თუკი ამ სათაურმა შეგზარათ, მაშინ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ პოსტის ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ. იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არის. ოჯახი შედგება ოთხი ადამიანისგან: გიორგი, მისი მეუღლე ნატო და მათი ორი ულამაზესი შვილი, 4 წლის დიმიტრი და 2 წლის ანა. ამჟამად, ჯანმრთელობას მხოლოდ ანა არ უჩივის, დანარჩენი სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულაც არ არის სახარბიელო. გიორგის აქვს ეპილეფსია და ხერხემლის თიაქარი. ნატოს – ფსიქიკური პრობლემები აქვს, ლაპარაკი უჭირს. ხანდახან, ღრმა დეპრესიაში ვარდება. ჩავარადება, აბა, რას იზამს?! მის შვილებს ხომ, არავინ ჰყავთ ამ ქვეყნად!