ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!

calendar თებერვალი 7, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, – ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მაპატიეთ, მინდა კარგი დედა ვიყო, მაგრამ არ გამომდის“
           საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, – ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!

 „მთელი შვიდი წელი, მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს, შვილი ეჩუქებინა მისთვის“
შვიდი წლის მანძილზე, სამი შვილი დაკარგა: ერთი მშობიარობის დროს დაიღუპა, მეორე მკვდარი დაიბადა, მესამე კი ქვეყანას საერთოდ ვერ მოევლინა – მოეშალა მუცელი. როგორც იქნა, ღმერთმა აჩუქა სრულიად ჯანმრთელი ბიჭი, ირაკლი და ულამაზესი გოგონა მარიამი. მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მოუწყობელი ცხოვრება, ბინის არქონა… ბავშვის სიცილი ყველა დარდს ავიწყებდა. 
როდესაც მეუღლე გვერდში ჰყავდა, ცხოვრება ბევრად მარტივი იყო. მაგრამ, საუბედუროდ, მეუღლემ სხვა არჩევანი გააკეთა, ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ნათია მარტო დარჩა. ძმაც, რომელიც მასზე ზრუნავდა, დაიღუპა ერთი წლის წინ. ახლა კი, უბედური, მიტოვებული და გაჭირვებული ქალი სრულიად მარტოა. ჩვენ კი, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და ამ ოჯახზე ვიზრუნოთ.

 „სახლში, ერთი მთელი სკამიც კი არ გვაქვს. ნაგავსაყრელზე ნაპოვნია ეს ყველაფერი“

 „შეხედეთ, როგორ გვძინავს: ლეიბის მაგივრობას, ზაფხულში ზამთრის, ზამთარში კი – ზაფხულის ტანსაცმელი გვიწევს“
ირაკლი (7 წლის): თუკი ოდესმე ფული მექნება, გულებიან ჭიქებს ვუყიდი დედას. ერთხელ, მაღაზიასთან რომ გავიარეთ, ძალიან მოეწონა. ხელში აიღო, დიდხანს უყურებდა, მერე კი ატირდა და ისევ დადო.

 „ფული თუ მექნება, დედას რაც მოუნდება, ყველაფერს ვუყიდი, სახლს საჭმლით გავავსებ!“
         – როგორ ფიქრობ, დედამ ის ჭიქა რატომ არ იყიდა?
         ირაკლი: არასდროს არაფერს არ ყიდულობს, ფქვილის და მაკარონის გარდა. არც სათამაშოებს, არც კანფეტს, მანდარინსაც კი! არ აქვს ფული.
– შენ რომ ფული გქონდეს, რას იყიდიდი? 
ირაკლი: პირველ რიგში, დედას იმ გულებიან ჭიქას ვუყიდიდი, მერე თოჯინას ჩემი დაიკოსთვის, თავისი ეტლით, და ძალიან ბევრ საჭმელს! იმდენს, ყველგან პროდუქტი რომ გვეწყოს.
– და შენთვის?
ირაკლი: სპაიდერმენის ფორმას. რომ გავიზრდები, მინდა სპაიდერმენი გამოვიდე!
– რატომ?
ირაკლი: იმიტომ, რომ ძლიერი ვარ და თანაც ვგავარ.
– გოგონებს მოსწონთ სპაიდერმენივით ძლიერი ბიჭები. შენ თუ მოგწონს ვინმე?
ირაკლი: არა, ჯერ პატარა ვარ სამაგისოდ. სანამ საკუთარი სახლი, მანქანა და ბევრი საჭმელი არ მექნება, არავის არ შევიყვარებ. ეგ დიდების საქმეა. მაგაზე, რომ გავიზრდები, მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
– აუცილებლად! ნათია, მითხარით, რა იმედებით მამართეთ ფონდს?
ნათია: არ იყო იმედი… იცით, თქვენი გვერდი გამოწერილი მაქვს, და ვიცი, როგორი დახმარება შეგიძლიათ. ხანდახან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი საქართველო გიდგათ მხარში. ჩვენს ქალაქშიც, უკვე არა ერთ ოჯახს დაეხმარეთ. უბრალოდ ახლა, ჩემი მდგომარეობა მართლა გამოუვალია, დახმარების გარეშე, ვერ გადავრჩებით. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, ბაღში და სკოლაში მივიყვან, მე კი ვიმუშავებ. არანაირ ფიზიკურ შრომას არ ვთაკილობ. დავალაგებ, დავრეცხავ, დავხეხავ, ოღონდაც ბავშვებისთვის პურის გარდა კიდევ რამის ყიდვა მოვახერხო.

 „დღესაც მაკარონის და მწვანილის წვნიანი უნდა ვჭამოთ“
          – პურისა და მაკარონის გარდა, რას აჭმევთ ბავშვებს?
          ნათია: უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა, და მისი წყალობით, არ ჭირვეულობენ. რაც იქნება, ყველაფერს შეჭამენ. ისეთ მაღაზიებს, სადაც ხორცეული და რძის ნაწარმი იყიდება, გვერდს ვუვლი ხოლმე. ტკბილეულსა და ხილზე ხომ, საერთოდ ხმას აღარ ვიღებ. თითოეულ კაპიკს ვუფრთხილდებით. ეს ბავშვებმაც იციან. ირაკლის ესმის, მარიამს კი ვერ ავუხსნი – ისეთივე თოჯინა უნდა, როგორიც სხვა გოგონებს აქვთ. იძულებული ვარ, ყურადღება გადავატანინო. მაგრამ, სათამაშოების გარეშე ბავშვობას, ბავშვობა ჰქვია?

 „თოჯინა მომიტანე და აღარ ვიტირებ“
         – რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
         ნათია: უპირველეს ყოვლისა, ძალიან მჭირდება პროდუქტი, ბავშვებისთვის საწოლები და თეთრეული. ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ მეშინია, რომ დაავადმყოფდებიან ასეთ პირობებში. გარდა ამისა, სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სულ ეს არის. სხვა არაფერზე ვოცნებობ.

ჭურჭელიც კი არ მაქვს, მაგრამ რად მინდა, თუკი საჭმელი არ არის?
          ირაკლი: კიდევ გულებიანი ჭიქები შეუკვეთე და თოჯინა მარიამისთვის!
          – აუცილებლად, დავიმახსოვრე. შენთვის კი სპაიდერმენის ფორმა და ველოსიპედი. ხომ ასეა?
          ირაკლი: ჩემთვისაც შეიძლება? მართლა? თუ ვინმე ასეთ საოცრებას მაჩუქებს, მაგრად ჩავიკრავ გულში!

 „მაინც ვერ ვიჯერებ, რომ სპაიდერმენის ფორმა მექნება!“
***
ირაკლის არ სჯერა სიკეთის, არ სჯერა, რომ შესაძლებელია, ვიღაცამ საჩუქარი აჩუქოს ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგი ბიჭია. არასდროს მიუღია საჩუქრები, არც დაბადების დღისთვის, არც საახალწლოდ. მეგობრებო, მითხარით, ნუთუ შეიძლება ასე ცხოვრება? წარმოგიდგენიათ, როგორ გამოჩნდებით ირაკლის თვალში, თუ მას სპაიდერმენის ფორმას აჩუქებთ? თქვენ მისთვის იქნებით ყველაზე, ყველაზე მაგარი სუპერგმირი!
         ნათიას და მისი შვილებს ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. ძალიან მადლობელი იქნებიან ნებისმიერი დახმარებისთვის: პროდუქტისთვის, ტანსაცმლისთვის, ფეხსაცმლისთვის, სათამაშოებისთვის, საწოლებისთვის და თეთრეულისთვის.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. 30ა
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

«ტორტუკა თუ დამსვრის, ახალი სარეცხი მანქანა ყველაფერს გარეცხავს“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როდესაც მიხარია, მინდა თვითმფრინავივით ფრენა“

 მარიამი ფუმფულა ნამცხვარს ჰგავს, რომელსაც შაქრის პუდრი აქვს მოყრილი! მისი შეჭმა მოგინდება! და ამ გემრიელ, პატარა გოგონას, არასდროს ჰქონია ტკბილეული, რომელზეც ამდენს ოცნებობდა. სამაგიეროდ, უამრავი სიმწარე ჰქონდა: არანაირი სათამაშოები, არანაირი მულტფილმები, არანაირი ტანსაცმელი, და არც ნორმალური დასაძინებელი ადგილი. თქვენს გარეშე, მას ეს ყველაფერი არ ჰქონდა! გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდა შერმადინების ოჯახი:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/834-shermadini/

 სამაგიეროდ, ახლა მარიამს იმდენი ნამცხვარი აქვს, შოკოლადითა და მარმელადით, რომ შეუძლია დიდ სათამაშო ძაღლსაც კი აჭამოს. აჭამოს რა, „პეჩენია“ მაინც მარიამის ულამაზეს პირში აღმოჩნდება ხოლმე. ახლა, მან გაიგო ტორტის გემო, და იცის როგორ დაისვაროს მისი კრემით პაწაწინა ხელები. იცის, რას ნიშნავს თბილი და მყუდრო საწოლი. იცის, ვინ არიან ფიქსიკები, ბემბი და რაპუნცელი – ტელევიზორიდან.

 მისმა ძმამ კი, ირაკლიმ, პატარა სპაიდერმენი გაიცნო და იმედი აქვს, რომ მალე, დიდიც ესტუმრება.

 სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მამიკოს სიყვარულსა და ყურადღებას ვერ ვაჩუქებთ. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ამ ორი ბავშვისთვის, რომელსაც ნათია სრულიად მარტო ზრდის. მადლობას გიხდით სიყვარულისთვის, სითბოსთვის და დადებითი ემოციებისთვის, რომელიც გაუზიარეთ შერმადინების ოჯახს.

 – ნათია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

 ნათია (დედა): თვითონ პოსტი არ მინახავს, ახლა ინტერნეტი არ გვაქვს, მაგრამ, ვნახე მკითხველთა რეაქცია. ისეთი ამბავი ატყდა ჩვენს გარშემო – ზარები, მნახველები, დახმარება. ყველაფერი ერთად! ესე იგი, ისე უამბეთ მათ ჩვენი ამბავი, რომ ხალხი მაშინვე მიხვდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავით და როგორ გვიჭირდა. ძალიან დიდი მადლობა!

ისეთი ბედნიერები არიან ბავშვები, უხარიათ ახალი ტანსაცმელი, სახლში ახალი ნივთები, თოჯინები, მანქანები. მარიამს ოცნება აუსრულდა, ზუსტად ისეთი ტორტი მიიღო, როგორიც უნდოდა! კრემით მორთული, ხილის. ირაკლი აღფრთოვანებულია ტელევიზორით, ბოლო დროს, ზედმეტიც კი მოუვიდა ყურება. (იღიმის.) თავისთავად, მათ ასეთ კმაყოფილებს და გახარებულებს რომ ვხედავ, მეც ბედნიერი ვარ! ბავშვების გამო მოგწერეთ. ვიცი, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლიათ თქვენს მკითხველებს. ჩემს შვილებს კი, ეს ძალიან სჭირდებოდა.

„კიდევ, იმიტომ მომწონს ტელევიზორი, რომ ყველანი ერთად ვიკრიბებით“

 – ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ნათია: აბსოლუტურად ყველას, მინდა მადლობა ვუთხრა. ყველას გულკეთილობას ძალიან ვაფასებ და ყველანი მიყვარხართ! გორიდან, კარგი ბიჭები გვესტუმრნენ, ჩამოგვიტანეს სათამაშოები და პროდუქტი. უზომოდ გაახარეს ბავშვები, თვალები უბრწყინავდათ. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა თინამ, ემიგრანტმა გერმანიიდან – გამოგვიგზავნა ტანსაცმელი და სხვადასხვა გემრიელობები… ყველა საოცარია, ოქროს გულის მქონე ადამიანები! კიდევ,  ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მოგვინახულა – მოგვიტანეს საბნები და ლეიბები, ახლა, რბილად და თბილად გვძინავს. არასდროს დამავიწყდება ყურადღებიანი და საოცარი ლია სერგეევა, მან გვაჩუქა საბნები, საბნის პირები და ზეწრები. და კიდევ, ერთი ძალიან გულთბილი ქალბატონი – მირანდა აბაკელია, რომელმაც პროდუქტი მოგვიტანა. ბაღში კი, მშობლებმა ჩვენთვის თანხა შეაგროვეს და საჭირო ნივთები მოგვიტანეს… ამდენი რამის, ამდენი მზრუნველობის შემდეგ, უანგარო სიკეთის როგორ არ უნდა მჯეროდეს?! ყველანი მიყვარხართ, ხალხო, ყველას გლოცავთ!

 „ტორტუკამ რომ დამსვაროს, შენ ყველაფერს გარეცხავ, არა დედიკო?“

 – ნათია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

 ნათია: ისინი, მხოლოდ ნერვებს თუ მოგიშლიან. არაფერს ველოდი და არაფრის იმედი მქონდა. მართალიც ვიყავი. რა დახმარება? პირიქით, ხანდახან, სოციალურად დაუცველებს პროდუქტს რომ დაურიგებენ, ჩვენ ვავიწყდებით, და მერე, დიდი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ, გვაძლევენ.

 – რას ნიშნავს მკითხველთა დახმარება და თანადგომა პირადად თქვენთვის? 

 ნათია: თქვენი სიკეთე გადამდებია. (იღიმის.) ბავშვებმა დაინახეს ამხელა ყურადღება, ამდენ ადამიანს ჩვენი დახმარება რომ უნდოდა, ყველა ჩვენს გადარჩენას რომ ცდილობდა. ახლა, კარგად იციან, რომ საქართველოში, ყველა ეხმარება ერთმანეთს. განსაკუთრებით ირაკლიმ, ის უფროსია, ყველაფერს ამჩნევს. და აი, მან დაინახა, რომ ყველას ადარდებს სხვის გასაჭირი. ჩვენთან სხვაგვარად არ ხდება. ჩემი შვილიც მეუბნება: „დედა, რომ გავიზრდები, მეც დავეხმარები სხვებს. კარგი საქმეა, მომეწონა.“

„გასინჯე, რა გემრიელია, მერე, შენ თვითონაც მომთხოვ!“

 – მითხარით, ბავშვებო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? როგორ ითამაშებთ ახლა?

 ირაკლი: მარის ძალიან მოეწონა თოჯინები, როგორც იქნა, გახარებულია და იცინის. ისე სასაცილოდ თამაშობს ხოლმე (იღიმის.) რასაც თვითონ აკეთებს, მისმა თოჯინებმაც იგივე უნდა გააკეთონ. დასაძინებლად რომ დაწვება, ყველას დააწვენს, დააფარებს და აკოცებს. მარი რომ ჭამს, ყველა მისი სათამაშოც სადილობს. თქვენს შოკოლადებს აჭმევს. (იღიმის.)

 მარიამი: უკვე ჩემი შოკოლადებია ეგენი.

 ირაკლი(დას აკოცა და ისე გაუშვა ხელი.) მერე ამბობს: მე, ყველზე მეტად ტელევიზორი მომწონს. ახლა, ჩვენს სახლში აღარ არის ისეთი მოწყენილობა, როგორც ადრე. კიდევ მანქანები მაჩუქეს და სათამაშო სპაიდერმენი. სპაიდერმენის დიდ ფორმას თუ მომიტანენ, ხომ არ იცით? რა კარგი იქნებოდა…

მარიამი(ექაჩება ძმას ტანსაცმელზე.): ირაკლი, ჩემი ტორტიც უთხარი!

ირაკლი: კი, ვეტყვი. ორჯერ მოგვიტანეს ტორტი. მარი სულ იხსენებს, როგორი გემრიელი და ლამაზი იყო. დედამ ისეთი ნაჭერი მისცა, მორთულობით და კრემის დიდი ყვავილით. მარიამი რომ გაეხარებინა. მას ხომ ყველაზე მეტად უნდოდა ტორტი. ცოტა კი დაისვარა კრემით. მერე დედიკომ მისი ზედა ახალ სარეცხ მანქანაში გარეცხა. ახლა, იქ რეცხავს ყველაფერს, რაც დაისვრება.

 (მარიამი გვაჩვენებს ზედას, რომელიც აცვია.)

 ირაკლი: კი, ეს დასვარა (იღიმის.) მაგრამ უკვე აღარაფერი ეტყობა.

„ყველაფერს რასაც მე დავსვრი, ის რეცხავს!“

„აღარ შია, ვაჭამე უკვე!“

 – ესე იგი, ჩვენი მარი ტირილს გადაეჩვია და კმაყოფილია ყველაფრით.

 ნათია (ამოიოხრა.): ბაღში სიარული არ უნდა, ისტერიკაში ვარდება და გაუჩერებლად ტირის. ამბობს, რომ ყველას მამები აკითხავენ. ეს არის მისი ტირილის მიზეზი. არ მინდა, ძალა რომ დავატანო. ბავშვებს მამის გარეშე ძალიან უჭირთ. ამის გამო, ორივე ნერვიულობს. არ გვინდა ამაზე საუბარი, გული არ ეტკინოთ. 

 „მარიამ, მოდი დავატოლოთ, ეს კოშკი შენზე მაღალია?“

 – იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენი ფონდის მეგობრებს თქვენი დახმარება შეუძლიათ?

 ნათია: დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. თქვენ უკვე ყველაფერს გიყვებით… ირაკლის გლანდები აწუხებს, საბუთები უნდა მოვაწესრიგო, რომ ოპერაცია ჩაუტარდეს.

 ახლახან, ჩვენს გაზქურას ცეცხლი წაეკიდა. ძალიან შეგვეშინდა. კიდევ კარგი, მეზობელი შემოვარდა, ტილო დააფარა და ცივი წყალი გადაასხა. საბედნიეროდ, ცეცხლი სხვას არაფერს გადაედო, მაგრამ, გაზქურა აღარ გვაქვს. ეს პრობლემაა, არ ვიცი, საჭმელი როგორ მოვამზადო. თუ შეიძლება, რამე რომ მოხერხდეს… მე თვითონ, ალბათ, ვერაფერს ვიზამ. 

 ყოველდღე, უფლის წინაშე მადლობას გიხდით.

***

მეგობრებო, ნათია დახმარების თხოვნით, ვერავის მიმართავს სხვას. მხოლოდ ჩვენთან ჰპოვა ნდობა და მხარდაჭერა, ჩვენთან ის გულახდილია, როგორც ახლობელ ადამიანებთან. გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ამ პატარა, ლამაზი ოჯახისთვის, რომელსაც სიღატაკე ძირს უთხრის და ცდილობს, რომ დააუძლუროს.
             გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, პატარა მარიამისთვის და ირაკლისთვის, რომლებსაც ახლა ღრმად სწამთ სიკეთისა და სიყვარულის, და უნდათ, ქველმოქმედები რომ გამოვიდნენ. დამეხმაროთ ამ დიადი მიზნის მიღწევაში! დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს იმაში, რომ ძალა მოიკრიბონ და გადალახონ ყველა სირთულე.
           თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
            ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
              სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
             მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
            თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
           კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
      ჩვენი ფონდის ანგარიში: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
            თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/834-shermadini/
             თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).         
            შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1139.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
330.00₾
2022 მაი 13
პროდუქტები
193.00₾
2022 ივნ 09
პროდუქტები
369.99₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
145.00₾
2022 ივლ 21
პროდუქტები
190.00₾

სულ ხარჯები:

2366.99₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2022 01:40:49
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾2,366.22

137 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,366.22

137 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება