„მე ყოველთვის კარგად ვიქცევი. დედასაც ვუჯერებ, მამასაც და არც ღმერთს ვაბრაზებ, მაგრამ მე არაფერი მაქვს. დედა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. გვექნება ტკბილეულიც და სათამაშოებიც, მაგრამ როდის – არ იცის… თქვენ იცით? კარგ ბავშვებს კანფეტები ხომ ეკუთვნით?!“ – ტიტინებს პატარა მარიამი და თვალებში, როგორც სულში, დაჟინებით მიმზერს! ისე მიყურებს, თითქოს მთელი მისი ოჯახის ბედი ჩემს პასუხზე იყოს დამოკიდებული.