ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს საძაგელი ადგილი ნელ-ნელა გვკლავს

calendar აპრილი 29, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ღმერთო, ამ კოშმარისგან თავის დაღწევა შეუძლებელია! წამება შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს. ელისო საშინელ კრუნჩხვებში ფართხალებს და სანამ აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შესწევს, სასწრაფოში დარეკვას ცდილობს. თუ ვერ მოასწრებს – მოკვდება. თუ კომა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შვილმა დროზე ვერ მიუსწრო, მაშინ… ეს მხოლოდ ერთ-ერთი კოშმარია… ამ ოჯახის ცხოვრებაში კი იმდენია, რომ არც ვიცი, საიდან დავიწყო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ეს საძაგელი ადგილი ნელ-ნელა გვკლავს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ელისო ხშირად ვარდება კომაში – მარტივად რომ ვთქვათ, კვდება, ის იტანჯება და ყოველ ჯერზე, სულ უფრო უჭირს, სიცოცხლეს რომ დაუბრუნდეს! ყველას ჯვარი ეწეროს, მეგობრებო!
ღმერთო, ამ კოშმარისგან თავის დაღწევა შეუძლებელია! წამება შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს. ელისო საშინელ კრუნჩხვებში ფართხალებს და სანამ აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შესწევს, სასწრაფოში დარეკვას ცდილობს. თუ ვერ მოასწრებს – მოკვდება. თუ კომა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შვილმა დროზე ვერ მიუსწრო, მაშინ…
ეს მხოლოდ ერთ-ერთი კოშმარია… ამ ოჯახის ცხოვრებაში კი იმდენია, რომ არც ვიცი, საიდან დავიწყო. რომ გამოხვალ საშინელი ქოხიდან, იმ სადაც ელისო და მისი შვილი მამუკა ცხოვრობენ, და გარშემო მიმოიხედავ, უკანმოუხედავად გაქცევა მოგინდება. ერთ მხარეს სასაფლაო მოჩანს, მეორე მხარეს კი – სასაკლაო. ელისო ყოველდღე უყურებს სისხლით შეღებილ მიწას, ესმის, ცხოველები სიკვდილის წინ როგორ ბღავიან და ყურებზე იფარებს ხელებს, ჭკუიდან რომ არ შეიშალოს. ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს, ელისო ფეიქრიშვილის და მისი შვილის გარდა. ვის მოუვა აზრად აქ ცხოვრება, გაზის და დენის გარეშე. მიცვალებულების მეზობლად. და კიდევ, გველების. სინესტეში, შიმშილში, ისინი ძლივს უმკლავდებიან დაავადებებს. სწორედ ასე გამოიყურება უკიდურესი გაჭირვება!
– ელისო, წარმოდგენაც მიჭირს, რა შეგემთხვათ. ალბათ, რაღაც ძალიან ცუდი, რადგან აქ ცხოვრობთ.
ელისო: კარგია, რომ მოხვედით. უცებ ცუდად თუ გავხდი, სასწრაფო გამოიძახეთ. ახლა, აღარ მეშინია.
– არ ინერვიულოთ. აი, აქ არის ტელეფონი. მოვასწრებ დარეკვას.
ელისო: ეს ყველაფერი, ჩემი ავადმყოფობის გამოა. კახეთში, თოხლიაურში სახლი გავყიდეთ. თანხა ოპერაციისთვის მჭირდებოდა. დავრჩით უსახლკაროდ. ეს მიტოვებული შენობა გვირჩიეს. ადრე, მას მწყემსები იყენებდნენ ცხვრის დასაკლავად. უკვე ცამეტი წელია აქ ვცხოვრობთ. ეს ნაგებობა დაკანონებული არ გვაქვს. რკინიგზის ბალანსზეა.

პატარა ოთახის კარი თითქმის ყოველთვის ღიაა. სინათლისა და ჰაერის ერთადერთი წყარო! სახლში მაწანწალა ძაღლები და ვირთხები შემოდიან, ზაფხულში კი, უამრავი გველია

ყველა ეს ნივთი ხალხმა გვაჩუქა. ეს გასაშლელი საწოლები ნაგავსაყრელზე ვიპოვეთ. დასაძინებლად ძალიან ცივია, მხოლოდ ზეწრები აქვს გადაფარებული, ლეიბის გარეშე. ამ სახლმა ჯანმრთელობა სულ წაგვართვა, მეც და ჩემს შვილსაც. ადრე, სამნი ვცხოვრობდით აქ. ჩემი მეუღლე უკვე ცოცხალი აღარ არის. ამდენი ნერვიულობის გამო, ხუთი წლის წინ, ხორხის კიბოთი გარდაიცვალა. ის, ამ სიტუაციამ და ჩემი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიწირა.

თავიდან, ელისო და მისი შვილი ჯიხურში ცხოვრობდნენ, მარცხნივ. შემდეგ კი, შეუშვეს იმ ქოხში, მარჯვნივ რომელიც არის. ეს სახლი ცხვრის სამარხზეა აშენებული. ზაფხულობით კი, აქაურობა საშინლად ყარს!

ელისოს სახლი ცხვრის ბაზრისა და სასაკლაოს ტერიტორიაზე დგას

სახლის უკან კი – სასაფლაოა

– რა ოპერაცია დაგჭირდათ?
ელისო: ტოქსიკური ჩიყვის ოპერაცია გამიკეთეს და შეცდომით პარათირეოიდული ჯირკვლები ამომაჭრეს. მათ გარეშე კი, ადამიანი ვერ ცოცხლობს. ორგანიზმში კალცის დონეს არეგულირებენ. მას შემდეგ, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. ეპილეფსიაზე ვარ დამოკიდებული, მარიონეტივით. ნებისმიერ დროს შეიძლება შეტევა დამეწყოს და კომაში ჩავვარდე. 2010 წლიდან ვცხოვრობ ასე. წამალი არ მშველის, უფრო შიშის გამო ვსვამ. სასწრაფოს გარეშე არ შემიძლია. ვფართხალებ, ყბა მიბუჟდება, მერე ვითიშები. ძილშიც ასე მემართება. ძალიან ხშირად, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
აქამდე, ისე არ მომხდარა, რომ ნახევარ საათზე მეტხანს ვგდებულიყავი უგონოდ. შვილი სახლიდან შორს არასდროს მიდის. მაგრამ, ორი საათი თუ ვიქნები კომაში, მოვკვდები. და მორჩა. ადრე, როდესაც დამოუკიდებლად სიარული ჯერ კიდევ შემეძლო, ავტობუსში ან სამარშრუტოში ხშირად წამსვლია გული. სასწრაფოს მგზავრები იძახებდნენ. უკვე ხუთი წელია აღარსად დავდივარ.
– იმ ექიმს არ უჩივლეთ?
ელისო: ეჰ, რომ უჩივლო, „ზურგი“ უნდა გქონდეს, უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც გამოგესარჩლება. ჩვენ კი, ვინ გვყავს? თან, ის ექიმიც ასაკოვანი იყო, შემეცოდა. თავადაც აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.
მხოლოდ ეს რომ იყოს… ათასნაირი დაავადება მჭირს: გული მტკივა, ორი ინფარქტი გადავიტანე. სულ მტანჯავს ჰაერის უკმარისობა. საავადმყოფოში ხშირად მივყავარ და ჟანგბადის აპარატზე მაერთებენ. კიდევ, ხერხემლის თიაქარი, ფეხებში – თრომბები. კიდევ კარგი, საპირფარეშომდე მაინც შემიძლია მისვლა. ჩემი ერთადერთი მარშრუტი არის საავადმყოფო-სახლი-საავადმყოფო.

ნაგავსაყრელზე ნაპოვნი სკამები. დანარჩენი ნივთებიც ნაპოვნია, ან ნაჩუქარი

– ვუყურებ აქაურობას  და ვგიჟდები. აქ ხომ არაფერი არ არის: არც წყალი, არც დენი, არც გაზი. საღამოობით სიბნელეში სხედხართ?
ელისო: დენი დღეში ნახევარი საათის განმავლობაში გვაქვს. სასაფლაოს ცეხიდან შემოგვიყვანეს. შევეცოდეთ. როდესაც მათ დენი სჭირდებათ, ჩვენ ელექტროენერგია არ გვაქვს. თუ არ სჭირდებათ, შემიძლია ტელეფონი დავტენო, ან ტელევიზორს ვუყურო ცოტა ხანს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს ექიმები სანთებელის შუქზე მისხამდნენ კალცს. ქირას ვერ გადავიხდით, ხოდა ვცხოვრობთ ასე.

სასაფლაოდან შემოყვანილი დენი, დღეში ნახევარი საათით

– ისედაც საშინელი ადგილია, თან შუქის გარეშე…
ელისო: როგორც არ უნდა გეშინოდეს, წასასვლელი მაინც არსაით გვაქვს. ხანდახან მეჩვენება, რომ უკვე საიქიოში ვცხოვრობთ. ადრე, ახლომახლო წყალიც კი არ იყო. ავტობუსის გაჩერებასთან გვიწევდა სიარული, იქ ხალხი ცხოვრობს. სამი წლის წინ, მწყემსებმა წყალი ამ ტერიტორიაზეც შემოიყვანეს. ჩემი შვილი პლასტმასის ბოთლებში ავსებს. თვეში ერთხელ ვბანაობ, ჩემი გოგო თავისთან რომ წამიყვანს. (ხელი ჩაიქნია.)

ღუმელი საშინლად ბოლავს. არ ათბობს, და საჭმლის მოსამზადებლადაც არ ვარგა

აქ ხომ პირუტყვის ბაზარია – ყოველდღე ცხვარს ყიდიან და კლავენ. საზარელი სანახავია. ზღვა სისხლი, სულ წითლად არის შეღებილი მიწა. ცხვრების თავები ყველგან ყრია, მერე ერთ კონტეინერში მოაგროვებენ და დევს ასე, მზის გულზე. ნორმალურ ადამიანს სასაკლაოზე გატარებული ერთი დღეც შეძრავს. მე კი, ამას 13 წელია ვუყურებ. ცუდი ადგილია, უსულო.

წყალი ეზოში მოდის, ბოთლებს ავსებენ და ისე ინახავენ. ბანაობაზე, საუბარიც კი ზედმეტია

– თქვენი შვილი მუშაობს სადმე? თუ მუდმივად გჭირდებათ მოვლა?
ელისო: ჩემი შვილი ძალიან ავად არის. თვითონ არ დაგელაპარაკებათ ამ თემაზე. მე კი, გეტყვით. აივ ინფექცია აქვს. კი. ციხეში ნემსი გაუკეთეს და გადასდეს. ახლა ხვდებით, რამხელა პრობლემები გვაქვს?!
მამუკას ფილტვებში წყალი უდგება. გულის ოპერაცია სჭირდება, სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან. დამავიწყდა სახელი, აღარაფრად მივარგა მეხსიერება. ფეხები ძალიან უსივდება და მუცელიც ებერება, გულის გამო. ღვიძლის პრობლემაც აქვს. ნაღვლის ბუშტის ოპერაციაც სჭირდება. ის  დროს წელავს, ეშინია, მდგომარეობა კი უარესდება.
ჩემს მამუკას ბავშვობიდან არ სწყალობს ბედი. სამი წლის იყო, შემთხვევით დანა რომ შეირჭო თვალში. ვერაფრით ვერ შევუნარჩუნეთ თვალი. სამი ოპერაცია გაუკეთდა. ვერ ხედავს ცალი თვალით.
მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლია – 5-10 ლარი რომ იშოვნოს. მწყემსებს რამეში თუ მიეხმარა. ჩემს გამო, შორს ვერსად მიდის. სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი მისთვის. მინდოდა, ბედნიერი რომ ყოფილიყო.
ის მუსიკოსია – დოლზე უკრავს. ადრე, ქორწილებში უკრავდა ხოლმე. აი, რა დღეში ჩააგდო ციხემ. ადრე ჯართის შეგროვების გამო იჭერდნენ, მამუკაც ციხეში ჩასვეს.
– კი მაგრამ, როგორ ცხოვრობთ, რის იმედით? სახელმწიფო რამით გეხმარებათ?
ელისო: მეც და მამუკაც უსახლკაროთა ბაზაში ვართ. ძალიან დიდი ხნის წინ, 2005 წელს განცხადება დავწერე მერიაშიც და გამგეობაშიც. ახლაც დავწერე ხელახლა. იქნებ, ჩვენთვისაც გამოჩნდეს რამე?
15 სხვადასხვა დასახლების წამალს ვსვამ, მამუკა – 7-ს. 500 ლარის წამლები თვეში მხოლოდ მე მჭირდება. მართალია, საფასურს რაიონის გამგეობა იხდის. ამის დარდი მაინც არ მაქვს.

უკვე 5 წელია, ელისო აღარსად გადის. მისი ერთადერთი მარშრუტია: სახლი – საავადმყოფო
       ხალხს ვეცოდებით, გვეხმარებიან. ვგრძნობ, რომ ეს დახმარება გულიდან მოდის. როგორ უნდა იარსებო, სოციალური დახმარება თვეში 120 ლარი როცა გაქვს? ადრე, მე და ჩემი მეუღლე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მრევლი ვიყავით. იქ, სანამ შემეძლო სულ დავდიოდი. რომ აღარ გამოვჩნდი, მამა რევაზმა და მამა ვახტანგმა კითხვა-კითხვით მოგვაგნეს. ღმერთმა დალოცოს, გვაჭმევენ. ეს ტანსაცმელიც, რაც მაცვია, ეკლესიიდან არის მოტანილი.
არ მაქვს საშუალება, საჭმელი რომ მოვამზადო. ქურა არ მაქვს, ძალაც აღარ შემწევს. მშრალი საჭმლით ვიკვებებით. ეს ღუმელიც არაფრად ვარგა. იმის მაგივრად რომ გავთბეთ, სულ ვანიავებთ, რომ არ გავიგუდოთ. ზაფხულში აქ ყოფნა გაუსაძლისია. სუნთქვა არ შეიძლება. ჟანგბადი საერთოდ არ არის. ზამთარში ნესტია. მე და ჩემს შვილს, აქ გაგვიჩნდა გულის პრობლემები.
კარი სულ ღია გვაქვს. სახლში რა აღარ შემოდის. რამდენიმეჯერ გველიც შემოძვრა, მამუკამ გადააგდო.

ეს ბნელი ოთახი, ორი პატარა სარკმლით, წამების კამერას ჰგავს. აქ სუნთქვა შეუძლებელია! ჟანგბადი საერთოდ არ არის!

– ელისო, როდესმე ბედნიერი თუ იყავით, კარგად გიცხოვრიათ? გული მტკივა და ვერაფრით ვიაზრებ, ამდენი უბედურება ერთ ოჯახს რატომ და რისთვის ხვდა წილად?!
ელისო: ვიცი, რას ნიშნავს ბედნიერება. ჩემი ბედნიერება – ჩემი მეუღლე იყო. ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან ვუყვარდი. ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული. 16 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. გამიმართლა, მშობლებიც ძალიან კარგი ჰყავდა. მეუღლე ტრაქტორისტად მუშაობდა, მშვიდად ვცხოვრობდით, ბედნიერად.
რა საშინელი დასასრული გველოდა წინ! ჩემს გამო რამდენი ინერვიულა, ჩემი გადარჩენა უნდოდა, თავად კი კიბოს ემსხვერპლა.
– რას ნანობთ ყველაზე მეტად?
ელისო: ყველაზე ცუდია, როდესაც ჯანმრთელობა და საკუთარი თავის იმედი აღარ გაქვს. რა დღეში ვარ? რა შემიძლია? მხოლოდ სახლში რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.
– ნათესავები თუ დაგრჩათ?
ელისო: მეუღლის მხრიდან – არავინ. ჩემი მხრიდან კი ძმა, მას ტუბერკულოზი აქვს. ჩემი გოგო ვერაფერში მომეხმარება. თავის ოჯახს ძლივს ინახავს. მე და ჩემი ბიჭი აქ ვცხო… (უცებ სიტყვა ვერ დაასრულა, ყელზე მანიშნა.)
– რა გჭირთ, ელისო?
ელისო: ხმა… აღა…
– ცუდად ხართ?
ელისო: ხმას ვკარგავ, დიდხანს რომ ვლა…
– ხმას კარგავთ, დიდხანს რომ ლაპარაკობთ?
ელისო თავს მიქნევს. საუბარი შევწყვიტეთ. ცოტა ხნით გავედი ოთახიდან. მამუკამ გარეთ რომ დამინახა, ჩემკენ გამოემართა შეწუხებული. ნერვიულობს, დედას რამე არ დაემართოს.
ელისო (გონს მოდის ცოტა): ესეც საზიზღარი რამ არის. ხმას მოულოდნელად ვკარგავ. არ ვიცი, შევძლებ თქვენთან საუბრის დასრულებას, თუ ვერა. შვილსაც კი ვერ ვეძახი.
მამუკა: მეშინია და სულ ვუგდებ ყურს. იქნებ ცუდად არის და ვერ ამბობს.
– მამუკა, მინდა, კითხვა თქვენც დაგისვათ, შეიძლება?
თავს მიქნევს.
– რას ნანობთ ყველაზე მეტად?
მამუკა: ოჯახი რომ ვერ შევქმენი და მარტო დავრჩი. მინდოდა საკუთარი ოჯახი მყოლოდა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი, ალბათ უკვე შეუძლებელია.
– საკუთარი ცხოვრების შეცვლა რომ შეგეძლოთ, პირველ რიგში რას შეცვლიდით?
მამუკა: უკვე შეუძლებელია რამის შეცვლა. ვისურვებდი, რომ ბავშვობაში, ის ტრაგიკული შემთხვევა არ მომხდარიყო, დანასთან. ამის გამო ვიქეცი ინვალიდად. ახლა ნორმალური მხედველობა მექნებოდა. მთელი ცხოვრება ვნანობ იმ დღეს. და კიდევ, ციხე რომ არა, ჯანმრთელი ვიქნებოდი.
– ახლა რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
მამუკა: სახლი რომ გვქონდეს. სახლი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს.
– თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია? ფონდის მკითხველებს, რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
ელისო: ძალიან გვჭირდება საწოლები. ხომ ხედავთ, რაზე გვძინავს? (ხელით მაჩვენებს.) სახლში ვერაფერს ვაკეთებ. ტანსაცმელს კი, გარეცხვა უნდა. ასე ხომ, მთლად მაწანწალებს დავემსგავსებით. ძალიან გამომადგებოდა სარეცხი მანქანა, მაგრამ წყალი არ არის შემოყვანილი და შუქიც მუდმივად არ გვაქვს. საჭმელი გვჭირდება, და რამე ისეთი, რომ გავაცხელო. დაგვეხმარეთ, ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ, თავი ადამიანებად ვიგრძნოთ. არაფრის ძალა არ შეგვწევს. თქვენი დახმარება ორივეს გვჭირდება.
                               
***
ამ ამბავმა ჩვენც შეგვძრა! შემზარავი ისტორიები ხშირად გვესმის და ბევრ რამეს ვხედავთ. მაგრამ ამდენი ტკივილი და უბედურება ერთ ოჯახს?! ეს ყველაფერი იმდენად დიდხანს გრძელდება, რომ ელისო და მამუკა წინააღმდეგობასაც აღარ უწევენ, ძალა აღარ შესწევთ, რამე რომ შეცვალონ. ავადმყოფობამ სძლია და ბოლოს მოუღებს.
სწორედ ახლა არის აუცილებელი ჩვენი ჩარევა. შეგვიძლია მათი დღევანდელი მდგომარეობის შეცვლა, მათი ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა. გამოხმაურება ნიშნავს მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს სწორედ ასე დგას საკითხი.
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ფეიქრიშვილების ოჯახი: თბილისი, ავჭალის რაიონი, ლიბანის ქ. 31 ბ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფეიქრიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 23
პამპერსები
476.02₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾
2022 ივლ 01
მედიკამენტები
330.26₾

სულ ხარჯები:

1006.28₾

დარჩა:

0.42₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾4.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾0.80
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾0.80
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,006.70

145 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,006.70

145 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება