ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, დაბრუნდი! უშენოდ ძალიან გვცივა!

calendar თებერვალი 15, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დედიკო, როდის მოხვალ ბოლოს და ბოლოს? მე თუ უშენოდ ასე ცუდად ვარ, როგორ შეიძლება შენ კარგად იყო?.. დედიკოს უნდა გავაგებინოთ, რომ ყოველდღე მწარედ ვტირი, მაშინ ის ბილეთს იყიდის და აუცილებლად ჩამოვა…“ პატარა ლუკას ძალიან ბევრი კითხვა აქვს და გეგმავს, როგორ დაიბრუნოს თავისი დედიკო. ნუთუ მას არ სჭირდება ამისთანა კარგი ბიჭი? მან ხომ ხატვაც იცის, წერაც და შეშის მოტანაც შეუძლია. კიდევ რა უნდა გააკეთოს, დედა რომ მოვიდეს?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დედიკო, დაბრუნდი! უშენოდ ძალიან გვცივა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ თვალებმა ზუსტად იციან რა არის ღალატი
 „დედიკო, როდის მოხვალ ბოლოს და ბოლოს? მე თუ უშენოდ ასე ცუდად ვარ, როგორ შეიძლება შენ კარგად იყო?.. დედიკოს უნდა გავაგებინოთ, რომ ყოველდღე მწარედ ვტირი, მაშინ ის ბილეთს იყიდის და აუცილებლად ჩამოვა…“ პატარა ლუკას ძალიან ბევრი კითხვა აქვს და გეგმავს, როგორ დაიბრუნოს თავისი დედიკო. ნუთუ მას არ სჭირდება ამისთანა კარგი ბიჭი? მან ხომ ხატვაც იცის, წერაც და შეშის მოტანაც შეუძლია. კიდევ რა უნდა გააკეთოს, დედა რომ მოვიდეს?
მაგრამ, დედა აღარ დაბრუნდება. აღარ ჩაიკრავს გულში, არ აკოცებს, არ ანუგეშებს, საშინელი სიცივისგან და შიმშილისგან არ დაიხსნის. თოთხმეტი წლის მარიამმა ეს ზუსტად იცის. მშობლებმა მიატოვეს მარი, ნიკა და ლუკა. მხოლოდ კეთილი მარინა ბებო ჰყავთ, რომელიც, თავისი ობლებისთვის არის ერთდროულად დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. ბებია, რომლის ცხოვრებაც არასდროს ყოფილა მშვიდი და ბედნიერი. ზურგით დაათრევს შეშას, მიწას ხნავს, სეზონურად მუშაობს, ხილს კრეფს, ტყეში ურიკით დადის, რამე საკვები მაინც რომ იშოვნოს, ვალად იღებს პროდუქტს… ბებია წელშია გაწყვეტილი და ზურგი ძალიან სტკივა, მაგრამ, სახლში ხელცარიელი ვერ დაბრუნდება – იქ ხომ სამი მშიერი ბავშვი ელოდება.
 „სასწაულია, დღემდე რომ მოვაღწიეთ და ცოცხლები ვართ,  – ამბობს მარინა ბებია. – საშინელებები მაქვს ნანახი, მაგრამ უბრალოდ ვერ გადავიტან, ბავშვებს რამე რომ დაემართოთ. დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ!“
– მარინა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით და როგორ ზრდით სამ შვილიშვილს მარტო, თან ამისთანა გაჭირვებაში?
მარინა: მშობლებმა მიატოვეს ეს ბავშვები. მათ არავინ ჰყავთ, ჩემს გარდა. ჩემთვის ეს დიდი ტკივილია, და გული მიკვდება, როდესაც ამაზე მიწევს ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს, ფიქრიას, სულ არ სჭირდება თავისი შვილები.
ღმერთს მადლობა, რომ ბავშვები სადღაც ქუჩაში არ გაიყინენ, ან ვიღაც უცხომ არ იშვილა. ბუნებრივია, ბავშვების ჩემთან წაყვანა გადავწყვიტე.
ეს ბავშვები დედობრივი სითბოს და სიყვარულის გარეშე დარჩნენ. (მძიმედ ამოიოხრა) ცუდად მოიქცა ჩემი შვილი. წავიდა აფხაზეთში, იქ გათხოვდა. ცოცხლად დამმარხა. მაგრამ იმის დროც არ მქონდა, დარდს მივცემოდი. უკვე ჩვენი საკუთარი ცხოვრება გვქონდა. ჩემი სამი ბავშვისთვის უნდა მეცოცხლა.
– ბავშვები სად წამოიყვანეთ? საკუთარი ბინა გქონდათ? ეს სახლი თქვენია, თუ ქირას იხდით?
მარინა: არაფერი გამაჩნდა საკუთარი. ეს მიტოვებული შენობა მიმასწავლეს. ადრე, დიდი ხნის წინ, აქ, პირველ სართულზე, სასადილო იყო, ახლა კი საწყობებია. სარდაფში უამრავი თაგვია. ღრიჭოებიდან ჩვენს სახლშიც ძვრებიან. საწამლავს სულ ვუყრი.

სახლი გარედან საცოდავად გამოიყურება. შესასვლელთან ნიკა დაგვხვდა 
აქ თვითნებურად შევსახლდით. ხედავთ, იატაკი ბეტონის არის. ეს ხომ შავი კარკასია. გაითოშებით, სანამ აქ სხედხართ. ბოდიშს გიხდით, ღუმელს ვერ ავანთებ, ჟანგიანია, ბოლავს და იძულებულები გავხდით, რომ შეგვენახა. კინაღამ გავიგუდეთ ორი დღის წინ. მეზობელი თავისას მოგვცემს, ძველს.

არანაკლებად შემზარავად გამოიყურება შიგნითაც!
ადრე, ჭერიდან ნიაღვარი მოთქრიალებდა. კიდევ კარგი, სახურავი მაინც შეაკეთეს სააკაშვილის დროს. მაგრამ, ამით ყველაფერი დამთავრდა. ბინის შესასვლელი კარები ხის არის, ძველია და ქარი უბერავს.

მოგვიწევს მშრალ საკვებზე გადასვლა – ღუმელი მთლად დაჟანგულია
– სართულებს შორის, ხის კიბეებია. როგორ დადიხართ, არ გეშინიათ? ღმერთმა ნუ ქნას ფეხი  წამოკრათ სადმე.
მარინა: ადრე, ეს კიბეც არ გვქონდა. ვთხოვე გამგეობას – არ გამიკეთეს. მის აწყობაში მეზობლები მოგვეხმარნენ. ახლა, ეს ბინა, ოთახ ნახევარი, ჩემს სახელზეა გაფორმებული. არ გაგვყრიან მაინც.

 „დეიდა, შენ ჩვენს კიბეზე სიარულის გეშინია?“

შიშველ და გაყინულ იატაკზე თამაშს ბიჭები მიჩვეულები არიან
– არც შხაპი, არც საპირფარეშო, წყალიც არ მოდის. როგორ ცხოვრობთ ასეთ არაადამიანურ პირობებში?
მარინა: ვაიმე, ჩვენთან ისე უბერავს, აქ ბანაობა არაფრით არ შეიძლება. ტაშტზეც კი. ეგრევე ფილტვების ანთებას აიკიდებ. ყველანი მარის თანაკლასელის სახლში ვბანაობთ, კვირაში ერთხელ. უკვე მრცხვენია, არ მინდა თავი მოვაბეზრო, ბოროტად ვისარგებლო მათი სიკეთით. მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. ძალიან კეთილი, კარგი ოჯახია. იმ ღამეს იტოვებენ ბავშვებს, ბანაობის შემდეგ, სიცივეში რომ არ იარონ. საპირფარეშო კი ეზოში გვაქვს. წყალი  ეზოდან ამოგვაქვს – ვავსებთ პლასტმასის ბოთლებს, დიდ ქვაბს. ყინვების დროს კი, ეზოს ონკანშიც  წყალი იყინება, და უნდა გამოვიზოგოთ ჩვენი მარაგი.

ახლა კი, მარიმ წყალი მეორე სართულზე, მორყეული კიბით უნდა ამოიტანოს.
– დანარჩენ პრობლემებს როგორ აგვარებთ, მარინა? სადმე მუშაობთ? პენსიას, ან სოციალურ დახმარებას თუ იღებთ?
მარინა: მთელი ვარიანი მიცნობს და ახსოვთ, ურიკით როგორ დავდივარ ტყეში. ყველაფერი, რის მოგროვებასაც იქ მოვახერხებ, სახლში ბავშვებისთვის მომაქვს. ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე მეძახიან – პომიდვრის, სიმინდის, ვაშლის საკრეფად. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. ზურგი კი აღარ მივარგა, მტკივა. მაგრამ, არა უშავს, იყოს ასე.  არ ვაქცევ ყურადღებას, როგორც არ უნდა მტკიოდეს. რა დროს ეგ არის, როდესაც ბავშვებს შიათ.

მარინა ცდილობს საშინელი სიღატაკე ფარდებით დაფაროს…

…მაგრამ ნაკლებად გამოსდის
         მთავარია, ჩემი ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ. კორონა ავარიდე. ვარიანის მკვიდრი მაცხოვრებლები მაუგლის მეძახიან, იმიტომ, რომ ქალის საქმესაც ვაკეთებ, და კაცისაც. მხოლოდ ღმერთმა იცის, რის გადატანა მომიხდა. პენსია ჯერ არ მეკუთვნის – 54 წლის ვარ. თუმცა რა ტანჯვაც გამოვიარე, სამი ადამიანის ცხოვრებას ეყოფა. მე და ჩემს შვილიშვილებს, სახელმწიფოსგან, მხოლოდ სოციალური დახმარება გვეკუთვნის – 540 ლარი. ჩემს ბავშვებს მხოლოდ წიწიბურა, ლობიო, წყალწყალა წვნიანები და მაწონი ეკუთვნით. რომელი ბავშვი შეეგუება ამას? „ბებო, გუფთა, ქათმის ბარკლები, იოგურტი, როდის გვექნება ჩვენც?“ – მეკითხებიან პატარები,  ლუკა და ნიკა. ვაიმე-ე-ე, მიწა გაუსკდეს თქვენს ბებოს! ბავშვები გემრიელ საჭმელზე ოცნებობენ.

ყველა მხრიდან ქარი და სიცივე შემოდის
მაღაზიაში ვალი გვაქვს – 470 ლარი. გვაცდიან, არ ჩხუბობენ. ასე მითხრეს: „ნაწილ-ნაწილ მოიტანეო“. ერთი წელია არ მიხმარია გაზი, საჭმელს ღუმელზე ვამზადებ. დავალიანება გვაქვს – 320 ლარი. მეშინია, კიდე არ გაიზარდოს და გავთიშე.
პროფესიაც არ მაქვს, რვა კლასი დავამთავრე. როგორ უნდა მქონდეს კარგი სამსახურის შოვნის იმედი ამ სიბერეში?
– მაგრამ, როდესმე ხომ გქონდათ იმედი, მარინა? ახალგაზრდობაში ალბათ ოცნებობდით კარგ ცხოვრებაზე?
მარინა (გაოცებული მიყურებს და უცებ ცრემლს იწმენდს): არა, ჩემო კარგო, შენ მე ვერ გამიგებ.
– რატომ?
მარინა:  კარგი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. არიან ასეთი ადამიანები, ვინც გაჩენილია ვირული ყოფისთვის. დიახ. ბავშვობაშიც არასდროს, არაფერი გამხარებია. 11 წლის ვიყავი, ტყეში მარტო რომ დავდიოდი შეშაზე. ზურგზე მოკიდებული მომქონდა სახლში. მწარე ბავშვობა მქონდა. დედა სვამდა, მამა ადრე დამეღუპა. 15 წლის ასაკში გავთხოვდი ამ კოშმარისთვის თავი რომ დამეღწია. ძალას, ჩემი გოგონა, ფიქრია მმატებდა, სისულელის ჩადენის საშუალებას არ მაძლევდა. მაგრამ მეუღლის ოჯახს არ ვუნდოდი. არ მოსწონდათ ჩემი ოჯახი, სიღარიბე, ის, რომ უპატრონო ვიყავი. თვითონ კი არ ისურვეს ჩემი პატრონობა. წავედი, ქუჩის ძაღლივით, მარტოს რომ მებრძოლა გადარჩენისთვის. ვიბრძოდი კიდეც, დამლაგებლად ვმუშაობდი, ძიძად.
– შვილზე გაბრაზებული ხართ, იმის გამო, რომ თქვენი იმედები არ გაამართლა?
მარინა: ძალიან ნაწყენი ვარ, ძალიან. და ვერასდროს ვერ გავუგებ. მაგრამ დედის გული ისეთია, სულ რომ ქვით გასრისო, გაჭყლიტო, მაინს სიყვარულით დარჩება სავსე. მე უბედური დედა ვარ.
ჩემი შვილიშვილები სულ პატარები რომ იყვნენ, დედას მეძახდნენ. მე ვუსწორებდი – ბებო. (ცრემლს იწმენდს.) ლუკა, ყოველ დილით, რომ გაიღვიძებს, ტირის: „დედა მინდა“. გულში ვიკრავ და ვამშვიდებ. ხედავ, როგორი თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. ნიკა – სხვანაირია, გამბედავი და ცელქი. განიცდის, მაგრამ არ ამჟღავნებს.
– საერთოდ არავინ არ გეხმარებათ?
მარინა: ნათესავები ჩვენზე უარეს დღეში არიან. ჩვენ საავადმყოფოს მაინც არ ვსაჭიროებთ. ჩემს დას ხელი სტკივა, მისმა მეუღლემ კი ინსულტი გადაიტანა. იცი, აქ, ვარიანში ყველას ძალიან უჭირს, ზღვარზე არიან, ვერავის მიმართავ დახმარებაზე.
მაგრამ, არა, იცი, არის ერთი კეთილი გოგონა, მაკა. იზრუნა ჩემს მარიზე, უთხრა: „ინგლისურის გაკვეთილებზე იარე, ერთი წლის საფასურს მე გადავიხდიო“.
– ღმერთს რას სთხოვთ?
მარინა: მხოლოდ იმას, რომ შევძლო და შვილიშვილები გავზარდო. მინდა მოვასწრო, განა რა დამრჩენია. ჩემნაირ უბედურებს, მხოლოდ ღმერთი თუ დაეხმარება. სხვანაირად დღემდე ვერ მოვაღწევდი. ძალა, იმ ყველაფრის გადასალახად, რაც დააჩოქებდა ნებისმიერ ქალსაც და კაცსაც, სწორედ უფალმა მომცა. ეს ყველაფერი გაანადგურებდა ადამიანს. ჩემი შვილიშვილები, ჩემთვის პირველ ადგილზე დგანან, მთავარია, მათ არ მოშივდეთ და არ შესცივდეთ. მხოლოდ ისინი არიან ბებიას ბედნიერება.
ლუკა (მოულოდნელად ამბობს): ღმერთი კარგია. ის გვეხმარება. ბებო ამბობს, რომ ის მუდამ ჩვენს მხარეზეა.
– ლუკა, სად ნახე ის?
ლუკა: ეკლესიაში, სად ვნახავდი. ჩვენთანაც არის, დერეფანში.

 „აი, ეს არის ღმერთი. მანქანას ვთხოვ და დედა რომ დაბრუნდეს“

– მარი, რას ნიშნავს შენთვის ბედნიერება?
მარი (14 წლის): ჩემი ოჯახია. ჩემი ძამიკოები და ბებო.
– დედა?
მარი (ამოიოხრა): დედაზე ფიქრი მადარდიანებს. რატომ დაგვტოვა? ჩვენ მასთან ერთად გვინდოდა ყოფნა, მას კი – არ ვიცი… მინდა, ბებოს ვგავდე. ის ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს და ძალიან ვუყვარვართ. ის მზრუნველია და მშრომელი. და ის არასდროს არ მიგვატოვებს.
– რის დავიწყებას ისურვებდი და არასდროს გაიხსენებდი?
მარი: სიღარიბის. და იმ დღეების, როდესაც ვტირი, იმის გამო, რომ ცუდად გვაქვს ყველაფერი. არ გვაქვს საჭმელი, ან შეშა. მაგრამ, ჯერჯერობით, დავიწყება არ გამომდის, იმიტომ, რომ არ დამთავრებულა. მე კი, ვოცნებობ, რომ დამთავრდეს. გარემონტებულ სახლში რომ ვიცხოვროთ, კარგად და ლამაზად.
– ძალიან ლამაზი გოგონა ხარ, იცი? შენს ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს ლამაზად, ყველაფერი გამოგივა.
მარი: მადლობა, მაგრამ ბებო ამბობს, რომ სილამაზის კი არა, სწავლის იმედი უნდა მქონდეს. სახლშიც ყველაფრის კეთებას მასწავლის.
მარინა: მართალია, გვიჭირს, მაგრამ სისუფთავე აუცილებელია. მარი სახლსაც ალაგებს, რეცხავს კიდეც და საჭმელსაც ამზადებს.
– რომელ წრეზე ისურვებდი სიარულს? შეგვიძლია ხელი შეგიწყოთ.
მარი: ძალიან მინდა ისტორია ვისწავლო და ქართული ცეკვა. ჩვენთან, ვარიანში არის სტუდია. ხანდახან ვცეკვავ ჩემთვის, სახლში. როგორც შემიძლია.
ლუკა (8 წლის): მე ნანახი მაქვს მარი როგორ ცეკვავს, როდესაც მარტოა. ეგონა, რომ მარტოა (იღიმის.) აი ესე წევს ხელებს მაღლა… (ისევ იღიმის.)

ლუკას ნახატი
– უთვალთვალებდი, ხო? აბა მოდი აქ, დაჯექი. მოგვიყევი შენს საქმეებზე.
ლუკა: დღეს დილით არ მიტირია. დღეს ვხატავდი და ქართულ ასოებს ვწერდი. მე-ე-რე… (წელავს დროს, ფიქრობს) ეზოდან მორები მოვიტანე. („შეშა“, კარნახობს ბებო) მერე კიდევ, „დედა“ დავწერე ბევრჯერ. მაგრამ არ მიტირია. (გაჩუმდა, ფიქრობს.) შენ გყავს დედა?
– კი.
ლუკა: მეც მყავს, მაგრამ შორს არის.

სკოლის დავალების ნაცვლად, ლუკამ სიტყვა „დედა“ ძალიან ბევრჯერ დაწერა 
– რა სურვილი გინდა, რომ აგისრულოთ? რა ვუთხრათ მკითხველებს, რა უნდა ლუკას?
ლუკა: უთხარი, რომ ხატვაზე მინდა. კიდევ სათამაშო თუთიყუში და კანფეტები. ნიკა კრივზე შეიყვანეთ. მეტსახელად ბოინგს ეძახიან, ყველასთან ჩხუბობს.

ლუკას ოცნება არის მანქანები, მოტოციკლეტები, კვადროციკლები
ნიკა (7 წლის): ჰეი, შენ აქ რას ბლატაობ? (მოირბინა და შემოარტყა) ჩემს მაგივრად ალაპარაკდა! კრივზე ისედაც მიმიღებენ. ოღონდ ხელთათმანები მჭირდება. აგერია ყველაფერი. (ეჯღანება.)
        – ჩვენ ნამდვილად არ აგვერევა – ხელთათმანები კრივისთვის.
        ნიკა: გიორგი კანდელაკმა უნდა მავარჯიშოს. მსოფლიო ჩემპიონია. ვარიანში აქვს გახსნილი წრე. მე კარგად ვჩხუბობ. აი, შემომხედე.

 „ლუკა დანებდი, შანსი არა გაქვს!“

მარინა: ბავშვებს თქვენი მოსვლა ძალიან გაუხარდათ. სითბო სჭირდებათ, ყურადღება, „ზურგი“. მე მარტო ვეღარაფერს ვახერხებ, და ბავშვები დაბნეულები არიან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მიმართ ყურადღებას გამოიჩენს! ვიცი, დახმარების გარეშე არ დაგვტოვებთ. ფონდში ძალიან კეთილი ადამიანები არიან. ერთხელ უკვე დაგვეხმარეთ და ეს არასდროს დამავიწყდება.
– მარინა, ახლა, ბავშვებს პირველ რიგში რა სჭირდებათ?
მარინა: საჭმელი. ახლა, ყველაზე მძიმე დროა ჩვენთვის. ბავშვებს არ აქვთ ზამთრის ფეხსაცმელი, ნორმალური თბილი ტანსაცმელი. ძალიან გვჭირდება ახალი ღუმელი და შეშა. ვიყინებით. რას ჰგავს ჩვენი შემოსასვლელი კარი, თავადაც ნახეთ. ასევე ორი ოთახის კარი გვჭირდება. სარეცხი მანქანაც გაგვიფუჭდა, ხელოსანი ამბობს, რომ აღარაფერი ეშველება. არ ვიცი, რა ვქნა. ბოლომდე გენდობით და თქვენი იმედი მაქვს. მხოლოდ თქვენ იცით, ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება.
***
მეგობრებო, ნიკა, ლუკა და მარი მოკლებულები არიან მშობლების სითბოს. თითქოს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, და სულიერ განცდებს, მშიერი და უღიმღამო დღეები დაერთო თან, სიცივე და უკიდურესი გაჭირვება. ეს ოჯახი ზღვარზეა. ძალიან მერყევია მათი მდგომარეობა. ბებია არის ყველაფრის საყრდენი, მაგრამ მასაც ძალა ეწურება. ნებისმიერი ახალი პრობლემა, მაშინვე ჩაძირავს მათ.
ჩვენ უნდა გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, გადავარჩინოთ, სანამ ეს მოხდება. რომ არ დააგვიანოთ, დაუკავშირდით დღესვე. ან მოინახულეთ პირადად: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარიანი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება! რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ჩვენი სჯერათ. იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თულოშვილების ოჯახი).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით:
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ Instagram: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 16
სამშენებლო მასალა
312.00₾
2022 მარ 07
სანტექნიკა
347.60₾
2022 მარ 14
პროდუქტები
200.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
157.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾

სულ ხარჯები:

1276.60₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,276.00

91 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,276.00

91 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება