მეგობრებო, ჩვენს ფონდს დახმარებისთვის მიმართა ოჯახმა, სადაც შვიდი მცირეწლოვანი იზრდება. პატარები ერთ ოთახში არიან შეყუჟული, სადაც წყალი ჩამოდის ჭერიდან. მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის გატანას ოჯახი, სადაც ორი მძიმედ დაავადებული ადამიანია – მამა და ქალიშვილი! ბარბარე განსაკუთრებული ბავშვია, 8 წლის არის და გონებრივად ჩამორჩენილია. გოგონა ადვილად ღიზიანდება – მუდივად თუ არ მიიღებს წამლებს, მთელი ღამე ვერ დაიძინებს. ესაჭიროება სახლში სწავლება, მაგრამ მის მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ სპეცმასწავლებელს თანხა გადაუხადონ. მამას თიაქარი აქვს და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ შვილები რომ არ დატოვოს მშიერი, საავადმყოფოში წასვლის ნაცვლად, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, რადგან აკრძალული აქვს სიმძიმეების აწევა. დედა დამლაგებლად მუშაობს სოციალური პროგრამის ფარგლებში და უფროს ქალიშვილებს უტოვებს ორი წლის ტყუპებს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მშობლები იძულებული არიან, პროდუქტები ვალად აიღონ მაღაზიაში, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. თინათინმა ქორწინებამდეც იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლის ოჯახი ღარიბი იყო. მაგრამ ფინანსურ სირთულეებს არ შეუშინდა. მთავარი ხომ სიყვარული და ურთიერთგაგება არის!