ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ერთ შვილს დედის რძე… მეორეს კი – მხოლოდ საბრალო დედის ცხარე ცრემლები!..

calendar სექტემბერი 28, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩვენი პური ყველაზე გემრიელია… მაგრამ დღეს ცოტა ძნელი ჩასაკბეჩია, გუშინ უფრო რბილი იყო.”

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ერთშვილსდედისრძემეორესკიმხოლოდ საბრალო დედის ცხარე ცრემლები!..

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და
ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„ჩვენი პური ყველაზე გემრიელია… მაგრამ დღეს ცოტა ძნელი ჩასაკბეჩია, გუშინ უფრო რბილი იყო.”

ეს დადგმული ფოტო არაა! ბავშვებისთვის ნამდვილად არ გვითხოვია, რომ იატაკზე დამსხდარიყვნენ და პური ეჭამათ. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, 2 წლის მარიამი და 8 წლის გიორგი კუთხეში თაგვებივით ისხდნენ, პატარა თითებით პური ჰქონდათ ჩაბღუჯული და ღრღნიდნენ… თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ოჯახს ფული პურზეც კი არ ჰყოფნის! სხვა პროდუქტებზე უკვე აღარაფერს ვამბობთ. თქვენ თვითონ დაითვალეთ: სოციალური დახმარება – 320 ლარი. აქედან 170 ლარს დედა ოთახის ქირაში იხდის, დარჩენილი 150 ლარი კი თავის გასატანად უნდა ეყოთ! და ჰყოფნით კიდეც… საარსებო პურზე… და პატარა გაზის ბალონის დასატენად, რომელიც გაზქურაცაა, გამათბობელიც და აბანოც.

„შვილების და ამ გაზის ბალონის გარდა, საკუთარი სხვა არაფერი გამაჩნია. ისიც თუ გაფუჭდა, ალბათ ვეღარ გადავიტან!” – შორენამ გახუმრება სცადა, მაგრამ ეს სიტყვები რამდენიმე დღე დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. შვილები და გაზის ბალონი – აი, რა დაიმსახურა ქართველმა ქალმა იმის გამო, რომ ის მარტოხელა დედაა საქართველოში!

შორენა: ვაი! ცოტა უხერხულად გამოვიდა… უბრალოდ ძალიან მშივრები არიან… ტრანსპორტი რომ აღარ დადის, სასადილოდან საჭმელი ვეღარ მომაქვს… არადა, იქამდე 2 საათის გზაა. ერთხელ ფეხით ვცადეთ წასვლა, – მარიამი ხელში მეჭირა, გიორგი კი ხელჩაკიდებული მიმყავდა, – მაგრამ იქამდე ვერაფრით მივაღწიეთ. ძალიან დავიღალეთ… ამიტომ ახლა ერთადერთი, რისი ყიდვის საშუალებაც გვაქვს, – პურია. ვცდილობ ყველაზე იაფი ვიყიდო.

და სასადილოში რას იღებთ ხოლმე?

შორენა: რა ვიცი, სხვადასხვა სახის წვნიანი აქვთ; კვირაში ერთხელ ხორცსაც გვაძლევენ; ზოგჯერ სოსისიც აქვთ. ბავშვებს სოსისი ძალიან უყვართ! დღეს ბოლო მაკარონი მოვხარშე. ერთი მუჭა გამოვიდა… ჰოდა, მოდიან და ჩიტებივით კენკავენ…

აი, მათი მთელი დღის საჭმელი – სულ არაფერს კი სჯობს! მაკარონი მათთვის სამეფო საკვებია… თორემ გამხმარი პურით შეიძლება კბილები მოიმტვრიო!

მაკარონი, პურის მერე, ყველაზე საყვარელი საჭმელია

  შორენა, გადარჩენას როგორ ახერხებთ?

  შორენა: ვერანაირად… ზოგჯერ მგონია, რომუკვე მოვკვდი. წარმოიდგინეთ, გასაყიდიც კი არაფერი მაქვს, რომ იმაში მაინც ვიყო დარწმუნებული, რომ რამე თუ მოხდა, ბავშვებს საჭმელი მაინც ექნებათ. ჩემს სახლში ერთადერთი ფასეული – პატარა გაზის ბალონია. საჭმელსაც მასზე ვამზადებ, წყალსაც მასზე ვაცხელებ დასაბანად და ზოგჯერ მისი საშუალებით ვთბებით კიდეც. როცა გაზი თავდება და ფული აღარ მაქვს, რომ დავტენო, აი, მაშინ იწყება ნამდვილი უსაშველობა… სოციალურ დახმარებამდე დღეებს ვითვლი ხოლმე.

ოდესმე თუ გიცხოვრიათ ისე, რომ მომავალი დღის შიში არ გქონოდათ?

  შორენა: ალბათ როცა პატარა ვიყავი. გიორგის გაჩენის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. მე კი კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, მაგრამ ჩემი შვილები რას იტყვიან? რას გაიხსენებენ? სათამაშოებს, რომლებიც დედამ ნაგავსაყრელიდან მოუტანა? თუ დახეულ ტანსაცმელს, რის გამოც მათ გამუდმებით დასცინიან? მათ ხალხთან ურთიერთობაც კი არ იციან, – ეშინიათ.

  რის გაკეთება გინდათ მათთვის?

  შორენა: გიოს 8 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 8 წლის გახდა. ისე მინდოდა მისთვის ეს დღე რამენაირად მაინც გამეფერადებინა… მაგრამ არ გამომივიდა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ არ ვუთხრა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა-მეთქი. ბევრი ვიტირე… წარმოვიდგინე, როგორ ვუხდიდი დაბადების დღეს ცენტრში, როგორ ულოცავდნენ საყვარელი მულტფილმების გმირები, როგორ შემოჰქონდათ ტორტი, როგორ აქრობდა სანთლებს, მერე კი ჩემთან მორბოდა და მეუბნებოდა: „საუკეთესო დედა ხარ, მადლობა!“ სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობ. 

  და მარიამის დაბადების დღე როდის არის?

  შორენა: მარიამი ზამთრის გოგო მყავს, – 30 იანვარს 3 წლის გახდება… უი! ახლა რაღაცას გეტყვით, ოღონდ სწორად გამიგეთ, რა… არ ვიცი, იქნებ ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ… მარიამს დღემდე დედის რძეს ვაჭმევ, როცა შიმშილისგან ტირის. სხვა გამოსავალი არ მაქვს…

(შორენა ატირდა… ჩვენ კი დიდხანს ვისხედით და ვდუმდით. დედას, რომელიც მშიერ შვილებს უყურებს, – მათ, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარს და რომელთა სიცოცხლეზეც თვითონ არის პასუხისმგებელი, – სულიერ ტკივილის ვერანაირი სიტყვები ვერ შეუმსუბუქებს.)

შორენა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: კარგი ქენით, რომ ჩერნოვეცკის ფონდს მიმართეთ. თქვენი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ხომ გჯერათ, არა?

შორენა: სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, რის უნდა მჯეროდეს. როცა ბავშვები საკუთარ მამას არ სჭირდება, სრულიად უცხო ადამიანებს როგორ უნდა ვთხოვო, რომ ერთი ნაჭერი პური საკუთარ შვილებს მოაკლონ და ჩემებს გაუზიარონ?! მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. ყველას წინაშე მუხლებზე ვდგავარ და გევედრებით, – შვილები გადამირჩინეთ!

  გვითხარით, სურსათის გარდა კიდევ რა გჭირდებათ?

  შორენა: საფენები, ბავშვებისთვის ტანსაცმელი… მაგრამ მთავარი მაინც სურსათია…

  სახლში რაიმე ტექნიკა გაქვთ?  

  შორენა: გაზის ბალონი მაქვს.

  – შორენა, ეგ ტექნიკა არაა! სარეცხ მანქანაზე, მაცივარზე და გაზქურაზე გეკითხებით…

შორენა: არა, სარეცხი მანქანა არ მაქვს. მაცივარი მაქვს, მაგრამ ბინის მეპატრონისაა და სიმართლე გითხრათ, მასში შესადებიც არაფერი მაქვს. წამოდით, გაჩვენებთ! და რატომ მეკითხებით? თქვენ რა, შეგიძლიათ სარეცხი მანქანა მაჩუქოთ?

ბავშვები დღეში ასჯერ აღებენ მაცივარს იმ იმედით, რომ მასში რაღაცას მაინც იპოვიან

შორენა, ჩვენი ფონდის სტატიებს ყველაზე კეთილი ქართველები კითხულობენ. ისინი თქვენი ოჯახის შესახებაც შეიტყობენ და როგორ ფიქრობთ, ბედის ანაბარა მიგატოვებენ? არა, რა თქმა უნდა!

შორენა: თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე ბევრი ბედნიერი სახე მინახავს, მაგრამ არა მგონია, ასეთ ბედნიერებას მეც ვიმსახურებდე… ღმერთმა დაგლოცოთ!

***

  სამწუხაროდ, ბავშვებთან საუბარი
ვერ მოვახერხეთ. მათ ორიოდე სიტყვა გვითხრეს, ისიც – დედის მეშვეობით. მარიმ დედას
ყურში ჩასჩურჩულა, რომ თოჯინა და ჭურჭელი უნდა, გიორგი კი მანქანაზე ოცნებობს… და
მორჩა! ბავშვების სურვილები ამით დასრულდა.

  შიში – აი, რა ავსებს დედის,
პატარა მარის და გიორგის ცხოვრებას! ქალი ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს
გადააჭარბოს… მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდის. ფული სად იშოვოს? ან რა ქნას? მას
მხოლოდ ერთი იმედი აქვს – დახმარება ხალხს სთხოვოს და მათ იმედად იყოს.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და დაეხმარეთ ამ საბრალო, მშიერ
ბავშვებს. მათ სჭირდებათ: საკვები, საფენები, სარეცხი მანქანა, გაზქურა და ტანსაცმელი.
შეგიძლიათ ოჯახი პირადად გაიცნოთ. აი, მათი მისამართი: ზაჰესი, ნიკო კეცხოველის
ქ. №40.

ყოველ ჯერზე,როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ
გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება!
მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს
პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლადგააზიარეთჩვენიპოსტი, რომამოჯახისგასაჭირისშესახებშეიტყონთქვენმამეგობრებმაც! ესძალიანმნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს
– თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ
გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავითაიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა
შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ
გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად
უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე
გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის
სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით! 

ყველაზე კეთილი ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
    შორენა ბედნიერია, უზომოდ ბედნიერი! მისი შვილები შიმშილისგან მუცელზე ხელს აღარ იდებენ და აღარ ეუბნებიან, რომ ის ერთი ნაჭერი პური ძალიან გემრიელი კი იყო, მაგრამ ძალიან ცოტაა და… კიდევ უნდათ! 

ციდან თოვლის ნაცვლად, კანფეტები რომ ცვიოდა – ეს სიმღერა მარიამს ბაღში ასწავლეს და  გვითხრა, რომ აუსრულდა…
       ახლა სამი წლის მარიამს გოჭ პეპასთან ერთად მშვიდად სძინავს და ღამღამობით აღარ ტირის. რვა წლის გიორგის შეუძლია, გაკვეთილებს დისტანციურადაც დაესწროს, სწავლას აღარ ჩამორჩეს.
 მას უკვე პლანშეტიც და პერსონალური კომპიუტერიც აქვს. აღარც თავად შორენას უწევს ეზოში, ონკანთან საათობით დგომა, ცივ წყალში რეცხვა და მერე, კვირაობით ავადმყოფობა…

,,ერთი სული მაქვს, როდის ჩავრთავ…“

     ,,ბოლო რამდენიმე თვეა, თითქოს ზღაპარში ვცხოვრობ. ვიღაცას, ვისაც ჩემნაირი გაჭირვება არ გამოუცდია, გაეცინება, ეს რა ზღაპარიაო…  მაგრამ ჩემთვის, ეს ყველაფერი ნამდვილ  ზღაპარს ჰგავს!  ნაჭამი შვილები, საოჯახო ტექნიკა და ბინით დაკმაყოფილების მოლოდინი – ამაზე ხომ ოცნებასაც ვერ გავბედავდი?  მოგმართეთ და უცებ, ყველაფერი შეიცვალა… დიახ, ისევე როგორც ზღაპარში… კეთილი ჯადოქარი რომ გამოჩნდება ხოლმე…“
     შორენა დავითაია ოცდათექვსმეტი წლის მარტოხელა დედაა. ის, ორ მცირეწლოვან ულამაზეს ქალ-ვაჟთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შორენას გაჭირვების და შიმშილის მეტი, არაფერი უნახავს ცხოვრებაში…
დავითაიების ოჯახის შესახებ ჩვენმა ფონდმა სტატია 2021 წლის 28 სექტემბერს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/776-davitaia/description/
         – შორენა, მოგვიყევით, რა არის თქვენი ბედნიერების მიზეზი?
        შორენა: ჩემი ბედნიერების მიზეზი ის ფასდაუდებელი გვერდში დგომა და სიკეთეა, რაც სრულიად უცნობმა ადამიანებმა ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეს.  რაც თქვენმა ფონდმა გააკეთა… არ ვიცი, როგორ გითხრათ… ალბათ, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. გამოქვეყნდა პოსტი თუ არა, ადამიანებმა დაიწყეს  რეკვა, სტუმრობა. მოგვდიოდა უამრავი საჩუქარი, პროდუქტი. ვინ არ შეწუხდა, ვინ არ გამოგვეხმაურა… მათი ჩამოთვლა შეუძლებელია!  იცით, მე უბრალოდ დავიჯერე, რომ ყველაზე კეთილი ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ!
         – შორენა, ალბათ, ბევრი მეგობარი შეიძინეთ, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრათ თავი?
          შორენა: ყველა მახსოვს, ვინც კი, თუნდაც უბრალოდ დამირეკა და მანუგეშა.  შესაძლოა, ისინი  სახელებით და გვარებით ვერ გავიხსენო, რადგან ზოგმა არც გაამხილა, მაგრამ მე მათი სახეები, მათი ხმა არასდროს დამავიწყდება! მიხარია, რომ თქვენი მეშვეობით ისევ მეძლევა საშუალება  მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს. პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს გამომწერებს, თქვენს ფონდს. ვისურვებდი, რომ მუდამ არსებობდეთ მრავალი ჩემნაირი გაჭირვებულის საიმედოდ. მადლობა იმ საჩუქრებისთვის, რომლებმაც ჩემი უკიდურესი გაჭირვებული ცხოვრება უკეთესობისკენ შემოაბრუნა. მადლობა ქალბატონ ფიქრიას, ქალბატონ იამზეს, რომლებმაც იზრუნეს ჩემი შვილების საკვებსა და ჰიგიენურ ნივთებზე. მადლობა მაკას და აჩიკოს – არაჩვეულებრივ ცოლ-ქმარს. ისინი არაერთხელ დაგვეხმარნენ და კვლავ აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას. მადლობა ქალბატონ ნინოს მცხეთიდან, ბატონ სოსო გაგნიძეს, თენგიზ რუაძეს, ნატო გელაშვილს. მათ უამრავი საჭირო ნივთით მოგვამარაგეს. მადლობა უცნობ გოგონას ვაკიდან, საბურთალოს მაცხოვრებლებს, რომლებიც გაერთიანდნენ ჩვენს დასახმარებლად და უამრავი პროდუქტი გამოგვიგზავნეს. მადლობა ფონდ თანადგომას, წმინდა ნაზარ ლეჟავას ფონდს, რომლებიც ასე ზრუნავენ გაჭირვებულებზე. მადლობა ბაია დვალიშვილს სტუმრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის. არ შემიძლია, არ გავიხსენო ორი ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა, როლებიც ჯგუფელებთან ერთად მოვიდნენ ჩვენთან, უამრავი პროდუქტი და სათამაშოები მოგვიტანეს. აი, ასეთი ახალგაზრდობა ჰყავს დღეს საქართველოს და მე ეს ძალიან მახარებს! მათი ნაჩუქარი გოჭი პეპა (ფუმფულა სათამაშო) ჩემი მარიამის განუყრელი მეგობარი გახდა – მასთან ერთად იძინებს და დადის ბაღში. გოჭი პეპა და მარიამი ტკბილეულსაც მეგობრულად იყოფენ, ხომ ასეა, მარიამ? (იღიმის და შვილს მიმართავს.)
  მარიამი: მაგრამ პეპა უფრო ღორმუცელაა…
      გიორგი: მარიამიც არ არის ნაკლები, ამდენი ტკბილეული რომ დაინახა, ყველაზე  დიდები და გემრიელები თავისთვის ამოირჩია… 
           – ტკბილეული  ბევრი იყო, შენც ხომ შეგხვდა, გიო?
          გიორგი: კი, იმდენი იყო… დაუთვლელი… ძალიან გამიხარდა. აი, სულ გახარებული დავდიოდი. მინდოდა, ადრე რაც არ გამესინჯა, ყველა ერთად შემეჭამა, მაგრამ ბევრი ტკბილეული მუცელს აგატკივებსო – დედამ მითხრა.  მერე, ჩემს მეგობარსაც ვაჭამე პირველად…

,,კანფეტებო, სულ შეგჭამდით, დედიკო რომ არ მიშლიდეს!“

               – პირველად რატომ?
           გიორგი: აქამდე მე თვითონ არ მქონდა, მისთვის როგორ  წამეღო?! ახლა კი, როდესაც მომიტანეს – ჩემი მეგობარი გამახსენდა … ის სულ მიყოფდა ხოლმე კანფეტებს.
               – გიორგი, საჩუქრებიდან კიდევ რა გაგეხარდა?
           გიორგი: ტელევიზორი არასდროს მქონია, არც კომპიუტერი და პლანშეტი… ახლა სამივე მაქვს! დედამ მითხრა, ტელევიზორი და პლანშეტი ფონდმა მოგვიტანაო. 

,,ძალიან მაგარია, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა!“

გიორგი და მარიამი საბავშვო გადაცემას დიდი ინტერესით უყურებენ.

              – თუ იცი, ფონდი რას ნიშნავს?
         გიორგი: ალბათ, ის ადგილია, სადაც ბევრი კეთილი ადამიანი მუშაობს! (ეშმაკურად მიღიმის და განაგრძობს ჩამოთვლას.) კომპიუტერი, მაკა დეიდამ გვაჩუქა. ცამდე ბედნიერი ვარ. სკოლაში ონლაინ გაკვეთილები რომ გვქონდა, ვერ ვესწრებოდი… ახლა მულტფილმებსაც ვუყურებ, გაკვეთილებსაც ვესწრები…
              – სწავლა გიყვარს?
         გიორგი: დიახ! ყველაზე ძალიან ,,მე და საზოგადოება“ მიყვარს, იმდენ საინტერესო რამეებს გვასწავლიან…
             – დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა იყო?
        გიორგი: იურისტი.
            – იცი, იურისტები რას აკეთებენ?
        გიორგი: დიახ, ვისწავლე! ისინი წესრიგს იცავენ, კანონებს იცავენ, დამნაშავეებს იჭერენ, ბევრ კარგ საქმეებს აკეთებენ.
       – მარიამ, შენ რა გაგეხარდა ყველაზე მეტად?
       მარამი: გოჭი პეპას სათამაშო.  კიდევ თოჯინა და ეტლი…
        გიორგი: ხო, მე დამავიწყდა მეთქვა – პულტიანი მანქანაც ძალიან გამიხარდა…
       შორენა: არასდროს მქონდა საშუალება, მათთვის სათამაშოები რომ შემეძინა. ღმერთო ჩემო! სათამაშოებზე ვინ ფიქრობდა, როდესაც საჭმლისთვის არ გვრჩებოდა ფული?! მხოლოდ ქუჩაში ნაპოვნი სათამაშოები ჰქონდათ ჩემს შვილებს, მხოლოდ სხვა ბავშვების მიერ გადაგდებული, დამტვრეული მანქანები, დაგლეჯილი თოჯინები…
        – შორენა, საჩუქრებიდან თქვენ რა გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
        შორენა: სარეცხი მანქანა, გაზქურა, მაცივარი და ჩემი შვილების ბედნიერი თვალები, რადგან ესეც თქვენ მაჩუქეთ!

,,არ მჯერა, რომ დღეიდან სადილს ძველ, ჟანგიან ბალონზე აღარ მოვამზადებ…“

         – ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
        შორენა: დიახ. ამ პოსტის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბინა შეგვერჩია, რომელსაც ჩვენთვის შეისყიდიან და დაგვაკმაყოფილებენ საცხოვრებელი პირობებით. ჩვენ უსახლკაროებში ვირიცხებით, ცოტა ხანში კი, ჩვენი სახლი გვექნება. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. 
        – შორენა, მალე მომელოცოს თქვენი საკუთარი ჭერი. 
        შორენა: რომ იცოდეთ, რა გაუსაძლისია ქირით ცხოვრება. თვე ისე მალე გადის… გადასახადიდან გადასახადამდე, სულის მოთქმას ვერ ასწრებ. იმ მცირე დახმარებით, რომელსაც სოციალური სამსახური გვაძლევს, თავის გატანაც კი შეუძლებელია, არა თუ ქირის გადახდა. საოცრებაა და თავადაც მიკვირს, აქამდე როგორ მოვიტანეთ თავი, როგორ გადავრჩით? თქვენთან რომ დავრეკეთ, მართლა უკიდურესი მდგომარეობა გვქონდა! მშიერი ბავშვები ტელეფონზე საუბარსაც არ მაცდიდნენ. სიმართლე გითხრათ, ამდენ გამოხმაურებას და ასეთ მხარდაჭერას არ მოველოდი… 
        – ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე ლამაზი დღე გვეჩუქებინა თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. მაგრამ თქვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა…
        შორენა: პრობლემებს რა გამოლევს, როდესაც შენი სტაბილური შემოსავალი, მხოლოდ სოციალური დახმარებაა. მე ვერ ვმუშაობ, რადგან მცირეწლოვანი ბავშვები მყავს. თუმცა, დღესდღეობით არც სამსახურის შოვნაა  მარტივი… პროდუქტი, ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები კი, ყოველთვის გვჭირდება. მადლობა მარიამს, რომ პამპერსებს გადაეჩვია… (იღიმის.) ეს დიდი შეღავათია. სანამ თქვენს საჩუქრებს მივიღებდით, საკუთარი არაფერი გვებადა, ერთი ჟანგიანი გაზის ბალონის გარდა, რომლის დატენვასაც, ყოველთვის ვერც კი ვახერხებდი… შეხედეთ საოჯახო ნივთებს, ავეჯს და ჭურჭელს რომელსაც ვიყენებთ. ასეთებს, მხოლოდ სანაგვეზე თუ შეხვდებით…
         მეგობრებო, ამით, ამ ოჯახის გასაჭირი არ დასრულებულა… მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, კვლავ  სჭირდებათ საკვები, ჭურჭელი, ჰიგიენური საშუალებები. ხომ გვინდა, მარიამის და გიორგის თვალებში მუდამ ენთოს ბედნიერების ნაპერწკლები? მაშინ ნუ დავიზარებთ, ვესტუმროთ ოჯახს, ან გავიღოთ მცირედი თანხა ჩვენი ანგარიშის საშუალებით! კიდევ ბევრი ლამაზი დღე გავუთენოთ  პატარებს!
   
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დავითაიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის   მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/776-davitaia/description/
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 22
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1445.00₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
104.47₾
2021 ნოე 26
პროდუქტები
100.00₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
855.00₾
2021 დეკ 07
ბავშვთა კვება,მედიკამენტები
199.91₾
2021 დეკ 10
პროდუქტები
199.83₾
2021 დეკ 21
პროდუქტები
199.77₾
2021 დეკ 30
მაცივარი
620.00₾
2021 დეკ 30
მედიკამენტები,პამპერსები
229.82₾
2022 იან 13
ტელევიზორი
599.00₾
2022 იან 13
პროდუქტები
198.38₾
2022 იან 21
პამპერსები,ბავშთა კვება
119.65₾
2022 იან 26
მედიკამენტები,ბავშთა კვება
209.98₾
2022 იან 26
პროდუქტები
199.93₾
2022 თებ 17
პროდუქტები
77.63₾
2022 თებ 24
პროდუქტები
87.95₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
95.00₾
2022 ივნ 18
პროდუქტები
139.83₾

სულ ხარჯები:

5916.15₾

დარჩა:

0.35₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 23:53:19
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.03.2022 20:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.02.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,916.50

396 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,916.50

396 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება