პროექტის რეპორტი ჯადოსნური ნაყინი... ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯადოსნური ნაყინი... ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?!

page info icon
2021 ოქტომბერი 25
ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,972 ₾
( 230 დონორი )
დასრულებულია
ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბედნიერება! რომელსაც ეს ოჯახი თქვენ გიზიარებთ, ფონდის ძვირფასო მეგობრებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ხომ ლამაზად ვდგავართ? გადაგვიღე!“
- გინდა, მოდა გაჩვენოთ?
ბარბარემ და ნიაკომ ახალი კაბები ჩაიცვეს და სათვალეები გაიკეთეს. ახალი ტანსაცმლით უნდათ გავლა-გამოვლა.
- ჩვენ ისინი ვართ, რა ჰქვიათ... - ნიაკოს სიტყვა დაავიწყდა.  - აბა, თუ ვგავართ?
ბარბარემ შეახსენა:
- მოდელები! ტელევიზორში ვნახეთ, როგორ დადიან, - აგრძელებს ბარბარე. - აბა, ვგავართ?
         - ასჯერ სჯობიხართ!
- კიდევ, იცი, ახალი ტელევიზორის გარდა რა მოგვიტანეს? აი ეს რაღაცა გვაჩუქეს! - ბარბარე გაზის ახალი გამათბობლისკენ იშვერს თითს. - შენც გაქვს ასეთი სახლში? ამას შეუძლია ისე გააკეთოს, რომ მაშინ მოვიდეს ზაფხული, ან გაზაფხული, როდესაც მოგინდება. აი ამ მრგვალ ღილაკს დააჭერ, დაატრიალებ, და უცებ დათბება, დაცხება კიდეც. ახლა არ გვჭირდება გათბობა, ისედაც ზაფხულია. ზამთარში კი, მაგარი იქნება! სახლში ქურთუკით აღარ ვივლი და თბილ საბანში გახვეული აღარ ვიწვები ნახევარი დღე, სიცივის გამო. ხშირადაც აღარ გავცივდები.
ბარბარემ იცის, რაზეც ლაპარაკობს. ჯოხარიძეების მრავალშვილიან ოჯახში, ოთხ მშვენიერ გოგონას სციოდა, აკლდათ საჭმელი და გაცვეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/797-dzhokharidze/.
სანამ თქვენ არ ჩაერიეთ და მათ კეთილდღეობაზე არ იზრუნეთ. რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვებს ბედნიერებას ჩუქნი! რა სასიამოვნოა მათი უდიდესი სიხარულის დანახვა!
„უი, დაგვავიწყდა სათვალეებზე იარლიყის მოხსნა!“
- ნათია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ნათია: მის შეცვლაში სწორედ თქვენ დაგვეხმარეთ! ფაქტია, რომ ახლა, ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. აღარ ვწვალობთ საყოფაცხოვრებო კუთხით. ჩვენს შვილებს მოსახერხებელ საწოლზე სძინავთ, სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, საღამოობით კი, მთელი ოჯახი, ერთად ვუყურებთ ტელევიზორს - ხან მულტფილმებს, ხან გასართობ გადაცემებს. ისეთი ერთიანობის შეგრძნება მაქვს! ამდენი ნივთის ერთად შეძენაზე ვერც ვიოცნებებდი - სარეცხი მანქანის, ტელევიზორის, გამათბობლის. ალბათ, წლები დაგვჭირდებოდა თანხის შეგროვებისთვის, ამის ნახევარი მაინც რომ გვეყიდა. თითქოს, ლოდი მოგვეხსნა მე და ჩემს მეუღლეს, ბექას.
ამქვეყნად ვერაფერი შეედრება ჩემი შვილების სიხარულს! ახალი ნივთები, უკეთესი  პირობები ძალიან ახარებთ! მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი კეთილდღეობისთვის, თუნდაც მცირედი გაიღო. ნამდვილად ფასდაუდებელია თქვენი სიკეთე!!!
თბილისიდან, დედაჩემთან გადმოვედით მცხეთის რაიონში იმიტომ, რომ თბილისის ბინა ძალიან პატარა იყო და ვერ გვიტევდა ამდენ ხალხს. თან, ჩვენთან ერთად ჩემი მაზლი და მისი მეუღლეც ცხოვრობდნენ. ერთ პატარა ოთახში, ჩვენი ადგილი ნამდვილად აღარ იყო. თანაც, შეგიძლიათ მომილოცოთ, მუშაობა დავიწყე,.
- შესანიშნავი სიახლეა! სად, ნათია?
ნათია: მეზობლის დახმარებით, რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად მოვეწყვე. მაინც, ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, შეჩვევაც არ გამიჭირდა. კვირაში ხუთი დღე ვმუშაობ, ორი - ვისვენებ. ვიღლები, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ არ გაიჭირვე, არაფერი გამოდის. დედაჩემი ბავშვებთან რჩება, ხანდახან - მეუღლე. საღამოს შვიდი საათის მერე კი, მეც ვუერთდები. რაღაც შემოსავალი გაგვიჩნდა. ერთი სიტყვით, დაგვეტყო წინსვლა.
 „გედებივით ქათქათა პირსახოცები გვაქვს“
- ხმაც სხვანაირი გაქვთ და განწყობაც.
ნათია: ძალიან მინდა, საქართველოში სამსახური სანატრებელი რომ აღარ იყოს. ის ხომ აუცილებელია! ადამიანს  ისე ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის - ჩააცვას და აჭამოს საკუთარ შვილებს.
- გეთანხმებით, ნათია! ვინმე თუ გაიცანით პროექტის დაწყების შემდეგ, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ნათია: როგორც კი პოსტი გამოქვეყნდა,  ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალყურს კომენტარებს და გული სიამაყისა და სიხარულის გრძნობით მევსებოდა. რამდენმა კეთილმა და გულთბილმა ადამიანმა გამოიჩინა ჩვენს მიმართ ყურადღება! გულაჩუყებული და თვალცრემლიანი ვკითხულობდი. ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად ვერავინ წაგვართმევს იმას, რომ გულთან ახლოს მიგვაქვს სხვის გასაჭირი.
ძალიან გაგვახარა ერთმა ოჯახმა, რომელმაც პირადად გვინახულა. მოგვიტანეს პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი ბავშვებისთვის. ყველაზე მეტად კი, ის მესიამოვნა, რომ შვილებთან ერთად მოვიდნენ. სანამ უფროსები ვსაუბრობდით, ჩვენი შვილები ერთად თამაშობდნენ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები! ღმერთმა ნუ გამოლიოს. ეს არის განსაკუთრებული სითბო და ყურადღება, ბავშვებთან ერთად რომ მოხვალ. არ დავიბენი, თამამად მივიღე საჩუქრები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია შენი ფინანსური მდგომარეობა, მთავარი ხომ ადამიანობაა. მადლობა, ყველაზე მცირეა, რის თქმაც შემიძლია.
იმისთვის, რომ გამოვთქვა ყველაფერი, რასაც თქვენ იმსახურებთ, ძვირფასო მკითხველებო. უნდა გამოიგონონ მანქანა, რომელიც ტვინსა და გულზე იქნებოდა შეერთებული. ზუსტად რომ ასახავდა ფურცელზე იმას, რის გამოხატვასაც ვცდილობ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამომდის. თქვენ იმსახურებთ უდიდეს მადლიერებას. მე კი, მას ისე გამოვთქვამ, როგორც შემიძლია.
„ხელ-პირს დღისითაც ვიბან. ისეთი სასიამოვნოა, ახალი პირსახოცით რომ გაიმშრალებ!“
 „დარბიხარ ეზოში, სულ მტვრიანი ხარ. ხელ-პირი  დავიბანოთ, მერე კი, ფაფა ვჭამოთ“
- ჩვენი მკითხველები ყველაფერს იგრძნობენ და მიხვდებიან. ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ნათია: ვაიმე, ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ფენის წარმომადგენლების პრობლემები სულ არ ადარდებს ხელისუფლებას. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, ჩვენ  - ჩვენი. მათთვის, ცენტრალური ქუჩების მოპირკეთება უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, რომ შეწუხებულიყვნენ, გავიგებდით კიდეც. ის დახმარება, რასაც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გვაძლევენ, უბრალოდ სასაცილოა.
„შეხედეთ ჩვენს ოთახს! ახალი საწოლი და ტელევიზორი გვაქვს!“
- რას ნიშნავდა ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება და თანადგომა პირადად თქვენთვის? 
ნათია: რაღაც მომენტში, ხელი ჩაავლეთ ჩვენს ოჯახს და გადაარჩინეთ. საკუთარ თავზე აიღეთ ჩემი და ბექას მოვალეობა. ისე იზრუნეთ ჩვენს შვილებზე როგორც ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო, მშობლებს. დააპურეთ, ჩააცვით, დაახურეთ, გაათბეთ, სიხარული აჩუქეთ მათ. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი. როდესაც შენი შვილების გადარჩენაში გეხმარებიან, ეს შენს გულსა და მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს. ამ ადამიანებისთვის ცხოვრების ბოლომდე ვილოცებ. ღმერთო, ყველა გზა დაულოცე! ყველაფერი ცუდისგან დაიფარე!
        მე და ბექა ძალიან განვიცდიდით, რომ ჩვენს შვილებს ვერ ვაძლევდით ყველაზე მიზერულსაც კი, ვიდანაშაულებდით და ვკიცხავდით საკუთარ თავს. ხომ იცით, რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს. საშინელებაა, როდესაც ვერაფერს აძლევ! დახმარება გვჭირდებოდა, ცხოვრება რომ გაგვეგრძელებინა. თქვენი და უფლის დახმარებით კი, განვაგრძობთ კიდეც.
ბარბარე: „ამ რაღაცას რომ ჩართავ, ოთხი სვიტერის ჩაცმა აღარ გჭირდება“
- თავად ბავშვები რას იტყვიან, ნათია? გოგონებს თვითონაც უნდათ ჩვენთან გასაუბრება, ჩვენთვის გამოიპრანჭნენ.
ბარბარე (6,5 წლის): გელოდებოდით. მე ვიტყვი პირველი იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი, ჩემს პატარა დებს რა მოეწონათ. ყველაზე მეტად ტელევიზორი გაგვიხარდა, აი, უზომოდ! ნიაკოს ვუთხარი: „მოდი, ჩავეხუტოთ!“ ჯერ მე ჩავეხუტე, მერე ნიაკო. ლილესაც უნდოდა და თავის რიგს ელოდებოდა, მაგრამ პატარები არ მივუშვით, რომ არ გაეფუჭებინათ. ისედაც, ვერ გაწვდებოდნენ. ლილეს და ნიცას არ აქვთ პულტის ღილაკების დაჭერის უფლება. არ იციან პროგრამების ძებნა, მე კი - ვიცი. შემიძლია, მულტფილმები ვიპოვო და კიდევ მოდა, სადაც ლამაზი მოდელები დადიან. მაგრამ, დედამ თუ დაინახა, რომ ვჩხუბობთ, პულტს გვართმევს და არცერთს აღარ გვაძლევს. „ბასტი-ბუბუს“ ჩაგვირთავს ხოლმე და ჩვენც ჩუმად ვსხედვართ, ყველანი ერთად. დედა კი ამბობს: „რა კარგია, თქვენი წივილ-კივილის ხმა რომ აღარ მესმის.“(იცინის.)
კიდევ ის რაღაც მომეწონა, რომელიც ჩვენს სახლს ზამთარში გაათბობს (გაზის გამათბობელი. - რედ. შენიშვნა). მაგრამ ჩემი დები ვერ მიხვდნენ, რისთვის არის. ლილეს და ნიცას თქვენი მოტანილი ფაფები და ორსართულიანი საწოლი მოეწონათ. (იღიმის.)
„ჩემი დები გიჟდებიან ამ ფაფებზე. მეც გავსინჯე. გემრიელობაა!“
- შენ რა გაგიხარდა, ნიაკო?
ნიაკო (5 წლის): საჭმელი მომეწონა. (დაიმორცხვა.) მე და ბარბარემ დავითვალეთ, ყუთში ფაფის რამდენი კოლოფი იდო და სახლში ფაფა რამდენი დღე გვექნება.
- რამდენი გამოვიდა?
ნიაკო: ჯერ დიდხანს გვექნება. გემრიელია და კარგი სურნელი აქვს. დედა რომ ამზადებს, ყველა ოთახში დგას მაგის სურნელი. კიდევ მოგვიტანთ საჭმელს?
         ბარბარე (სიხარულით ამბობს): დედიკო მოგვიტანს, უკვე მუშაობს. ჩვენი დედიკო უკვე მუშაობს.
„უამრავი სარეცხი დაგროვდა, ალბათ, დღეს გაირეცხება“
- ნათია, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
ნათია: როგორ მერიდება კიდევ რაიმეს თხოვნა. ისედაც მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, იზრუნეთ ჩვენზე. ჯერ, სათანადოდ ამისთვისაც არ მითქვამს მადლობა.
როგორც მეგობრებს, გეტყვით, რა გვაწუხებს ამჟამად. ღმერთის წყალობით, გვაქვს ლუკმა-პური, მუშაობა დავიწყე. მაგრამ ერთი ხელფასით ყველაფრის მოგვარება ვერ ხერხდება. ამ სახლში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, სახურავიდან წყალი ჩამოდის. წვიმის დროს, ჩვენთანაც სისველეა, კედლები ნესტიანია. გამოსავალი არ იყო - წასასვლელი სხვაგან არსად გვქონდა. ძალიან მერიდება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ, მაგრამ არ ვიცით, რა ვუყოთ სახურავს. დანარჩენს, ყველაფერს გავწვდებით ჩვენი ძალებით. მაგრამ, როდესაც საქმე დიდ ხარჯებს ეხება, ჩვენი ოჯახი ვერ უმკლავდება. ამიტომაც, გაგანდეთ ჩემი სადარდებელი.
 „ინტერნეტში კიდევ „გამოგვაჩენთ“? გამარჯობა ყველას! მადლობა!“
***
მეგობრებო, თქვენი დამსახურებით ჯოხარიძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა დააღწია თავი უკიდურეს გაჭირვებასა და შიმშილს! ცამდე მადლობელი არიან, რომ უმძიმეს მომენტში, თქვენ მათი ძალა და იმედი გახდით. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა -  გაჭირვების ჟამს მრავალშვილიანი ოჯახების გვერდში დგომა, ბავშვების ცხოვრების გზაზე დაყენება! და, რა თქმა უნდა, როგორც ერთგული მეგობრები, მათ დროდადრო მოვიკითხავთ და არ დავივიწყებთ. ჯოხარიძეების ოჯახს დარჩა გადაუჭრელი პრობლემა  - მათი სახლის სახურავი. ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია! ჩვენ ხომ ეს ყოველთვის გამოგვდის! თავად უფალია ჩვენს გვერდით, როდესაც მთელი გულით გვსურს სიკეთის კეთება!
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯოხარიძეების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901 200 270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: