„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში მოვინახულე. ქალს ტრაქეოსტომა აქვს ყელში და საუბარი უჭირს. მივმართავთ სრულიად საქართველოს! მეგობრებო, სამი შვილის დედას, ლიკას, თქვენი დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაისში რვა თვის ორსული იყო, როცა ჩუტყვავილა დაემართა. მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა, ახალგაზრდა დედას კი ორივე თირკმელი გაუჩერდა და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა. შეხედეთ, დაავადებამ იმდენად შეცვალა ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახე, რომ ვერც კი იცნობთ! რამხელა ტკივილი ჩანს მის თვალებში! ლიკამ მეოთხე შვილი დაკარგა და კინაღამ თვითონაც დაიღუპა!