ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?! „ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.