ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.