რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მეგობრებო, მოდი მადონას გულში იმედის შუქი ავუნთოთ!

calendar სექტემბერი 27, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ საბრალო დედას, რომელსაც არც ფული აქვს და არც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოთხი შვილი ჰყავს; მეხუთე შვილი კი მისი უსინათლო, მოხუცი დედაა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ საბრალო დედას, რომელსაც არც ფული აქვს და არც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოთხი შვილი ჰყავს; მეხუთე შვილი კი მისი უსინათლო, მოხუცი დედაა.

მაგრამ ამ თავგანწირული დედის მთავარი უბედურება ის არის, რომ ის ვერასდროს მოისმენს სიტყვას „დედა“ და ვერ დაინახავს თავისი ყველაზე საყვარელი შვილის, 5 წლის ლეილას პირველ ნაბიჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ოთხი ბავშვია, დღეს ჩვენი მთავარი გმირი 5 წლის ლეილა იქნება. ოჯახში უფროსი სწორედ ის არის. ოჯახის წევრები მთელ დროს მხოლოდ მას უთმობენ და მასზე ზრუნვას ანდომებენ. პატარა, 7 თვის გაბრიელი უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე ლეილა. ის თავისით ვერაფერს აკეთებს. თუ გაბროს შია ან რაღაც უნდა, მას ყვირილი მაინც შეუძლია, მაგრამ საწყალი ლეილა მხოლოდ ხმამაღლა ტირის, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სტკივა.

ეპილეფსიის შეტევები, რომლებიც ხან დილით, ხან ღამით, ხან კი დღეში რამდენჯერმე ემართება, მას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

პირიდან ქაფი გადმოსდის, კრუნჩხვებში ვარდება… და ყოველი შეტევის შემდეგ გონზე მოსვლა არც ისე იოლია. ყველა განიცდის, განსაკუთრებით კი მისი უფროსი დები – 12 წლის ლიკა და 7 წლის სამანდა. ერთადერთი, რაზეც ისინი ოცნებობენ, მათი დაიკოს ჯანმრთელობაა.

„ყოველი შეტევა პატარა სიკვდილს ჰგავს.“

მადონა, თუ შეიძლება, პირველ რიგში, თქვენი გოგონას დაავადების შესახებ მოგვიყევით.

  მადონა: ლეილა ძალიან იტანჯება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მშვენივრად ხვდება, რა ემართება. მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვსვამთ, შეტევები უფრო და უფრო უძლიერდება. ზოგჯერ ისინი იმდენად საზარელია, რომ მეც კი მეშინია: თვალები უტრიალდება, თითები ეგრიხება, ტუჩები უბრუნდება… ღმერთო, რა საშინელებაა!

„გეხვეწები, ასე ნუ გვაშინებ. არ მოკვდე, რა!“

  საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ორსულობის დროს თუ გეუბნებოდნენ, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადებოდა?

  მადონა: არა… სიმართლე გითხრათ, არც ანალიზების ფული მქონდა და არც ექოსკოპიის; თუმცა ორი ჯანმრთელი გოგონა უკვე მყავდა და ცუდზე არ მიფიქრია. განა ასეთი რამის წარმოდგენა შემეძლო?! მშობიარობა ძალიან გამიჭირდა… ექიმებმა ბავშვი ცოტა ხნით მომიყვანეს, მერე კი ისევ წაიყვანეს, ოღონდ დიდი ხნით… სულ რაღაც ნემსებს უკეთებდნენ. რომ ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, რომ „ასეა საჭირო!“

დედის გულს ვერ მოატყუებ…

  მადონა: ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ძალიან განვიცდიდი. ლეილა პატარა, სუსტი და უსიცოცხლო იყო, ცუდად ჭამდა; შვიდი თვისას კი პირველი შეტევა დაემართა. ღმერთო, ეს რა იყო?! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ! მე თვითონ მიკვირს, შიშისგან იმავე დღეს როგორ არ მოვკვდი. ჩემმა გოგონამ რეანიმაციაში ხუთი დღე გაატარა, მერე კი ჩვენი განაჩენი გამიჟღერეს: ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი ეპილეფსია და დაუზუსტებელი ბრონქიტი. (ტირის.) ჩემი გოგონა ინვალიდია.

„ნუ გეშინია, არ მოკვდები, დედიკო შენ გვერდითა…“

ძალიან გთხოვთ, მადონა, ნუ ტირით! გულწრფელად თანაგიგრძნობთ! გვითხარით, რა ზომებს იღებთ? ბავშვის დახმარება და მისი მდგომარეობის შემსუბუქება როგორ შეგვიძლია? რას ამბობენ ექიმები?

  მადონა: ლეილა უკვე ხუთი წლისაა. ეს არის უწყვეტი ბრძოლისა და მუდმივი რეაბილიტაციის წლები. მადლობა ღმერთს, ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს! იცით, იმაზე აღარც კი ვოცნებობ, რომ ლაპარაკი დაიწყოს, მაგრამ არის შანსი, რომ ჩემმა პატარამ სიარული შეძლოს. ამისთვის ნემსი უნდა გაიკეთოს, რომელიც 900 ლარი ჯდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 500 ლარს აფინანსებენ. ანუ დარჩენილი 400 ლარი სადმე სხვაგან უნდა ვიშოვო. ეს ჩვენთვის არარეალური თანხაა! ექვსი თვის განმავლობაში ერთმა ნემსმა თუ არ იმოქმედა, მეორეც უნდა გავიკეთოთ. როგორც ექიმების ამბობენ, ამან ლეილა ფეხზე უნდა დააყენოს.  

სიარულს თუ ცდილობს?

მადონა: მუხლებზე ხოხვა შეუძლია, მაგრამ ძალა ამაზეც კი აღარ ჰყოფნის. არადა, ჩემს გოგონას ყველაფერი ესმის; განიცდის, რომ ვერ ლაპარაკობს, შეტევების ძალიან ეშინია. როცა ეზოში სხვა ბავშვების თამაშს უყურებს, მწარედ ტირის… დები ცდილობენ მარტო არ დატოვონ.

„როცა შეტევები არ აქვს, პატარა ანგელოზს ჰგავს.“

შეტევები რამდენად ხშირად ემართება?

მადონა: ხან როგორ, ხან როგორ. მუდმივ შიშში ვცხოვრობთ. ზოგჯერ შეიძლება მთელმა თვემ მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ზოგჯერ დღეში ორჯერ ემართება. შეიძლება ღამე გახდეს ცუდად, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევს და მაღვიძებს ხოლმე. თან ყველა შეტევა ერთმანეთისგან განსხვავდება: ზოგჯერ წყლიდან ამოვარდნილი თევზივით იკლაკნება; სახე ეღრიცება, თვალებს ატრიალებს და მთლიანად თეთრდება; ცხვირ-პირიდან ქაფი გადმოსდის… იმ წამსვე სიხარულით მოვკვდებოდი, ოღონდ ამ საშინელებას არ ვხედავდე… მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები, განსაკუთრებით კი ლეილას და ვალდებული ვარ, ვიცოცხლო!  

„ლეილას ნაწილობრივი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გავიღებდით“

  ძლიერი ქალი ყოფილხართ!

მადონა: სხვა გზა არ მაქვს. მე ჩემი შვილისთვის უნდა ვიცოცხლო! ის ჩემ გარეშე ვერ გადარჩება. ყველაზე მეტად მარტო დარჩენის ეშინია, თუნდაც ერთი წუთით. ხომ ვხედავ, არა? ეშინია. კარგად აცნობიერებს იმ საშინელებას, რაც ემართება და მგონია, რომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ცუდად გახდება, ჩვენ კი მის გვერდით არ ვიქნებით… მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თვალებში ისე მიყურებს… არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ… ჩემს შიშს და სისუსტეს ვერ დავანახებ, რადგან როცა ხედავს, რომ დედას არ ეშინია, ეს მას ძალას მატებს.. „დედას თუ არ ეშინია, ესე იგი, მეც არ უნდა მეშინოდეს.“

ლეილას რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც თუ შეუძლია?

მადონა: არა… როგორ გითხრათ? ზოგჯერ, როცა თამაშით არის გართული, შეიძლება ისე გარკვევით თქვას რაღაც სიტყვა, გგონია, თითქოს სადაცაა ალაპარაკდება, მაგრამ არა… ჟესტების ენით გვესაუბრება. შეუძლია თქვას „კი“. როცა ძალიან ცუდადაა, გაურკვევლად ამბობს „დე-ე-ე“ – მე მეძახის. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ჩემს გოგონას ლაპარაკი და სიარული შეეძლოს. საკუთარი ფეხების და მეტყველების უნარის მიცემა რომ შემეძლოს… (და ახალგაზრდა ქალი ისევ ტირილს იწყებს.)

„დედას თუ არ ეშინია, ესე იგი, მეც არ უნდა მეშინოდეს.“

თქვენს ცრემლებს რომ ხედავენ, ბავშვები ძალიან ნერვიულობენ. ნახეთ, როგორ გიყურებენ! მოდი მათ შესახებაც ვისაუბროთ.

მადონა: ორი უფროსი გოგონა მყავს: ლიკა უკვე 12 წლისაა, დიდი გოგოა, სამანდა 7 წლისაა, ჩემი ბიჭი, გაბრიელი კი სულ რაღაც 7 თვის. ძა-ა-ალიან აქტიურია! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს ან ხვალ ადგება და გაივლის. არა, კი არ გაივლის, გაიქცევა! ოღონდ ახლა ხელოვნურ კვებაზეა და ალბათ კი იცით, რა ძვირია. მისთვის და ლეილასთვის საფენებიც მჭირდება. ფინანსურად ძალიან გვიჭირს. სოციალური დახმარება და პენსია – აი, მთელი ჩვენი შემოსავალი! ბავშვებს კი იმდენი რამ სჭირდებათ…

ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებით?

მადონა: ვუმკლავდებით – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გადარჩენას. ჩემი ქმარი ვერ მუშაობს, – დედამისი დაბრმავდა და უკვე რვა წელია საწოლიდან თითქმის აღარ დგება. პატარა ბავშვივით მოვლა სჭირდება. ჩემი ლეილა ასეთ მდგომარეობაშია, გაბრიელი კი ძალიან პატარაა. მარტო ვერაფრით გავუმკლავდები. რომ არა მისი მხარდაჭერა, არც კი ვიცი, რა იქნებოდა. ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა, ალბათ როგორც ჯილდო ყველა ტანჯვისთვის.

რაც შეეხება ხარჯებს – ვერ ვუმკლავდებით! მე და ჩემი ქმარი მზად ვართ, წყალზე და პურზე ვიყოთ, მაგრამ ბავშვები? მოხუცი, ავადმყოფი დედამთილი? საფენები და წამლები? სურსათის ფასებზე აღარაფერს ვიტყვი… სოციალური დახმარება ელვის სისწრაფით ქრება, თითქოს არც კი ყოფილა. ჩვენი ბინის წესრიგში მოყვანაზე ვოცნებობ, განსაკუთრებით – აბაზანის… მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ დასაბანად წყალს ჩაიდანში ვაცხელებთ. კედლები და ჭერი იფშვნება და თავზე გვეყრება. საჭმელს ვაკეთებ და მეშინია ეს ნაგავი საჭმელში არ ჩაიყაროს. ბინა ძალიან ძველია და ინგრევა. საშინელებაა!.. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ.

თქვენს ქმარზე უსაზღვრო სიყვარულით საუბრობთ… ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, როგორ შეხვდით თქვენს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს?

მადონა: საქმე იმაშია, რომ ჩემი პირველი ქორწინება ძალიან სევდიანად დასრულდა. ასეთი ჯვრის ტარება ყველას არ შეუძლია… სრულიად მარტო დავრჩი. არც კი ვიცი, როგორ გადავრჩი. ჩემი გოგონას გამო ძალიან მეშინოდა და დაცემის საშუალებას სწორედ ეს შიში არ მაძლევდა. ვიბრძოდი, დახმარების სათხოვნელად სად აღარ დავდიოდი, პენსია და სოციალური დახმარება გავიფორმე, რეაბილიტაცია დავაფინანსებინე. 24 საათი, ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა დაწესებულებების კარებთან ვიდექი. განქორწინებაში დედამ მე დამადანაშაულა და არანაირად არ მეხმარებოდა.

და როცა საბოლოოდ შევურიგდი იმ ფაქტს, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლა სრულიად მარტო მომიწევდა, ჩემს ცხოვრებაში მალხაზი გამოჩნდა. ის ჩემს მეგობართან სტუმრად ყოფნისას გავიცანი. ფინჯანი ყავის დასალევად შემოირბინა. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. (ჩვენი საუბრის განმავლობაში მადონამ პირველად გაიღიმა.) ვიდექი, ყავას ვხარშავდი და ვფიქრობდი, – თუ მასაც მოვეწონე, ესე იგი, ბედისწერაა-მეთქი. სამი თვის შემდეგ დავქორწინდით.

დედამისმა საკუთარი შვილივით მიმიღო. მალხაზი ჩემს შვილებს ხელის გულზე ატარებს, არასდროს ამბობს „ჩემი ბიჭი“, „შენი გოგოები“… ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღში დაჰყავს; ლეილას აჭმევს, წამლებს ასმევს, ტანსაცმელს და საფენებს უვლის… ამის გამო, ძალიან ხშირად, დილით ჩემზე ადრე დგება, რომ მშვიდად ძილის საშუალება მომცეს. ბავშვები მას მამას ეძახიან, ჩემს დედამთილს კი ბებიას. ის მათ იმდენ სიყვარულს, ყურადღებას და სითბოს ჩუქნის, რომ ამდენის მიცემა ზოგჯერ მშობელ მამასაც კი არ შეუძლია!

არავინ გეხმარებათ?

  მადონა: სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ვიღებთ. ხელისუფლება ლეილას რეაბილიტაციას აფინანსებს და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და ცივი ურთიერთობა გვაქვს. და-ძმა კი მყავს, მაგრამ ისინი სოციალურად დაუცველები არიან. ჩემს დას ხუთი შვილი ჰყავს… უახლეს აფთიაქში უკვე გვიცნობენ და გაბრიელისთვის საკვებს ვალად გვაძლევენ. ესეც დიდი დახმარებაა! მეზობლებიც გვეხმარებიან. ჩემი შვილები ეცოდებათ და სათამაშოებს, ტანსაცმელს ჩუქნიან… უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი! ღმერთი არ გვტოვებს და კეთილი ადამიანების ხელით გვეხმარება! ჩემი გოგონები გაჭირვებას ადრეული ასაკიდანვე მიეჩვივნენ და უკვე აღარაფერს ითხოვენ. დის ავადმყოფობა მათთვისაც მძიმე ტრავმაა. ყოველ ჯერზე, როცა ლეილა კრუნჩხვებში ვარდება, ლიკა და სამანდა შიშისგან კანკალებენ. ჭკვიანი გოგონები მყავს, ყველაფერში მეხმარებიან და მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ ლეილამ სიარული ისწავლოს.

„ძალიან გთხოვ, ნუ გვაშინებ!“

  ლიკა (12 წლის): ყველაზე მეტად ამაზე ვოცნებობ… და კიდევ იმაზე, რომ არაფერი სტკიოდეს.

  და შენთვის რაზე ოცნებობ?

  ლიკა: არაფერზე, ოღონდ ლეილა იყოს კარგად… ალბათ უფრო პლანშეტზე ან ტელეფონზე. მე ვისწავლიდი, ლეილა კი მულტფილმებს უყურებდა. ძალიან უყვარს!

  სამანდა (7 წლის): მე თოჯინა მინდა, თავისი ეტლით. ერთი ჩემთვის და ერთი ლეილასთვის. ბაღში კი მაქვს და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ მისი სახლში წამოყვანა არ შეიძლება.

სამანდა, ბაღში ყოფნა მოგწონს?

  სამანდა: დიახ, ძალიან! იქ ბევრი სათამაშო და გემრიელი საჭმელია. ვარსკვლავებსაც მაძლევენ და მეუბნებიან, რომ ყოჩაღი გოგო ვარ იმიტომ, რომ ლექსებს ზეპირად ვსწავლობ.

და როცა ლეილა ცუდადაა, მისი დახმარება თუ შეგიძლია?

სამანდა: ძალიან მეშინია და მაგ დროს მხოლოდ ტირილი თუ შემიძლია… მაგრამ ლიკას შეუძლია.

  ლიკა: ჩვენს დას მარტო ვერ გავუმკლავდებით. დახმარება რომ ვერ შევძლოთ, რა უნდა ვქნათ?! დედა შორს არ უნდა წავიდეს. როცა თვალები უთეთრდება, შიშისგან ვეღარც კი ვსუნთქავ.

მადონა, ჩვენ აქ თქვენს დასახმარებლად მოვედით. რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

მადონა: საჭმელი, საფენები და წამლები, განსაკუთრებით კი ნემსი ლეილასთვის. უფალს ვევედრები, რომ დაგვეხმაროს და ჩემმა გოგონამ სიარული შეძლოს. ჩემი ოცნების ზღვარი ეს არის! 

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ოცნება უმოკლეს დროში ახდება. თქვენი ცხოვრების შემსუბუქება კიდევ რით შეგვიძლია?

მადონა: თხოვნა ძალიან მერიდება… ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს, მართლა. მე და ჩემი ქმარი ვერაფრით ვუმკლავდებით. სოციალური დახმარება არაფერზე გვყოფნის; ყველაზე დიდი პრობლემა კი ცხელი წყლის უქონლობაა. ბავშვების ბანაობა ერთი დიდი გამოცდაა, რეცხვა კი… შვიდი კაცის ტანსაცმელს ცივ წყალში ვრეცხავ. უკვე ლაპარაკიც კი აღარ მინდა… ლიკამ, ფაქტობრივად, ეს სასწავლო წელი მთლიანად გამოტოვა, რადგან ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების არანაირი საშუალება არ გვქონდა. იმდენი პრობლემა გვაქვს, ვინ მოთვლის?! მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერი დახმარება, ერთი კეთილი სიტყვაც კი ძალას გაძლევს ადამიანს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ!

***

  ხუთი წლის ლეილა ლუკავას სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. მას საშინელი ეპილეფსიური შეტევები აქვს, არც სიარული შეუძლია და არც ლაპარაკი. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორ იტანჯება ბავშვი. მისი უბედური დედა უკანასკნელი ძალებით იბრძვის მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის, მაგრამ სოციალური დახმარების თანხა იმდენად უმნიშვნელოა, რომ წამლებზე და საფენებზეც კი არ ჰყოფნით. ლეილას ორი და ჰყავს: 12 წლის ლიკა და 7 წლის სამანდა; ასევე,  7 თვის ძმა – გაბრიელი. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ კვებას, სწავლის შესაძლებლობას, სათამაშოებს… მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ მათმა დამ სიარული ისწავლოს.

  ლუკავების ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის უზომოდ მადლიერი იქნება. არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია ლეილას სიარულის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ მის მშობლებს ამის საშუალება არ აქვთ. მათ ძალიან სჭირდებათ: საკვები, წამლები, საფენები და წყლის გამაცხელებელი. ლიკას კი, სასწავლად, ლეპტოპი ან პლანშეტი სჭირდება.

  ლუკავების ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზუგდიდი, ფაიფურის დასახლება, ჩიქოვანის ქ. კორპ. 39, ბინა 38.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000 

  (დანიშნულება: ლეილა ლუკავა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ლუკავების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი და ტანჯვა შევუმსუბუქოთ პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თქვენი წყალობით, 15 წლის უნახავ მამასა შევხვდი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნებისმიერ კანფეტზე უფრო ტკბილია მათი ღიმილი…

            პატარა გაბრომ „საწოვარა“ ჩაიდო პირში. ახლა, მადონასთან საუბარი შეგვიძლია.
           „გაგიჟდებით, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ!“ – ყვება ის აღტაცებით – „თქვენ მამაჩემი იპოვეთ! გეფიცებით, თქვენი ფონდი – ჩემი ბედნიერების შანსია! ამის შემდეგ, ნებისმიერ სასწაულს დავიჯერებ. იქნებ, სწორედ თქვენ დააყენოთ ფეხზე ჩემი ლეილა!“
         ალბათ გახსოვს, მკითხველო, ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახი და პატარა გოგონა ლეილა, რომელიც ძალიან იტანჯება ცერებრალური დამბლისა და ეპილეფსიის? მთელი ოჯახი ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მან ერთი ნაბიჯი მაინც გადადგას. ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. 2021 წლის სექტემბერში გიამბეთ მათი ისტორია:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/775-lukava/ 
        ბავშვებს აჩუქეთ ნამდვილი ბედნიერება და მისი ნიშნულები: შოკოლადის რგოლები პირის გარშემო და ტკბილიანი ხელის გულები. მათ უამრავი გემრიელობა მიიღეს! სუფთად ჩააცვით – ახლა, შვიდი ადამიანის ტანსაცმელს სარეცხი მანქანა რეცხავს. აჩუქეთ დედას თავისუფალი დრო, რომლის გატარებაც თავის შვილებთან ერთად შეუძლია.
       ამქვეყნად, ვინმეს ბედნიერებაში წვლილის შეტანაზე უკეთესი რა უნდა იყოს? მიზნად რომ გაქვს დასახული ვინმეს გაღიმება? გასცე, აჩუქო სიხარული და ხვალინდელი დღის იმედი?

ოთხი გახარებული გული

      – მადონა, თქვენი მამის გამოჩენა, ნამდვილად სასიხარულოა ჩვენი ფონდისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველებსაც აღაფრთოვანებს ამ ამბის გაგება. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები და გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
        მადონა: დიდი შემართება და ახალი ენერგია მაჩუქეთ. ახლა, ჩემი შვილები სწორედ ასეთს მხედავენ. მამის ამბავი კი, ღმერთო… 15 წლის მანძილზე, გაწყვეტილი გვქონდა ურთიერთობა! როდესაც ნახა თქვენი ვიდეორგოლი და ჩემი მდგომარეობის შესახებ გაიგო, დამიკავშირდა. ვერ აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, მისი ხმა ისევ გავიგე! ახლაც მიჭირს ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ემოციური მდგომარეობიდან.
         მამა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, სულ მინდოდა მამასთან წასვლა და იქ დარჩენა. მამიდას აფხაზეთში ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე და გარკვეულ დროს იქ ვატარებდი, მამასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი. მაგრამ დრომ, და მშობლების დაშორებამ მაინც ქნა თავისი  და მამას ჩამომაშორა.
         ბავშვობა ძალიან დიდ გაჭირვებაში გავატარე, ფაქტობრივად, სულ მარტო დავრჩი. დედასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, ყველა პრობლემასთან თავად მიწევდა გამკლავება და  ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებდი. მამა ძალიან მაკლდა. როდესაც გასაჭირში მამა გყავს  გვერდით, ცხოვრებაში, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საიმედო რა უნდა იყოს? შეგიძლია დაეყრდნო. ის გაგამხნევებს. როდესაც მძიმე ყოველდღიურობა ძალიან დაგღლის, შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე, ორიოდე სიტყვა უთხრა, და ეს ძალას გმატებს.
         თქვენმა ფონდმა მამა მაჩუქა! მართალია, ჩვენი განშორების შემდეგ 15 წელი გავიდა, მაგრამ, ხომ ნათქვამია: “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. და ახლა, სწორედ ის პატარა ბავშვი ვარ, რომელსაც მამა სჭირდება და ეს ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის, რაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში რომ შემეძინა! ამას ახლა ვხვდები იმიტომ, რომ მის გარეშე, წლებმა უაზროდ ჩაიარა. ნეტავ, თქვენი ფონდი, 15 წლის წინ ყოფილიყო!
        ასევე, ძალიან გამიმართლა, მყავს არაჩვეულებრივი დედინაცვალი, რომელსაც „დედობილს“ უფრო დავარქმევდი. ის მართლაც ნამდვილ დედობას მიწევს და ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი!
        ასევე, მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რომელიც შემიძლია გავატარო ჩემს შვილებთან. ადრე, ყველაფერს ხელით ვრეცხავდი, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. გარდა ამისა, ცივ წყალში რეცხვისგან ტრავმირებული ხელიც ძალიან მტკიოდა. ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს, რომელშიც შვიდი ადამიანის სარეცხს ვრეცხავ.
        ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენი ფონდის გამოჩენის შემდეგ, თავს მარტოდ აღარ ვგრძნობ. გაჩნდა ხვალინდელი დღის იმედი! ხელახლა დავიბადე! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი ფონდის! არც კი ვიცი, როგორ გადმოგცეთ, რამხელა სიხარული მაჩუქეთ.

 „ამ სარეცხ მანქანას, შეუძლია, განუწყვეტლივ მთელი ერთი საათი რომ რეცხოს, და მეტიც. დედა კი, მანქანა არ არის, ის იღლებოდა“.

         – მადონა, ნამდვილად ვხედავთ, რომ თქვენი გული სავსეა დადებითი ემოციებით! ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
        მადონა: სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, სრულიად უცხო  ადამიანები ამხელა სიკეთეს  და ყურადღებას რომ   მაგრძნობინებდნენ! უბრალოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის ფუფუნება არასდროს მქონია!  ამიტომაც, ამხელა ყურადღება ჩემთვის გამაოგნებელი და მოულოდნელი იყო. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რას ნიშნავს თუნდაც ერთი ასეთი ადამიანის გამოჩენა და თანადგომა, როდესაც გასაჭირში ხარ.
         თითოეული თქვენთაგანი გამორჩეულია ჩემთვის!
         განსაკუთრებით აღვნიშნავ პარლამენტის თანამშრომელს, თამუნა ანთიას. სწორედ მაშინ, როდესაც ჩემი ლეილა ცუდად იყო და სუნთქვის პრობლემა ჰქონდა,    თამუნამ ჟანგბადის აპარატი მოგვიტანა. იმ მომენტში, ეს გადარჩენის ტოლფასი იყო! დავმშვიდდი.
         ასევე, ნათიას, რომელმაც ჰიგიენური საშუალებებით მოგვამარაგა, ძმებს ქარდავებს აფხაზეთიდან. 
        ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ძალისხმევისთვის მოხალისეებს – პროდუქტი მოგვიტანეს.
        უკლებლივ ყველას, უცნობს თუ ნაცნობს, ვუხდი მადლობას გაწეული დახმარებისთვის. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ!

მადონა: „მადლობა!“ ეს ყველაზე მცირედია ჩემი შვილების გახარებისთვის

          – პატარა ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გკითხავთ, როგორ არის ახლა? შეიცვალა რამე?
         მადონა: როგორ მინდა, რამე ახალი და კარგი გითხრათ, მაგრამ ტყუილი იქნება. მდგომარეობა უცვლელია, როგორც გითხარით წინა გასაუბრების დროს, განუწყვეტლივ ვიბრძვით. ლეილას  მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება. ასევე, ძვირადღირებული ნემსები უნდა გაუკეთდეს, მომავალში სიარული რომ შეძლოს. მაგრამ, სანამ ექიმი ნემსებს დაუნიშნავს, ლეილამ უნდა ჩააბაროს სპეციალური ანალიზები, რათა დავრწმუნდეთ, რომ  მისი ორგანიზმი მიიღებს ამ ნივთიერებას.
        და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან. გული მტკივა, რომ ჩემს შვილს ვერაფერს ვშველი.  ნეტავ თუ მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ჩემი გოგონა გაივლის? ნეტავ იცოდეთ როგორ განვიცდი, რომ ვერაფრით ვეხმარები. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული და ისევ თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ლეილა 5 წლის არის, მაგრამ, პირველი ნაბიჯებისთვის, გვიანი არასდროს არ არის. მე ამის მჯერა. 
          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს?
         მადონა: მერიიდან, გვეწვია  გოგი რევია და მოგვიტანა აუცილებელი საკვები პროდუქტი. ბევრი რამ მოგვიტანა.  ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით. გარდა ამისა, გვთხოვა ყველა საჭირო საბუთის შეგროვება და შეგვპირდა, რომ ლეილასთვის ელექტრო ეტლის მიღებაში ყველანაირად შეგვიწყობდა ხელს. ასევე, შეშა რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის. 
დავწერეთ განცხადება და მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რის შემდეგაც უნდა მიგვეღო  დახმარება – 100 ლარი. მაგრამ, მას შემდეგ, 3 თვე არის გასული და არც თანხა ჩარიცხულა და აღარც გამოჩენილან.
– რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების  დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 
მადონა:  – ეს დახმარება ჩვენი ოჯახისთვის ბევრად მეტია, ვიდრე ვინმეს  შეუძლია წარმოიდგინოს. მჯეროდა, რომ თქვენი ქველმოქმედება ჩემამდეც მოაღწევდა. უკვე იმდენ ოჯახს დაეხმარეთ, ვიცოდი, რომ მეც არ დამტოვებდით უყურადღებოდ. მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ფონდის ყველა წევრს, რომლებიც რეკავდნენ და სიყვარულს მაგრძნობინებდნენ. სასიამოვნოა იმაზე ფიქრიც კი,  რომ  შენზე ვიღაც ზრუნავს და გულთან ახლოს მიაქვს შენი ტკივილი. ამ დროს შენც ძლიერდები და ფიქრობ, რომ ხელს არ ჩაიქნევ, ცხოვრება გრძელდება, უფრო ხშირად უნდა გაიღიმო და წამიერად მაინც დაივიწყო არსებული პრობლემები.

მთელ სახლს მისი ღიმილი ათბობს…

მადონა,  ახლა ბავშვებთან მაქვს კითხვა:
  – აბა მითხარით, რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად ?
სამანდა (7 წლის) : – ყველაზე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს პატარა ძმას ახალი ბოთლი და „სოსკა“ (მატყუარა)  აქვს,  როცა ტირის და არ გვიჯერებს მივუტან ხოლმე ამ „სოსკას“, ჩავუდებ პირში და ჩუმდება. კიდევ, ძალიან მომწონს ის სათამაშო, რომ ტრიალებს და ასე რომ შვრება „ბრ-რ-რ“. ჩემს დაიკოს, ლიკას (12 წლის) ძალიან მოეწონა შოკოლადები, ა-ა-ა ხო, კიდევ… ჩემს ძმას, გაბრიელს გავასინჯეთ თქვენი მოტანილი ფაფა. დედამ მოუმზადა, ჩვენ კი ვუგრილებდით და სულს ვუბერავდით ასე: „ფშ-შ-შ-ი-უ-უ-უ“… გაბრიელი კი ჭამდა, თან სულ ბოლომდე შეჭამა…

„კარგი, ხო, ცოტა ხანს ვიქნები ჩუმად“

„აქ ჩემი გემრიელი ფაფაა, კიდევ მინდა!“

– ლიკა, შოკოლადი კიდევ გინდა?
– მოულოდნელად ლიკა ატირდა და საუბარი ვეღარ გააგრძელა. მადონამ კი აგვიხსნა, რომ ბავშვებს ბოლო შოკოლადი როდესაც მისცა და უთხრა, რომ ტკბილეული გამოილია, ტირილი დაიწყეს: „ დედა, არასდროს აღარ გვექნება შოკოლადი?“)
მადონა:  – ნეტავ გენახათ მათი გაბრწყინებული თვალები, თქვენი წასვლის შემდეგ, ტკბილეულის ჭამას რომ შეუდგნენ. პირის გარშემო სულ შოკოლადი ესვათ! (იღიმის)
სამანდა ამბობდა: „დედა, ნელა შევჭამ შოკოლადს, ეს გემო დიდხანს რომ  მქონდეს პირშიო“ . (დადარდიანდა)
            შევპირდი ბავშვებს, რომ აუცილებლად მივუტან ბევრ გემრიელ შოკოლადს და ცოტა დავამშვიდე პატარები.
          – ვიცით, რომ დაგრჩათ გადაუჭრელი პრობლემებიც? გვითხარით, კიდევ რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ ჩვენს მკითხველებს?
          მადონა:   ჩვენი ოჯახის მთავარ პრობლემად რჩება ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ერთად გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს. თუმცა, ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან რთულია ფინანსურ საკითხებთან ჭიდილი. შვიდნი ვართ ოჯახში და თავის შენახვა ძალიან გვიჭირს, ავადმყოფი ბავშვის მოვლაც, ასეთ პირობებში ბევრად რთულია.
          ამჟამად, ძალიან გვჭირდება ნორმალური საწოლი. სახლში მხოლოდ ერთი გვაქვს, რომელზეც ბავშვებს სძინავთ. უფროსებს კი, გასაშლელ ტახტებზე, რომელზე წოლაც, გაუსაძლისია. ავადმყოფი ბავშვი გულზე მაწევს მთელი ღამე და ისე გვძინავს. სულ მეშინია, ჩვენი ტახტი არ ჩაინგრეს და იატაკზე არ აღმოვჩნდეთ. ამაშიც თუ დაგვეხმარებით, უზომოდ მადლობელი ვიქნებით თქვენი. ისედაც, მუდამ გლოცავთ თქვენი სიკეთისთვის!

პატარა ლეილას ჯერ არ გადაუდგამს თავისი პირველი ნაბიჯი. სიყვარულით და ზრუნვით, ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ ეს სასწაული!

                                                                                     ***
          მეგობრებო, ყველა ჩვენი ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ, აერთიანებს ის გაჭირვება, რომელიც სამწუხაროდ,  ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენს ქვეყანაში. სულ მცირე, ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ლუკავების ოჯახს სითბო და ყურადღება, გავესაუბროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი. ესეც ხომ ერთგვარი წამალია გაჭირვების ჟამს.  ერთად უნდა  ავაშენოთ  საქართველოს მომავალი, რომელშიც ბედნიერად უნდა იცხოვრონ  პატარა ლიკამ, სამანდამ, ლეილამ და გაბრიელმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა, შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი ამ ოჯახის  ბედნიერებაში .
         კარგად დააკვირდით თითოეული მათგანის თვალებს  და დაიმახსოვრეთ, რადგან საქართველოს ანარეკლს დაინახავთ. ჩვენ ხომ გვსურს საქართველოს გაბრწყინება. ეს ოჯახი არის საქართველოს მინიატურაა. ერთიანი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ ლუკავების ოჯახის დახმარება და დავაყენოთ ფეხზე პატარა ლეილა. 
       მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
  #GE15TB7194336080100003
  #GE42LB0115113036665000
  #GE64BG0000000470458000 
 (დანიშნულება: ლეილა ლუკავა)
         თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/775-lukava/
        ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 19
მედიკამენტები,პამპერსები
150.00₾
2021 ოქტ 29
სარეცხი მანქანა
580.00₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
295.00₾
2022 იან 03
ბავშვთა კვება
149.36₾
2022 იან 31
პროდუქტები
300.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
160.00₾
2022 მაი 10
ბავშვთა კვება
199.65₾
2022 მაი 10
პროდუქტები
450.00₾

სულ ხარჯები:

2284.01₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
17.04.2022 10:31:37
₾10.00
პატარაია თათია
12.04.2022 20:00:00
₾10.00
ნესტანი ჯუმუშაძე
11.04.2022 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
11.04.2022 20:00:00
₾1.00
გვანცა ჭყოიძე
10.04.2022 20:00:00
₾20.00
ლორჩოშვილი იოსები
10.04.2022 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
10.04.2022 20:00:00
₾7.00
ხარაბაძე მერაბ
10.04.2022 20:00:00
₾50.00
სალამაძე ილია
09.04.2022 20:00:00
₾5.00
ნიკოლოზი ხიდეშელი
09.04.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
08.04.2022 20:00:00
₾10.00
მჟავანაძე ზაზა
07.04.2022 20:00:00
₾20.00
ქებურია კახაბერ
07.04.2022 20:00:00
₾21.00
ნიკოლოზი ხიდეშელი
07.04.2022 20:00:00
₾5.00
შოთა გალდავა
06.04.2022 20:00:00
₾20.00
ირაკლი გაბაიძე
06.04.2022 20:00:00
₾10.00
ნათია ბერაია
05.04.2022 20:00:00
₾20.00
ხუციშვილი გიორგი
05.04.2022 20:00:00
₾5.00
ამბროლაძე მაგდა
04.04.2022 20:00:00
₾30.00
ავქოფაშვილი გურანდა
03.04.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾2,284.00

182 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,284.00

182 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება