მეგობრებო! ბიჭი ონკოლოგიასთან სამწლიანი ბრძოლით არის დატანჯული. მან ქიმიოთერაპიის 9 კურსი, 31 სხივური თერაპია და რამდენიმე რთული ოპერაცია გმირულად გადაიტანა — მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს და ძვლის ტვინი გადაუნერგეს. თითქოს უკან მოიტოვა ეს ყველაფერი, უბედურება დასრულდა. მაგრამ რეციდივი მოხდა და კიბო დაბრუნდა. ნეირობლასტომა ძალიან სწრაფად იზრდება, მეტასტაზები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ამიტომ ბიჭის დედამ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეკარგა ძვირფასი დრო, და სამკურნალოდ თურქეთში გადაფრინდნენ. ნიკოლოზის გადარჩენის ბოლო შანსი ძვირადღირებული ქიმიოთერაპიაა, რომლის ერთი კურსის ღირებულებაც 50 ათასი დოლარი არის! საჭიროა ხუთი ასეთი კურსის ჩატარება, რაც ნიშნავს იმას, რომ 250 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო! ეს მკურნალობა არის შანსი ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ოჯახს ამხელა თანხის გადახდის საშულება არ აქვს! სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ქიმიოთერაპიის ჩატარებაში თუ არ დავეხმარებით ამ ბიჭუნას, მის განაჩენს მოვაწერთ ხელს და გავწირავთ მტანჯველი სიკვდილისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ბავშვს ამ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვების შანსს მისცემს. გაჩერება არ შეიძლება! ნიკოლოზის ოჯახს მხოლოდ ღმერთის და გულისხმიერი ადამიანების იმედი აქვს!