ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!

calendar ივნისი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან… სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

        ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან… სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.

 „მაგრად უნდა დაიჭირო, თავს არაფერი რომ დაუშავოს. ხანდახან ეს კრუნჩხვები წყდება მაგრამ, დიდი ხნით არა“

         – საბრალო ბიჭი, როგორ იტანჯება.
         მარინე: ჩემმა ვანიკომ იმხელა წამება გამოიარა. დაბადებიდან, ერთი დღეც არ ახსოვს ტკივილის გარეშე. მე კი, მასთან ერთად ვიტანჯები. 11 წელიწადია, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ. რთული ცხოვრება და მძიმე ბავშვობა გამოვიარე. შვილიც მარტომ გავზარდე, სამ სამსახურში ვმუშაობდი, ღამეებს ვათენებდი. ვფიქრობდი, აი, რისთვის ვცხოვრობ? იმისთვის რომ ვიმუშაო? ამ დროს, შვილიშვილი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში – ჩემი თვალის სინათლე და სიცოცხლის აზრი.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ: სად არის ვანიკოს დედა? ბავშვს თქვენ რატომ ზრდით?
მარინე: ადრე გათხოვდა ჩემი შვილი. როდესაც ბიჭი ეყოლა, თვითონაც ჯერ ბავშვი იყო. 17 წლის ასაკში დედა გახდა. მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა, ის სვამდა და სცემდა მას. როდესაც ჩემი ანგელოზი დაიბადა, სულაც გამოყარა ისინი. ჩემი შვილი ბავშვს ვერ უვლიდა და ეს მისია საკუთარ თავზე ავიღე.

 „ძალიან მაგრად თუ არ დაიჭირე, შეიძლება უბრალოდ დაიმტვრეს“

-ახლა სად არის თქვენი შვილი?
მარინე: სხვა ოჯახი ჰყავს. მეორე შვილი გააჩინა. ჩემი აზრით, ახლა ისიც გაიგებს დედობის გემოს და სიმძიმეს. არ გვინდა ამაზე საუბარი, მე იმიტომ გთხოვეთ მოსვლა, რომ ვანიკო მეჩვენებინა, და არა ჩემს შვილზე სალაპარაკოდ.
– აუცილებლად უნდა მეკითხა. გმადლობთ გულახდილობისთვის. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ვანიკოს.
მარინე: ერთადერთი, რაც ახლა ჩემს შვილიშვილს სჭირდება, არის პამპერსი, წამლები და სპეციალური თხევადი საკვები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალურ დახმარება და პენსიაა. არ გვყოფნის. დროებით სამსახურშიც კი ვერ გავდივარ. მაშინაც კი, როდესაც მაღაზიაში გავრბივარ ორი წუთით, ღმერთს ვევედრები, ვანიკოს არაფერი მოუვიდეს, ცოცხალი დამხვდეს. თუ რამე მოუვა, მასთან ერთად მეც შევწყვეტ სუნთქვას. ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ამიტომ, უფალს ყოველდღე, მუხლმოდრეკილი ვევედრები,  იმდენი დღე მაცოცხლოს, რამდენი დღის სიცოცხლეც უწერია ჩემს ვანიკოს.

 „არ იტირო პატარავ, შენს გვერდით ვარ. ნუ გეშინია, არ მიგატოვებ“

– სულ ხელში გყავთ. ალბათ, რაც დრო გადის, ეს უფრო რთულია?
მარინე: სანამ ათი წლის გახდებოდა, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო. შემეძლო, კალთაში ჩამესვა. ახლა კი, უკვე იმდენად დეფორმირებულია მისი კუნთები, რომ ჯდომაც აღარ შეუძლია. გულში მაგრად უნდა ჩაიკრა, რაღაც არაბუნებრივი პოზები რომ არ მიიღოს. ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ წელში გადატყდება, რომ მის „გამართვას“ ვერ შევძლებ. როგორც ყვავილს, ისე ვუვლი. ოდნავმა გაციებამ, სიცხემ, შეიძლება ჩემი პატარა მოკლას.
– მის დაბანას როგორ ახერხებთ?
მარინე: მეზობელს ვთხოვ ხოლმე. მოდის და ტაშტში ვაბანავებთ  ვანიკოს, აქვე, ოთახში. ჩემი ოცნებაა, ეტლი მქონდეს, ჩემი ბიჭი რომ ჩავაწვინო და გავასეირნო. გვქონდა, მაგრამ იქ ვეღარ ჯდება.

ვანიკოს დაბანა წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ ბებო ვერ დაუშვებს, მისი შვილიშვილი დაუბანელი რომ დარჩეს

– მხოლოდ ვანიკოზე საუბრობთ. თქვენ კი, როგორც ვხედავ, ზურგი გტკივათ. სულ ხელს იკიდებთ. 
მარინე: მე რა შუაში ვარ! ვანიკოს გარეშე, ჩემს არსებობას აზრი არა აქვს. გესმით? ის ჩემი ნაწილია! ათი წელი კალთაში მეჯდა, ყურს ვუგდებდი ყოველ მის ამოსუნთქვას. მე ავად გახდომის უფლება არ მაქვს. ეს ღალატის ტოლფასია! მე კი ჩემს შვილიშვილს ვერ დავაღალატებ. მას არ დაუმსახურებია ეს. იმედი მაქვს, არ დავაღალატებ, ის კი, მე არ დამაღალატებს და იცოცხლებს. არ შეწყვეტს სუნთქვას.

 „ხანდახან ისე ხლართავს ხოლმე ფეხებს, რომ ვეღარც ვმართავ“

        – არ იტიროთ, მარინე. მითხარით, როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
        მარინე: ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ვანიკოსთვის. მას სჭირდება პამპერსი, წამლები და ფაფები. ასევე, სჭირდება ეტლი, მწოლიარე ავადმყოფებისთვის. და კიდევ ერთი დიდი თხოვნა მაქვს: ტელევიზორზე ვოცნებობ, ყურადღება, ცოტათი მაინც რომ გადავიტანო. თორემ, რომ დავწვებით და ერთმანეთს ვუყურებთ, თითქოს სულ მარტონი ვართ ამქვეყნად. ეჰ…

თანხა წამლებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე არ გვყოფნის 

***
ჩერნოვეცკის ფონდი ამ ოჯახს, მძიმე ავადმყოფი ბავშვით, გასაჭირთან პირისპირ მარტოს ვერ მიატოვებს! ამიტომ, ვიწყებთ ვანიკოს და მისი ერთგული ბებოს დასახმარებლად, სახსრების შეგროვების საქველმოქმედო აქციას! ღმერთი ხომ იმისთვის გვაჩვენებს სხვის სირთულეებს, რომ ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. სხვაგვარად, ის ადამიანების უბედურებას არასდროს დაუშვებდა, იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად ვუყვარვართ!
         მათ სჭირდებათ პამპერსი, წამლები, ბავშვთა კვება, სპეციალური ეტლი და ტელევიზორი.
ვინმეს თუ ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართი ეს არის: გორი, პატარა გარეჯვარი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვანიკო და მარინე ტიელიძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ჩემი ვანიკო მთელმა საქართველომ შეიყვარა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
,,არ შეგეშინდეს, ჩემო კარგებო, ეს სიხარულის ცრემლებია, ემოციებს ვერ ვუმკლავდები, ვერ გადმოგცემთ რას ვგრძნობ. ჩვენ მთელმა საქართველომ გადაგვარჩინა. ღმერთს ვეკითხები, რით დავიმსახურე  ამხელა სიყვარული? მეუბნებით, გმირი ბებია ხარო!  მე ამ გმირობას, თქვენს გარეშე როგორ შევძლებდი? მე  ის მარტოხელა ბებია ვარ, რომელიც თავისი ანგელოზის გადარჩენისთვის იბრძვის, ზურგს კი მთელი საქართველო უმაგრებს.“ 

ვანიკოს რომ სიარული და საუბარი შეეძლოს,  გეტყოდათ – მიყვარხართო,  მერე თქვენკენ გამოიქცეოდა და მაგრად ჩაგეხუტებოდათ.

     უსაყვარლესი ბიჭუნას – ვანიკოს შესახებ ცოტა ხნის წინ გიამბეთ.  სასტიკმა დაავადებამ ის საშინელ დღეში ჩააგდო. ის კრუნჩხვებით იტანჯება. არავინ იცის, მორიგ შეტევას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბებო კი თავგანწირვით იბრძვის თორმეტი წლის შვილიშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ის მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენი სიყვარულით და სიკეთით უნდა გავაძლიეროთ! 
– მარინე, ამბობთ, რომ უზომო სიყვარული იგრძენით ადამიანებისგან. მოგვიყევით, რა მოხდა, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? 
მარინე: მიმართვა, რომელიც თქვენი ფონდის სახელზე დავწერე, ჩვენთვის გადარჩენის ,,ბილეთი“ აღმოჩნდა. მოხვედით, გვნახეთ და ამის მერე დაიწყო სიკეთის ნაკადი. რას წარმოვიდგენდი? ამდენ ყურადღებას მე არ ვარ მიჩვეული. ერთი უბრალო, უთქმელი ქალი ვარ – ნაჭუჭიდან რომ არ გამოდის, აი, ისეთი. ჩემი შვილიშვილის ცხოვრებით ვცხოვრობ. მას ჩემ გარდა არავინ ჰყავს და ძალიან ვჭირდები. ის უმწეოა, ვერ დადის ვერ საუბრობს. ცერებრალური დამბლა აქვს. უფლის მიერ მისთვის გათენებული ყოველი დღე არის ჩემი  სიმდიდრეც და ბედნიერებაც. მე მხოლოდ ამ დღეებით ვცოცხლობ. 
არ ვიცი რა არის ეს ინტერნეტი, მე არ მიმიწვდება ხელი.  თქვენი ვიდეო აიტვირთაო და მთელმა ქვეყანამ ნახაო… საზღვარგარეთაცო… ასე მითხრეს. ბევრმა ადამიანმა დამირეკა, პირადად მოგვიკითხა. ყველა ამბობდა, რა ლამაზი ბიჭი გყავსო. დაგეხმარებით, რომ იცოცხლოსო. მოდიოდნენ ადამიანები სახვადასხვა საჩუქრებით და ჩვენთვის საჭირო ნივთებით. თქვენი ფონდისგან ხომ სისტემატიურად ვიღებთ და ვიღებთ მედიკამენტებს, საჭმელს.  დიდი მანქანა რომ გაჩერდა და უამრავი რამ ჩამოალაგეს, გავშეშდი… ამ ძვირფასმა საჩუქრებმა საერთოდ ჭკუიდან შემშალა. იცით, რა კარგი საწოლი გვაქვს თავისი ტექსტილით და თეთრეულით? მოდით, გაჩვენოთ, როგორ მოვეწყვეთ მე და ჩემი ვანიკო.

,,ეს ტახტრევანი შენია, ჩემო პრინცო! ამის შემდეგ რბილად და თბილად იქნები!“

ერთად გვძინავს რბილად და თბილად. არც მაცივარი მქონდა, არც ტელევიზორი, არც გაზქურა. 

,,გაზქურაც მოგვიტანეს და გემრიელი ფაფის ინგრედიენტებიც. ახლა ჩემს ბიჭს კარგად დავანაყრებ.“
,,ეს ტელევიზორი ჩემი დაქალი გახდება, დამელაპარაკება ხან პრობლემებზე და ხანაც სიხარულს გამიზიარებს!“
-ყველაზე მეტად რა გამოგადგებათ? ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
მარინე: რას ამბობთ! ყველაფერი გამოგვადგება და ყველაფერიც გაგვეხარდა. ასე მგონია, ჩემს ვანიკოსაც უხარია. ნეტა, შეეძლოს იმის გააზრება, როგორ შეიყვარეს ადამიანებმა… ჰო, მართლა აი, გაზის გამათბობელს გამოვყოფდი. ყველაზე მეტად, ალბათ, ის გამეხარდა. ზამთარი მოვიდა, სითბო სჭირდება ჩემს ბიჭს. ბლენდერიც ძალიან გამეხარდა. საკვებს ვუქუცმაცებდი და ისე ვაჭმევდი ჩემს პატარა ანგელოზს, მას ხომ ყლაპვაც უჭირს. დიდ დროს ვანდომებდი მომზადებას. ახლა აქ ჩაყრი და მორჩა, სამ წამში მზადაა.  კიდევ რა გაგვეხარდა ყველაზე მეტად? აი, წამლებზე, პამპერსებზე და საკვებზე აღარაფერს ვიტყვი, კარგი? ისინი ჩვენ მუდამ გვჭირდება და მუდამ გვიხარია, როცა მოგაქვთ!

,,ბლენდერის საშუალებით, შევძლებ მოვამზადო ჩემი ვანიკოსთვის ისეთი საკვები, რომელსაც ადვილად გადაყლაპავს!“

მარინე, ახალი მეგობრები შეიძინეთ, უამრავი ადამიანი გესტუმრათ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
მარინე: ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მხსნელები, ჩვენი ანგელოზები. მაშ, როგორ? განა ანგელოზები მარტო ცაში დაფრინავენ და წიგნებში ხატია?!  მე ვხედავდი მათ ფრთებს ასე ცხადად, როგორც თქვენ გხედავთ. ეს ფრთები სიკეთე იყო. იმაში კი არაა საქმე რამდენ რამეს მოგიტანენ. ზოგს უფრო მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები. ისაა მთავარი სიყვარულით რომ აკეთებენ ამას. აი, ორსული გოგონა შეწუხდა ჩვენთვის, შორი გზიდან ჩამოვიდა, უამრავი რამ ჩამოგვიტანა. იყო ქალბატონი ნათიაც, რომელმაც პამპერსები და ჰიგიენური საშუალებები მოგვიტანა. ბატონი გიაც გვესტუმრა გვერდით სოფლიდან. ის ახლაც განაგრძობს ვანიკოს მონახულებას. იცით, როგორ უყვარს ჩემი ლამაზი ბიჭი? ვანიკოსაც ღიმილი მოეფინება ხოლმე სახეზე, თითქოს გრძნობს ადამიანი-სიკეთის მოახლოებას. კიდევ ჯარისკაცი გვესტუმრა, ფორმით, მთელი თავისი ნაწილის სახელით პროდუქტით მოგვამარაგა.  ოი, როგორი მადლობელი ვარ ამ ადამიანების… ერთი უცნობი კაციც იყო, მერე ბიჭები გამოგზავნა, ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ. მინდა, ყველას უდისესი მადლობა ვუთხრა იმ უსაზღვრო სიკეთისათვის, რომელმაც მე და ჩემს ვანიკის სიცოცხლე გაგვიხანგრძლივა.
მარინე, თქვენ ამ ყველაფერს ისე თბილად იხსენებთ…
მარინე: ეს სითბო მათ მაჩუქეს! ეს სითბო ახლა მე მთელ ჩემს საქართველოს უნდა გავუზიარო. დაწერეთ, მეგობარო, დაწერეთ! ყოველი ჩემი სიტყვა დაწერეთ! ყველას გააგებინეთ და გადაეცით, რომ ჩემი გული სიყვარულით ძგერს! რომ მე მიყვარს ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც გაჭირვებაში არ ტოვებენ სხვებს!  ჩემი შვილიშვილის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ამ სიცოცხლეს ველოლიავებოდი მარტოდმარტო. ახლა კი ყველას იმედი მაქვს, თქვენი იმედი მაქვს. ვინც წაიკითხავს, იმის იმედი მაქვს. საქართველო სიკეთის ქვეყანაა! 

,,მკაცრი ზამთრის სიცივეც კი  ვეღარ შეგვაშინებს!“

მარინე, ხელისუფლებისგან თუ გრძნობთ მხარდაჭერას და თუ შეიცვალა რამე ამ კუთხით? ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოვიდა ვინმე?
მარინე: კი, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური სამსახურიდან გვესტუმრა ქალბატონი და წამლების დასახელებები ჩაიწერა. სურათებიც გადაუღო. დაგვპირდა, რომ წამლების საკითხში დაგვეხმარებოდა. იმდენი საბუთის შევსება და მისვლა-მოსვლაა საჭირო ყოველი დახმარების მოსაპოვებლად…  მე არ მაქვს იმის ფუფუნება, სადაც მჭირდება, ყველგან ვიარო. ვანიკოს ვერ ვტოვებ დიდი ხნით მარტოს. ვერსად გავდივარ, მხოლოდ მაღაზიაში 2-3 წუთით…
   ინტერვიუ კარზე კაკუნმა და ჟრიამულმა შეგვაწყვეტინა. სოფლის სკოლის მასწავლებლები ესტუმრნენ პატარა ვანიკოს და თანატოლი გოგო-ბიჭები მოუყვანეს. ვანიკოს სკოლაში არასდროს უვლია.  აბა, როგორ?!  თუმცა, ამ პატარა გოგო-ბიჭებმა მასთან მეგობრობა გადაწყვიტეს. მოვიდნენ, ბუშტები, საახალწლო ტკბილეული და ტანსაცმელი მოუტანეს. კიდევ მოხველთო, როცა ვკითხე რამოდენიმე მათგანს, თითქოს ეწყინათ, ეს კითხვა რატომ დაგვისვითო. ჩვენ ვანიკოს მეგობრები ვართო – გადაჭრით მიპასუხეს – და აბა, რას ვიზამთო! 

ბებომ მას თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. სიცოცხლე სიცოცხლისათვის!

***
        მოდით, ჩვენც ვიყოთ ვანიკოს მეგობრები! მუდამ გვერდით დავუდგეთ მის გმირ ბებიას! ნუ მივატოვებთ გასაჭირში! ოჯახს კიდევ უამრავი რამ სჭირდება. არ აქვთ ცხელი წყალი, არც აბაზანა. ნეტავ, გაჩვენათ, როგორი წვალებით აცხელებს მარინე სათლით წყალს გაზზე და  კიდევ უფრო მეტი წვალებით აბანავებს ავზში პატარა ვანიკოს. თუ ვინმე არ დაეხმარა, ეს პროცედურა შეუძლებელია! ბავშვს კი სისუფთავეს ვერ მოაკლებს მზრუნველი ბებია. რაც შეეხება პამპერსებს, წამლებს და საკვებს, ისინი მათ მუდამ სჭირდებათ, სოციალური დახმარება კი ამისთვის საკმარისი არ არის. თუ თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, გადადით ზემოთ მოცემულ ბმულზე და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ვანიკოს ისტორია. დარწმუნებული ვარ, უმალ გაგიჩნდებათ მისი მონახულების და დახმარების სურვილი. თქვენ ხომ კეთილი ადამიანი ხართ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ტიელიძე ვანიკო).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund     
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:0901200270; ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 27
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1315.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1440.00₾
2022 სექ 12
მედიკამენტები
209.55₾
2022 სექ 12
პროდუქტები
300.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
470.00₾
2022 ოქტ 24
ავეჯი
1450.00₾
2022 ოქტ 24
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
970.00₾
2022 ოქტ 25
დივანი
650.00₾
2022 ოქტ 27
თეთრეული
280.00₾
2022 ნოე 03
გაზის გამათბობელი
650.00₾
2022 ნოე 10
მედიკამენტები
217.64₾
2022 ნოე 29
პროდუქტები
300.00₾
2022 ნოე 29
მედიკამენტები
287.30₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
900.00₾
2022 დეკ 23
მედიკამენტები
315.37₾
2023 იან 04
ავეჯი
2000.00₾
2023 იან 29
გაზის გამათბობელი
649.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
150.00₾
2023 მარ 06
პროდუქტები
299.91₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
600.78₾
2023 აპრ 12
პროდუქტები
349.10₾
2023 მაი 10
მედიკამენტები
274.80₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
95.00₾
2023 ნოე 13
პროდუქტები
333.17₾
2023 დეკ 14
მედიკამენტები
288.69₾

სულ ხარჯები:

14795.31₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.09.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2023 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾14,795.12

994 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾14,795.12

994 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება