე შვილები! რა უნდა იყოს იმაზე მტკივნეული, ვიდრე ფიქრი იმაზე, რომ ის ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარს, ხელიდან გეცლება…
 (თამილა ჩუმდება, რომ არ ატირდეს. სიჩუმის რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალა მოიკრიბა და გააგრძელა.)
ასევე, ძალიან დაგვიდგა მხარში ემიგრანტი მაია სამხარაძე, რომელმაც კლინიკაში, ოპერაციის დროს თავისი შვილი და რძალი გამოაგზავნა… არა ერთხელ დაგვეხმარნენ აუცილებელი ნივთებითა და პროდუქტით. მათ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ!
ვერასდროს დავივიწყებ თქვენს სიკეთეს! რამდენმა ადამიანმა ჩარიცხა ჩემი ბიჭისთვის თანხა. თქვენ ყველამ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გასაჭირი. ამიტომაც ვამბობ, რომ ირაკლი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული თქვენთაგანის შვილია, ჩემო კეთილო ადამიანებო. თქვენ ხართ ჩვენი ძალა. თქვენმა სიყვარულმა, ტკივილსა და სასოწარკვეთილებას გადაგვარჩინა.
ირაკლი: ბევრი უფროსი მეგობარი შევიძინე. მაგრამ ჩემს თანატოლებს არ უნდათ ჩემთან მეგობრობა. ალბათ ფიქრობენ, რა აზრი აქვს, მაინც მოკვდებაო…
– ძალიან გთხოვ, არ თქვა ასე. მჯერა, რომ ცდები. მოდი შენს ახდენილ ოცნებაზე ვისაუბროთ. აღარ ვიკითხავ, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა გაგიხარდა… 

 „ჩაფხუტს რომ ვიფარებ და თვალებს ვხუჭავ, წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემი მოპედით როგორ დავქრივარ…“
ირაკლი: რა თქმა უნდა, მოპედი! უზომოდ გამიხარდა. მაგრამ პლანშეტიც კარგია…
– შემპირდი, რომ სოციალურ ქსელში იაქტიურებ. კარგი? თორემ როგორ უნდა გიპოვონ ახალმა მეგობრებმა, თუ „ფეისბუქის“ პროფილი დახურული გაქვს?
ირაკლი: გპირდებით! (იღიმის) მაგრამ ყოველთვის არ მაქვს საუბრის თავი. პლანშეტის გამოყენება უფრო შემეცნებითი თვალსაზრისით მინდა გამოვიყენო, ინფორმაცია გავიგო… მოკლედ, ვეცდები. სხვა საჩუქრებისთვისაც დიდი მადლობა – ტექნიკისთვის და ავეჯისთვის. გმადლობთ, რომ იზრუნეთ ჩემს დედიკოზე.

 „მიყვარს ინტერნეტში მოგზაურობა, იქ ტკივილს ვივიწყებ, დროებით მაინც…“
 „წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ… არ ვარ ავად… საკუთარი ოთახი მაქვს ნათელ ფერებში შეღებილი. იქ კი თქვენი ნაჩუქარი ავეჯი დგას. ახალი მეგობრები მსტუმრობენ. ვერთობით, ბევრს ვსაუბრობთ, ვიცინით“
თამილა: იცით რა ტკბილი ბიჭია? სულ ფიქრობს ჩემზე. სანამ ჯანმრთელად იყო, სულ მეხმარებოდა, მხარში მედგა.
ერთხელ, პრობლემების გამო, ჩემი დაბადების დღე დამავიწყდა. პატარა ირაკლი, სანამ მაცილებდა, ათასჯერ მკითხა: „დედიკო, მალე მოხვალო“ მე კი ცოტა მწყრალად მივუგე: „მოვალ, სად წავალ“. როდესაც სახლში დავბრუნდი, მაგიდაზე ულამაზესი ტორტი დამხვდა (ტირის.) თურმე მეზობლისთვის პროდუქტი მიუტანია და უთხოვია: „დღეს დედიკოს დაბადების დღეა, მინდა სიურპრიზი გავუკეთო“. მან კი უარი ვერ უთხრა და დაეხმარა.

ადეიშვილების ოჯახმა, სახლისთვის უამრავი საჩუქარი მიიღო თქვენგან, თქვენ ყველანაირად შეეცადეთ მათი ცხოვრების შემსუბუქებას. ირაკლი და თამილა გრძნობენ თქვენს მხარდაჭერას და უზომოდ მადლობლები არიან
– რა თბილი ისტორიაა, თან რა კარგად მოუფიქრებია ყველაფერი. თამილა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
თამილა: პირველი ოპერაციის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მივიღეთ 200 ლარის ოდენობით. (ირაკლი სამტრედიაშია დაბადებული.) სულ ეს არის.
– თამილა, ვიცით, რომ ავადმყოფობასთან საბრძოლველად კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ.
თამილა: ყველაფერი, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია და ძალიან მნიშვნელოვანი! გმადლობთ თითოეული საჩუქრისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობასა და სიყვარულისთვის! მაგრამ, რას ვიზამთ, საჭიროებებს რა გამოლევს. მთავარი პრობლემა – საცხოვრებელია, საცხოვრებელი პირობები, მას შემდეგ, რაც სახლი დავკარგე… დაფინანსების გარდა, ოპერაციისთვის კიდევ 70 000 ლარი დაგვჭირდა. ასე უცებ, საიდან მოვიტანდი? სახლი ბანკში ჩავდე და სამწუხაროდ, დავკარგე. ახლა, ნათესავებთან ერთად ვცხოვრობთ, რაიონის ცენტრიდან შვიდ კილომეტრში. ცუდი გზა არის, ჩვენ კი სასწრაფო დახმარება ძალიან ხშირად გვჭირდება. რეანიმობილი ვერ მოდის სწრაფად.
გარდა ამისა, ცამეტნი ვცხოვრობთ პატარა ფართში. ირაკლის კი, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მითუმეტეს, ამ პანდემიის პირობებში. ავადმყოფმა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. არ ვიცი, იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, რომელსაც სახლი ექნება რაიონულ ცენტრთან, საავადმყოფოსთან ახლოს და დროებით დაგვითმოს? სანამ ფეხზე დავდგებით, სანამ გამოვჯანმრთელდებით… (ტირის)
ირაკლის წაყვანა მინდა  ყინწვისის ტაძარში, მინდა მისი გადარჩენისთვის ვილოცო. მისმა მადლმა, ჩემი ბიჭი უკვე ერთხელ გადაარჩინა… მამა ნაუმი, ყინწვისიდან იაშვილის კლინიკაში ფეხით ჩამოვიდა. მისმა მხურვალე ლოცვამ და შუამდგომლობამ, ბოლო, მეთვრამეტე ოპერაციის შემდეგ, ირაკლი გონს მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გათიშული იყო. სასწაულის იმედი ისევ მაქვს…
გთხოვთ, ჩვენო ბიჭო, გამაგრდი!
***
ჩემო კეთილო ადამიანებო, ფონდის ერთგულო მეგობრებო! როგორც თამილამ თქვა, ირაკლი უკვე მხოლოდ მისი კი არა, არამედ ჩვენი შვილიც არის!.. ვიცით, როგორ გეტკინათ გული, ეს შემზარავი ისტორია პირველად რომ წაიკითხეთ. რამდენი ცრემლი დაღვარეთ! დახმარება, იმ წამსვე, სასწრაფოდ გაუწიეთ. უფალს ევედრებოდით მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.
ჩვენი ბიჭი ცოცხალია! ჩვენი ირაკლი განაგრძობს ბრძოლას, და ჩვენი დახმარება, მისთვის აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი. მის გვერდით, მისი დედაა, თამილა, ის ავადმყოფობას არ დანებდება და ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს. ბრძოლას ვაგრძელებთ. რაც შესაძლებელია, ყველაფერი გავაკეთოთ ირაკლისთვის.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ადეიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   
       
         
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 27
მოპედი
1800.00₾
2021 აგვ 04
საწოლი
1000.00₾
2021 აგვ 24
პროდუქტები
300.62₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1830.00₾
2021 სექ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1599.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
390.00₾
2021 ოქტ 06
პროდუქტები
299.78₾
2021 ოქტ 08
კარადა
570.00₾
2021 ნოე 01
მაცივარი ხიზანიშვილებისთვის
700.00₾
2021 ნოე 12
პროდუქტები
349.74₾
2021 ნოე 19
პლანშეტი
350.00₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
156.36₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2021 დეკ 21
პროდუქტები
398.19₾
2022 იან 13
პლანშეტი მაწონაძეებისთვის
350.00₾
2022 იან 13
გაზის წყლის გამაცხელებელი მაწონაძისთვის
450.00₾
2022 იან 31
პროდუქტები
299.64₾
2022 თებ 17
მედიკამენტები ბერიძე გიასთვის
304.27₾
2022 თებ 24
პროდუქტები
300.39₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
430.00₾
2022 მარ 07
მედიკამენტები გია ბერიძესთვის
671.06₾
2022 მარ 30
პროდუქტები
389.22₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
400.01₾
2022 მაი 01
მედიკამენტები
314.09₾
2022 ივნ 05
პროდუქტები
399.98₾
2022 ივლ 28
პროდუქტები
356.00₾
2022 ივლ 28
ტელევიზორი
580.00₾
2022 სექ 12
მედიკამენტები
421.17₾

სულ ხარჯები:

15639.52₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 20:00:00
₾500.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2022 10:23:25
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2022 15:46:15
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 12:34:32
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 09:40:39
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 10:01:39
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾15,639.43

1010 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾15,639.43

1010 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება