თამარა: მე პლანშეტი მაქვს! არც ვიცი, ვის ჩავეხუტო და ვაკოცო მადლობის ნიშნად! მადლობა ვის ვუთხრა?! მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ დედასთან ერთად ვილოცებ მათთვის! ნახეთ, თურმე ღმერთს მართლაც ყველა ლოცვა ესმის! სკოლისთვის რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები მომიტანეს – ბევრი ლამაზი ნივთი, რომელიც არასდროს მქონია. მიყვარხართ, ხალხო! მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, მინდა, იმდენი ფული მქონდეს, ბავშვები რომ გავახარო!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ექვსი ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ ამდენ ბიჭებში და ფეხბურთის თამაში მართლა ძალიან მიყვარს!
თამარი: სპორტული ფორმა და ფეხბურთის სათამაშო ფეხსაცმელი რომ გთხოვო, არ დამცინებ? ვიცი, ეს „გოგოშკური“ ოცნება არ არის, მაგრამ 6 ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ და ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ გეგონოს, ცუდად ვთამაშობდე, საუკეთესო მცველი ვარ!
– შენს დაცინვას ვერავინ გაბედავს, საყვარელო! ძალიან ბევრი გოგონა თამაშობს ფეხბურთს და ყურში გეტყვი, შენმა ძმებმა რომ არ გაიგონ, ზოგიერთი ბიჭებზე უკეთესადაც თამაშობს. “არაგოგოშკური” სურვილების გარდა, იქნებ სხვა სერიოზული ოცნებებიც გაქვს?
თამარი: კი. რამდენი წელია ამაზე ვოცნებობ! საახალწლოდ რამდენჯერ ჩავიფიქრე და ღმერთს ვევედრე, მაგრამ არ ამისრულდა.
– გამიმხელ?
თამარა: კი! პლანშეტი. ოჰ, როგორ მჭირდებოდა, ონლაინ გაკვეთილები რომ იყო. ახლაც როგორ მჭირდება, როდესაც რამე კითხვა მაქვს და ვერავის ვეკითხები. იქ კი, გუგლია. ნებისმიერ კითხვას ჩაწერ და პასუხს მიიღებ!
– გიყვარს სწავლა?
თამარა: კი! ყველაზე მეტად მიყვარს სკოლაში ყოფნა! საღამომდე იქ დავრჩებოდი! ძალიან საინტერესოა. და ძალიან კარგი მეგობრები მყავს. არასდროს მაქვს საკუთარი რვეულები და კალმები, სულ მჩუქნიან, ტანსაცმელიც სულ მათი მაცვია… ერთი წყვილი ნორმალური ფეხსაცმელიც კი არ მაქვს. სულ ჩემს თავზე რატომ ვლაპარაკობ! თუ მაცივრის და პლანშეტის ფასი ერთნაირია, იქნებ ჯობდეს, მაცივარი რომ გვაჩუქოთ? მთელს ოჯახს გამოადგებოდა!