ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ მოგვეკარო, მოარული სენი ხარ!

calendar მარტი 15, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„არ მოგვეკარო, ელამი ხარ, რომ გადაგვედოს? ბრმა! მახინჯო!“ – ორმოც წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ, ზეინაბს დღემდე ახსოვს ეს სიტყვები. ახსოვს, პატარა რომ იყო, მასხრად როგორ იგდებდნენ, ის კი ვერ სცემდა პასუხს, ტიროდა და უარესად დასცინოდნენ ამის გამო. არ ეუბნებოდა მშობლებს. სახლიდან მოშორებით დაჯდებოდა, ცრემლად დაიღვრებოდა, რომ დამშვიდდებოდა, სახლში ბრუნდებოდა. არ უნდოდა, დედას და მამას რომ გული სტკენოდათ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
არ მოგვეკარო, მოარული სენი ხარ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „გადამდები არაფერი მჭირს, უბრალოდ უსინათლო ვარ“
         „არ მოგვეკარო, ელამი ხარ, რომ გადაგვედოს? ბრმა! მახინჯო!“ – ორმოც წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ, ზეინაბს დღემდე ახსოვს ეს სიტყვები. ახსოვს, პატარა რომ იყო, მასხრად როგორ იგდებდნენ, ის კი ვერ სცემდა პასუხს, ტიროდა და უარესად დასცინოდნენ ამის გამო. არ ეუბნებოდა მშობლებს. სახლიდან მოშორებით დაჯდებოდა, ცრემლად დაიღვრებოდა, რომ დამშვიდდებოდა, სახლში ბრუნდებოდა. არ უნდოდა, დედას და მამას რომ გული სტკენოდათ.
მერე კი, როდესაც გაიზარდა და საკუთარი თავის დაცვა ისწავლა, ცდილობდა აეხსნა ადამიანებისთვის, რომ უსინათლობა არ არის გადამდები, რომ მისი ბრალი სულაც არ არის, რომ სამშობიაროში, უნაირო ექიმებმა დაასახიჩრეს, და ამის გამო, წლიდან წლამდე მისი მხედველობა უარესდება.
ახლა, ზეინაბი 47 წლის არის. ის ძლიერი ქალია, საწყენი სიტყვების აღარ ეშინია, მაგრამ ძველი ჭრილობები მოუშუშებელია.

 „დამცირებამ და შეურაცხყოფამ შეიძლება მოკლას სუსტი ადამიანი“
          ზეინაბი: ახლაც არ მოგმართავდით, მაგრამ მარტო ვეღარ ვუმკლავდები. ჩემი შშმ პირის პენსიით, კომუნალურ გადასახადებს ძლივს ვფარავ. ცოცხალი ადამიანი ვარ, ჭამაც ხომ მინდა.
          – სოციალურ დახმარებას არ იღებთ?
         ზეინაბი: ხელისუფლებამ რატომღაც ჩათვალა, რომ პენსია უნდა ვიმყოფინო. მე ხომ მარტოხელა ვარ, არავინ არ მყავს, არავინ გამომესარჩლება, მე კი აღარ შემიძლია სიარული, ჩხუბი და საკუთარი სიმართლის მტკიცება. მხოლოდ სოციალურ სასადილოში თუ გავალ, შიმშილით რომ არ მოვკვდე, საჭმელი იქიდან მომაქვს. მყოფნის, ერთხელ რომ ვჭამო. აღარც კი მახსოვს, ბოლოს ადამიანურად, გემრიელად როდის ვჭამე.

სოციალურად დაუცველების „მეფური“ სადილი. წიწიბურა და კომპოტი

ჩაის მომზადება და დალევაც კი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს ზეინაბისგან
          – კი, მაგრამ, რას ჰქვია, მოგიხსნეს სოციალური დახმარება? თქვენ ხომ სოციალურად დაუცველი ხართ, სუსტი მხედველობა გაქვთ.
          ზეინაბი: აი ასე, უბრალოდ მომიხსნეს და მორჩა. კი, თითქმის ბრმა ვარ. ნუ მოერიდებით ამ სიტყვის თქმას. სილუეტებს ვარჩევ, ამიტომ, ჩემი ერთადერთი „მეგობარი“ ტელევიზორია. საბანში გავეხვევი, ჩავრთავ და ვუსმენ ხოლმე. მათბობს ეს ციმციმიც.

 „ეს ციმციმი იმის ნიშანია, რომ ჯერ კიდევ ვცოცხლობ, ცხოვრების ინტერესი არ დამიკარგავს, სიცოცხლე მინდა…“

 „ასე, გავეხვევი საბანში და ვუსმენ, რა ხდება ქვეყანაზე“
         – გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე. რატომ ხართ სრულიად მარტო?
         ზეინაბი: ხომ გითხარით, ყოველთვის მასხრად მიგდებდნენ, სახლში, ჩემი უახლოესი მეგობრის  დედაც კი არ მიშვებდა. ერთხელ, საზაფხულო ბანაკში, სადაც ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად ვისვენებდი, ბიჭმა ფეხი შუშის ნატეხით გამიჭრა. ტირილი რომ დავიწყე, მასწავლებელმა თქვა, რომ ალბათ მე ვაიძულე საბრალო ბიჭი, ასე რომ მოქცეულიყო. წარმოგიდგენიათ? როგორც განდეგილს, როგორც კეთროვანს, ისე მიყურებდნენ. რომელ გათხოვებაზე შეიძლებოდა საუბარი? თუმცა…

 „როდესაც უსინათლოებს უყვარდებათ, ერთმანეთს გულით ხედავენ, და არა თვალებით“

          თუმცა, მიყვარდა და ვუყვარდი კიდეც. ისეთი საოცარი გრძნობა იყო. მეჩვენებოდა, რომ უკეთ ვხედავ. მაგრამ, დაქორწინების უფლება არ მოგვცეს. მისი მშობლები უარზე იყვნენ. ის კი, დედის წინააღმდეგ ვერ წავიდა. ამის შემდეგ, არ ვცხოვრობ – არსებობისთვის ვიბრძვი.  საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარავის მივცემ ჩემი წყენინების უფლებას, გულს ვეღარავინ მატკენს. ამიტომაც ვარ მარტო.
         – ძალიან ძლიერი ქალბატონი ხართ! ალბათ, ძნელია თქვენთვის უსაქმოდ ჯდომა?
        ზეინაბი: ვაიმე, არ თქვათ. ჩემი ოცნებაა, ქოლ-ცენტრის ოპერატორის, ან კონცერტმეისტერის სამსახური. მე ხომ, მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. ყოველთვის პიანისტობა მინდოდა.
         – და როგორ არჩევდით ნაწარმოებს?
         ზეინაბი: დიახ, ნოტებს ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან კარგი სმენა მაქვს. უფალმა გამომიგზავნა მასწავლებელი, რომელმაც მასწავლა ნოტების ყურით ცნობა. ის მელოდიას უკრავდა – მე კი, ვიმეორებდი. ასე, ნაწილ-ნაწილ გამოდიოდა მთლიანი კომპოზიცია. იცით, რა კარგი იყო. 
           – პიანინოსთან თუ დაჯდებით, შეძლებთ, რომ დაუკრათ?
           ზეინაბი: ჟრუანტელმა დამიარა… იცით, რამდენი ხანია, ინსტრუმენტს არ მივკარებივარ? ალბათ, ჯერ ვიტირებ, მერე კი, დავუკრავ.

„საკუთარ ოცნებაზე და ცხოვრებაზე უარი არასოდეს თქვათ“

         – რატომ მიმართეთ ჩვენს ფონდს?
          ზეინაბი: დიდხანს ვერ ვბედავდი, მაგრამ, მერე ვიფიქრე, რა მაქვს დასამალი? ჩემი ბრალი ხომ არ არის, ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ. მე ხომ არ მომიწერია ხელი საკუთარ განაჩენზე. არ ვარ არც ქურდი, არც ნარკომანი. უბრალოდ, უსინათლო ქალი ვარ. დაბადებიდან უსინათლო. როგორღაც უნდა ვიცხოვრო. ჩემი ნებისყოფა და სიცოცხლის სიყვარული რომ არა, სხვა, ჩემს ადგილას, თავს მოიკლავდა. მე კი, არა! მე ვიცოცხლებ, და სხვებსაც მივცემ მაგალითს. მინდა, მივმართო ყველას, ვისაც რცხვენია საკუთარი ნაკლოვანებების, ვინც იმალება საკუთარ ოთახებში, იმის შიშით, რომ მათზე ვინმემ არა თქვას რამე. ერთი იცოდეთ! ეს მათი სისუსტის გამოვლინებაა. ეშინიათ ყველაფრის, რაც განსხვავებულია! მათ ღმერთი არ უყვართ და მისი სიტყვების არ სწამთ. თავად იესომ ხომ კეთროვანი ჩაიკრა გულში, და ჩვენც იგივე გვასწავლა.

 „რომ არ გავიყინო, გაზქურას ვანთებ, ამიტომაც ზამთარში, კატასტროფული გადასახადები მოდის“
       – გვითხარით, რა გჭირდებათ.
       ზეინაბი: ორი თხოვნა მაქვს. პირველი – გაზის გამათბობელი და ტელევიზორი. არ მაქვს და ძალიან ვწვალობ. ღამით, ბოთლებში ცხელ წყალს ჩავასხამ ხოლმე, შემოვილაგებ და ასე ვთბები. დღისით კი, გაზქურის კამფორს ვანთებ, რომ არ გავიყინო. და მეორე… ვიცი, რომ ამ სტატიას წაიკითხავს უამრავი ადამიანი! იქნებ, ვინმემ სამსახურში ამიყვანოს. სატელეფონო ზარებს ვუპასუხებდი, რჩევებს მივცემდი ადამიანებს. შემსწავლელი კურსებსაც გავივლიდი, თუ დამიფინანსებენ. ძალიან მინდა ხალხს გამოვადგე, მართლა! ძალიან.
** 
         რას ელის უფალი ჩვენგან? რომ გავხდეთ უსინათლოთა თვალები, გავათბოთ ისინი, ვინც გაიყინა, დავეხმაროთ მათ, ვისგანაც სამაგიეროდ არაფერს ველით. ზეინაბი ჩემთვის აღმოჩენაა! მაგალითია იმის, რომ ძლიერი ნებისყოფა და უფლის რწმენა ახდენს სასწაულებს! იმ ყველაფრის მერე, რის გადატანაც მას მოუხდა, არ დაცემულა და უფრო ძლიერი გახდა. ყური უნდა ვუგდოთ მის სიტყვებს.
ის ბევრს არ ითხოვს. მას სჭირდება გაზის გამათბობელი და ტელევიზორი, და კიდევ, ადამიანური საჭმელი. და თუკი, ჩვენს პოსტს წაიკითხავენ ადამიანები, ვისაც მისი დასაქმება შეუძლიათ, რათა მან იგრძნობს რომ ცოცხლობს, და ვიღაცას სჭირდება, გამოგვეხმაურეთ, გთხოვთ!
          შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და გაიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი. ის ოპტიმიზმით დაგმუხტავთ და თვალებს აგიხელთ! მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, 121.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, რომ გავათბოთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
          მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზეინაბ კაპანაძე).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 28
ჰიგიენური საშუალებები
99.70₾
2022 მაი 05
გაზის გამათბობელი
880.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2023 მარ 06
ტელევიზორი
380.00₾
2023 ივლ 17
თერმომეტრი
60.00₾
2023 ივლ 17
გლუკომეტრი
100.00₾

სულ ხარჯები:

1754.70₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2022 20:00:00
₾147.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2022 16:08:46
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2022 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾2.70
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,754.40

102 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,754.40

102 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება