რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცეცხლის მეშინია, ცუდია! ნივთები დამიწვა და ჩემი დაწვაც უნდოდა!

calendar აგვისტო 4, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხანძარი ნამდვილად იყო. და თანაც როგორი! მთელ უბანს გაზი და დენი გაუთიშეს, ქარქუსაშვილების ბინაში ცეცხლი რომ ჩაექროთ. ახლა, ისინი ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას, მერიის მიერ გარემონტებულ, მაგრამ სრულიად ცარიელ ბინაში. ახლა, უნდა ეძინოთ იატაკზე, წეროსავით, ცალ ფეხზე დამდგარმა ჭამონ, ითამაშონ სათამაშოების გარეშე. დედა კი, ახალს ვერაფერს იყიდის, მაგის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ – სამსახურს თავი დაანება, „ხიფათიან“ მარის რომ მიხედოს. მამაც ვერ უყიდის, ის ახლა ციხეშია. ამიტომ არის გაბრაზებული ნიკოლოზი მარიზეც და ამ ყველაფერზეც, და ურტყამს თავის დას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მამა ციხეშია, მე კი ვოცნებობ,რომ გამოვა, დიდი მანქანა მიყიდოს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ საყვარელ გოგონას შეუძლია, მთელი უბანი თავდაყირა რომ დააყენოს
– მაგან გადაწვა ჩვენი სახლი! – ნიკოლოზი დისკენ იშვერს თითს. – მაგის ბრალია, რომ ახლა აღარაფერი გვაქვს.
– მე ცეცხლი სახლისთვის არ წამიკიდებია, გაზეთს წავუკიდე. – სიტყვას არ არჩენს მარი.
– სულელო, მთელი სახლი, შენი გაზეთის გამო დაიწვა!
ნიკოლოზი დას ხელზე ურტყამს, ის კი მწარედ ჩქმეტს მას.
ნიკოლოზი მაინც აგრძელებს:
– საწოლი დაგვეწვა, სარეცხი მანქანაც, იატაკიც, ჭერიც, სათამაშოებიც და ჩემი ფეხსაცმელიც. ტელევიზორშიც ვიყავით მის გამო. და ბევრი პოლიციელი ძიაც იყო მოსული.
– ჭორიკანა! – გამწარებული მარი წიხლს ურტყამს უმცროს ძმას და მეორე ოთახში გადის, რომ იტიროს.
ხანძარი ნამდვილად იყო. და თანაც როგორი! მთელ უბანს გაზი და დენი გაუთიშეს, ქარქუსაშვილების ბინაში ცეცხლი რომ ჩაექროთ. ახლა, ისინი ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას, მერიის მიერ გარემონტებულ, მაგრამ სრულიად ცარიელ ბინაში. ახლა, უნდა ეძინოთ იატაკზე, წეროსავით, ცალ ფეხზე დამდგარმა ჭამონ, ითამაშონ სათამაშოების გარეშე. დედა კი, ახალს ვერაფერს იყიდის, მაგის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ – სამსახურს თავი დაანება, „ხიფათიან“ მარის რომ მიხედოს. მამაც ვერ უყიდის, ის ახლა ციხეშია. ამიტომ არის გაბრაზებული ნიკოლოზი  მარიზეც და ამ ყველაფერზეც, და ურტყამს თავის დას.

სადარბაზოში დამწვარი ავეჯი დევს

ხანძრის შემდეგ, ოჯახი ყველაზე აუცილებელი ნივთების გარეშე დარჩა

– მარი, ამხელა ხანძარი რანაირად გამოგივიდა?
მარიამი (6 წლის): გაზეთს ცეცხლი წავუკიდე, თითები დამეწვა, წავიღე და საწოლის უკან გადავაგდე. მაგრამ, წყალიც დავასხი მერე.
ნათია, დედა: მაგრამ ცეცხლი უკვე წაეკიდა ლეიბს ქვემოდან, ის კი, მერე ერთიანად აალდა. დედაჩემმა დამწვრის სუნი კი იგრძნო, მაგრამ მარიმ ჩამქრალი გაზეთი აჩვენა. საწოლის ქვეშ არავის შეუხედავს. ბავშვები ხმაურობენ, ბებია იღლება, ჭკუიდან გადაჰყავთ მთელი დღე. სახლი გადაწვეს ჩემს არყოფნაში.

ნათელა ბებო ამოწმებს, ამ ნივთებიდან კიდევ რამის გამოყენება თუ შეიძლება

– შეგეშინდა, მარი, იტირე?
მარიამი: მეც ვიტირე, და ნიკომაც ბევრი იტირა.
ნიკოლოზი (4 წლის): ამ სულელის გამო, კიბეებზე ფეხშიშველი მოვრბოდი და „ბევრი მეშინოდა“. ყველაფერი შავი და საზიზღარი გახდა ჩვენს სახლში. ფუ! (იჯღანება.) და ყარდა.

ნიკოლოზი: „ჩვენი ლოგინები დაიწვა“

 „ტანსაცმელი კი, შავია და ბოლის სუნად ყარს“

გაჭვარტლული საკუჭნაო

მარიამი: ზედა მეზობლებთანაც ყველაფერი „აინთო“, მაგათთანაც ავიდა ჩვენი ხანძარი. ქვედას კი, ყველაფერი დაუსველდა – მეხანძრეებმა დაასხეს წყალი. (იღიმის.)
ნათელა ბებია: ვაიმე, ღმერთო, ვაიმე! (ხელს ფეხზე ირტყამს.) პრობლემები აქვს ამას.

კარის თავზე ცეცხლის კვალი ჩანს. ბებია დღემდე შოკშია და შვილიშვილზე დარდობს 

ნათია: სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზაში ინფარქტი რომ არ მომეღო, დედაჩემმა ყველაფერი არ მითხრა. უბანში რომ მოვედი და ჩვენი სახლისკენ დავიწყე ასვლა, ვხედავ, მთელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი! დენი არ არის. ფეხები აღარ მემორჩილებოდა.
შეუძლებელი იყო აქ ცხოვრება, ნათესავებმა შეგვიფარეს ნახევარი წლით. ახლახან დავბრუნდით, ორი დღის წინ, ვცდილობთ, როგორღაც მოვეწყოთ. მაგრამ, აქ არაფერი გვაქვს. ხალხი გვაძლევს ნივთებს – საბნებს, ტანსაცმელს. ნიკოს და მარის ბაღიდანაც დაგვეხმარნენ. ჩვენი ტანსაცმელი, გასარეცხად მეზობლებს მიაქვთ. ყველაფერს, რაც კარადაში შემორჩა, დამწვრის სუნი აქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში გვიდგას! ღმერთი ჩემს შვილებს ულუკმაპუროდ არ დატოვებს. ეკლესია სადილებს გვაწვდის.

 „ყველა გადასაფარებელი დამწვარია“

 „შებრაწული“ კომოდი

მარიამი: სამაგიეროდ ახლა, დედაჩემი გვიან აღარ მოდის. ადრე ღამის 12 საათამდე ველოდებოდი ხოლმე, ვერ ვიძინებდი. მამაც არ მაქცევს ყურადღებას – ზის თავისთვის, ციხეში.
– სად მუშაობდით ადრე, ნათია?
ნათია: მოლარედ, საშაურმეში. ხანდახან, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერავინ მცვლიდა. წამოვედი. ხომ ხედავთ, როგორი მდგომარებაა. გოგონა უმართავი გახდა. ექიმს გავასინჯე. მითხრეს, რომ აზროვნებისა და ქცევის პრობლემები აქვს. ზოგიერთი მომენტი, მართლაც მაშინებს. რაღაც დაემართა სანამ მე ვშრომობდი. მარის ფსიქოლოგი, ლოგოპედი, თერაპევტი სჭირდება. ღამის ენურეზიც აწუხებს.
– ნათია, რის გამო დაიჭირეს თქვენი მეუღლე?
ნათია: ჩხუბის გამო. ბოლო დროს, ცდილობდა მუშაობას და ოჯახის შენახვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ავად არის! მაგრამ, რაღაც უსიამოვნება შეემთხვა…
– და როგორ ცხოვრობდით? ყოველთვის მხოლოდ უბედურება იყო თქვენს ცხოვრებაში?! 
ნათია: არა, რას ამბობთ. (ჩაეღიმა.)დასაწყისი როდისა არის ცუდი?.. ერთმანეთი რომ გავიცანით, ის 19 წლის იყო, მე 15-ის. გულუბრყვილო ბავშვები, ორივე. ალკოჰოლსაც კი არ ეკარებოდა. მერე, დროთა განმავლობაში… ახლა, მთლიანად დაავადებულია. რა უქნა საკუთარ თავს… ახლახან, დედამთილმა ფორმა №100 მაჩვენა – უამრავი დაავადება სჭირს. ხერხემალზე ოპერაცია სჭირდება, თვალები სტკივა. მეუღლეს უამრავი წამლები უნდა. ბელა, ჩემი დედამთილი, ყველაფერს, რაც გააჩნია, მედიკამენტებში ხარჯავს. თავადაც ფსიქოტროპულ წამლებზეა, ინსულტის შემდეგ. არანაირ დახმარებას არ ველი მისგან.
მარიამი: ბელას მამასთან დავყავარ.
– მომიყევი, როგორ დადიხარ მამიკოს სანახავად? 
მარიამი: იქ ოთხკუთხედი ტელეფონია. მამა ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა დაურეკო. მასაც ოთხკუთხედი ტელეფონი აქვს. და ვლაპარაკობთ. მაგრამ, მამიკოს ვერ შეეხები, ფანჯრის მეორე მხრიდან ზის.
– რას ეუბნები ხოლმე?
მარიამი: ვეკითხები: „მალე გამოხვალ?“
ის რას გპასუხობს?
მარიამი: „მალე გამოვალო“, – მეუბნება.
ნიკოლოზი: მეც დავდივარ პოლიციაში ბელასთან ერთად.
ნათია: ნიკოლოზი ციხეს ასე ეძახის.
ნიკოლოზი: პოლიციელი ძიების ქუდები მომწონს, ჟილეტები და შარვლები. მეც მინდა ეგეთი ტანსაცმელი. და მანქანაც, ციმციმა შუქებით. ყველას დავიჭერ, ვინც ცუდად იქცევა. აი ამასაც დავიჭერ, ხანძრის გამო. (დისკენ იშვერს თითს.) ჩემი მამიკო, პოლიციაში კიდევ აი, ამდენ ხანს იცხოვრებს… (სამ თითს მაჩვენებს.) სამი წელი რომ გავა, მანქანასაც მიყიდის, შოკოლადსაც, ყველაფერს, რასაც ვთხოვ.
 (ნათიამ ამოიოხრა.)

 „პოლიციელის ჟილეტი და ქუდი მინდა. მარის დავიჭერდი, ხანძრის გამო“

– რა არის თქვენი საარსებო წყარო ამჟამად, ნათია?
ნათია: დედაჩემის პენსია და სოციალური დახმარება – 560 ლარი. ეს საკვების ფულია. მეტის საშუალება არ მაქვს. მარი ვერც ექიმთან მიმყავს, ვერც სპეცმასწავლებელთან. ერთი სეანსის საფასური, 55 ლარია. მეშინია, ახალი ხარჯებიც არ დაემატოს.
მარიამი: ნიკოლოზს კი, სულ შია და დედას ძუძუს ჭამს.
ნიკოლოზი: შენ არ შეგიძლია მასე, ხოდა იყავი მშიერი. 
მარიამი: ჩემთვის, სოსისს, ხინკალს და ველოსიპედს ვთხოვ.
ნიკოლოზი: სულელო, საწოლი უნდა ვთხოვოთ, იატაკზე რომ აღარ გვეძინოს.
ნათია: ახლა, საწოლი ყველაზე მეტად გვჭირდება. თუ საშუალება იქნება, სარეცხი მანქანაც, მეზობლები რომ აღარ შევაწუხოთ. სახლში სკამებიც კი არ გვაქვს. უკვე იმედი გადამეწურა, საშინელ განწყობაზე ვიყავი. მაგრამ, ერთ დღესაც, დედამ ინტერნეტში თქვენი ფონდი მაჩვენა. ძალიან სერიოზულად მუშაობთ. ნამდვილად შველით უბედური ოჯახებს.
***
გულსატკენია, როდესაც მამა ციხეში ცხოვრობს. არცერთ ბავშვს არ უნდა, ასე რომ იყოს. მარი და ნიკოლოზი ძალიან განიცდიან, რომ მამას ვერ ეხუტებიან რომ მოუნდებათ, რომ ის ვერ ყიდულობს მათთვის ლამაზ ტანსაცმელს, სათამაშოებს, საჭმელს. ვერ იცავს მაშინ, როდესაც სჭირდებათ ეს. დედა, ნათია ვეღარ მუშაობს სერიოზული მიზეზების გამო. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ დავეხმარებით ასეთ რთულ პერიოდში.
პირადად რომ შეხვდებით, ბევრად მეტს მიხვდებით და იგრძნობთ. მართალია, სევდიანი ემოციებიც მეტი გექნებათ. თუკი გადაწყვეტთ, ნათია გაამხნევოთ და ყურადღება გამოიჩინოთ ბავშვების მიმართ, ეს არის ქარქუსაშვიების ოჯახის მისამართი: კახეთის გზატკეცილი, კორპუსი 34ბ, ბინა 60.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
ყოველთვის, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ქარქუსაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ნომერზე 0901200270 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.  დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აგვ 24
ორსართულიანი საწოლი მატრასით
740.00₾
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
240.00₾
2023 თებ 19
მაცივარი
650.00₾

სულ ხარჯები:

1630.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ივანე ჯანელიძე
20.12.2022 20:00:00
₾50.00
'გიორგი თურმანიძე
10.10.2022 20:00:00
₾10.00
'გიორგი თურმანიძე
10.10.2022 20:00:00
₾10.00
'მარიამი ვარდოსანიძე
02.10.2022 20:00:00
₾1.00
შარაშიძე სულხან
21.09.2022 20:00:00
₾15.00
მარიამი მოდებაძე
20.09.2022 20:00:00
₾30.00
ბესარიონ ჯორბენაძე
08.09.2022 20:00:00
₾50.00
ლუკა კავთელიშვილი
08.09.2022 20:00:00
₾100.00
ზვიადი ზაქარაშვილი
07.09.2022 20:00:00
₾100.00
ვიტალი როსტობაია
07.09.2022 20:00:00
₾100.00
ალექსანდრე სურგულაძე
04.09.2022 20:00:00
₾1.00
სოფიკო ჯანჯულია
03.09.2022 20:00:00
₾1.00
ირაკლი გაბაიძე
03.09.2022 20:00:00
₾10.00
სალომე ღვინიაშვილი
02.09.2022 20:00:00
₾5.00
ანა წილოსანი
02.09.2022 20:00:00
₾10.00
თინათინ ბერიძე
01.09.2022 20:00:00
₾3.00
პეტრე კარიაული
01.09.2022 20:00:00
₾5.00
იმედა აივაზაშვილი
31.08.2022 20:00:00
₾35.00
ქეთევან სირაბიძე
31.08.2022 20:00:00
₾10.00
დავით სამხარაშვილი
31.08.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,630.00

88 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,630.00

88 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება