მას შვილის დატირების საშუალებაც კი არ მისცეს. ყველაფერი ისე უცებ მოხდა! სახლი წამებში დაიწვა და ყელაფერი, რაც წლების განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის ფასად შეიქმნა, ფერფლად იქცა. მაგრამ, რაღა მნიშვნელობა აქვს ამას, როდესაც ყველაზე გულკეთილი და მზრუნველი ადამიანი შეეწირა ამ ხანძარს?