ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დე, ცემენტის ყველი გამომიძერწე!

calendar სექტემბერი 14, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხუთი წლის ვაჩეს ჰგონია, რომ დედას ცუდი გემოვნება აქვს, როცა ის მაკარონს ან კარტოფილს უსინჯავს გემოს და შვილს ეუბნება: „მმმ, გასინჯე, რა გემრიელია!“ ვაჩეს ამ „გემრიელობების“ დანახვა უკვე აღარ შეუძლია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ხუთი წლის ვაჩეს ჰგონია, რომ დედას ცუდი გემოვნება აქვს, როცა ის მაკარონს ან კარტოფილს უსინჯავს გემოს და შვილს ეუბნება: „მმმ, გასინჯე, რა გემრიელია!“ ვაჩეს ამ „გემრიელობების“ დანახვა უკვე აღარ შეუძლია.

როცა თვეში 200 ლარად უნდა გადარჩე, მაღაზიაში ყველაზე იაფფასიან პროდუქტებს შორის, მაკარონზე და კარტოფილზე გვიწევს არჩევანის შეჩერება, თუმცა არც ეს ღირს იაფი; უკვე ყველაფერი გაძვირდა.

ხორცზე ან რძის პროდუქტებზე ფიქრიც კი ზედმეტია. ვერც ვერავის სთხოვ…

იმისთვის, რომ შვილს შიმშილიდან ყურადღება გადაატანინოს, დედამ ასეთი გასართობი მოიფიქრა: ჭიამაიებს და სოკოებს ერთად ძერწავენ ცემენტისგან, რომელიც მეზობელს დარჩა მშენებლობის შემდეგ, მერე კი სხედან და მათ სხვადასხვა ფერის საღებავით ღებავენ. „ყველის გამოძერწვა შეგიძლია?“ – კითხულობს 5 წლის ვაჩე. მისთვის ყველი ყველაზე გემრიელი საჭმელია; კანფეტებზე გემრიელიც კი… დედა კი მას ყოველდღე რაღაც უგემურ საჭმელს სთავაზობს…

„ჩემი გული ამ კედლის ქაღალდივით არის დაფლეთილი.“

ელზა, ვაჩე ამტკიცებს, რომ გემოვნება არ გაქვთ…

ელზა: ჰო… ჩემი საწყალი ბიჭი… ვცდილობ ყოველდღე დადებითად განვაწყო და ვეუბნები, რომ რაც გვაქვს, გემრიელია. არ მინდა ჩემი დარდი და შიში დავანახო. რა მისი ბრალია, თუ დედას მისთვის კანფეტების ყიდვა არ შეუძლია?! ღმერთია მოწმე, ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ჩვენ სრულიად მარტო ვართ.

როგორც მივხვდი, მეუღლე არ გყავთ, არა?

ელზა: არც მყავს და არც მყოლია. ბავშვის მამას თავისი შვილი არც კი უნახავს, მაგრამ აქ ამაზე სასაუბროდ არ მომიყვანიხართ. მინდა განახოთ, რა პირობებში ვცხოვრობთ და დახმარება გთხოვოთ.

ელზა, ეზოში რომ შემოვედით, ძალიან ლამაზი კუთხე დავინახეთ. ვაჩემ გვითხრა, რომ ამას თქვენ აკეთებთ.

იმისთვის, რომ შვილს შიმშილიდან ყურადღება გადაატანინოს, დედამ ხელთ არსებული საშუალებებით ლამაზი ფიგურების ძერწვა ისწავლა

ელზა: აჰ, სოკოებს და ჭიამაიებს გულისხმობთ? ეგ მე მოვიფიქრე, რომ ვაჩეს შიმშილიდან ყურადღება გადავატანინო. რემონტის შემდეგ მეზობელს ცემენტი და საღებავები დარჩა და მათ ვთხოვეთ. ვსხედვართ და ვძერწავთ, მერე კი ვღებავთ. „ყველის გამოძერწვა შეგიძლია?“ – მეკითხება ვაჩე. მისთვის ყველი ყველაზე გემრიელი საჭმელია; კანფეტებზე გემრიელიც კი… მაგრამ ჯერ ყველის გაკეთება არ გვიცდია…

„დედა ყველის გამოძერწვას დამპირდა.“

ვაჩე, დედას ეხმარები?

ვაჩე (5 წლის): დიახ, ჭუჭყიანი ხელები გვაქვს და ძალიან სახალისოა. აი, ეს ლამაზი სოკო მე გავაკეთე! ხომ ლამაზია? მაგრამ საღებავები გაგვითავდა, ამიტომ ისინი ნაცრისფერი და მოსაწყენია.

– ელზა, ყოველთვის ასე ღარიბულად ცხოვრობდით?

ელზა: მდიდრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ თავზე ჭერი მაინც გვქონდა. პანდემიამდე ვმუშაობდი, – ყვავილებს ვყიდდი. ჩვენს ეზოში ლამაზი გეორგინები იზრდება – თაიგულებს ვაკეთებდი და ვყიდდი. აი, მაშინ ნორმალურად ვცხოვრობდით! ნორმალურად როგორ… დედაჩემისთვის წამლების, შვილისთვის კი საკვების ყიდვა შემეძლო, მაგრამ მერე… რა ყვავილები, როცა ხალხს საჭმლის ფულიც კი აღარ რჩება?! სამსახური ყველამ დაკარგა.

– ახლა რა შემოსავალი გაქვთ?

ელზა: 200 ლარი სამ კაცზე. დღეში კაცზე ორ ლარზე ოდნავ მეტი გამოდის. დედას წნევის და წელის ტკივილის წამლები სჭირდება, რაც ძალიან ძვირი ღირს. რამდენიმე წელი დარჩა, სანამ პენსიაზე გავა, ამიტომ როცა ცუდადაა, გვიმალავს. ამ თანხით რა უნდა ვიყიდო? გემოვნება კარგი მაქვს, საჭმლის კეთებაც ვიცი, მაგრამ…

„დე, რა ლამაზი ხარ! რა კარგია, რომ შენ ამირჩიე და არა ვიღაც სხვა ქალმა.“

ვაჩე: ოოო, საჭმელზე ლაპარაკი აღარ გვინდა, რა! მოდი ლექსს მოგიყვებით, თქვენ კი დაბადების დღეზე ველოსიპედი მაჩუქეთ. შეიძლება?

დაბადების დღე როდის გაქვს?

ვაჩე: არ მახსოვს, მგონი გაზაფხულზე… მაგრამ როცა იქნება, ხომ იქნება, არა?

(ვაჩემ მოგვიყვა ლექსი საქართველოზე.)

“ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, –
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
სადღა აღარ წამიყვანა.
მთაში ჩანჩქერები ვნახე,
ბარში ია-ვარდისყანა –
ეს პატარა საქართველო
რა ყოფილა ამისთანა!”

ძალიან კარგი ლექსია! ყოჩაღ! თან რა ლამაზად მოყევი! ვფიქრობ, რომ ოცნება აუცილებლად აგიხდება და ველოსიპედი გექნება!

ვაჩე: დეეე, აქ მოდი! მალე! ლექსი შენც მოყევი და ოცნება შენც აგიხდება!

„ლექსები რომ მოგიყვეთ, ოცნებები აგვიხდება?“

და დედიკო რაზე ოცნებობს?

ელზა: ვაი!.. იცით, რაზე ვოცნებობ წლებია? მინდა საკუთარი ყვავილების მაღაზია და პატარა სათბური მქონდეს, სადაც ყვავილებს მოვიყვანდი. იმასაც კი ვფიქრობდი, ხომ არ გავრისკო და სესხი ავიღო-მეთქი, მაგრამ რა სესხზეა საუბარი, როცა შვილისთვის საჭმელიც კი არ მაქვს. სახლი თავზე რომ ჩამომენგრეს, ვერც კი შევაკეთებ.

ვაჩე: დე, აჩვენე, რომ კარი აღარ მუშაობს და მეშინია… აღარ იკეტება და შეიძლება ნებისმიერი შემოვიდეს…

ვისი გეშინია?

ვაჩე: მაგალითად, შეიძლება მგელი შემოვიდეს, ან ცუდი ბიძიები, ან ძროხები… ისინი ირჩოლებიან და შეიძლება სახლი გაატალახიანონ!

„სახლში მთელი აღარაფერი დარჩა.“

– სახლში, პირველ რიგში, რა გჭირდებათ?

ელზა: პირველ, მეორე და ალბათ მესამე რიგშიც, საკვები გვჭირდება.

ვაჩე: არა, დე, მეორე რიგში კარი, ველოსიპედი და ყველი გვჭირდება! მერე უკვე სხვა დანარჩენი…

ელზა: მეგაზქურაზე და მაცივარზე ვოცნებობ. სარეცხი მანქანა კი მუშაობს, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის… ავეჯი ძველია და იშლება, სახურავი დალპა, კარი აღარ იკეტება… მაგრამ ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ვიცი, ბევრს ესეც კი არ აქვს…

ვაჩე: თუ ვინმეს სათამაშო არ აქვს, შემიძლია ვათხოვო! წამო და აირჩიე, რომელი სათამაშო მოგწონს…

„არა, გატეხილი სათამაშოების თხოვება კარგი არ არის, მაგრამ ახლები არ მაქვს…“

რა კარგი ბიჭი ხარ, ვაჩე! მშურს დედაშენის…

ვაჩე: ის კიდე სულ მსაყვედურობს; ამბობს, რომ ხმაურიანი და მოუსვენარი ვარ.

„კიდევ მოდით! ლექსებს მოგიყვებით!“

***

მეგობრებო, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! ელზას და მის მშვენიერ ბიჭს, მოუსვენარ ვაჩეს, ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტები. ასევე, ოჯახს ესაჭიროება: საწოლები, დივანი, მაგიდა და სკამები. მაცივარი და გაზქურა კი მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა.

მათი მონახულება და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარალეთი.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ელზა შაყულაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901200270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 11
პროდუქტები
149.36₾
2021 ოქტ 29
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
202.00₾
2021 ნოე 17
გაზქურა
655.00₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
925.00₾
2022 აპრ 20
პროდუქტები
241.01₾
2022 აპრ 20
მაგიდა
550.00₾
2022 სექ 04
პროდუქტები
249.96₾
2022 სექ 21
ტელეფონი
635.00₾
2022 ოქტ 11
მაგიდა
270.00₾
2022 დეკ 12
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
700.00₾
2023 მარ 23
გაზის წყლის გამაცხელებელი
762.00₾

სულ ხარჯები:

5339.33₾

დარჩა:

0.31₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾500.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2022 15:58:09
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2022 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2022 11:16:00
₾1.00

შემოწირულია:

₾5,339.64

321 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,339.64

321 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება