ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა!

calendar ივლისი 25, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“ – ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა – მარიკა ცხოვრობენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!  დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

„კიდევ კარგი გადაგაგდეს, თორემ რა მეშველებოდა უშენოდ?“
ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“  – ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა – მარიკა ცხოვრობენ.
მილენა (6 წლის): გინდა ანა მოგცე და ითამაშო? მაგრამ ძალიან ფრთხილად მოექეცი, ძალიან არ ჩაეხუტო. არაფერი მენანება, მე კარგი გოგო ვარ, მაგრამ ჩემი მეზობელი ლუკა ცუდ სიტყვებს მეძახის. გიჟი ხარო მეუბნება. 
– იქნებ მოსწონხარ? ბიჭები ასე იქცევიან ხოლმე, გოგო რომ მოსწონთ. 
მილენა: მართლა? არა, არ მგონია, თავი აბია გიჟი! აი გავიზრდები, „პოლიციონერი“ გამოვალ და ციხეში დაგიჭერ! ეგეთი ბოროტი ბავშვების ადგილი ციხეშია!
– იქნებ, მაგ დრომდე შეიცვალოს და კარგი ბიჭი გახდეს?
მილენა: არაფერია, მაინც დავიჭერ. და შენც, მაქს, თუ გამაბრაზებ, შენც დაგიჭერ, გაიგე?
– გამოდის, ყველა შენ გაბრაზებს? 
მილენა:  ჰო! ანას გარდა ყველა მაბრაზებს!

„ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია და არასდროს მაბრაზებს“

ნიტა (7 წლის):  ჰო, რა თქმა უნდა, თოჯინაზე დედიკოს რამე ცუდს ვერ მოუყვები! აბა რა!
მილენა: აი ხედავ? სულ ასეა! ვთამაშობთ, მერე მაბრაზებენ, მერე მე დედიკოს ვეუბნები, მერე დედიკო ამათ უბრაზდება, და მერე ესენი ისევ მე მაბრაზებენ. 

ყველაზე სიმპათიური და ძლიერი ბიჭი!

– კარგი, იმის გარდა, რომ ერთმანეთს აბრაზებთ და უბრაზდებით, კიდევ რით ხართ დაკავებულები?
მაქსი (8 წლის):  უკვე 4 წელია რაც ტაიკვანდოზე დავდივარ. მაქვს სიგელები და ერთი ოქროს მედალი. პირველ ადგილზე გავედი! 
– რამდენ ბიჭს უნდა ეჩხუბო, რომ პირველ ადგილზე გახვიდე? 
მაქსი: ორს! ერთს მოვუგე, მეორე არ მოვიდა. ასე დავიკავე პირველი ადგილი. 

«ნახე როგორ შემიძლია, აბა შენც სცადე»

– ალბათ შეეშინდა, ნახა რა ძლიერიც ხარ.
მაქსი: შეიძლება. კლასშიც ყველაზე ძლიერი ვარ. ყველა გოგო შემიძლია დავიცვა!
– რომელიმე გოგო განსაკუთრებულად?
მაქსი: რანაირი კითხვებია? ჰო, არის ერთი ასეთი გოგო. მაგრამ მეტს არაფერს გეტყვი. წავალთ ახლა ჩვენ ვითამაშებთ და შენ დედიკოსთან გააგრძელე საუბარი. 

ეს დახატული ბავშვები საშინელ პირობებში ცხოვრობენ, ბავშვობის და მომავლის იმედის გარეშე. 

– მარიკა, გვიამბეთ თქვენი პრობლემების შესახებ. მარტო როგორ ახერხებთ მათთან გამკლავებას?
მარიკა: მარტოხელა დედა ვარ. განქორწინებული ვარ 4 წელი. ის კარგი ადამიანია, მაგრამ ერთმანეთს ვერ შევეწყეთ. ის მონასტერში წავიდა. პრობლემები ჰქონდა, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ მოერია. იქ სულიერი სიმშვიდე იპოვა. ბავშვებს ნახულობს ხოლმე, მაგრამ მატერიალურად ვერ გვეხმარება.
– თქვენ როგორ არსებობთ?
მარიკა: სოციალური დახმარება – 540 ლარია. ზოგჯერ ყანაში ვმუშაობ, ვეხმარები მეზობლებს მოსავლის აკრეფაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სულ ვმუშაობდი. არანაირი სამუშაოს არ ვთაკილობ. უბრალოდ მისი პოვნა ძალიან ძნელია. მერიდება, როცა თანხას ვერ ვზოგავ და ბავშვები მშივრები მყავს, ვერავის ვთხოვ ხოლმე დახმარებას. მარტოხელა დედისთვის ძალიან ძნელია ბავშვების შენახვა. თან, საჭმლის გარდა მათ ხომ უამრავი რამე სჭირდებათ. ადრე სასადილოთი ვსარგებლობდი, მაგრამ მერე სიიდან ამომშალეს. ავად ვიყავი და ვერ შევძელი მისვლა და სადილის აღება. 

«რა მაგარი იქნებოდა ამ ქვაბში ტორტი რომ იხარშებოდეს!»

– ახლა რას აჭმევთ ბავშვებს?
მარიკა: რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე. დღეს მაკარონი მოვუხარშე, მაწონი დავასხი და რაღაც წვნიანის მაგვარი გამოვიდა. 
მაქსი: ყველაზე გემრიელად დედას შემწვარი კარტოფილი გამოსდის. 
  – კიდევ რას ამზადებს გემრიელად?
მაქსი: მაკარონს. მაგრამ მე არ მიყვარს მაკარონი. აი ყოველ დღე და მთელი დღე ტკბილეული რომ მაჭამონ – არ მომბეზრდება!
ნიტა: ჩვენ კარგად უნდა ვჭამოთ. მეც დავდივარ სპორტზე ცემი ძმასავით, მაგრამ ჯერ მედლები არ ამიღია. მეუბნებიან, რომ ჯერ პატარა ვარ. 
მილენა:  მე კიდევ 18 მაისს დაბადების დღე მქონდა და დედიკომ ნამდვილი ტორტი მომიტანა. იცი რა გემრიელი იყო? ყველას გავუნაწილე! უი, ერთხელ იცი რა მაგარი ტორტი მაქვს ნაჭამი? იღიმოდა! ტორტი ღიმილით, გიჭამია?

«მე ისედაც ლამაზი ვარ, ჩემი თოჯინასთვის მომიტანეთ კაბა»

– სანთლები იყო შენს ტორტზე?
მილენა: იყო. სურვილიც ჩავიფიქრე. თოჯინა ანასთვის კაბა მინდა, რომ მისი ულამაზო დახეული მუცელი დავმალო. 
– ახალი სათამაშოები არ ჩაიფიქრე?
მილენა: არა. მე ანა მიყვარს. და კიდევ ჩავიფიქრე სკოლის ჩანთა, ოღონდ ელზა რომ ეხატოს, ისეთი. იცი ელზა ვინ არის?

«მარტო სალტოების კეთება კი არ შემიძლია, დედიკოსაც ვეხმარები»

– ნატა, შენ რა გინდა?
ნიტა: არ დამცინებთ? მეც სპორტსმენობა მინდა. მინდა ლამაზი ფორმა მქონდეს. 
– ვინ გინდა რომ გამოხვიდე??
ნიტა: „ტეიკვანდოსტი“. თუ როგორ არის სწორედ? კაი დაწერე რომ მინდა გამოვიდე „გიმნასტიკოსი“… თუ ესაც არასწორეა?
– რა კარგი გეგმები გქონია!
ნიტა: მე მალე დაბადების დღე მექნება და ჩავიფიქრებ ტელეფონს და ლამაზ ფორმას. და რა კარგი იქნება თუ მეც მექნება ტორტი და სანთლები. 
– და შენ რაზე ოცნებობ?
ნიტა: მხოლოდ ტელეფონზე.
– რა საყვარელი ბავშვები გყავთ მარიკა, ახლა ვხვდები რა გაძლევთ სიცოცხლის ხალისს.
მარიკა: ჩემი სიცოცხლეები არიან. მართალია, ზოგჯერ მშივრები ვართ, ბავშვები ყველაფერს მოკლებულნი არიან, იმის მეათასედიც არ აქვთ, რაც სხვა ბავშვებს. არ იმჩნევენ მოწყენას, მაგრამ დედის გული ხომ ყველაფერს გრძნობს. მაგრამ თავს იმით ვიმხნევებთ, რომ ერთად ვართ და დანარჩენს – ღმერთი მოგვცემს. 

დედას ერთადერთი ოცნება აქვს, რომ შვილებისთვის ყოველთვის ჰქონდეს საჭმელი!

– მარიკა, თქვენ რაზე ოცნებობთ?
მარიკა: ვოცნებობ, რომ ჩემ შვილებს ოდესმე სახლი ექნებათ. პატარა, თბილი და მყუდრო. რომ ექნება ახალი ტანსაცმელი, რომ ერთმანეთის გამონაცვალში არ ივლიან. ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ სათამაშოებს ვუყიდი, და არ ვინერვიულებ იმაზე, რომ ამის გამო მშივრები ვიქნებით. ვოცნებობ, რომ მათ დაივიწყონ რა არის შიმშილი. 
– სახლში რა გჭირდებათ პირველ რიგში?
მარიკა: პროდუქტები, პროდუქტები და კიდევ ერთხელ პროდუქტები. ბავშვებს არ ყოფნით რაც გვაქვს. ვოცნებობ რომ მქონდეს სარეცხი მანქანა და მაცივარი. ბავშვები სათამაშოებზე. ტანსაცმელს ახლობლები ან უცნობი კეთილი ხალხი გვჩუქნის.
მაქსი: მე გაგიჟებამდე მინდა ტელეფონი. 
ნიტა:  მეც მინდა ტელეფონი და ტელევიზორიც.
მილენა:  მე რა მინდა თქვენ უკვე იცით!
***
ეს ოჯახი ჩვენს მხარდაჭერას ელოდება. მარიკა 3 ანგელოზს სრულიად მარტო ზრდის. ბავშვები მოკლებულნი არიან ყველაფერს. მათ არ აქვთ ნორმალური ბავშვობა და მომავლის იმედი. მაგრამ მათ აქვთ მთავარი – ერთმანეთის სიყვარული და კეთილი გულები. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ: პროდუქტის, სარეცხი მანქანის და მაცივრის და ტელევიზორის შესაძენად. ხოლო პლანშეტები და ტელეფონები ბავშვებს სიგიჟემდე გაახარებს. ასევე პატარები ტორტზე ოცნებობენ. მერე რა, რომ დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის. ჩვენ ხომ შეგვიძლია ბავშვები უმიზეზოდ გავახაროთ?
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ჩხოროწყუ, ჭავჭავაძის ქ, 1 კორპუსი, ბინა 1.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიკა ძერია)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს 
სპეციალურ ნომერზე 0901200270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!

მადლობა, დეიდებო და ბიძიებო! თქვენ მაჩუქეთ დაუვიწყარი ქობულეთური არდადეგები, უამრავი საჩუქარი და კანფეტების წვიმა…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
      მილენას არაფერი ჰქონდა, სულ არაფერი… არც სათამაშოები, არც ტკბილეული. ზოგჯერ საჭმელიც არ ჰქონდა და მშიერი იძინებდა. ე-ე-ეჰ, რამდენჯერ უტირია, რამდენჯერ… მერე, როგორც ზღაპარში, ისე აღმოჩნდა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი საჩუქარი აჩუქეს.  იქ ზღვაც იყო, სანაპიროზე კი ბევრი ლამაზი ნიჟარა.
       ძერიების ოჯახში, სამი მშიერი ბავშვი თქვენ გადაარჩინეთ! რა სამწუხაროა, რომ ასეთ პატარა, ლამაზ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,  უამრავ ბავშვს უწევს შიმშილსა და სიცივეში ცხოვრება. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ჩვენი ფონდის ერთგულმა მეგობრებმა კვლავ მოახდინეს სასწაული და შეძლეს მათი ცხოვრების მთლიანად შეცვლა!

„ამიერიდან, ჩვენი ცხოვრებაც ასეთი ბრჭყვიალა იქნება.“

„ნახე, როგორც სიმღერაშია! ციდან თოვლის ნაცვლად კანფეტები ცვივა!“

       – მარიკა, როგორც ვხედავ, ბავშვები ძალიან გახარებულები არიან საჩუქრებით. 
       მარიკა (30 წლის): არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მართლაც მოულოდნელობებით იყო სავსე ჩვენი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. არ მეგონა, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი თუ ცხოვრობდა. ისეთი ძვირფასი საჩუქრები მივიღეთ საახალწლოდ… სარეცხი მანქანა ის ნივთია, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. 690 ლარი – ეს არის ჩემი შემოსავალი. მარტო ვზრდი ბავშვებს. მათ უამრავი რამ სჭირდებათ. ეს თანხა საკვებშიც კი არ გვყოფნის, რომელ ტექნიკაზე და ფუფუნების საგნებზე შეიძლება საუბარი? დიახ, ეს ნივთები ჩვენთვის ფუფუნებაა… 

„აქამდე არაფერი გაგვაჩნდა, ახლა მაცივარი და სარეცხი მანქანა გვაქვს!“

„ისეთი ყოჩაღი „გოგოა“, ერთ საათში რეცხავს იმდენს, რამდენსაც მე მთელ დღეს ვანდომებდი.“

         მადლობა, რომ ამჯერად მოწყენილები არ შევხვდით ახალ წელს. ეს თქვენი დამსახურებაა. ბავშვებს აქვთ საჭმელი, ტკბილეული. ახალი წელი ჩვენთან ახალი იმედებით და რწმენით მობრძანდა.
        ნიტა (7 წლის): დედიკოს ძალიან უჭირდა ხელით რეცხვა. ხანდახან, მე და მილენაც ვეხმარებოდით ხოლმე. ახლა, მანქანა გარეცხავს. ის არ დაიღლება.

„აბა, როგორი გოგო ვარ? გადამიღეთ ლამაზი სურათი!“

       – რა ყოჩაღი გოგონები ყოფილხართ…
       მილენა (6 წლის): საოჯახო საქმეებში ხშირად ვეხმარებით დედიკოს. მას ეს ძალიან ახარებს. ყოველთვის ამბობს, რომ კარგი შვილები ვეზრდებით.
       მაქსი (9 წლის): მე რომ გავიზრდები, ძალიან კარგ სამსახურს ვიშოვი. ისეთი სამსახური მჭირდება, სადაც იმხელა ხელფასს გადამიხდიან, რომ ჩემს დაიკოებს და დედიკოს სახლი ვუყიდო. აი, ისეთი ლამაზი სახლი ქობულეთში რომ ვნახეთ.
      – მარიკა, გვიამბეთ ქობულეთურ არდადეგებზე.
       მილენა: ეგ მე უნდა გიამბო! დედიკოს დაურეკა ერთმა კეთილმა…  არა-ა-ა-ა, ძალიან, ძალიან კეთილმა ძიამ, ინტერნეტში ვნახეო თქვენი ამბავი. მინდა, რამით დაგეხმაროთო. მინდა,  ბავშვები გავახაროო. მერე თავის ლამაზ სახლში დაგვპატიჟა. ეს სახლი უზარმაზარი იყო, ზღვის სანაპიროზე… 

აუზიც ჰქონდა, ბევრი ოთახები. იქ სხვებიც ცხოვრობდნენ. მხიარულება იყო. ლიფტი ზემოთ და ქვემოთ დადიოდა, ძალიან სახალისო იყო

მარიკა: ქობულეთის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე  ბატონი დიმიტრი შეგვეხმიანა. მან ერთკვირიანი არდადეგები მოგვიწყო თავის ლამაზ სასტუმროში Iveri Beach Hotel https://www.facebook.com/iveribeach. ღმერთო, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა. არა მარტო ის, არამედ მთელი პერსონალი.  უზომოდ გულისხმიერები და ყურადღებიანები იყვნენ ჩვენს მიმართ.

ბავშვებმა უამრავი საჩუქარი მიიღეს: სასკოლო ნივთები, ჩანთები, სათამაშოები, ტკბილეული…

          შემოგვთავაზეს კიდევ დარჩენა,  მაგრამ სკოლა იწყებოდა და ვერ გავაცდენდით. მოკლედ, ამ ადამიანებმა ჩემს პატარებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს. იქ ყველაფერი გვქონდა: სიყვარული, სითბო, კომფორტი, გემრიელი საჭმელი და ზღვა, რომელიც ჩემმა შვილებმა პირველად ნახეს.
         – მართლა არასდროს ყოფილხართ ზღვაზე? 
         მაქსი: არასდროს! არც აუზი გვინახავს აქამდე… მხოლოდ ფილმებში და სურათებში…
         მილენა: იცით, რა სახალისო იყო ლიფტით „კატაობა“? ლიფტიანი სახლებიც არასდროს გვინახავს. დედიკოს არასდროს ჰქონდა ფული, რომ სადმე წავეყვანეთ. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, როგორც ზღაპარში.
         ნიტა: სანაპიროზე ბევრი ნიჟარა შევაგროვეთ. ლამაზი ქვები, სულ ფერად-ფერადი იყო. მთელი პარკი გამოგვივიდა. ახლა ამ ნიჟარებს ყურზე მივიდებ ხოლმე და ზღვის ხმა მესმის. მისი სუნიც მცემს. ყველაფერი მახსენდება. რა კარგი იყო-ო-ო-ო. ნეტა თუ კიდევ წავალთ როდესმე?!
           მარიკა: რაც ჩამოვედით სულ ამაზე ლაპარაკობენ. ბატონ დიმიტრის დიდი მადლობა ჩემი შვილების გაბედნიერებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს გამო ასე შეწუხდა, მადლობა თქვენს ფონდს, თქვენმა საჩუქრებმა მართლაც რომ დააგვირგვინა ეს ყოველივე. აღტაცება და სიხარული ვერ დავმალე, ორი უზარმაზარი ყუთი რომ ჩამოტვირთეს სატვირთო მანქანიდან. ცრემლები წამომცვივდა. ჩვენთვის ასეთი ძვირფასი საჩუქრები არასდროს უჩუქებიათ. ჩვენი სანტები ხართ, კეთილო ხალხო!  ვილოცებ იმისთვის, ამ ახალმა წელმა უამრავი სიკეთე და სიხარული რომ მოგიტანოთ!

„ახალ წელს გილოცავთ! ჩემი პატარა გულით გისურვებთ ბევრზე ბევრ სიხარულს!“

       მაქსი: იცით, მე კიდევ ერთი მედალი მივიღე შეჯიბრებაში. მე ხომ ტაეკვანდოს მომავალი სპორტსმენი ვარ!  მინდა, ეს მედალი თქვენ მოგიძღვნათ! ისეთი გახარებული ვიყავი, ყველას მოვუგე. (იცინის.) კიდევ ბევრს ვივარჯიშებ და უფრო მეტ მედალს ავიღებ. მათაც თქვენ მოგიძღვნით – ყველას, ვინც ასე გაგვახარა და ბევრი საჩუქარი გვაჩუქა. მე თქვენ მიყვარხართ!

„ყველა მედალს თქვენ გიძღვნით!“

       – ჩვენც გვიყვარხართ, ბავშვებო! თქვენ ყველას უყვარხართ. მე მჯერა, რომ გამოჩნდება კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აღარ დაინახონ თქვენს თვალებზე ცრემლი. 
       მარიკა: ყოველი თქვენი გამოჩენა ჩვენთვის დღესასწაულია. სატელეფონო ზარიც კი გვაბედნიერებს და იმედს გვმატებს.
        – მარიკა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ შეგეხმიანათ ვინმე?
         მარიკა: გადმომცეს კრიზისული დახმარება – 200- ლარიანი ვაუჩერი. დამასაქმეს სოციალური პროგრამით.  ეზოს ვალაგებ აქვე. შორს წასვლა არ მიწევს. ანაზღაურება 300 ლარამდე მაქვს. ესეც რაღაცაა. ხომ გესმით, ამით ქირის გადახდას მაინც მოვახერხებ. მაგრამ როდის მექნება ჩემი სახლი? ალბათ, არასდროს! თუნდაც, ერთი პატარა ოთახი მაინც რომ მომცეს მთავრობამ… ერთი ციცქნა პატარა სახლი. ო, როგორი ბედნიერი იქნებოდნენ ჩემი შვილები…

„ჩემს ბაჯბაჯას მაგრად ჩავეხუტები და მოვუყვები ჩემს ოცნებებზე“

       მილენა: ჩემს ახალ დათუნია ბაჯბაჯასაც ექნებოდა სახლი, კვატია ანუკისაც. მერე თქვენც დაგპატიჟებდით და კიდევ ბევრ ლამაზ ამბებს გიამბობდით ერთ ღარიბ გოგოზე, რომელსაც სახლი აჩუქეს. 

„ანუკის მშიერს ვერ დავაძინებ, ის ხომ ძალიან პატარაა… და სახლიც კი არ აქვს…“

***
          მეგობრებო ეს ადამიანები ოცნებობენ სახლზე და არა მხოლოდ. კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ბავშვებსაც უამრავი რამ სჭირდებათ და არ აქვთ. განა შეუძლია მარტოხელა დედას მხოლოდ სოციალური შემწეობით სრულფასოვნად გამოკვებოს სამი მცირეწლოვანი პატარა? რა რთულია ცხოვრება, როდესაც გიჭირს და უყურებ ატირებულ შვილებს, რომლებსაც სცივათ და შიათ. ღმერთო, რამდენ მშობელს ამის ყურებას სიკვდილი ურჩევნია. სიკვდილი? არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ!  ჩვენ ყველას უნდა დავუდგეთ გვერდში.  ყველა უნდა ვიხსნათ. ეს არის ჩვენი მისია. ეს არის ჩვენი გზა. და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს უფალთან!
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
      მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
    (დანიშნულება: ძერიების ოჯახი).
     თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund         
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund     
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2022 ნოე 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1380.00₾
2022 დეკ 14
პროდუქტები
131.84₾
2023 მარ 17
პროდუქტები
100.02₾
2023 მარ 23
პროდუქტები
100.00₾

სულ ხარჯები:

2071.86₾

დარჩა:

4.64₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2023 04:45:09
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2023 08:39:16
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.12.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,076.50

152 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,076.50

152 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება